Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს
Civil Georgia, Tbilisi / 19 მარ.'18 / 13:19

ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იმ მაცხოვრებლებმა, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ, ასევე ორ რეგიონში განთავსებულმა რუსულმა სამხედრო ძალებმა 18 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

აფხაზეთში ოცი საარჩევნო უბანი გაიხსნა (თავდაპირველად თექვსმეტის გახსნა იყო დაგეგმილი), მათ შორის ოთხი - ქალაქ სოხუმში. ცხინვალის რეგიონში, სადაც თავდაპირველად ცხრა უბნის გახსნა იყო დაგეგმილი, ცამეტი საარჩევნო უბანი გაიხსხნა, მათგან შვიდი - ქალაქ ცხინვალში. 

გუშინ დღის 4 საათისთვის აფხაზეთში 30 000-მა რუსეთის მოქალაქემ გააკეთა არჩევანი. ცხინვალის რეგიონში კი საღამოს 6 საათის მდგომარეობით, დაახლოებით 14 000 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ორივე ოკუპირებული რეგიონის ლიდერებმა, რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა, ასევე გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ხაზი გაუსვეს, რომ „ძლიერ პრეზიდენტს“ უჭერენ მხარს, რითიც ვლადიმირ პუტინის საარჩევნო დევიზს გამოეხმაურნენ.

„ვფიქრობ, რომ რუსეთს ძლიერი ლიდერი უნდა ყავდეს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება. რუსეთი ძლიერი უნდა იყოს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ეკონომიკური და სხვა სფეროების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საარჩევნოს უბნის წინ.

„როგორც არაერთხელ მითქვამს, სამხრეთ ოსეთის ბედი პირდაპირ კავშირშია რუსეთის ფედერაციის ბედთან და თითოეულ ჩვენგანს უნდა, რომ რუსეთს ძლიერი პრეზიდენტი ყავდეს“, - განუცხადა ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ ოფიციალურ პირებს და ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

ორივე რეგიონის ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის 89 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ანალოგიურმა მაჩვენებელმა 36 500 შეადგინა.

თბილისის რეაგირება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მას „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი“ უწოდა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43