Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეები სისხლის სამართლის წესით დააკავეს
Civil Georgia, Tbilisi / 21 მარ.'18 / 18:19

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ საღამოს დაკითხვაზე დაბარებული „ქართული მარშის“ ხუთი აქტივისტი, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილი, რომლებიც რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე 19 მარტს მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდნენ, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დააკავეს. დანაშაული გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გუშინვე, „ქართული მარშის“ აქტივისტთა მონაწილეობით რუსთავი 2-თან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, ასევე ტელეკომპანიის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ ნათქვამ რელიგიური შინაარსის განცხადებას, რამაც ულტრანაციონალისტთა ჯგუფის აგრესია გამოიწვია, საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. 

„რუსთავი 2-ის 18 მარტის სიუჟეტი თავისი  უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. „ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან,  მკვეთრ  რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ... უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ“, - აცხადებს საპატრიარქო და მოითხოვს, რომ „სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა“. 

თავად გიორგი გაბუნიამ, რომელმაც თავისი განცხადებისათვის ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა, დღეს განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელის მეშვეობით ემუქრებიან. „უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი“, - განაცხადა გაბუნიამ. გაბუნიას მიმართ მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებულ მოვლენებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურნენ.

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი ერთობლივ განცხადებაში მიესალმება შსს-ის მიერ „ქართული მარშის“ აქტივისტთა სისხლის სამართლის წესით დაკავებას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა „მოახდინოს დანაშაულის ზუსტი კვალიფიკაცია“, ასევე - „გამოიყენოს ადეკვატური სასჯელი ყველა იმ პირის მიმართ, ვისი ბრალეულობაც იკვეთება“. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და რომ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ „მკაცრი პოლიტიკა“ იმ ქმედებების მიმართ, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვას პოლიტიკური პარტიებიც მოითხოვენ. 

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 10 ოპოზიციური პარტია, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმით, „ქართული მარშის“ წევრები „ბრძოლას უცხადებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, არამედ, ქართულ სახელმწიფოსაც“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი.  ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ „მკაცრად შეაფასოს ნებისმიერი ამგვარი ძალადობრივი აქტი“, ასევე - „მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე და კანონის სრული დაცვით დაისაჯონ დამნაშავეები“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5