Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის ჩვენება კომისიაზე - სრული ტექსტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ნოე.'08 / 17:26

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე, 28 ნოემბერი 2008 წელი


საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია:

მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო.

დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისათვის. როგორც ცნობილია, პარლამენტის დადგენილებით შექმნილია დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც აგვისტოს მოვლენებს შეისწავლის. ამ კომისიის მანდატით არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის დაბარება, თუმცა თქვენ თავად გამოთქვით ჩვენთან მოსვლის სურვილი. აქედან გამომდინარე, ხართ თუ არა მზად, ითანამშრომლოთ კომისიასთან და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოგვაწოდოთ ინფორმაცია?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

რა თქმა უნდა, ბატონო პაატა. მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო საპარლამენტო კომისიასთან. მზად ვარ, ამომწურავად ვუპასუხო იმ შეკითხვებს, რომლებიც გაქვთ თქვენ და ასევე ქართულ და მსოფლიო საზოგადოებრიობას.

პაატა დავითაია:

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მუშაობის სტილი ასეთია - ჩვენ დავსვამთ რამდენიმე შეკითხვას, თქვენ კი უპასუხებთ. მუშაობას ამ რეჟიმით გავაგრძელებთ.

როგორც ცნობილია, საქართველოს წინააღმდეგ ღია აგრესია არ დაწყებულა აგვისტოში, აგვისტოს მოვლენებს გარკვეული წინაპირობა ჰქონდა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დაგროვდა ძალიან ბევრი მკვეთრი შეკითხვა. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ: რატომ ვერ შეძლო საქართველომ თავიდან აეცილებინა ეს კონფლიქტი, უფრო სწორად, არ წამოგებოდა პროვოკაციას? აწარმოებდა თუ არა დიპლომატიურ აქტივობას იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტის ესკალაცია და კეთდებოდა თუ არა საამისოდ ყველაფერი? როგორც ცნობილია, თებერვალში თქვენ შეხვდით პრეზიდენტ პუტინს, ხოლო შემდგომ უკვე პრეზიდენტ მედვედევს მოსკოვსა და ასტანაში. დაგრჩათ თუ არა თქვენ ისეთი შთაბეჭდილება შეხვედრის შემდეგ, რომ რუსეთი ემზადებოდა სამხედრო აგრესიისათვის, რაც განხორციელდა კიდეც აგვისტოში? თუ შეიძლება ამ მიმართულებით გვიპასუხეთ და შემდეგ კომისიის წევრები შეკითხვებს დამატებით დასვამენ.

მიხეილ სააკაშვილი:

ბატონო პაატა, ჩავინიშნე თქვენი შეკითხვები, მაგრამ კომისიის წევრების ნებართვით, ჯერ განცხადებას გავაკეთებ და შემდეგ თქვენს შეკითხვებს გავცემ პასუხს.

უწინარეს ყოვლისა მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ასეთი კომისია შეიქმნა.

ეს ძალზე ნათელი დასტური და დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო აგრძელებს გზას დემოკრატიზაციისკენ.

ის რაც ხდება პარლამენტში და, ზოგადად, ამ კვირების განმავლობაში, ნამდვილად ისტორიული პროცესია და დიდი პატივი მაქვს ვიყო ამ ისტორიული პროცესის ნაწილი.

ჩვენ ყველანი ერთად და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვქმნიდით ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას. ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებდით ამ ინსტიტუტებს.

ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ყოველწლიური მიმართვის გარდა, პრეზიდენტი პარლამენტში ოფიციალურად არასდროს არ მოსულა.

აქ ესწრებიან პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე არის ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან არიან კომისიის წევრები.

მინდა გავიხსენო, რომ ერთი წლის წინათ აქ მსხდომი პოლიტიკოსები სხვა და სხვა მხარეს იყვნენ - შენობის გარეთ და შენობის შიგნით.

ჩვენ გვყოფდა თითქმის გადაულახავი უფსკრული, ჩვენ დღესაც გვაქვს სერიოზულად განსხვავებული აზრი, მაგრამ ის, რომ შევძელით შევკრებილიყავით ერთ ოთახში, ერთ შენობაში და ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი, გავმართოთ დებატები, დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ და მკვეთრად კრიტიკულად მივუდგეთ ერთმანეთს, მაგრამ ყველაფერი მოვაქციოთ საქართველოს საპარლამენტო და ინსტიტუციურ ფარგლებში, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

მინდა რაღაც შევახსენო იმ უცხოელებს, რომლებსაც მომხდარის დავიწყება სურთ, თუმცა ჩვენი მდგომარეობა პოლონეთის პრეზიდენტმა ნათლად შეახსენა ყველა ევროპელ კოლეგას.

საქართველოს მიმართ განახორციელეს აგრესია, რომელიც დღესაც გრძელდება - თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპაციური ჯარი, რომელიც ღიად და უკანონოდ ახორციელებს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და შეიარაღებული ძალის გამოყენებით, ღიად ემუქრება ჩვენს მოქალაქეებს.

ამ ვითარებაში - ამ მასშტაბის აგრესიის პირობებში, ძალიან ბევრ ქვეყანას ექნებოდა ცდუნება გაემკაცრებინა პოლიტიკური სისტემა, პირი აეკრა ოპოზიციისა და მასმედიისთვის, გაეკონტროლებინა ეკონომიკა, მაგრამ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ ყოფილიყო სიტყვისა და პრესის მეტი თავისუფლება, მეტი საპარლამენტო დისკუსია, გაგვეზარდა პარლამენტის უფლებები, გაგვეგრძელებინა სასამართლო რეფორმები და ბოლოს და ბოლოს შექმნილიყო ეს კომისია, რომელიც თავისთავად უნიკალურია. ეს ჩვენი ერთობლივი, ყველაზე ზუსტი პასუხია ამ აგრესიული ქმედებების მიმართ.

ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე არის მეტი გახსნილობა, მეტი დემოკრატია, მეტი მოქნილობა, რათა ყველას დავანახოთ, რომ ჩვენი იმუნიტეტი სწორედ ამ გახსნილობაშია.

დემოკრატიულ სისტემას აქვს სისუსტეც, მაგრამ აქვს ისეთი სიძლიერეც, რომელსაც მოწინააღმდეგე ნამდვილად ვერ შეძლებს გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.

ამიტომაც არ გავურბივართ არც ერთ შეკითხვას - მთავრობის წევრებს მკაცრი ინსტრუქცია ჰქონდათ ეპასუხათ ყველა შეკითხვაზე.

მივესალმები იმას, რომ თქვენ ყველა ტიპის ადამიანი მოიწვიეთ, ყველა აზრი, რომელთაგან ბევრი ერთმანეთს ემთხვევა და ბევრი სრულიად გასხვავებულია, მოისმინეთ ბევრი სიმართლე, მაგრამ ბევრი ტყუილიც.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი დასკვნა იქნება ობიექტური - ეს არის მთავარი.

კითხვა ბევრია არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც და, როგორც ჩანს, მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საერთაშორისო საზოგადოებრიობას აწუხებს არის: განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების საკონტროლებლად, რომლებსაც მანამდე ვერ ვაკონტროლებდით.

თქვენ იცით, რომ ეს დებატების უმთავრეს კითხვად იქცა. მრავალმილიონიანი კამპანიის შედეგად ასობით მილიონს ხარჯავს ჩვენი მოწინააღმდეგე იმისათვის, რომ თუ საკუთარი როლის ”გათეთრებას” ვერ შეძლებს (არ გათეთრდების ყორანი...), მაქსიმალურად ”გააშავოს” საქართველო ან შექმნას ბუნდოვანი ფერები, რათა ადამიანი ვერ გაერკვეს სად სიმართლეა და სად ტყუილი.

ამისათვის აწარმოებენ უზარმაზარ საინფორმაციო კამპანიებს, ხდება სხვადასხვა ადამიანის მოსყიდვა, რათა ღიად იცრუონ. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში გარკვეული შედეგი გამოიღო.

რეალურად, ზემოთქმული შეკითხვა წარმოადგენს მთავარი შეკითხვებისგან მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობას.

