Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი და საქართველო სამხედრო ბაზებზე შეთანხმებას აღწევენ
/ 30 მაი.'05 / 18:07
"სივილ ჯორჯია"

საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 30 მაისს მოსკოვში ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი, რომელშიც ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ეტაპებია გაწერილი და რომლის მიხედვითაც გაყვანის პროცესი 2008 წლის განმავლობაში დასრულდება.

"მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ მოლაპარაკებები ერთობლივი კომუნიკეს თაობაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს ეხება, დასრულებულია. ამ კომუნიკეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რუსული სამხედრო ბაზების თავდაპირველად ახალქალაქიდან, ხოლო შემდეგ ბათუმიდან გაყვანის პროცესის ორგანიზებას“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებების შემდეგ თავის ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

"მთლიანად გამოყვანის პროცესი 2008 წლის განმავლობაში დასრულდება. გაყვანის ეტაპები დეტალურადაა გაწერილი კომუნიკეში - როგორც მძიმე ტექნიკის, ისე სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესი, ასევე იმ სამხედრო ობიექტების ქართული მხარისთვის გადაცემის პროცესი, რომელიც ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენენ“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, კომუნიკე ასევე ასახავს ორივე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გაყვანის პროცესი "ორგანიზებულად“ უნდა განხორციელდეს, "ბაზების პერსონალისთვის რაიმე დისკომფორტის შექმნის გარეშე“.

"ჩვენ მივაგენით ურთიერთმისაღებ შეთანხმებას [ამ პროცესის] ორგანიზების თაობაზე“, დასძინა ლავროვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერით "გადაიდგა ძალიან კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი“. "ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს“, დასძინა მან.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომუნიკეს თანახმად, გაყვანის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და რომ ეს პროცესი დეტალურადაა გაწერილი - ეს ის საკითხია, რომელიც თბილისს საბოლოო შეთანხმებაში სურს იხილოს, რომელსაც ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა უნდა მოაწერონ ხელი.

"ეს ეტაპები თანდათან მიგვიყვანს რუსული სამხედრო ბაზების სწრაფ გაყვანამდე“, განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ გაყვანის პროცესმა არ უნდა მიაყენოს ზიანი თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებს. პირიქით, "მან ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთობების განვითარებას ახალ დონეზე“.

ზურაბიშვილის თქმით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. "თავად პროცესი ადვილი არ იქნება, თუმცა ის უკვე დაიწყო და ეს მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ მას საფუძველი ჩავუყარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს წინ წავიდეთ", განაცხადა მან.

ერთობლივი კომუნიკე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვა ასპექტებსაც ასახავს. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კომუნიკეს თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას 2005 წლის ბოლოსთვის დაასრულონ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტარიზაციის პროცესზე მოლაპარაკებები.

"[კომუნიკეში] ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა ერთობლივად ვიმუშავოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე“, აღნიშნა ლავროვმა.

"ჩვენი აზრით, ამ კომუნიკეს ხელმოწერა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას“, დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ექსპერტები 31 მაისიდან შეუდგებიან მუშაობას ერთობლივი კომუნიკეს განხორციელების "ტექნიკურ ასპექტებზე“. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12