Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მეტოქეები მოკავშირეები გახდნენ
/ 6 დეკ.'04 / 13:39
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"

ბაღაფში და ხაჯიმბა ძალაუფლების გაყოფაზე შეთანხმდნენ

ბაღაფში პრეზიდენტობას, ხოლო ხაჯიმბა ვიცე-
პრეზიდენტობას აპირებს.
ფოტო: როიტერი 
ოპოზიციის ლიდერს სერგეი ბაღაფშსა და მის მეტოქეს რაულ ხაჯიმბას შორის გაწვდილი მეგობრული ხელი იმის მაუწყებელი გახდა, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ორთვიანი საარჩევნო კრიზისი 5 დეკემბერს, დაგეგმილ ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, დასრულდა.

ინაუგურაციის ნაცვლად რეგიონში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება, რომელშიც ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი - ვიცე-პრეზიდენტად. თვითგამოცხადებული აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტთან ერთად ირჩევა.

“ჩვენ ერთიანი გუნდით ვიმუშავებთ“, განაცხადა ბაღაფშმა ბრიფინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ რაულ ხაჯიმბა, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი და რუსეთის სათათბიროს საბჭოს ვიცე-სპიკერი სერგეი ბაბურინი.

შეთანხმება შედეგად მოჰყვა ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის 5 დეკემბრის საღამოს გამართულ მოლაპარაკებებს, რომელსაც რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბაც ესწრებოდნენ.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართული ბრიფინგის მონაწილეები ერთმანეთის მიმართ გულთბილი დამოკიდებულების დემონსტირებას ახდენდნენ.

“მთავარი ის არის, რომ ჩვენ ხალხის გაერთიანება შევძელით. მინდა ამისათვის მადლობა რაულ ხაჯიმბას გადავუხადო“, აცხადებს რუსული გაზეთი “კომერსანტი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

“ორივემ [ბაღაფშმა და ხაჯიმბამ] მამაცური ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ შევძელით შეგვეჩერებინა სამოქალაქო დაპირისპირება“, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ.

“ეს არის გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეროვნული ერთობის შესახებ“, განაცხადა რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა.

“კრიზისი დასრულებულია; ყველაფერი კარგად იქნება ... და საზღვარიც [რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის] ისევ გაიხსნება“, აღნიშნა ვლადიმერ კოლესნიკოვმა.

რუსეთმა, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას ღიად უჭერდა მხარს, დე ფაქტო რესპუბლიკასთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტითა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვით აფხაზეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რაც ოპოზიციის ლიდერზე სერგეი ბაღაფშზე ზეწოლას ისახავდა მიზნად.

“აფხაზეთში არასდროს არ ყოფილა და არც იქნება ანტირუსული განწყობა“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.

“ეს [შეთანხმება] არის წინ გადადგმული ნაბიჯი სტაბილიზაციისკენ“, წერს “კომერსანტი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

თუმცა, სტაბილიზაციის იმედებს სოხუმში 6 დეკემბრის ღამეს მომხდარმა ოთხმა აფეთქებამ შეურყია ნიადაგი. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. აფეთქებების მიზეზების თაობაზე დეტალები უცნობია.

თუმცა, “ინტერფაქს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი ბაღაფშმა დაადასტურა, რომ კვირას მიღწეული შეთანხმება ისევ ძალაშია.

შეთანხმება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ერთობლივ ბრიფინგამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე ბაღაფში 6 დეკემბრის ინაუგურაციისთვის მზადებას განაგრძობდა, ვინაიდან  4-5 დეკემბრის ღამეს გამართული კონსულტაციების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.     

არჩევნების შემდგომი აფხაზური კრიზისის ქრონოლოგია

კრიზისი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. 11 ოქტომბერს აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერგეი ბაღაფში, რომელმაც ხმების 50.08% მოიპოვა, არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. თუმცა, სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

მოგვიანებით, 28 ოქტომბერს, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხაჯიმბას სარჩელი და ბაღაფშის გამარჯვება დაადასტურა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხაჯიმბას მხარდამჭერებმა შტურმით აიღეს სასამართლოს შენობა და 29 ოქტომბრის დილას აიძულეს მოსამართლე გიორგი აკაბა შეეცვალა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება ხაჯიმბას სასარგებლოდ და განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ მიეღო ახალი გადაწყვეტილება. მოგვიანებით, გიორგი აკაბამ აღიარა, რომ სასამართლოზე ხაჯიმბას მხარდამჭერებმა ზეწოლა მოახდინეს.

კრიზისმა პიკს 12 ნოემბერს მიაღწია, როდესაც ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა მთავრობის შენობა შტურმით აიღეს. ამ დღეს სოხუმში ხანშიშესული ქალბატონი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ამის შემდეგ მოვლენები ხაჯიმბას პოზიციების შესუსტებისკენ განვითარდა, სერიოზული დარტყმა კრემლის ფავორიტმა მას შემდეგ მიიღო, რაც თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა და უხუცესთა საბჭომ სერგეი ბაღაფში არჩეულ პრეზიდენტად აღიარეს.

მოსკოვისგან განსხვავებით, ქართული მხარე გარკვეულ დრომდე აფხაზური კრიზისის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სერგეი ბაღაფში აღიარა არჩეულ პრეზიდენტად; თუმცა, ამავე დროს 3 ოქტომბრის არჩევნები დაგმო და მას “არალეგიტიმური“ უწოდა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის აფხაზეთის კრიზისის მოგვარების თაობაზე მშვიდობიანი მოლაპარაკებები გამართოს ბაღაფშთან, რომელიც ამჟამად აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.   
         

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12