Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს ახალი მეპატრონე ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივლ.'04 / 11:12

ქართული გაზეთის "ახალი ვერსიის“ ცნობით, ქართველმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის აქციების 90% შეისყიდა.

"ახალი ვერსიისთვის“  მიცემულ ინტერვიუში ქიბარ ხალვაშმა დაადასტურა, რომ მან "რუსთავი 2“-ის აქციები ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისგან დავით დვალისგან, ჯარჯი აკიმიძისა და ეროსი კიწმარიშვილისგან შეისყიდა. ეს უკანასკნელი 'რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეა.

აქციების დარჩენილ 10%-ს ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე ფლობს, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

"ახალი ვერსიის'' თანახმად, ქიბარ ხალვაში, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, საქართველოში Procter&Gamble-ის სადისტრიბუციო ქსელის და თბილისის "პეპსი კოლას“ ქარხნის მფლობელია.

ტელეკომპანია "რუსთავი 2“ 10 წლის წინ ქალაქ რუსთავში დაფუძნდა. 10 წლის განმავლობაში იგი საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტელეკომპანიად ჩამოყალიბდა.

"რუსთავი 2“-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნოემბრის უსისხლო რევოლუციაში, როცა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების ღიად დაუჭირა მხარი. ნოემბრის რევოლუციის შემდეგ "რუსთავი 2“-ს "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ სახელით მოიხსენიებდნენ.

თუმცა, ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ "რუსთავი 2“-ს, როგორც დამოუკიდებელ ტელევიზიას, ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ მთავრობის მიმართ ტენდენციური დამოკიდებულების გამო. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30