Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა იძულებით გადადგა
/ 1 ნოე.'01 / 20:13

პრეზიდენტი შევარდნაძე იძულებული გახდა მთავრობა დაეთხოვა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. თარგამაძის ეს ნაბიჯი, თავის მხრივ, დეპუტატებისა და პარლამენტის წინ შეკრებილი მრავალათასიანი დემონსტრაციის ზეწოლის შედეგი იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ გააკეთა განცხადება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. მან მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად იყო გადამდგარიყო როგორც კი შინაგან საქმეთა მინისტრი დატოვებდა თანამდებობას.

"სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი თარგამაძის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარეებაა. ამის შემდეგ მეც მზად ვარ გადავდგე", განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ. 

დეპუტატებმა, მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ჟვანიას ინიციატივას და თარგამძეს თანამდებობის დატოვებისაკენ მოუწოდეს.

ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი იძულებული გახდა დაყოლოდა დეპუტატებისა და მოსახლეობის მოთხოვნას. მან თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის რიგგარშე სხდომაზე გააკეთა.

მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა. 1 ნოემბერს, 11 სთ-ზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაიწყო, რომლეზეც ერთადერთ საკითხზე - სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებზე უნდა ემსჯელათ.

ამის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ თავს იყრიდა მოსახლეობა. რუსთაველის მოედანზე 5 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პრეზიდენტის გადადგომასაც მოითხოვდნენ.

თარგამაძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ზურაბ ჟვანიამ დეპუტატებს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მთელი შემადგენლობის დათხოვნას ეხებოდა. მოვალეობის შემსრულებლებად მინისტრების პირველი მოადგილეები დაინიშნენ.

შინაგან საქმეთა მინსტრს გენერალურმა პროკურორმაც მიბაძა და გადადგომის შესახებ პარლამენტის რიგგარშე სხდომაზე განცხადება გააკეთა.

პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა აღფრთოვანებით შეხვდა მთავრობის დათხოვნის ფაქტს. მომიტინგეებს შუადღისას მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდა. მან ხალხს განუცხადა, რომ დღეს მიღებული განდაწყვეტილებები არის მოსახლეობის პირველი გამარჯვება კორუმპირებულ მთავრობაზე. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16