Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოლაშვილი ფულს იხდის, თუმცა კვლავ პატიმრობაში რჩება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივლ.'04 / 16:57

16 ივლისს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი სტენოკარდიული შეტევით მას შემდეგ გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რაც ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მას უკვე მოხდილი სამთვიანი წინასწარი პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუგრძელა.

თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ მოლაშვილს სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა. პაპუაშვილმა მოლაშვილი "სიმულაციაში" დაადანაშაულა.

მოლაშვილმა, რომელსაც ბრალად 3 მილიონი ლარის მითვისება ედება, ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადაიხადა 265 ათასი აშშ დოლარი. მოსალოდნელი იყო დღეს მისი წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლება, თუმცა  სულხან მოლაშვილი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. თბილისის პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის განცხადებით, “მოლაშვილი მხოლოდ 3 მილიონის გადახდის შემდეგ განთავისუფლება”.

როგორც სულხან მოლაშვილის ადვოკატები და ზოგიერთი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, იგი პოლიტიკური პატიმარია. მათივე მტკიცებით, მოლაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად აწამეს.

ალტერნატიულმა სამედიცინო ექპერტიზამ, რომელიც მოლაშვილს დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა ჩაუტარა, დაადასტურა, რომ იგი ნაცემი და ელექტროშოკითა და სიგარეტის ნამწვავებით არის ნაწამები. 

სამართალდამცავი სტრუქტურები უარყოფენ მათი მხრიდან მოლაშვილის წამების ფაქტს.  ვალერი გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება ამუშავებს თავად მოლაშვილის მიერ “თვითწამებისა” და მის საკანში მსხდომი პატიმრების მხრიდან ძალადობის ვერსიებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ 7 ივლისს კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი წინასწარი დაკავების საკანში მოინახულეს.

“ის რაც ვნახეთ, საშინელება იყო; ჩვენ შოკში ვართ, კამერაში გაუსაძლისი პირობებია”, განუცხადა ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს.

მათიას იორშმა გააფრთხილა ხელისუფება, რომ მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინაბორბედი ხელისუფლების მსგავში შეცდომები არ უნდა გაიმეორონ.

“თუკი ასეთი საქმეები გასაჩივრდება ევროპის სასამართლოში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს”, განაცხადა მათიას იორშმა 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

სულხან მოლაშვილი ამა წლის 22 აპრილს დააპატიმრეს. მაშინ თბილისის პროკურორმა განაცხადა, რომ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უკანონო ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა ბრალი.

თავად სულხან მოლაშვილი პროკურატურის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მთავრობიდან სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა.

მის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე კი სულხან მოლაშვილმა სპეციალური პრესკონფერენცია მოიწივია, სადაც განაცხადა, რომ მას აქვს სააკაშვილისა და ჟვანიას მიმართ სერიოზული მასალა, რომელიც მათ კორუფციასთან კავშირს ამტკიცებს. მაგრამ მოლაშვილს მისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის დროს მოპოვებული დოკუმენტების საზოგადოებისათვის გაცნობა არ დასცალდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9