Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა აფხაზ და ოს "ძმებს“ მათივე ენებზე მიმართა და მშვიდობისკენ მოუწოდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'05 / 14:41

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ აფხაზ და ოს ძმებს მათ ენებზე მიმართა და ერთიანობისა და მშვიდობისაკენ მოუწოდა.

"ათინჩრა, ეს არის მშვიდობა აფხაზურად და საბდინათ, ეს არის მშვიდობა ოსურად“,  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზებსა და ოსებს კიდევ ერთხელ უწვდის ხელს და ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ აღლუმზე მძიმე ტექნიკის გამოყვანისაგან თავი იმ მიზეზით შეიკავა, რომ "არ გვინდა ვინმეს დავემუქროთ“.

"მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ [აფხაზებს, ოსებს], რომ ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაშია, მათ შორის ეს შეიარაღებული ძალები, ქვეყნის გარე აგრესიისგან დასაცავად არის... გათიშულობის და გაყოფის დრო უნდა დამთავრდეს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა გასული წლის 26 მაისსაც თავიანთ ენებზე მიმართა და მეგობრობის ხელი გაუწოდა აფხაზებს და ოსებს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21