Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რელიგიური ლიდერები ვალეში კათოლიკური სიმბოლოების დაწვის გამო შეშფოთებას გამოხატავენ
Civil Georgia, Tbilisi / 15 მარ.'18 / 12:23


დამწვარი რელიგიური ლიტერატურა და ხატები, ვალე. ფოტო: facebook.com/shotagikoshvili

რელიგიურმა ლიდერებმა, მათ შორის კათოლიკური და მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ვალეში კათოლიკური სამლოცველოს ხატების და რელიგიური ლიტერატურის დაწვის გამო.

ინფორმაცია პირველად 12 მარტის საღამოს ადგილობრივმა მკვიდრმა, შოთა გიქოშვილმა გაავრცელა, რომელმაც ვალეში, სადაც კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანული თემები გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ, პატარა სამლოცველოს გვერდით დამწვარი რელიგიური ლიტერატურის და ხატების ფოტოები გამოაქვეყნა. გიქოშვილის თქმით, წიგნები და ხატები „მიზანმიმართულად“ დაწვეს, ვინაიდან სხვა აღმსარებლობის წიგნები და ლიტერატურა, რომელიც ასევე ინახებოდა სამლოცველოში, ხელუხლებელი დარჩა. 

ვალეში რომაულ-კათოლიკურმა სამრევლომ დაგმო „ვანდალური ფაქტი“, რასაც მოგვიანებით საქართველოში კათოლიკური თემის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტოც გამოეხმაურა და „მწუხარება და აღშფოთება“ გამოხატა ამ ფაქტის გამო. „ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა არანაირად არ შეიძლება და ის გულდასმით უნდა გამოიძიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა“, - განაცხადა მან.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ მომხდარი ვანდალიზმად შეაფასა და განუცხადა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს, „სამხრეთის კარიბჭეს“, რომ „ეს არის დანაშაული და შეურაცხყოფა ეკლესიისა, ხატებისა და იმ სიწმიდნეებისა, რომლებსაც ჩვენ ვეთაყვანებით“. „ქვეყანას ჰყავს მტრები და ისინი არეულობის გამოწვევას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირებას ვერ გამოიწვევს. ხალხი გონიერია, მათ იციან, რომ ამას ჭკუათმყოფელი ადამიანი შეგნებულად არ იზამდა“, - დასძინა მან.

ინციდენტი ასევე დაგმო ბათუმში მდებარე რელიგიურ უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, ქართველ მუსლიმთა კავშირმა.  

14 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რომელიც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

2014 წლის მოსახლეობის აღწერის დროს 19 195-მა პირმა განაცხადა, რომ ისინი კათოლიკეები არიან. მათ შორის 15 024 სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, რაც რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 9.36%-ია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49