არადა, არც მე, არც მთავრობის სხვა წევრებს არასდროს საპირისპირო არ გვითქვამს. საკითხს ისე აყენებენ, თითქოს ჩვენ ამას უარვყოფთ - კითხვაზე, განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების საკონტროლებლად, რომლებსაც მანამდე ვერ ვაკონტროლებდით, მინდა განვაცხადო, დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში საკუთარი სამშობლოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.

ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება.

ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორი მთავარი გარემოების გამო:

პირველი - ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარი და ათასობით სამხედრო იყო მობილიზებული. ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული სადაზვერვო მონაცემების მიღება და თქვენ ეს მონაცემები ნახეთ კიდეც - მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა.

ეს ფაქტი მოგვიანებით დაადასტურა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა, გამოქვეყნებულია სატელეფონო საუბრები, შესწავლილია ბევრი მასალა მოპოვებული როგორც ინტერნეტიდან და ღია წყაროებიდან, ისე სადაზვერვო წყაროებიდან. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ღია წყაროები ისეთივე სარწმუნოა, როგორიც სადაზვერვო, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტადაც.

ამ დროს საქართველოში შემოსვლის ფაქტი არ და ვერ უარყო თავად რუსეთის ფედერაციამაც.

ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წინა დღეს, 6 აგვისტოს ჩვენ მოგვიკლეს მშვიდობისმყოფელები, რაც თვის დასაწყისიდან განხორციელებული ძალადობის გაგრძელება იყო.

იმ ღამეს და შემდეგი დღის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლების ინტენსიური დაბომბვა გრძელდებოდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ იყო ქართული სოფლები, როგორც ისინი ახასიათებდნენ, ეს იყო შერეული ეთნოსით, ქართველებითა და ოსებით (ჩვენ მათ არასდროს არ ვყოფდით) დასახლებული სოფლები.

ეს ის სოფლებია, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა და სადაც ყველა ეთნიკური წარმომადგენლობის ადამიანი ერთნაირად გვიყვარს, ერთნაირად ვცემთ პატივს, ერთნაირად ვიცავდით და მომავალშიც ასე იქნება.

მოწინააღმდეგის არტილერია ძირითადად განლაგებული იყო ცხინვალში, რუსი მშვიდობისმყოფელების პოზიციებსა და მათ გარშემო.

ეს თავად სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა კულახმეტოვმაც დაადასტურა.

ასეთ პირობებში საკითხავი ის კი არ არის აწარმოა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში იმ ძირითადი ამოცანით, რომ გაენადგურებინა საცეცხლე წერტილები, საიდანაც იბომბებოდა ჩვენი სოფლები, ამ თემაზე კითხვის დასმა არ არის საჭირო, რადგან დასამალი არაფერია - ჩვენ ეს მართლაც ამ მიზნით გავაკეთეთ; არამედ ის, თუ რომელი დემოკრატიული ხელისუფლება, რომელი პასიხისმგებლობის მქონე მთავრობა მოიქცეოდა სხვაგვარად მაშინ, როდესაც გრძელდებოდა საკუთრი მოქალაქეების, ყველა ეთნოსის საკუთარ სახლებში განადგურება უცხო ქვეყნის აგრესორების მიერ და მიმდინარეობდა სუვერენული ტერიტორიის დაპყრობა აგრესიული ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად.

ხშირად ამბობენ, რომ არის საქართველო, არის რუსეთი და არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია - არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს არ არის უკაცრიელი ზონა, რომელიც არავის არ ეკუთვნის. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საზღვრებს შორის მოქცეული ტერიტორია, რომლის უმეტეს ნაწილსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური მთავრობა.

ასე რომ, ჩვენ კი არ შევიჭერით ამ ტერიტორიაზე, როგორც ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ-ხოლმე - შეუძლებელია ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე შეიჭრას, არამედ ვიბრძოდით უცხოური ინტერვენციის მოსაგერიებლად!

ჩვენ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვით ვიბრძოლეთ საკუთარ მიწა-წყალზე, საკუთარ სამშობლოში, საკუთარი ქვეყნის დასაცავად და არც ერთ ქართველ ჯარისკაცს არ დაუდგამს ფეხი უცხო ქვეყნის მიწაზე.

ამიტომ, მთავარი, რის მიხედვითაც უნდა შეფასდეს რუსეთის მოქმედების ლეგიტიმურობა უნდა იყოს არა ის, შეეცადა თუ არა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაეცვა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება საკუთარ მიწაზე, არამედ ის, თუ რა პასუხი გაეცემა შემდეგ შეკითხვებს:

საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, რომელმაც მეზობელი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსია აწარმოა?

საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, რომელიც ერთი წლით ადრე გამოვიდა იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულებიდან კავკასიის ფლანგზე? მაშინ, როდესაც საქართველო რჩებოდა ამ ხელშეკრულების ნაწილად რუსეთმა მკვეთად გაზარდა სამხედრო ძალის - ტექნიკისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიაში. სრულიად ნათელია, რომ იქ ბევრად მეტი ტექნიკა იყო, ვიდრე საჭირო იყო თუნდაც ჩეჩნეთში, ან სხვა ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკაში საბრძოლო მოქმედების საწარმოებლად. სრულიად ნათელია, რისთვის გამოვიდნენ ისინი ამ ხელშეკრულებიდან.

რომელმა ქვეყანამ გადაკვეთა ტანკებითა და ათასობით ჯარისკაცით მეზობელი დემოკრატიული სახელმწიფოს საზღვრები?

რომელმა ქვეყანამ მოაწყო სასიკვდილო პროვოკაციების მთელი სერიალი თვეებისა და წლების განმავლობაში?

რომელმა ქვეყანამ დაურიგა უკანონოდ მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას პასპორტები ჩვენი და მათი კონსტიტუციების დარღვევით, რათა შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით განეხორციელებინა ინტერვენცია?

რომელმა ქვეყანამ თქვა უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ ორგანიზებული იქნა 24 ივლისს და ეუთოს მიერ ორგანიზებული იყო 31 ივლისს?

რომელმა ქვეყანამ განაცხადა უარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შტაინმაიერის მიერ ორგანიზებულ სამშვიდობო შემოთავაზებაზე?

ვინ შეეცადა, დაეფარა საკუთარი კარგად დაგეგმილი ინტერვენცია ცრუ ბრალდებით, თითქოს, ცხინვალში განადგურდა 2000 მშვიდობიანი მოქალაქე? ეს ფაქტი უმალვე უარყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა მიუკერძოებელმა დამკვირვებელმა, ხოლო შემდეგ თავად რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებამ.

რომელმა ქვეყანამ დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ პრეტექსტით, რომ აჩერებდა გენოციდს?

რომელმა ქვეყანამ დაიწყო და რომელმა ქვეყანამ განახორციელა ეთნიკური წმენდა და რომელი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ?

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკუთარი ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევით, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი შეწყდა, რომელმა ქვეყანამ განაცხადა უარი თუნდაც პირველი ეტაპით გათვალისწინებული ტერიტორიების დაცვისა და კონფლიქტის ზონაში ევროპელი დამკვირვებლების შეშვების თაობაზე?

აი, ეს არის ის შეკითხვები, რომლებსაც პასუხის გაცემა სჭირდება.

ის ფაქტი, რომ არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი რუსეთის სასარგებლოდ არ არსებობს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდ და სახიფათო აგრესორთან გვაქვს საქმე ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც.

მზად ვარ გიპასუხოთ თუ რამდენად უალტერნატივო იყო ის სტრატეგიული გადაწყვეტილებები და ტაქტიკური რეაგირებები, რომლებიც შექმნილ უმძიმეს ვითარებაში მივიღეთ.

მზად ვარ თქვენგან მივიღო შეკითხვები და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის ძალზე მძიმე გადაწყვეტილება იყო.

ბატონო პაატა, ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას თებერვალში შეხვედრის თაობაზე.

