Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყავს
/ 25 იან.'04 / 20:06
თეა გულარიძე, "სივილ ჯორჯია"

სააკაშვილმა, რომელიც მთავარსარდალიც გახდა,
თბილისში, ბათუმსა და ფოთში აღლუმები ჩაიბარა

მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია დღეს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. მან საქართველოს კონსტიტუციაზე საპრეზიდენტო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო და ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას,  ქვეყნის დამოუკიდებლობას და ერთიანობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობებს, ვიზრუნებ ჩემი ხალხის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვაზე“, - განაცხადა მიხეილ  სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით იგი „ამაყი ხალხის პრეზიდენტი“ გახდა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ.

მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს. ამასთან, მან დასძინა რომ საქართველო მზად არის "მეგობრობის ხელი გაუწვდინოს რუსეთს."

სააკაშვილმა, სიმბოლურად, საქართველოს ახალ დროშასთან ერთად, პარლამენტის წინ, ბეთხოვენის მე-9 სიმფონიის ფონზე, რომელიც ევროკავშირის ჰიმნს წარმადგენს, ევროპის დროშაც აღმართა. "საქართველო ევროპის ნაწილია და ეს დროშა ჩვენი დროშაც არის" - განაცხადა ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, რომელმაც 4 იანვრის არჩევნებში ხმათა 96%-ზე მეტი დააგროვა.

„საქართველო იქნება სტაბულური მოკავშირე ყველა იმ ქვეყნისათვის, ვისაც ჩვენთან კარგი ურთიერთობების დამყარება სურს. ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ რჩება ევრო-სტრუქტურებში ინტეგრაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც ურთულეს პერიოდში უდიდესი დახმარება გაგვიწია. მინდა მეგობრობის ხელი გავუწოდო რუსეთს და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს მეგობრობა განვითარდეს. წინ დიდი სირთულეები გველის, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, გავერთიანდეთ და დავძლიოთ არსებული პრობლემები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ინაუგურაციის ცემონიაზე.

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქვე იყვნენ უცხოელი სტუმრები და საზღვარგარეთის ოფიციალური დელეგაციები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი.

პაუელის თქმით სააკაშვილმა მასზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდიან.
ინაუგურაციამდე მიხეილ სააკაშვილმა კოლინ პაულეთან ერთსაათიანი მოლაპარაკებეი გამართა. შეხვედრის შემდეგ კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა და მოელის ახალი ხელისუფლებისგან რომ განახორციელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს.

მისი თქმით აშშ საქართველოს 2004 წელს 166 მილიონ დოლარს გამოუყოფს დახმარების სახით. ამასთან კოლინ პაუელმა სააკაშვილს გადასცა პრეზიდენტ ბუშის მიპატიჟება ვაშინგტონში. სააკაშვილი აშშ-ის 25 თებერვალს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ მოკლედ ჩამოაყალიბა ის საკუთარი შეხედულებები და მექანიზმები, რომლის გამოყენებითაც იგი ქვეყნის მართვას გეგმავს.

“მთავარი ჩვენი პრიორიტეტი იქნება ცოდნა და განათლება, ქართველი ხალხი ძალიან ნიჭიერია და დგება დრო სწორედ ამ ნიჭის გამოყენების. ერთ დღეში ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ, ჩვენ წინ ბევრი სირთულეები გველის, მაგრამ მჯერა, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ქვეყნის აღმშენებლობას” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ახლა დადგა დრო როდესაც მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს და დაიცვას მისი ინტერესები. აქამდე ხალხი ისჯეობოდა მთავრობის უნიათობისთვის. დადგა დრო, რომ ხალხს ჰყავდეს ქმედით უნარიანი მთავრობა” – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ინაუგურაციის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა წარმომადგენელი. “საზეიმო განწყობაა და ჩვენც უერთდებით ამ განწყობას. მივესალმებით ახალ პრეზიდენტს და გვჯერა მისი” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ.

“ჩვენ მომავალს უკვე იმედის თავლით ვუყურებთ და ამაში დიდი წვლილი თავად ახალ პრეზიდენტს მიუძღვის” – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” ლიდერმა ჯუმბერ პატიაშვილმა.

საქართველოში შეიარაღებული ძალების აღლუმი
1997 წლის შემდეგ პირველად გაიმართა.
პრეზიდენტის მხრიდან ფიცის დადებისა და ქართველი ხალხის მიმართვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე მის საპატივცემულოდ მოწყობილ სამხედრო აღლუმს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობას “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში მონაწილე ბატალიონიც იღებდა.

დღევანდელი ცერემონიალი ვერტმფრენების და სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდა, საიდანაც რუსთაველის გამზირზე ვარდები გადმოყარეს.

“ქართველი ხალხისთვის იმედის გაცრუებას სიკვდილი მირჩევნია” – აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი, როემლიც ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ რუსთავლის გამზირზე ათასობით შეკრებილი ხალხის წინაშე გავიდა და მათგან მილოცვებს იღებდა.

სააკაშვილთან და აბაშიძესთან ერთად, ბათუმში
ჩატარებულ აღლუმს, თავდაცვის მინისტრი დავით
თევზაძეც დაესწრო.
თბილისში გამართულ ცერემონიამდე სააკაშვილი დღისით ფოთსა და ბათუმში გამართულ სამხედრო აღლუმებსაც დაესწრო. ბათუმში აღლუმზე მის გვერდით აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე იდგა. სააკაშვილმა 24 იანვარს განაცხადა, რომ ბათუმში ჩასვლით იგი დაამტკიცებს, რომ თბილისი აკონტროლებს აჭარას.

აჭარის ხელისუფლების საკითხი იმ მრავალრიცხოვან პრობლემათა შორის იქნება, რომლის გადაწყვეტაც სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან მოუხდება გამკლავება.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24