Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობაში არსებული დაპირისპირების ფონზე აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სიკვდილს გადაურჩა
/ 1 მარ.'05 / 12:47
"სივილ ჯორჯია"

აფხაზური და რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი მასზე განხორციელებულ თავდასხმას შემთხვევით გადაურჩა. 28 თებერვალს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.  

აფხაზეთის ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი შემთხვევით გადაურჩა თავდასხმას, რადგანაც იგი ინციდენტის დროს ვიცე-პრემიერის ლეონიდ ლაკერბაიას მანქანაში იჯდა და არა საკუთარში. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მანქანას 17 ტყვია ესროლეს.  

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის უკან "კრიმინალური ელემენტები“ დგანან.

"როგორც სჩანს, თავდასხმელები კრიმინალური ელემენტები იყვნენ ... რომელთაც არ სურთ იცხოვრონ კანონის ფარგლებში“, განუცხადა ბაღაფშმა "რია ნოვოსტის“. მან აქვე დასძინა, რომ გარკვეული ძალები იმ რეფორმებს ეწინააღმდეგებიან, რომელთა გატარებასაც აფხაზეთის ახალი ხელმძღვანელობა გეგმავს.

"ამჟამად მიმდინარეობს სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობის საგანგებო სხდომა“, დასძინა ბაღაფშმა. 

გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 14 თებერვალს დანიშნა. იგი სერგეი ბაღაფშის ახლო მოკავშირე და პოლიტიკური პარტია “აიტარას” ლიდერია.

თავდასხმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში პრეზიდენტ ბაღაფშსა და აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შორის არსებული დაპირისპირების ფოზე მოხდა.

ვიცე-პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ბაღაფშმა 24-25 თებერვალს განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილებებით დაარღვია კანონი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ და გასული წლის დეკემბერში ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის მიღწეული შეთანხმება ძალაუფლების გაყოფის თაობაზე.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ბაღაფშმა უარი თქვა ხაჯიმბას მიერ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების და საბაჟოს უფროსის თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატურებზე. ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმების თანახმად, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს ვიცე-პრეზიდენტი კურირებს.     

28 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი ასრულებს შეთანხმებას ძალაუფლების გაყოფის თაობაზე. "ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ განხეთქილებას საზოგადოებაში, რომელიც [გასული ოქტომბრის] საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებობს [ბაღაფშისა და ხაჯიმბას მხარდამჭერებს შორის]“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.

მისი თქმით, ახალი კაბინეტის ფორმირება თითქმის დასრულებულია, თუმცა რამდენიმე ადგილი კვლავ ვაკანტური რჩება. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16