თებერვალში პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ბოლო შეხვედრა (იქ იყო დავით ბაქრაძე და ბატონი გრიგოლ ვაშაძე) იყო ძალზე მძიმე, რადგან მან ნათლად განგვიცხადა:

”ჩვენ გვექნება ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან, გავხსნით ავიამიმოსვლას, შეიძლება ვიფიქროთ თქვენი ღვინის შემოტანის თაობაზე, მაგრამ რაც შეეხება საკამათო ტერიტორიებს - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ამ საკითხზე პასუხს გაგცემთ არა თქვენ, არამედ დასავლეთს, ამერიკას, ნატოს კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით. ეს თქვენ არ გეხებათ. ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, თქვენს წინააღმდეგ არ იქნება მიმართული - ეს იქნება ჩვენი რეაქცია მათ მიმართ”.

ეს იყო უკიდურესად ცინიკური განცხადება და ამ შეხვედრიდან ძალზე გულდამძიმებული გამოვედით. ჩვენ გავიმეორეთ ყველა ის საკითხი, რაც ადრეც გვითქვამს: მზად ვართ ყველა სადავო საკითხის განსახილველად, რადგან არც ერთი საკითხი არ არის ხელშეუხებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, რომ ყველა დანარჩენ საკითხზე გახსნილი ვართ დიალოგისთვის. როგორც ჩანს, რუსეთს ამის მოსმენის არავითარი სურვილი არ ჰქონდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, დავით ბაქრაძეს, რომლისთვისაც ეს პირველი შეხვედრა იყო პუტინთან, ვთხოვე შთაბეჭდილება გაეზიარებინა. მან მითხრა, რომ ძალზე მძიმე შთაბეჭდილება დარჩა: როგორც ჩანს ის ომით გვემუქრებაო.

ჩვენი დასკვნები ერთმანეთს დაემთხვა, რადგან მეც დაახლოებით მსგავსი შთაბეჭდილება დამრჩა.

შემდეგ თქვენ ახსენეთ პრეზიდენტ მედვედევთან გამართული შეხვედრა ივნისში. მასთან დიდი იმედებით ჩავედი, რადგან საქმე გვქონდა რუსეთის ახალ პრეზიდეტთან, რომელსაც ისევე როგორც მე, დაახლოებით, იმავე წლებში ჰქონდა დამთავრებული იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ არ მსახურობდა კგბ-ში და საერთო ენის გამოსანახად, ეს დადებით ფაქტორად მივიჩნიე. ის აცხადებდა, რომ ძალიან უყვარს თანამედროვე მუსიკა, თანამედროვე ცხოვრების წესი, რომ მას ეხერხება გაღიმება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გახსნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ამიტომ დიდი სიამოვნებით შევხვდი. მისი მხრიდან, იმ შეხვედრების კლიმატის თვალსაზრისით, რომელსაც მე ვიყავი შეჩვეული, ცოტა უკეთესი შეხვედრა იყო. საუბრისას, დეტალებს არ შევხებივართ, რადგან მან მზადყოფნა გამოთქვა ყველა საკითხი ახალ შეხვედრაზე განგვეხილა. შეხვედრის ორგანიზება უახლოეს ხანში შემოგვთავაზა და ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილიც გამოთქვა. ამ შეხვედრამ დადებითი ემოცია დაგვიტოვა. ცოტა ხანში მივწერეთ წერილი ძალიან თამამი წინადადებებით (ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ თუკი დაგაინტერესებთ). პასუხს მოუთმენლად ველოდით, რომელიც ბატონ გრიგოლ ვაშაძეს გამოუგზავნეს. მან დამირეკა და მითხრა, რომ პასუხი ძალიან იმედგამაცრუებელი იყო.

ამის შემდეგ მედვედევი ივლისში, ყაზახეთში ვნახე, სადაც ასტანის იუბილესთან დაკავშირებით ვიყავი ჩასული და ჩვენი შეხვედრის ბედი ვკითხე. მასთან მანამდეც მქონდა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ამ საკითხზე ზუსტი პასუხი ვერ მივიღე. ასტანაში მედვედევმა მითხრა, რომ შეხვედრის დრო ჯერ არ იყო და არც იქნებოდა, ვიდრე რუსეთსა და საქართველოს შორის ფუნდამენტურად არ შეიცვლებოდა სიტუაცია. მე ვუპასუხე, რომ შეხვედრას ყველა შემთხვევაში ექნებოდა აზრი, რადგან ისედაც რთულ ვითარებაში მყოფთათვის, დაულაპარაკებლად სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გართულება იყო შესაძლებელი. ამაზე მან იქვე, სამწუხაროდ, ძალიან ნათლად განმიცხადა უარი. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ივნისის შეხვედრის შემდეგ, გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ცენტრში - რუსეთში ამ შემოთავაზების გამო მას საყვედურის უთხრეს, შესაძლოა, რაიმე სხვა ჩანაფიქრიც იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მისი რიტორიკა ივლისის თვეში, ასტანაში მკვეთრად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ივნისში შეხვედრისას მოვისმინე. სხვათა შორის, ასტანაში მედვედევთან შეხვედრის შემდეგ, არაფორმალური შეხვედრის დროს ნაზარბაევი მომიბრუნდა და მითხრა: ასეთ ცუდ ხასიათზე არასდროს არ მინახიხარო. ეტყობა, ჩემი ემოცია ვერავისთან ვერ დავმალე.

სულ ესაა, რაც შემიძლია ამ შეხვედრებთან დაკავშირებით ვთქვა. ამის პარალელურად, იცით, რომ ჩვენს მიმართ ბევრი პროვოკაცია განხორციელდა, განხორციელდა სამართლებრივი აქტები და კონკრეტული სამხედრო მოქმედებები. ასევე ჩვენს მიმართ ძალიან ცუდი გამოხმაურებები იყო როგორც საინფორმაციო საშუალებებში, ისე თანამდებობის პირთა განცხადებებში.

საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ მედვედევთან დაკავშირების ჩემი ბოლო მცდელობა 6 აგვისტოს საღამოს იყო. ამ საღამოს, მაშინ, როდესაც ვითარება ძალზე გართულდა, მე დავურეკე არა ვინმე სხვას, არამედ პრეზიდენტ მედვედევს. მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი, რომლის საშუალებითაც ჩვენ მათ ვუკავშირდებით-ხოლმე, იყო შემდეგი: პრეზიდენტების ლაპარაკისთვის სიტუაცია არ არის მომწიფებული, ეს ჯერ ადრეაო. მათი პასუხი ამით შემოიფარგლა. მომდევნო დღეებშიც ვცდილობდი დავლაპარაკებოდი მედვედევს ან პუტინს, მაგრამ უშედეგოდ. სხვათა შორის, ეს ინიციატივა შემდგომ მათგან მოდიოდა - ისინი სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებით გვითვლიდნენ, რომ დაგვერეკა, მაგრამ არც ერთ ჯერზე არ გვპასუხობდნენ. მსგავს შემთხვევას შემდეგ ბევრჯერ შევესწარით - ჩემს თვალწინ პრეზიდენტ სარკოზის სხვადასხვა საბაბით არ აკავშირებდნენ პრეზიდენტ მედვედევს. როგორც ჩანს, ეს მათი დიპლომატიური თამაშის შემადგენელი ნაწილია, რაღაც მონღოლურ-ბიზანტიური თამაშის, რომელშიც ბიუროკრატიული ელემენტები შეინარჩუნეს.

პაატა დავითაია:

აქედან გამომდინარე, არ შემიძლია არ გკითხოთ: მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთის მიმართ თქვენმა პირადმა აგრესიულმა დამოკიდებულებამ, რაც აქტიურად ჩანდა თქვენს რიტორიკაში, შეუძლებელი გახადა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება? მაგალითად, რატომ უწოდეთ პრეზიდენტ პუტინს ”ლილიპუტინი”? ამან ხომ არ გამოიწვია აგრესიის მომენტები?

მიხეილ სააკაშვილი:

ბატონო პაატა, პირადად თუ მოგისმენიათ ჩემგან ის სიტყვა, გამეორებაც არ მინდა, რომელიც ახლა თქვით? სადმე მოისმინეთ ეს?

პაატა დავითაია:

საზოგადოებისგან ვიცით, თითქოს, თქვენ ასე მიმართეთ რუსეთის პრეზიდენტს...

