4 სექტემბრის გაფართოებულ მთავრობის სხდომაზე, რომელზეც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვა სფეროების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი, ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მირიან გოგიაშვილის მოხსენება მოისმინეს. უნდა აღინიშნოს, რომ გოგიაშვილის მოხსენება არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამთავრობო დომეზე, სახელმწიფო სტუქტურებში კორუფციის ფაქტების სისტემატიზაცია და სამთავრობო ტრობუნიდან ამ ფაქტების წარდგენა მოხდა.
ანტიკორუფცილი საბჭოს მდივნის 61 გვერდიანი მოხსენების პირველი ნაწილი, სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ პრეზიდენტ შევარდნაძის #94-ე ბრძანებულების შესრულების მონიტორინგის შედეგებს დაეთმო. აღნიშნული ბრძანებულება მთავრობის წევრებს და ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელებს ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიების გატარებას ავალებს. ბრძანებულების შესრულების მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჩაატარეს და მისი შესრულება უარყოფითად შეაფასეს.
ანტიკორუფციული საბჭოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ #94 ბრძანებულება, სრულად ვერც ერთმა სახელმწიფო უწყებამ ვერ შეასრულა. მაგალითად: "საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული დავალებები შეასრულა არაჯეროვნად და ფორმალურად, ისევე როგორდ ფინანსთა და განათლების სამინისტროებმა". რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბრძანებულების მიხედვით, სამინისტროს ავტოსაგზაო პოსტების გაუქმება და გზებზე მოძრაობის წესების კონტროლის, მობილური საგზაო პოლიცის მეშვეობით განხორციელება დაევალა. შ.ს.ს.-ს ინფორმაციით პოსტების რაოდენობა 41-დან 25-დე შემცირდა. თუმცა მირიან გოგიაშვილის მოხსენებაში ნათქვამია: "გზებზე არსებული ვითარების ანალიზის საფუზველზე ანტიკორუფციული საბჭო მიიჩნევს, რომ შ.ს.ს.-მ ბრძანებულება შეასრულა ფორმალურად, მხოლოდ ქაღალდზე. რეალურად კი მოსახლეობისა და მეწარმეების ძარცვა-გლეჯის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს და ამ სამარცხვინო პროცესში პოლიციელების რიცხვი ნამდვილად არ შემცირებულა".
პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულების მხრივ მეტ-ნაკლებად მსგავსი ვითარებაა სხვა სახელმწიფო უწყებებშიც. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული საბჭო ასკვნის, რომ ხელისუფლებას პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიებების გასატარებლად პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა.
მოხსენების ცალკე ნაწილი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უხეშ ჩარევას ეძღვნება. ამის მაგალითებად, მირიან გოგიაშვილმა, ანტიკორუფციულ საბჭოეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციისა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის მისამართით შესული მეწარმეთა საჩივრები დაასახელა და რამოდენიმე კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.
საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაციისთივს გაწეული მუშაობის ანალიზისას, ანტიკორუფციული საბჭო ასკვნის, რომ ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროები ვერ ასრულებენ ვერც საკუთარ ფუნქციებს, ვერც საერთაშორისო სავალუტო ფორნდის პარანეტრებს და ვერც სახელმწიფო ბიუჯეტს (როგორც საშემოსავლო, ასევე ხაეჯვით ნაწილში).
მოხსენებაში ეკონომიკურ დივერსიასა და საქართველოს სპეცსამსახურებზეც არის საუბარი. გოგიაშვილმა აღნიშნა, რომ სპეცსამსახურების საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვერ პასუხობს მოთხოვნებს. უფრო მეტიც, "შეიძლება ითქვას, დღევანდელი ძალოვანი სამინისტრიები პრაქტიკუკად ჩართულნი არიან და კორუფციულ საქმიანობაში, ამიტომ ისინი პასუხისმგებლებიც არიან კორუფციის ყველა პოლიტიკურ შედეგზე", განაცხადა ანტიკორუფციული საბჭოს მდივანმა.
განსაკუთრებით კი, გოგიაშვილმა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ სამინისტროსთვის ადვილია ნებისმიერი მსხვილი კომერციული ორგანიზაცია თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს, "შესთავაზოს თავი ე.წ. "კრიშად". ორგანიზაციის მხრიდან უარის შემთხვევაში, მას ექმნება პრობლემები არამარტო უშიშროების მხრიდა, არამედ უველა იმ ობიექტიდან, რომეთანაც უშიშროებას მყარი კორუფციულ ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული. უშიშროების სამინისტროში არსებული კორუფციის გამო, მას აღარ შესწევს ძალა უზრუნველყოს სახელმწიფოს უსაფრთხოება~, ნათქვამია მოხსენებაში.
