Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: არჩევნების შედეგები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას
/ 21 ნოე.'03 / 10:43

(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კომენტირებისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 20 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, "რაც მინდა განვაცხადო, არის ის, რომ ჩვენ იმედგაცრუებული ვართ არჩევნების შედეგებით და საქართველოს ხელმძღვანელობით".

"შედეგები არ ასახავენ საქართველოს ხალხის ნებას. შედეგები ცხადყოფს ხმების მასობრივ გაყალბებას აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში", - განაცხადა ერელიმ.

"დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ხმების პარალელური დათვლისა და "ეგზით პოლების" შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ [20 ნოემბერს] გამოქვეყნებული შედეგებისგან, და ეს განსხვავება ადასტურებს, რომ ხმების დათვლის დროს ფართო მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ რეგულარულად ვაწარმოებთ დიალოგს უმაღლეს დონეზე, როგორც აქ [ვაშინგტონში], ისე თბილისში, და ჩვენ შევაფასებთ შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა ერელიმ.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას საქართველოს მთავრობა უკანონოდ არჩევნების შეგედების გაყალბების გამო, ერელიმ უპასუხა, რომ "ჩვენ ვაფასებთ მომდევნო ნაბიჯებს და გავაკეთებთ განცხადებას. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22