Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკაშვილი ხელისუფლების ძირეულ შეცვლას გეგმავს
/ 23 ოქტ.'01 / 15:05

"ალია"

"ალია" საუბრობს რა საქართველოს პარლამენტში არსებულ ვითარებაზე, აღნიშნავს, რომ ვაკის რაიონსა და ბაღდათში ჩატარბული მაჟორიტარული არჩევნების შემდეგ პარლამენტში ძალთა ახალი გადანაწილება დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გამარჯვებული, მიხელ სააკაშვილი და ვაჟა ლორთქიფანიძე, "მოქალაქეთა კავშირის" წევრები არიან, ისინი პოლარულად ერთმანეთისგან განსხვავებულ ძალებს წარმოადგენენ.

"არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატის რანგი შეინარჩუნოს და გარკვეულწილად პოლიტიკური მაგნიტის როლიც ითამაშოს, ანუ ამა თუ იმ საკითხის გარშემო პატარ-პატარა ფრაქციებს კოორდინაცია გაუკეთოს". გაზეთს მიაჩნია, რომ სააკაშვილს პარლამენტში გაცილებით მეტი ამბიცია ექნება, ვიდრე უბრალოდ ფრაქციის შექმნა. "ალიას" ცნობით, მიხეილ საკაშვილი ხელისუფლების ძირეულ შეცვლას გეგმავს.

გაზეთის აზრით, არც ვაჟა ლორთქიფანიძე დასჯერდება ფრაქციას. "არ არის გამორიცხული ის გარკვეული კოალიციის ლიდერად მოგვევლინოს", წერს გაზეთი. მისი ვარაუდით, ამ კოალიციაში გაერთიანდებიან ის ფრაქციები, "რომლებიც პროშევარდნაძისტულობას იჩემებენ", მაგალითად, "ახალი მემარჯვენეები", "სოციალისტები" და "ინტელექტუალები". "ალიას" მიაჩნია, რომ ეს ძალა სააკაშვილს პოლიტიკურ ტემპერამენტს ვერ დააბალანსებს.

აშკარაა, გაზეთი უაყოფითად არის განწყობილი ლორთქიფანიძის მიმართ, როდესაც წერს, რომ წარსულში "ლორთქიფანიძე მშვიდად არღვევდა კონსტიტუციას, როდესაც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსთან ერთად პარლამენტარის ტიტულსაც ითავსებდა".

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20