მიხეილ სააკაშვილი:

საზოგადოებაში ბევრი რამ შეიძლება გავრცელდეს, მაგრამ მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არასდროს, არც ერთ ვითარებაში - არც პირადი შეხვედრისას, არც საჯარო გამოსვლის დროს, არც რომელიმე სხვა ლიდერთან ან ჩვეულებრივ მოქალაქესთან საუბრისას, არ მიმიყენებია არც მსგავსი და არც სხვა ტიპის შეურაცხყოფა. არც უხეში გამონათქვამი გამომიყენებია როდესმე რუსეთის რომელიმე ლიდერის მიმართ. მათ ყოველთვის პატივისცემით ვიხსენიებდი. ეს იყო ჩემი მოქმედების პრინციპი და არა მხოლოდ ომამდე, არამედ ომის შემდეგაც. რა თქმა უნდა მე მქონდა გამწარების საბაბი. თქვენ იცით, პრეზიდენტ სარკოზისთან შეხვედრისას, რა ეპითეტებით გვამკობდნენ რუსეთის ლიდერები, რა ტერმინებს არ იყენებდნენ ჩვენს მიმართ. მე ვარ მათ მიერ გადაღებული რამდენიმე ძალიან ”საინტერესო” ფილმის გმირი, რომლებსაც ისინი ფართოდ ტირაჟირებდნენ მასმედიის საშუალებით. ამის მიუხედავად, მათ მიმართ ჩვენ არასდროს არ გამოგვიყენებია ცუდი ტერმინი - ეს ერთი. მეორე - ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ რომელიმე მათგანი ძალიან მიყვარს ან, პირიქით, მათ მიმართ სხვა რამ მამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის პირადი ურთიერთობა. ეს არის ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ვალდებული ვართ, განწირული ვიყავით იმისთვის, რომ ერთმანეთის მიმართ სიმპათიის ან ანტიპათიის მიუხედავად, ეს ურთიერთობა დაგველაგებინა. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი პირველი განწყობა, როდესაც მოსკოვში ჩავედით, ეს იყო პირველი შეხვედრა 2004 წელს, შინაგანი მოთხოვნილება მქონდა, პუტინი მომწონებოდა - არა როგორც ცალკე აღებული ინდივიდი, არამედ როგორც პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი. ინსტინქტი მკარნახობდა, რომ კეთილგანწყობილი, კარგი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა მქონოდა. ეს მე მსოფლიოს ბევრ ლიდერთან მოვახერხე. თქვენ იცით, რომ მრავალ ევროპელ ლიდერთან, პრეზიდენტ ბუშთან, სხვა მეზობელი ქვეყნის პირველ პირებთან მაქვს მეგობრული, ადამიანური, საკმაოდ ფამილარული ურთიერთობა, თუმცა ზედმეტი ფამილარობის უფლებას საკუთარ თავს არ ვაძლევთ. რუსეთის შემთხვევაში, მათი მხრიდან სურვილის არქონის გამო, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ისინი ჩვენ არც თანასწორუფლებიან პარტნიორებად განგვიხილავდნენ და არც ცალკე მოთამაშეებად აღგვიქვამდნენ, სხვაგვარად იყო. მათ მიაჩნდათ, რომ ჩვენ მათ წინააღმდეგ ფართო კონსპირაციის ნაწილი ვართ და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათთან ასეთი ტიპის ურთიერთობის ჩამოყალიბება ვერ მოვახერხეთ. ამის მიუხედავად, გავრცელებული მითები, თითქოს ჩვენს შორის პირადი უთანხმოების გამო დაიძაბა ურთიერთობა, ვფიქრობ, იმ ხალხის გავრცელებულია, რომლებსაც ამ ურთიერთობის ფუნდამენტური პრობლემის დანახვა არ სურს. მინდა შეგახსენოთ, რომ თუკი ჩემზე მეტად ვინმეს ვერ იტანდა რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ეს ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. მას ყველა ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებზე ამკობდნენ ისეთი ეპითეტებით, როგორსაც არც თავში გავივლებდით და არც ენაზე მოგვადგებოდა. პირველად, სწორედ, შევარდნაძის დროს დაბომბეს საქართველო, შევარდნაძის დროს გათიშეს პირველად ბუნებრივი გაზი. ეს მაშინვე მოხდა, როგორც კი პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. პრეზიდენტ კლინტონის ბოლო აქტი იყო ზარი პუტინთან - მან რუს კოლეგას სთხოვა, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება აღედგინა. ეს გაუკეთეს პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელ საქართველოს. ასე რომ, ურთიერთობა ჩვენს შორის ბევრად უფრო ადრე დაიძაბა და ვფიქრობ, ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავება იყო და არა პიროვნული შეუთავსებლობა.

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვესაუბრეთ არსებულ ვითარებაზე, შეხვედრებზე პუტინთან და მედვედევთან; თქვენ ახსენეთ, რომ ცუდ ხასიათზეც იყავით, როდესაც მიხვდით, რომ საქართველოს წინააღმდეგ მზადდებოდა სერიოზული პროვოკაცია. გქონდათ თუ არა მოლაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა? მიიღეთ თუ არა შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, როგორც გავრცელდა, ”მწვანე შუქი”? სად გადიოდა წითელი ხაზები ჩვენთვის - საქართველოსთვის და სად გადიოდა წითელი ხაზები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის? დღეს საზოგადოებაში მუსირებს აზრი და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს არის ჯგუფი, რომელიც ”მწვანე შუქებთან” დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებას.

მიხეილ სააკაშვილი:

არ ვიცი საიდან გაჩნდა ტერმინი - ”მწვანე შუქი.“

ჩვენ არასდროს არავისთვის ”მწვანე შუქის“ ანთება არ გვითხოვია.

ეს ”მწვანე შუქი“ თვალითაც არ გვინახავს და არც არავის ამის სურვილი არ გასჩენია.

საუბარი ძალიან კონკრეტულია.

ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით ჩვენ მეგობრებს, რომ რუსეთი უკიდურესად აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც უბრალოდ აღარ ჯდებოდა ჩვეულებრივი კლასიკური პროვოკაციის ჩარჩოებში.

პროვოკაცია შეიძლება სხვადასხვა ხასიათის იყოს: შეიძლება განცხადება გააკეთო, ვიღაცა დაიჭირო, რაღაცა ჩაუდო, მაგრამ როდესაც საუბარია შენი ქვეყნის დაბომბვებზე, სამხედრო ბაზების მშენებლობაზე, შენს სუვერენულ ტერიტორიაზე, ლეგალიზაციაზე, ეთნიკური წმენდის შედეგად დამკვიდრებულ რეჟიმზე, ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის ქონების მიტაცებაზე, პასპორტების გაცემაზე, რომელიც არის კონკრეტული აგრესიული იურიდიული აქტი, ეს უკვე პროვოკაციები აღარ არის.

ეს არის კონკრეტული ქმედება ანექსიის თვალსაზრისით.

ჩვენს მეგობრებს ევროპასა და ამერიკაში ვეუბნებოდით, თუ დაიწყო ხალხის მასობრივი დაწიოკება, ათობით ათასი ადამიანის გამოყრა საკუთარი სახლებიდან, აფეთქებები და შეტევები, ეს იქნებოდა ტოლფასი იმისა, რომ ჩვენ გადავედით აქტიურ დაპირისპირების სტადიაზე ჩვენს დიდ მეზობელთან.

ჩვენ ვთხოვდით ყველას -აგვაცილეთ თავიდან ეს ყველაფერი დაელაპარაკეთ რუსებს.

ზაფხულის მოვლენების შემდეგ ეს ჩვენი პარტნიორებისათვის ნათელი გახდა. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა, სოლანა, შტაინმაიერი, კონდოლიზა რაისი.

ჩვენ მათ ვეუბნებოდით, სიტუაცია ძნელდება და ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.

ჩარევა იყო დაგვიანებული, იმდენად გვიან, რომ ამ კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ შევძელით.

სამწუხაროდ, მთელ რიგ მოვლენებში ზოგიერთი პარტნიორის წაყრუებას და უმოქმედობას, რეალურად შესაძლოა არასწორი სიგნალი გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის აგრესიული ნაწილისათვის. ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რაც შემდგომ საქართველოში მოხდა.