ამას გარდა, ანტიკორუფციული საბჭო საქართველოს ძალოვან სამინისტროებს საერთაშორისო ნარკობიზნესთან თანამშრომლობაში ამხელს. "ძნელია გამოირიცხოს დანაშაულებრივი კარტელებისა და ძალოვნების "მშვიდობიანი თანაცხოვრებაში" კორუფციული ურთიერთობების არსებობა", აცხადებს გოგიაშვილი.
ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე, ანტიკორუფციული საბჭო ასკვნის, რომ "აუცილებელია ძალოვანი სტრუქტურების გადაუდებელი რეფორმირება, რაც ექსპერტების გათვლებით 70-80 მილიონი ა.შ.შ. დოლარს მოითხოვს". ბოლოს კი მირიან გოგიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მომავალ ანტიკორუფციულ ინიციატივებს ის გუნდი სჭირდება, რომელიც ამ ინიციატივებს რეალურად მხარს დაუჭერს და განახორციელებს.
თავის გამოსვლაში შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ აქცენტი კორუფციასთან ბრძოლაზე კი არ გააკეთა, არამედ იგი მის სამინსტროში არსებულ ფინანსურ პრობლემებს შეხო და ფინანსთა სამინსიტროსგან დაფინანსების გაუმჯობესება მოითხოვა. გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვახტანგ ქუთათელაძემ კი, კორუფციისა და ქონების უკანონო მითვისების გამო აღძრულ საქმეებზე ისაუბრეს. ყველა ეს საქმე გამოძიების პროცესშია იმყოფება. მათ არც ერთი გახსნილი დანაშაულის ფაქტი არ მოუყვანიათ.
უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობაში საკადარო ცვლილებების შესახებ მოწოდებები 4 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე არა ერთხელ გაისმა. ამ მოწოდებების ავტორები, რა თქმა უნდა რეფორმატორთა გუნდის წარმომადგენლები იყვნენ.
იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში კორუფციას არავინ ებრძვი. მან მთავრობის სხდომას ლაყბობა უწოდა და განაცხადა, რომ კურუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა იუსტიციის სამინსტროს სამი ინიციატივის განხორციელება: "დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ" კანონპროექტის მიღება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება და დამოუკიდებელი პროკურორის საქმიანობის დამტკიცება. ამასთან, მისი თქმით დაუყოვნებლივ გასატარებელია რეფორმები ძალოვან სამინისტროებში. იგივე მოითხოვა რეფორმატორთა გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, სხვათა შორის მან მინისტრთა კაბინეტის შემოღების აუცილებლობაზეც ისუბრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია `თავილუფლების ინსტიტუტის~ წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ, რომელიც ამავე დროს, ანტიკორუფციული საბჭოს წევრიც არის, განაცხადა, რომ იგი კურფციის დაძლევისთვის მთავრობის სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. `მთავარია ხელისუფლების უზენაესი ნების არსებობა, რომლსაც მე ვერ ვხედავ~, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მან მხარი დაუჭირა სააკაშვილის სამივე ინიციატივას და მათი სასწრაფოდ განხორციელება მოითხოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდნეტი შევარდნაძე გივი თარგამაძეს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაჟინებით მოითხოვეს გამოსულიყო "თავისუფლების ინტიტუტის" წარმომადგენელი, პრეზიდეტნი იძულებული გახდა გივი თარგამაძესთვის სიტყვა მიეცა.
რაც შეეხება პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას პოზიციას. მან შეშფოთება გამოთქვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ანტიკორუფციული საბჭოს მიერ მოყვანილ ფაქტებზე გამოჩენილი გულგრილობის, რაც ძალოვანი მინისტრების გამოსვლებშიც გამოჩნდა. ჟვანიას განცხადებით, იგი სამართალდამცველებისგან უფრო სერიოზულ რეაქციას ელოდა, რადგან გოგიაშვილმა ძალოვნების საქმიანობასთან დაკავშირიებით სკანდალური ფაქტები დაასახელა. პარლამენტის თავჯდომარემ, როგორც მოსალოდნელი იყო მხარი დაუჭირა იუსტიციის მინისტრის სამ ინიცატივას და განაცხადა, რომ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტის მიღება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება და დამოუკიდებელ პროკურორთა მუშაობის დამტკიცება, კორუფციის დაძლევის წინაპირობა იქნება. თუმცა, ჟვანიას განცხადებით ეს ყოველივე მთავრობაში საკადრო ცვლილებების ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.
სხდომის ბოლოს, როგორც წესი, სიტყვით პრეზედენტი ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა. იგი არ დაეთანხმა ახალგაზრდა რეფორმატორთა მოწოდებას საკადრო ცვლილებების თაობაზე. პრეზიდენტის თქმით, ძალოვან მინისტრებთან მუშაობა შესაძლებელია, ამიტომ "თქვენ (რეფორმატორებმა) მათთან მუშაობა უნდა ისწავლოთ", განაცხადა შევარდნაძემ, რითაც სამართალდამცველებისადმი მხარდაჭერა გამოხატა.