Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯანელიძე: მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების შესახებ განცხადებაზე ‘დასრულებული არ არის’
Civil Georgia, Tbilisi / 22 მარ.'18 / 19:10

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების შესახებ მოლაპარაკაბები „დასრულებული არ არის“ და 27-28 მარტს დაგეგმილ რაუნდზეც გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 22 მარტს მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დოკუმენტის მიღება ახლოვდებოდა. 

„ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა მიღებული იქნას ისეთი განცხადება, რომელიც მოემსახურება ჩვენს მიზნებს, სახელმწიფო ინტერესებს და რა თქმა უნდა იქნება მიმართული იმისკენ, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ 22 მარტს.

ჯანელიძის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში „გარკვეული პროგრესის“ მიღწევა მოხერხდა ძალის არგამოყენების განცხადებაზე. „ბოლო რაუნდზე, გასული წლის დეკემბერში, მოხდა პოზიციების ერთგვარი დაახლოება, თუმცა ჯერ კიდევ არის სამუშაო წინ და მე პროგნოზებისგან თავს შევიკავებ საბოლოო შეთანხმება მოხდება ამ რაუნდზე, თუ მომდევნო რაუნდებზე“, - განაცხადა მან.

დავით დონდუამ ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი „პოლიტიკური განცხადებაა“ და ის არ ათავისუფლებს რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ, თავადაც არ აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელმოწერის შემთხვევაში, განცხადებას არაფერი ექნება საერთო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან.

„ჩვენ იმედი გვაქვს,  რომ მოლაპარაკებები ამ განცხადებასთან დაკავშირებით წარიმართება კონსტრუქციულად და თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება, იმედი გვაქვს, რომ შეიქმნება დამატებითი სივრცე ჟენევაში იმისათვის, რომ დაიწყოს ქმედითი მსჯელობა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით და თუ ამისთვის საჭირო იქნება მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობა, ამაზე მზაობა საქართველოს მხარემ უკვე გამოხატა“, - აღნიშნა დონდუამ.

სკეპტიკურად განწყობილი ოპოზიცია 

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც 2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 20 მარტს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო განცხადებას უერთდება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანამ „მოუხსნა რუსეთს კატეგორიული მოთხოვნა, რაც ჩვენი პოზიცია იყო ამ კონსულტაციების პირველივე დღიდან, რომ მათ აეღოთ  საქართველოს წინაშე ცალმხრივი სამართლებრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ“. 

„ამ დეკლარაციით სამწუხაროდ საქართველოს დელეგაციამ მისცა რუსეთის ფედერაციას  საშუალება, პროპაგანდისტულად გამოიყენოს ეს დეკლარაცია და სადაც საჭიროა ამტკიცოს, რომ მას აღარ სჭირდება ცალმხრივად საერთაშორისო ვალდებულების აღება ძალის არგამოყენების შესახებ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „თუ ამ დეკლარაციაში, რაიმე სახით, სადმე როგორც მხარე ან როგორც დეკლარაციის ავტორი ნახსენებია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვით ჟენევის ფორმატის შეცვლა, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების, რომლებიც მხოლოდ პირად ხარისხში იყვნენ ამ კონსულტაციებზე, მათი სტატუსის შეცვლა და რაც ყველაზე ცუდია, ამ შემთხვევაში, ჩვენ დავთანხმდით იმაზე, რომ მათ საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტების ნიშნები ენიჭებათ“.

დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ევროპული საქართველოდან განუცხადა Civil.ge-ს საკითხზე კომენტირებისას, რომ „სრულიად გაუგებარია, თუ რას იგებს საქართველო ამ დეკლარაციაზე შეერთებით“.

„ჩვენ ძალის არ გამოყენების ვალდებულება უკვე აღებული გვაქვს და ველოდებოდით რუსეთის მხრიდან იგივე ვალდბულების აღებას. ახლა ირკვევა, რომ ეს თემა აღარ არის დღის წესრიგში და მხოლოდ ზოგადი დეკლარაცია იქნება მიღებული, რაც რუსეთს არ ავალდებულებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლოდინი, რომ განცხადების მიღების შემდეგ მოსკოვი დათმობებზე წავა და უფრო კონსტრუქციული გახდება, „სრულიად გაუგებარი და საზიანო მიდგომაა ჩვენი ეროვნლი ინტერესბეის მიმართ“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19