საქართველოში აგვისტოში ომი არ დაწყებულა. ომი დაიწყო ფართო გაგებით წლების წინ. აგვისტოში კი, რუსეთმა გადაწყვიტა ომის აქტიურ ფაზაში გადაყვანა და ამ საკითხის დამთავრება.

ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, არ გახდა ადეკვატური რეაგირების საგანი, რომელსაც ვისურვებდი.

ჩვენმა დიპლომატებმა, თქვენ პარლამენტარებმა და ყველამ შეუძლებელი გააკეთეთ იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება.

ეს იყო ჩვენი მოკლევადიანი მიზანი, გრძელვადიანი მიზანი კი, იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ან თუნდაც კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტის პირობებში.

სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა.

დეპუტატი ლევან ვეფხვაძე:

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ კონდოლიზა რაისის ჩამოსვლა. თქვენ ახსენეთ გარკვეული მონაცემები, რასაც რუსები ახორციელებდნენ ან განახორციელებდნენ.

პაატა დავითაია:

თქვით, რომ ამაზე დემოკრატიული ხელისუფლების პასუხი იქნებოდა ადეკვატური.

იყო თუ არა რაისისგან პირდაპირი გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე არ წამოგებოდა ამ პროვოკაციებს?

მიხეილ სააკაშვილი:

ჩვენ ვაფრთხილებდით ამერიკელებს, რომ პროვოკაციების ინტენსიფიკაცია ხდებოდა, ამერიკელების პასუხი იყო ასეთი -მაქსიმალურად არ ავყოლოდით ამ პროვოკაციებს. ფუნდამენტური დებულება, რომელიც ქონდათ ამერიკელებსა და ევროპელ პარტნიორებს, ეფუძნებოდა ერთ სტრატეგიულ გათვლას, რომელიც შეიცვალა აგვისტოში, რომ რუსეთი, მიუხედავად მუქარისა, აგრესიისა და პროვოკაციებისა, არ იყო მზად ფართომასშტაბიანი ინტერვენციისათვის სხვა ქვეყნებში.

რეალურად ასეთი მასშტაბის ინტერვენცია მან განახორციელა 1979 წელს ავღანეთში, მანამდე 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში და 1956 უნგრეთში. ფუნდამენტური დებულება, რომელიც 90-იან წლებში ჩამოყალიბდა, არავის არ სჯეროდა. ფუნდამენტურად რუსეთი მზად იყო წასულიყო იგივე ინტერვენციაზე, რაზეც საბჭოთა კავშირი წავიდა უნგრეთსა და ავღანეთში.

ეს იყო მთავარი შეუთანხმებლობა. შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს მიუხედავად იმისა, რაც საქართველოს გარშემო ხდებოდა, ყველა უტყუარი ნიშნით ჰგავდა სამხედრო ოპერაციისათვის მზადებას. ზოგიერთ ჩვენგანს და მათ შორის მეც, ბოლომდე არ გვჯეროდა - ნუთუ მართლა გადალახავენ წითელ ხაზს, აიღებენ თავზე ხელს.

მე ვაღიარებ - შეიძლება დაგვაგვიანდა რეაგირება. სანამ ხუთასჯერ არ გადავამოწმეთ, სანამ არ დავინახეთ ის, რომ ხდება წარმოუდგენელი, ამის დაჯერება ბოლომდე გვიჭირდა.

დღესაც ბევრს ევროპასა და ამერიკაში უჭირს იმის დაჯერება - ნუთუ მათ ეს ნაბიჯი პირველებმა გადადგეს.

რუსეთის აგრესიის შედეგად ფუნდამენტურად შეიცვალა მსოფლიო წესრიგი.

ჩვენ ყველანი ვიმეორებთ - ცივი ომი შეუძლებელია. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, ეს იყო ცივი ომის ცხელი გამოვლინება.

ჩვენ ვიმეორებდით, რომ საზღვრები ურყევია.

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დიდმა ევროპულ სახელმწიფოს ქონდა მცდელობა სამხედრო ძალის გამოყენებით თავისი მეზობლის საზღვრების ხელეყო.

ნაცისტური გერმანიის და საბჭოთა კავშირის შემდეგ ასეთი მცდელობა უპრეცენდენტოა.

მე ბოლომდე არ ვამტყუნებ ჩვენს პარტნიორებს სწორედ ამის გამო.

ლევან ვეფხვაძე:

თქვენ ახსენეთ ფუნდამენტური დებულებები, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეფუძნებოდნენ, როდესაც მოსალოდნელ ინტერვენციას არ იჯერებდნენ, ჩვენ ამ კომისიაზე ვუსმინეთ თავდაცვის, შსს მინისტრს, უშიშროების საბჭოს მდივანს, რომლებმაც წარმოადგინეს მთელი ჯაჭვი იმისა, რასაც რუსები ახორციელებდნენ, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უნდა იყოს ინტერვენცია. ყველა თანამდებობის პირი და მათ შორის თქვენც ამბობთ რომ გქონდა თ ოპტიმიზმი, რომ რუსები ამხელა ინტერვენციაზე არ წავიდოდნენ. 7-ში გადაიდო თქვენი ვიზიტი, ეს ხომ არ იყო თქვენი გადამეტებული ოპტიმიზმი იმ რეალობასთან რაც ჩვენ გვქონდა? იმიტომ რომ 29 ივლისს ნაღმებით დაიბომბა ჩვენი სოფლები. რა ანალიტიკური ჯგუფი მუშაობდა, რომელიც თქვენ გაწვდიდათ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს ინტერვენცია არ შედგეს?

როდესაც თქვენ გაწვდიდნენ ინფორმაციას, რატომ არ შეუჩერეთ მანდატი რუსეთის სამშვიდობო ძალებს, რომლის საფუძველზეც დაიწყო მოქმედება. და მეორე, რა მიზნით იყავით იტალიაში 21 ივლისს ერთი კვირით?

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა გავიზიარო ის კრიტიკა ნაწილობრივ და გავიმეორო ის, რაც მანამდე განვაცხადე.

ალბათ გულში ღრმად ჩვენ არ გვჯეროდა, რომ რუსეთი ამას გააკეთებდა. ნუ გამამტყუნებთ, იმიტომ რომ ამის არ ჯეროდა მერკელს, აშშ-ს ხელმძღვანელობას, იმ ლიდერებს, რომლებსაც მე დავუკავშირდი 7 აგვისტოს.

ჩვენ ვიყავით ზედმეტად ფრთხილები.

ეს პროვოკაციები დაიწყო ადრე, ეს არის რამდენიმე წლიანი ისტორია. ხდებოდა ესკალაცია, გვიხსნიდნენ ცეცხლს, ამას ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქენი, ჩვენ ვუბრუნებდით ცეცხლს და შემდეგ წყნარდებოდა სიტუაცია.

ივნისის დასაწყისში იყო თავდასხმა სანაკოევზე, ჩვენ გავაძლიერეთ უსაფრთხოების ზომები და შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში პროვოკაციებს ადგილი აღარ ჰქონია.

როცა აგვისტოს დასაწყისში ესკალაცია დაიწყო, ჩვენ ვთქვით, რომ შეიძლება ეს ატარებდა პროვოკაციის სახეს, ჩავთვალეთ საჭიროდ ჩვენი ძალების გაძლიერება, თუმცა ვფიქრობდით, რომ ეს აუცილებლად ჩაცხრებოდა.

მე ოჯახთან ერთად ვიყავი დასასვენებლად ერთი კვირით, თუმცა ჩამოვედი ხუთ დღეში, ვინაიდან აქ სიტუაცია დაიძაბა. მე დავბრუნდი, გავაძლიერეთ პოსტები.

შემდეგ უნდა წავსულიყავი პეკინში, ჩვენ გასართობად არ მივდიოდით, დაგეგმილი იყო შეხვედრა მსოფლიო ლიდერებთან.

მე ვცადე მედვედევთან დალაპარაკება, მაგრამ მივიღე უარი.

პეკინში წასვლით გვეძლეოდა უნიკალური შანსი გვენახა პუტინი, ბუში, სარკოზი, რომლებიც იყვნენ პეკინში.

