Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე დოკუმენტს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'05 / 19:18

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 24 მარტს გამოქვეყნდა დოკუმენტი - საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თბილისის წინადადებას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით და რომელიც ეფუძნება იმ ინიციატივებს, რომლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა.

დოკუმენტის თანახმად, საკონსტიტუციო კანონმა უნდა განსაზღვროს უფლებამოსილებათა განაწილება თბილისსა და ცხინვალს შორის. "საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ფართო ადგილობრივ თვითმმართველობას. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ აირჩევა რაიონების, ქალაქების, სოფლებისა და სოფლის საკრებულოების ხელმძღვანელები და ადმინისტრაცია. სამხრეთ ოსეთი არის ავტონომიური ერთეული საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში“, ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემდეგი საკითხები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა:

• ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვა;
• შეიარაღებული ძალების კონტროლი (სამწლიან გარდამავალ პერიოდში უნდა განხორციელდეს ოსური ძალების ინტეგრირება საქართველოს ერთიან შეიარაღებულ ძალებში);
• სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საბაჟო პოლიტიკა;
• ფულად-საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკა;
• საგარეო პოლიტიკა (სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მიენიჭება გარკვეული უფლება საგარეო სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში, კანონის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში);
• მოქალაქეობის საკითხები.

"სამხრეთ ოსეთის პარლამენტი განახორციელებს საკანონდებლო საქმიანობას იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა კულტურა, განათლება, სოციალური პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზება და გარემოს დაცვა“, ნათქვამია დოკუმენტში.

თბილისის წინადადებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსურ ენას ექნება ოფიციალურის სტატუსი ქართულ ენასთან ერთად. 

ამოქმედდება 1990-1992 წლის კონფლიქტში დაზარალებული მოსახლეობის მიმართ ქონებრივი რესტიტუციის კანონი, ყველა დაზარალებულ ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია. საქართველოს მთავრობა მზად არის ერთჯერადად გადაუხადოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას 1991 წლის შემდეგ დაგროვილი საპენსიო დავალიანება და ასევე გარანტია მისცეს ყველა მაცხოვრებელს, რომ მათი დღევანდელი პენსიები და სოციალური შეღავათები ძალაში დარჩება მინიმუმ იმავე რაოდენობით.

თბილისი ასევე სთავაზობს ოსურ მხარეს ერთობლივი ქართულ-ოსური პოლიციის შექმნას სამწლიან გარდამავალ პერიოდში. 

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15