აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა 6 დეკემბრის შემდეგაც არ აპირებს პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეწყვეტას და კვლავ საპრეზიდენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარების საკითხს აყენებს.
“აფხაზეთში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი კანონიერი გზა არის განმეორებითი საპრეზიდნეტო არჩევნების ჩატარება“, ნათქვამია არძინბას განცხადებაზე დაყრდნობით აფხაზური სააგენტო “აფსნის“ 24 ნოემბრის ინფორმაციაში.
არძინბა აფხაზური ოპოზიციის ქმედებებში იუგოსლავიის, საქართველოს და ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ანალოგიას ხედავს, სადაც ოპოზიციამ ხელისუფლება რევოლუციის გზით შეცვალა.
12 ნოემბერს ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, 3 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 6 დეკემბრისთვის უნდა გაიმართოს, რისთვისაც ემზადება ოპოზიციონერი კანდიდატი სერგეი ბაღაფში, რომელიც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.