17 მაისს დემონსტრანტები თბილისში მთავრობის კანცელარიის წინ შეიკრიბნენ ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. პარალელურად გაიმართა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს შემოიღო და რომელიც თბილისის ცენტრში რამდენიმე ადგილას აღინიშნა; დასასრულს კი გაიმართა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ. სამი წლის წინ კონტრდემონსტრანტები სასულიერო პირების ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას.