Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 16 მარ.'18 / 12:35


იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია, 15 მარტი, 2018. ფოტო: NATO

„ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლის განხორციელებაც საქართველომ შეძლო, ასევე იმ ფაქტმა, რომ საქართველო მზადაა ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხი“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 15 მარტს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვის საპასუხოდ, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ნატოს მომავალი სამიტი ბრიუსელში აღიარებს საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და „იმ ძალიან მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველოს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში შეაქვს, განსაკუთრებით ავღანეთში“.

სტოლტენბერგმა გასულ კვირას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრაც ახსენა და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი კვლავაც განაგრძობს საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას წვრთნისა და შესაძლებლობების ზრდისკენ მიმართული რეფორმების მეშვეობით.  

ნატოს გენერალური მდივანი პრესკონფერენციაზე მოგვიანებით კვლავ შეეხო საქართველოს საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა  მოსკოვის „უგუნური ქცევის“ და მის მიერ „მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენების“ სურვილის ერთ-ერთი მაგალითია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47