Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Civil Georgia, Tbilisi / 30 მარ.'18 / 13:18


გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი წარადგინა, 30 მარტი, 2018. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial/

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი დანიშნა.

მაია ცქიტიშვილმა ამ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა, რომელიც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ზურაბ ალავიძის სურვილი, საქმიანობა კერძო სექტროში გაეგრძელებინა. კვირიკაშვილმა ზურაბ ალავიძე ეფექტურ მენეჯერად“ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანად“ დაახასიათა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, 2012 წლის ნოემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ათი წლის განმავლობაში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან, დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა.

ახალი მინისტრის წარდგენინსას, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ის საქმე და საქმის ის მოცულობა რომელსაც მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა რთული შესავსები იქნება“. დარწმუნებული ვარ, რომ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი“, - დასძინა კვირიკაშვილმა.

დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს მინიმუმ რამდენიმე წელი“ არ მოხდება.

მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილება პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში იმ შემთხვევაში დგება, თუ მინისტრთა კაბინეტის საწყისი შემადგენლობა ერთი მესამედით განახლდება. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33