Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატარკაციშვილი ბიზნესსა და მთავრობას შორის გაჩენილ ბზარზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 აპრ.'05 / 13:55

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა და გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ "ბიზნესსა და მთავრობას შორის ბზარი გაჩნდა“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გააუქმა საგადასახადო არბიტრაჟი, რომელიც მიჩნეული იყო, როგორც მნიშვნელოვანი და ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანო მთავრობასთან საგადასახადო დავების მოსაგვარებლად.

ბადრი პატარკაციშვილი სიტყვით გამოვიდა ქართველ ბიზნესმენთა და შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 25 აპრილს თბილისში შედგა.

პატარკაციშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება საგადასახადო არბიტრაჟის გაუქმების თაობაზე "ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს, რომელიც უნდა მოგვარდეს“ და "[ბიზნესმენთა პრეტენზიები] აბსურდული არ არის, როგორც ამას ხელისუფლება მიიჩნევს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო საგადასახადო არბიტრაჟებისა, 21 აპრილს ბიზნესმენთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულ პროტესტს აბსურდული უწოდა.

პატარკაციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესმენები ღიად ისაუბრებენ თავიანთ პრობლემებზე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ასევე მოუწოდა ბიზნესმენებს მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავების მიერ ბიზნესის დაშინებისა და რეკეტის ფაქტების თაობაზე, თუ ამგვარი რამ ხდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10