Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბათუმში ჩასულ შევარდნაძეს ასლან აბაშიძემ მხარდაჭერა აღუთქვა
/ 10 ნოე.'03 / 18:20

(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - აჭარაში ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ბათუმში ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება საქართველოს ერთიანობისთვის და აჭარა იქნება საქართველოს შემადგენელი ნაწილი. მას განცხადება არ გაუკეთებია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

"ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ვერანაირი ძალა ვერ გაგვთიშავს, ვიდგებით ერთად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისში მიმდინარე მოვლენებს შეეხო აჭარის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე და განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა.

"ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლა, ჩვენ თუ ამას დავუშვებთ, კატასტროფა იქნება. ჩვენ კი ამას არ დაუშვებთ. ჩვენი ვალია დავდგეთ იქ, სადაც კანონიერი ხელისუფლებაა და დავიცვათ დემოკრატია", - განაცხადა ასლან აბაშიძემ, რომელმაც სრული მახარდაჭერა აღუთქვა ედუარდ შევარდნაძეს.

ასევე მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტს "დემოკრატიული აღორძინების" კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ. "თუ საჭირო იქნება ჩვენ არამარტო ჩვენი ხმების, არამედ თქვენი ხმების დასაცავად ჩამოვალთ თბილისში", - განუცხადა გოგიტიძემ შევარდნაძეს.

აქამდე ასლან აბაშიძე და მისი დემოკრატიული აღორძინების კავშირი თავიანტ თავს შევარდნაძის ოპოზიციას უწოდებდნენ და მის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ საჯარო გამოსვლებში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23