პირველი ჩემი გეგმა, გავფრენილიყავით დილას, ჩამესწრო ამ მიღებაზე, ვერ განხორციელდა, რადგან როცა გვეგონა, რომ სიტუაცია ჩაცხრა, მაშინ ცეცხლი გაუხსნეს სოფლებს გადავდეთ მიღებაზე წასვლა და გადავწყვიტე ოლიმპიადის გახსნაზე წასვლა. შემდეგ ვნახეთ, რომ კარგად არ მიდიოდა საქმე. ჩამოვიდა პოპოვი, რომელიც არ დაგველაპარაკა. ვიდექი არჩევანის წინაშე, ჩავმჯდარიყავი თვითმფრინავში - ამ შემთხვევაში რამოდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოვახდენდი რეაგირებას, ან დავრჩენილიყავი საქართველოში. დამირეკა ჩემი პროტოკოლის უფროსმა ზურაბ დარჩიაშვილმა და მითხრა იმ შემხთვევაში თუ არ გავფრინდებოდით ზუსტად 7 საათზე, ვეღარ შევძლებდით ჩინეთის აეროპორტში დაშვებას ის არსებული რიგის გამო. მე არ გავრისკე და საქართველოში დარჩენა ვამჯობინე. საქართველო ხშირად იყო კრიტიკულ სიტუაციაში.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ სერიოზული დაძაბულობა გვქონდა, სანაკოევზე თავდასხმის გამო.

დიდი დაძაბულობა გვქონდა აპრილსა და მაისში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პუტინის განკარგულებით აფხაზეთში შეიყვანეს ჯარები, რამდენიმე შეტევა გვქონდა კოდორის ხეობაზე, თავდასხმა გვქონდა წითელ უბანში, ყოველ ჯერზე ჩვენ ამ პროვოკაციების რეჟიმში ვიყავით. იმდენად შევეჩვიეთ ამას და ყოველივე ეს იმდენად გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რომ პრაქტიკულად, თუ პირველ შემთხვევებზე ბევრად უფრო შემაშფოთებლად და მკაცრად ვრეაგირებდით, ბოლოს ეს თითქმის რუტინის ნაწილი გახდა. ეს არის მოწინააღმდეგის მეთოდი -მოგადუნოს.

ამის გამო საქართველოს სახელმწიფო არსებობას და ვერც დიპლომატიურ აქტიურობას ვერ შეწყვეტდა.

პეკინში წასვლა იყო ამ დიპლომატიური აქტიურობის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

ეს ნათლად მიუთითებს იმას, რომ რუსებმა დრო შეარჩიეს თითქმის იდეალურად.

აქ იყო რამოდენიმე ფაქტორი, რის გამოც რუსეთს აგვისტოში ჭირდებოდა ომის დაწყება.

ეს იყო პოლიტიკური კალენდარი.

ბუქარესტის შემდეგ ისინი დეკემბერში მოელოდნენ საქართველოს შემდგომ წინსვლას- ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

გენერალური შტაბის უფროსმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ მივმართავთ ყველა მეთოდს, რათა საქართველო ნატოში არ გაწევრიანდეს.

გენ-შტაბის უფროსი ცირკის დირექტორი არ არის. ყველასთვის გასაგებია მისი მეთოდები და ის, რა მეთოდებზე საუბრობს ის.

თუ რუსეთს სურდა, რომ დეკემბრამდე რაიმე მოემოქმედებინა, საჭირო იყო ზაფხულის გამოყენება, რადგან სექტემბრის ბოლოს კავკასიაში უკვე მოდის თოვლი. თუ შენ საბრძოლო მოქმედებების წარმოება გინდა, უნდა გამოიყენო აგვისტო-სექტემბრის პერიოდი.

აგვისტოში მდინარეების ფონი ყველაზე დაბალია და აფხაზეთში ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ტანკების შემოყვანის თვალსაზრისით. მითუმეტეს, ამ პერიოდში მათ რკინიგზაც გააკეთეს.

აგვისტოში ყველაზე ხელსაყრელი ამინდია რუსული საფრენი აპარატებისათვის.

მათ თვითმფრინავებს კარგი ღამის ხედვა არ აქვთ და სწორედ ამიტომ გვბომბავდნენ სტრატეგიული ბომბდამშენებით მათ კარგი ღამით ხედვა აქვთ, ხოლო ”სუ-25 -ს“, ”სუ-27“ და ”მიგ-29“ ღამის ხედვა არ აქვს და მათ არ აქვთ ასევე ღრუბლებში ხედვა. ამიტომ მაისში როცა ესკალაციამ პიკს მიაღწია, თუკი რაიმე მოქმედებებს გეგმავდნენ, ეს არ გამოუვიდოდათ, რადგან მთელი ამ თვის განმავლობაში წვიმდა და ალბათ ამიტომ მოუხდათ ამ გეგმაზე ხელის აღება.

ეს სპეკულაციაა, მე არ ვიცი, ქონდათ თუ არა რაიმე გეგმა, მაგრამ მაშინაც სერიოზულ ზღვართან ვიყავით მისული.

საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებლად აგვისტოში იყო იდეალური ამინდი.

მინდა ყველამ გავიხსენოთ, რომ რუსეთმა წარსულშიც ყველა პროვოკაცია დაგეგმა და განახორციელა აგვისტოს თვეში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩეჩნეთშიც.

ჩეჩნეთში ორჯერ დაიწყო ომი აგვისტოში, ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს. 1992 წელს აფხაზეთში პროვოკაცია წამოიწყეს აგვისტოში და 2004 წელს, მას შემდეგ რაც რამოდენიმე თვიანი ესკალაცია იყო, ნამდვილი საომარი მოქმედებები ცხინვალში დაიწყო სწორედ აგვისტოში.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთიდან შემოვიდნენ ინსტრუქტორები, შემოიტანეს იარაღი და მისცეს ბრძოლის დაწყების განკარგულება.

ეს ერთი.

მეორე- აგვისტოს დასაწყისში მთელი მსოფლიო სიამოვნებაზე ფიქრობს, თქვენ ახსენეთ, რომ მე ოჯახთან ერთად ვიყავი დასასვენებლად. მარტო მე კი არა, ამ დროს მსოფლიოს ყველა ლიდერი ისვენებს. მაგალითად, როცა ხალხის ძებნა დავიწყე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმყოფებოდა გერმანიის საზღვრებს გარეთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი სარდინიაში იყო წასული და ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ნატოს გენერალურ მდივანს დავუკავშირდი, თუმცა ისიც არ იყო ბრიუსელში და ვერ შევძელი მასთან ღიად საუბარი, რადგან ყველა, ვისაც არ ეზარება ღია საუბარს უსმენს. კარგად ვიცით, ვისაც არ ეზარება.

დანარჩენი ლიდერები იმყოფებოდნენ პეკინში- ბუში და სარკოზი იყვნენ პეკინში.

იმ დღეებში ბევრი სიმპტომი იყო, მაგრამ რუსეთის ტელევიზიით მოვისმინე, რუსეთის სახმელეთო ჯარების უფროსის განცხადება - საქართველო არღვევს ოლიმპიურ ქარტიას, რადგან ოლიმპიადის გახსნის დღეს აპირებს ომის დაწყებას.

ჩემთვის ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.

ბევრი პროვოკაციული განცხადება მომისმენია რუსეთის მხრიდან, მაგრამ ასეთი სიზუსტით, ასე ნათლად ამის მითითება იყო რა თქმა უნდა საგანგაშო.

ლიდერების გარდა, აგვისტოში მოქალაქეებიც ისვენებენ.

შესაბამისად ყველაზე ნაკლები ადამიანი უყურებს ამ დროს ტელევიზორს და კითხულობს გაზეთს.

ყველა ემზადება ოლიმპიადის სანახავად.

სადღაც რომელიღაც შორეულ საქართველოში ღამით განხორციელებული თავდასხმები იმდენად გაუგებარი თემაა და იმდენად იდეალური დროა დიდი ქვეყნისათვის შავი საქმეების მისაჩუმათებლად და პატარა ქვეყნისათვის საკუთარი სიმართლის არგასატანად, რომ ყველაზე საშიში პერიოდი სწორედ ეს იყო ჩვენთვის. ჩვენ ასეთი სიტუაცია გვქონდა გასული წლის აგვისტოში, როდესაც წითელუბანში დაგვბომბეს, 2004 წლის აგვისტოში, როდესაც ცხინვალში მოაწყვეს პროვოკაცია.

