Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადება გენდერული თანასწორობის კანონპროექტის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 7 მარ.'18 / 16:29

თბილისში აკრედიტებულმა უცხოელმა ელჩებმა განაცხადეს 7 მარტს, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში გენდერული თანასწორობის, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, და რომ კანონპროექტს ქალთა სავალდებულო კვოტირების თაობაზე „დროულად“ მიიჩნევენ.

კანონპროექტი, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღებას ითვალისწინებს და პარლამენტსა და საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობის ზრდას ემსახურება, სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა, რის შემდეგაც ის პარლამენტის ბიურომ უნდა დაამტკიცოს, სანამ პარლამენტში დადგება კენჭისყრაზე. 

„მხედველობაში ვიღებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც საქართველოს 37 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი და რომელიც, მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ქალთა წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებში ყველა დონეზე და დაეხმარება საქართველოს, რომ ქალთა ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდეს პოლიტიკურ დისკურსში“, - ნათქვამია ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ ინიციატივა დროულია, რადგანაც ის ევროკავშირი-საქართველოს 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიზნების მიღწევის საშუალებას წარმოადგენს და სხვა წარმატებულ რეფორმებთან ერთად საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებში ქალთა საშუალო რაოდენობასთან აახლოვებს (30.4%)“, - ნათქვამია განცხადებაში.

უცხოელმა დიპლომატებმა ასევე აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანთან  და ქალთა წინააღმდეგ  დისკრიმინაციის გაეროს კომიტეტის რეკომენდაციებთან ქალთა პოლიტიკური ჩართულობის  შესახებ. 

„გვაქვს რა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკანონმდებლო ინიციატივა 2017 წლის მესამე კვარტალში სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მიიღო, კიდევ ერთხელ ვუსმავთ ხაზს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვის მნიშვნელობას და მოუთმენლად ველით საქართველოს პარლამენტში ამ მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24