Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების თაობაზე გამოთქმულ ბრალდებებს შეისწავლის
Civil Georgia, Tbilisi / 19 მარ.'18 / 18:24


ნინო ლომჯარია და ზვიად დევდარიანი, 16 მარტი, 2018. ფოტო: facebook.com/cidacso

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა 19 მარტს, რომ ის უფლებადამცველის და რუსთავში მდებარე სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების თაობაზე გამოთქმულ ბრალდებებს შეისწავლის.

„სახალხო დამცველმა პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი  შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს“, - განაცხადა სახალხო დამცველის აპატარმა 19 მარტს ლომჯარიას სავარაუდო მსხვერპლ ქალებთან შეხვედრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე მან დევდარიანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.

დევდარიანის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების თაობაზე ბრალდებები პირველად ქალთა მოძრაობამ გააჟღერა, რომელმაც აღნიშნა 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რომ „ათამდე“ ქალი, რომლებიც ანონიმურობას ამჯობინებენ, დევდარიანის მხრიდან „სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე“ საუბრობს.

„ზვიად დევდარიანი კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია. მას სერიოზული გავლენა და რეპუტაცია აქვს საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. ზვიად დევდარიანი ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა და როგორც ჩანს, მისი ორმაგი სტანდარტები და კარგად შენიღბული სახე გახდა მიზეზი იმისა, რომ მის მიერ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს არ ჰქონდათ რწმენა და ძალა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ“, - განაცხადა ქალთა მოძრაობამ.

თავად დევდარიანმა უარყო ბრალდებები და აღნიშნა 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ბრალდებები „დაუსაბუთებელია“ და რომ მას საკუთარი თანამდებობა და გავლენა ბოროტად არასდროს გამოუყენებია. „იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ არის მიზანმიმართული შანტაჟი“, - აცხადებს დევდარიანი.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქალთა მოძრაობას განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი.  ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ დევდარიანის გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე „მიზანშეწონილია“.

17 მარტს მოგვიანებით რამდენიმე ქართულმა ინტერნეტ გამოცემამ, მათ შორის ნეტგაზეთმატაბულამ და On.ge-მ, ქალების, მათ შორის დევდარიანის ყოფილი თანამშრომლის, სამუშაოს მაძიებლების და სხვა ნაცნობების ანონიმური ისტორიები გამოაქვეყნა, რომელთა თქმითაც ისინი დევდარიანის სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ.

18 მარტს დევდარიანმა „ლიბერალს“ ღია წერილით მიმართა, სადაც აღნიშნავს, რომ 21 წლის ქალის მონათხრობი, რომელიც დევდარიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ვითომდა სექსუალური ურთიერთობების სანაცვლოდ სამსახურს პირდებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს. „ვაღიარებ, რომ ჩემი შეცდომაა ჩემი ურთიერთობა ოჯახს გარეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ ძალადობის ან ზეწოლის რაიმე ფაქტის არსებობას“, - აცხადებს დევდარიანი.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომლებმა ასევე უარყვეს ბრალდებები და ხაზგასმით აღნიშნეს ერთობლივ განცხადებაში, რომ ეს ინფორმაცია არის „სიცრუე“ და რომ „ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების მხრიდან არ დაფიქსირებულა შევიწროების არც ერთი ქეისი“.

სამოქალაქო საზოგადოების რეაგირება

ქალთა მოძრაობის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა, ბაია პატარაიამ, რომლის კანდიდატურაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის პოსტზე მოძრაობამ სახალხო დამცველს 14 მარტს წარუდგინა, 17 მარტს პირველი განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.      

19 მარტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში პატარაიამ განაცხადა, რომ ის შეხვდა იმ ქალებს, რომლებიც ზვიად დევდარიანს ძალადობაში ადანაშაულობენ და დასძინა, რომ „ზოგიერთ შემთხვევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სექსუალური შევიწროებაა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაული“.

მან ასევე უარყო, რომ კამპანია დევდარიანის წინააღმდეგ მიზანმიმართულად დაიწყო და აღნიშნა, რომ ამას არაფერი აქვს საერთო სამეურვეო საბჭოა კონკურსთან და რომ „ზვიადის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები - გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე“.

კოალიციამ თანასწორობისთვის 19 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ სურს „მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოს სექსუალური შევიწროების ყველა მსხვერპლ ქალს“.

„კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მოპოვებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს შევიწროების არა ერთეულ, განცალკევებულ ფაქტებს, არამედ სხვადასხვა ქალის მიმართ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით განხორციელებულ სავარუდო შევიწროებასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციამ მოუწოდა მსხვერპლ ქალებს, რომ გამოიყენონ სამართლებრივი საშუალებები, ხოლო პარლამენტს მოუწოდა, რომ „სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად, რაც შექმნის სასამართლოსთვის მიმართვის მკაფიო შესაძლებლობას“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52