Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოროსმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მაი.'05 / 19:04

სოროსი: საქართველოში ახალი ანტიკორუფციოული
პროგრამა დაიწყება.
მილიარდელმა ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა, რომელიც 29-31 მაისს საქართველოს სტუმრობდა, გამგზავრების წინ განაცხადა, რომ იგი ტოვებს თბილისს "კმაყოფილების დიდი გრძნობით, როგორც მთავრობის მიერ მიღწეული წინსვლის, ასევე მისი ფონდის - "ღია საზოგადოება - საქართველოს" მუშაობის“ გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ რევოლუციები ყოველთვის არ წარმოშობენ "ღია საზოგადოებებს“ და განაცხადა, რომ საქართველოს კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

საქართველოში ვიზიტის დროს ჯორჯ სოროსი ორჯერ შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს  - ერთხელ ჩამოსვლისას და მეორედ 31 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

"პრეზიდენტთან მეორე შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ახალი ყოვლისმომცველი ანტიკორუფციული კამპანია, რომელიც შესაძლოა წლის ბოლოსთვის მომზადდეს და დაახლოებით ცხრა თვეში შეთანხმდეს“, განაცხადა ჯორჯ სოროსმა 31 მაისს თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

"ვფიქრობ, ცვლილება პოლიციაში აშკარაა ... თუმცა, კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, რადგანაც პოლიციას მომზადება სჭირდება“, განაცხადა სოროსმა. მისი თქმით, საგანმანათლებლო რეფორმა ასევე დადებითი მოვლენა იყო.

სოროსმა ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობას.   

"რადგანაც, თავისუფალი სასამართლო სისტემა ღია საზოგადოების აუცილებელი ელემენტია ... ამ კუთხით ბევრი საქმეა გასაკეთებელი და იმედი მაქვს, რომ [ღია საზოგადოების ინსტიტუტის] ფონდი თავის წვლილს შეიტანს [სასამართლო რეფორმის საქმეში]“, დასძინა სოროსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "ბევრი საქმეა გასაკეთებელი სასჯელაღსრულების სისტემაში“, სადაც კვლავ ადგილი აქვს დაკავებულთა წამების ფაქტებს, "თუმცა ნაკლებად“.

ჯორჯ სოროსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები. "რევოლუცია ყოველთვის არ წარმოშობს ღია საზოგადოებას. რეჟიმის რევოლუციური შეცვლა [დემოკრატიზაციის] პროცესის მხოლოდ დასაწყისია“, განაცხადა მან,

ჯორჯ სოროსმა ასევე ბევრი ისაუბრა დემოკრატიზაციის პროცესზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში და აღნიშნა, რომ ეს პროცესი შესაძლოა ორი მიმართულებით განვითარდეს.

"სამწუხაროდ, პროცესი შესაძლოა ორი მიმართულებით წავიდეს. თქვენ შესაძლოა დიდი დემოკრატიზაციისკენ წახვიდეთ, ან შესაძლოა დიდი რეპრესიისკენ წახვიდეთ. და თუ სად შეიძლება მიგიყვანოთ რეპრესიამ - ეს შეგიძლიათ უზბეკეთის მაგალითზე დაინახოთ“, განაცხადა მან. 

სოროსის თქმით, უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მომხდარი სისხლისღვრა "ყველაზე ცუდი პოლიტიკური დანაშაული იყო, რომელიც 21-ე საუკუნეში ჩაიდინეს“. "მე შემიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიო, რომ სხვა ქვეყნები თავიდან აიცილებენ [უზბეკეთის] ამგვარ გზას“, დასძინა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მეზობელი სხვა ქვეყნები ჯერ არ არიან მზად ხელისუფლების უმტკივნეულოდ შეცვლისთვის და "ასეთ ქვეყნებში რევოლუციებს შესაძლოა ძალიან უარყოფითი შედეგები მოჰყვეს“.

მან კიდევ ერთხელ უარყო განცხადებები პოსტ-საბჭოთა სივრცეში მის მიერ რევოლუციების მომზადების თაობაზე.

"მე ძალიან ვამაყობ ფონდის მუშაობით, რომელმაც მოამზადა საქართველოს საზოგადოება, რასაც შემდეგ ვარდების რევოლუცია მოჰყვა. თუმცა ფონდის და პირადად ჩემი როლი ძალიან გაზვიადებულია. ვარდების რევოლუცია მთლიანად საქართველოს საზოგადოების ხელით მომზადდა“, განაცხადა  მან.

მან ასევე უარყო ხმები, თითქოსდა იგი გეგმავს საქართველოში სხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას.

"ხმები მომდის, თითქოს მე მინდა დავეხმარო რესპუბლიკურ პარტიას ... ნება მომეცით კატეგორიულად უარვყო ეს ხმები. აბსოლუტურად არ მაქვს არანაირი განზრახვა ჩავერიო შიდა, პარტიულ–პოლიტიკურ საქმიანობებში“, განაცხადა სოროსმა.

ოპოზიციური "ლეიბორისტული პარტიის“ აქტივისტთა მცირე ჯგუფმა 30 მაისს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისის გარეთ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები "სოროს - წადი და თან წაიყვანე შენი მთავრობა“, სადაც მინიშნება იყო გაკეთებული საქართველოს მთავრობის წევრებზე, რომელთაც, "ლეიბორისტული პარტიის“ თქმით, "სრულად აკონტროლებს“ მილიარდელი ფილანტროპი. სოროსმა გასულ წელს განაცხადა, რომ იგი 1 მილიონ დოლარს გამოყოფს სპეციალურად შექმნილი ფონდის დასაფინანსებლად, რომელიც საქართველოს ოფიციალური პირების ხელფასებს გასცემს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ერთმა ჯგუფმა ასევე გამართა საპროტესტო აქცია და სოროსის მანქანას კვერცხები დაუშინა მაშინ, როცა ეს უკანასკნელი სასტუმროს ტოვებდა.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18