ასე რომ, თავისთავად, მხოლოდ იმის გამო რომ აგვისტოში საშიში პერიოდია, ამ თვეს კალენდრიდან ვერ ამოვიღებდით და ვერც საკუთარ ცხოვრებას ამოვატრიალებდით.

თარიღების იდეალურად შერჩევამ კარგად იმუშავა.

რამდენიმე დღე გავიდა, ვიდრე სარკოზი და ბუში პეკინიდან სამშობლოში დაბრუნდნენ, პუტინი კი, მეორე დღესვე ჩაფრინდა მოსკოვში, როგორც ალბათ იყო დაგეგმილი. ყველა რუსულ გაზეთში წერია, რომ სამხედრო რკინიგზის მშენებლობა აფხაზეთში უნდა დასრულებულიყო 5 აგვისტოს.

მინდა გკითხოთ: რატომ მაინცდამაინც ხუთი აგვისტო?

ჯავაში აშენებდნენ ბაზას, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან ვიცი, რომ ჯავის ადგილობრივ მოსახლეს 1200 ევროს უხდიდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ ხუთ აგვისტოს ეს ბაზა შესულიყო მწყობრში. საიდან მოვიდა ეს თარიღი? ჩვენ სწორედ ბაზის მშენებლობის გამო არ ვატარებდით ჩვენს ტერიტორიაზე სამშენებლო მასალებს, მათ შემოტანა უწევდათ რუსეთიდან. რაც ბევრად უფრო ძვირი უჯდებოდათ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინიდან შავი ზღვის ფლოტი გამოვიდა წინასწარ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მათი შეჩერება რამდენჯერმე სცადა, სპეციალურ ბრძანებასაც მოაწერა ხელი, მაგარამ მათ ესეც არაფრად ჩააგდეს.

ეს იყო ბრძანება, რომლის თანახმადაც არც უნდა გამოსულიყო, ხოლო შემდეგ ვეღარ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გამოვიდნენ და შევიდნენ კიდეც.

საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ სადესანტო ჯარებშიც, უარი თქვეს რუსეთში ხალხის შვებულებაში გაშვებაზე.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ისიც, რომ მსგავსი რამ ხდებოდა ყოველ ზაფხულს, თუმცა ამჯერად გადააჭარბეს. ამის ანალიზს დასჭირდებოდა დრო. საქართველო დაზვერვის სუპერ-სახელმწიფო არ არის. ნებისმიერ სადაზვერვო სამსახურს დაჭირდებოდა რამოდენიმე კვირა, რომ გაეანალიზებინა ის, რაც ხდებოდა.

მინდა გაგახსენოთ, ივნისის დასაწყისში მთელ ჩრდილო-კავკასიაში დაიწყეს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების გაკონტროლება. ყველა მათგანი დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.

გამოიცემა ბრძანება, რომ ყველა ქართული საუბარი ჩრდოლო კავკასიაში ჩაწერილიყო და გაანალიზებულიყო. ამის ასლი ჩვენ გვქონდა.

გაამკაცრეს კონტროლი საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, რაც ასევე უჩვეულო იყო საკურორტო სეზონისათვის. დაიწყეს მასობრივი რეპრესიები ყველა საეჭვო ელემენტების მიმართ, რომელსაც შესაძლოა საქართველოსთან რაიმე კავშირი მაინც ქონდა.

ეს პატარა სადაზვერვო დეტალი ძალიან ჰგავს სერიოზულისათვის მზადებას.

ინფორმაციის ჩაკეტვა კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს მსოფლიოსათვის მოულოდნელი იყო, საგულისხმოა ერთი ფაქტი, საკურორტო სეზონი არა მხოლოდ აფხაზეთში, სადაც ეს ჩავარდა მთლიანად, არამედ სოჭში - რუსეთის მთავარ კურორტზე, სადაც წინა წლებში სასტუმროები შევსებული იყო ასი პროცენტით, ამ სეზონზე სასტუმროების შევსება იყო ოცდაათი პროცენტი. რატომ? იმიტომ, რომ მთელი რუსული პრესა ლაპარაკობდა მოსალოდნელ ქართულ-რუსულ ომზე.

მე წავიკითხე პაველ ფერენგაუერის სტატიები და ასევე მქონდა საშუალება მას შევხვედროდი. ის სრულიად დაბეჯითებით ამბობდა, რომ მაისში, ან აგვისტოში საქართველოში იქნებოდა ომი. ის იყო საშინლად აღტკინებული ამ ფაქტის გამო და თვლიდა, რომ სამხედრო ჟურნალისტისათვის ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა დასვენებასთან ერთად შეუძლია ომს ადევნოს თვალი. ამ დონეზე იკვრებოდა სიტუაცია ჩვენს გარშემო.

ამის პარალელურად იყო შტაინმაიერის, სოლანას აქტიურობა, ჩემი რადიკალური, ძალიან მოქნილი, დიპლომატიური შეთავაზების, გამბედაობის ხარისხის მქონე წერილები, რომელიც მივწერე პრეზიდენტ მედვედევს.

მე ჩემთვის წარმოვიდგინე - თუ რუსეთს არ უნდოდა ომი, რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა ისეთი აფხაზეთზე, რომელსაც ისინი დათანხმდებოდნენ, აღარ იომებდნენ და ჩვენც რაღაცას მივიღებდით - ჩვენი სურვილების ოცდაათ პროცენტს იმ ეტაპისათვის.

ვფიქრობ, გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ და პრინციპულად იმაზე, რომ საქართველოს რაღაც დროს მათ უნდა რამე მოეხერხებინათ, მათ მიიღეს 2001-2002 წლებში.

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთმა თითქმის დაიწყო ომი, მაშინ სამი ფაქტორის გამო არ გააკეთეს მკვეთრი რეაქცია -ეს იყო ევროკავშირის, ამერიკის ადმინისტრაციისა და მათი მზადყოფნის არასათანადო ხარისხი ჩრდილო კავკასიაში. საბოლოო გადაწყვეტილება თარიღებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მიღებული იქნა თებერვალ-მარტის თვეში ბუქარესტის სამიტის და კოსოვოს გადაწყვეტილების წინ. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი შეხვედრა პუტინთან იყო აბსოლუტურად ფორმალური დიალოგი. რეალურად, მათ არაფრის სურვილი არ ქონდათ, დამემოწმება ბატონი გია. 21 თებერვალს გამოვედით მძიმე შთაბეჭდილებებითა და პრაქტიკულად ცარიელი ხელებით.

სამშვიდობო მანდატი არ გავაუქმეთ იმიტომ, რომ როგორც კი ასე უბრალოდ გავაუქმებდით სამშვიდობო მანდატს, ნახევარი ხალხი ევროპასა და ამერიკაში დაიწყებდა ლაპარაკს იმის შესახებ, რომ საქართველომ მოახდინა დაძაბულობის პროვოცირება. ავად თუ კარგად, ეს სამშვიდობო მანდატი, რაღაცას მაინც აკავებდა. თუ ჩვენ ამას გავაუქმებდით წინასწარი კონსულტაციების გარეშე, ეს იქნებოდა იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ ვიყავით გართულებების ინიციატორი.

ამაზე ჩვენ გვქონდა დიდი დისკუსიები ჩვენს პარტნიორებთან.

ჩვენ დავიწყეთ ამის დეტალური მომზადება. სწორედ ამას ემსახურებოდა სოლანას ვიზიტი.

მან დაიწყო ღიად საუბარი იმაზე, რომ რუსი სამშვიდობები უნდა ჩაგვენაცვლებინა ევროპელებით.

ჩვენ ვამბობდით, რომ კი არ გავყაროთ, ჩავანაცვლოთ.

ჩვენ, ამ მხრივ, პროგრესი გვქონდა.

სოლანამ დაიწყო ღია განცხადებები, ევროკავშირმა შესაძლებელია განხილვა მათი ევროპული მონიტორებით ჩანაცვლების თაობაზე, შტაინმაიერის გეგმაში იყო მსგავსი მონახაზი, თუმცა ის რაღაც ნაწილს რუსეთს უტოვებდა.

