საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერგეი ბაღაფში და იაკუბ ლაკობა 12 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა.
იაკუბ ლაკობა აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერია. მან 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები წარუმატებლად დასრულდა ორ მეტოქეს - სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის მომხდარი დაპირისპირების გამო.
ორთვიანი კრიზისი დეკემბრის დასაწყისში ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმებით დასრულდა.
შედეგად, 12 იანვრის განმეორებით არჩევნებში ბაღაფში და ხაჯიმბა ერთიანი გუნდით მიიღებენ მონაწილეობას - ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი - ვიცე-პრეზიდენტად.