Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს პრეზიდენტი გადადგა
/ 23 ნოე.'03 / 21:00

23 ნოემბერს, 20:45 საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თანამდებობა დატოვა. "თანამდებობიდან გადავდექი და ახლა ჩემი საქმე არ არის თუ ვინ იქნება ჩემი მემკვიდრე. მე საქართველოს დატოვებას არ ვაპირებ, მივდივარ სახლში" - განაცხადა ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერის ზურაბ ჟავნიასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერს მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.

"ედუარდ შევარდნაძემ ღირსეულად დაუსვა წერტილი იმ ვითარებას რაც ბოლო დღეებში საქართველოში ვითარდებოდა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ  მის ამ გადაწყვეტილებას" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

"ძალიან ამაღლებული შეხვედრა იყო. პრეზიდენტი მშვიდად საუბრობდა ჩვენთან შეხვედრის შემდეგ. მან ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ დარჩება თბილისში, სხვაგავრად ვერც წარმოუდგენია და მზად არის დახმარება აღმოუჩინოს თავის მემკვიდრეს" - განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის შესახებ განცხადება პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარემ  ნინო ბურჯანაძემ აცნობა და ხალხს გამარჯვება მიულოცა.

"პრეზიდენტი გადადგა, გილოცავთ ამ მშვიდობიან გამარჯვებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

არსებული კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე შეასრულებს, 45 დღის ვადაში დაინიშნება საპარლამენტო და საპრეზიდნეტო არჩევნები.

ზურაბ ჟვანიას თქმით, ამჟამად უმთავრესია ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12