დასამალი არაფერია, ოთხი წელი მე ვიყავი სტუდენტი ამერიკაში, როცა შევარდნაძემ ამ სამშვიდობო ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი, მაშინ როგორც სტუდენტმა რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე ქართულ და უცხოურ პრესაში, სადაც ამ ფაქტს ვაკრიტიკებდი.

ჩემი პროფესიითა და სპეციალიზაციით ვარ ადამიანის უფლებების დამცველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში. ამაზე მაქვს სამეცნიერო სტატიებიც, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებზე მაქვს დაწერილი საკურსოები ამერიკაში, ასევე ნორვეგიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტში ოსლოში.

ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ის, რაც მაშინდელმა საქართველოს მთავრობამ გააკეთა. მათ პრაქტიკულად დააკანონეს ოკუპანტები და პირველი სამშვიდობო რუსული ბატალიონი იყო ზუსტად ის, რომელიც სეპარატისტებთან ერთად იღებდა სოხუმს. ეს იყო მძიმე რამ ჩემთვის.

ჩვენ მაშინ ვიყავით ხაფანგში გაბმული. მათ თავის სამშვიდობო ყოფნას მიუსადაგეს გაეროს სამშვიდობო ძალის ყოფნა აფხაზეთში.

ჩვენი მთავარი კითხვა იყო არა ის, რომ რუსები უნდა ყოფილიყვნენ თუ არა, არამედ ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორი რეაქცია იქნებოდა მას შემდეგ, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებს ვეტყოდით, რომ წადით. ჩვენ ამაზე ვფიქრობდით მრავალი წელი.

რატომ არ გვყავდა მძიმე ტექნიკა ქურთასა, თამარაშენში? იმიტომ, რომ სამშვიდობო მანდატით არ იყო ასე გათვალისწინებული.

სამშვიდობო მანდატით საქართველო ბოლომდე წესებით თამაშობდა. ჩვენმა წესიერებამ მიგვიყვანა აქამდე.

ჩვენ ბოლომდე ვიცავდით სამშვიდობო მანდატს, იქ იყო მხოლოდ მსუბუქი იარაღით შეიარაღებული პოლიცია, როცა უკვე სიტუაცია გართულდა, მძიმე ტექნიკის გადაყვანა იყო გვიან.

ასევე იყოს აფხაზეთში საერთაშორისო გაეროს მანდატის ხათრითაც,

ჩვენ ვიყავით მაქსიმალურად თავშეკავებულნი საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, უნდა გამოვსულიყავით თუ არა მოსკოვისა და დაგომისის ხელშეკრულებებიდან.

ბატონო პაატა, თქვენ იყავით და მეც ვიყავი ზუგდიდში 9 აგვისტოს, როცა ჩვენმა მეზობელმა ჩვენს და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას თავზე გადაგვახია ის საერთაშორისო მანდატი, რომელიც იქ იყო.

ისინი გამოცხადდნენ, ჩვენ ვუყურებდით მათ მოძრაობას ახლოდან ტანკებით, ჯავშანტექნიკით, აურაცხელი სამხედრო ძალით.

მათ უთხრეს საერთაშორისო დამკვირვებლებს -გაძლევთ 20 წუთს, გაგვეცალეთ აქედან, ჩვენ შევდივართ სამეგრელოს ტერიტორიაზე.

ოცი წუთიც არ დაჭირდათ ჩვენს სახელოვან საერთაშორისო დამკვირვებლებს, ისინი სულ ფართხა-ფურთხით გაცვივდნენ იქედან.

ეს იყო ჩვენთვის ნათელი გაკვეთილი იმისა, როგორ ზეიმობს უკანონობა იმ ხალხზე, ვისაც უნდა კანონის დაცვა. როგორ ზეიმობს ის ხალხი, ვინც არცერთ წესს არ იცავს და არ აქვს იმ დონის უწესობა, რომ თავისივე ხელმოწერილ შეთანხმებაზე თქვას ხელაღებით უარი.

რუსეთმა დაინახა, რომ საერთაშორისო პროცესი რეალურად ჩაერთო, რეალურად დაიწყო იმ საკითხების დაძვრა, რაც წლების განმავლობაში იყო გაყინული.

თქვენ იცით, რომ ივნისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 15 წლის შემდეგ აღიარა აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდა.

მას შემდეგ რაც დაიწყო ინტერნაციონალიზმის პროცესი, მან თქვა ინტერნაციონალიზაციას კი არ მივიღებთ, არამედ მივიღებდით იმას, რაც მოხდა და შემდეგ ახალი ათვლის წერტილიდან ვისაუბრებდით ყველაფერზე.

ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენ.

უნდა გვემოქმედა თუ არა სხვანაირად? მე მაინც მგონია, რომ სწორი ტაქტიკა, პოლიტიკა და სტრატეგია იყო საერთაშორისო შეთანხმების დაცვა.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ასეთი ქვეყნისათვის საერთაშორისო წესდების დაცვა არის მოქმედების ალფა და ომეგა.

პატარა ქვეყნის საზღვრები, სუვერენიტეტი დაცულია არა უხეში ძალით, არამედ საერთაშორისო ნორმებით, ხელშეკრულებებით და საერთაშორისო თანამეგობრობის კეთილი ნებით.

რუსეთს ქონდა თავზე ხელის აღების ფუფუნება.

ლევან ვეფხვაძე:

თქვენ ახსენეთ ბუშისა და პუტინის შეხვედრა პეკინში. ეს კითხვა ბევრ მინისტრს დავუსვი, სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღე. 7 აგვისტოს დღის განმავლობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ ვისთან შედგა კონსულტაციები ამ გადაწყვეტილების მიღების წინ?

მეორე კითხვა ეხება მეთიუ ბრაიზას. მასზე შევიტყვეთ ასეთი ინფორმაცია, 8 აგვისტოს ჩამოვიდა მეთიუ ბრაიზა, რომელიც თქვენ ორი დღის განმავლობაში არ მიიღეთ ბუშის განცხადების გამო, რომელიც ექსპერტების გამო არასათანადოდ ადეკვატური იყო იმ რეალობის, რომელიც 8 აგვისტოს იყო ცხინვალის მიდამოებში?

მიხეილ სააკაშვილი:

გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ თვითონ. თუ ნებართვა იგულისხმება, ნებართვას არავისაგან არ ვიღებთ.

პირველი , ვისაც მე ვცადე დავკავშირებოდი ესკალაციის პიკზე, ეს იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მედვედევი.

მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირით ამ კონტაქტზე უარი შემოგვითვალეს.

მეორე ვისაც ვცადე დავკავშირებოდი, ეს იყო პოპოვი, რომ იქნებ ადგილზე გადაგვეწყვიტა ეს ურთიერთობა.

მაქსიმუმ, ვისთანაც კონტაქტში შესვლა შევძელით, ეს იყო, გენერალი კულახმეტოვი. პოპოვმაც არ გვაღირსა პასუხი და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ჩამოვიდა, ცხინვალში ჩასვლას და სიტუაციის ადგილზე დარეგულირებას სხვადასხვა საბაბით თავი აარიდა.

7 აგვისტოს სიტუაცია გართულდა, ჩვენი სამშვიდობოები იქნა დახოცილი. ცეცხლი, ხან წყდებოდა, ხან არა. 7 აგვისტოს საღამოს დავიწყე დაკავშირება ჩემ სატელეფონო ცნობარში ყველა შესაძლო მოკავშირესთან და მეგობართან.

მე დავურეკე პოლონეთის, ლიტვის პრეზიდენტებს, ვიპოვე შვედეთის საგარეო მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი სხეფერი.

მათ გავაცანით სიტუაცია, გენერალურ მდივანს გავაცანი სიტუაცია, რაც შეიძლებოდა ღია ხაზით. სიტუაცია ადგილზე გვქონდა სერიოზული, ეს იყო ოპერატიული სიტუაციის დეტალები.

იგივე ვუთხარი კარლ ბილდტს. ყველას გაუკვირდა, რომ ეს სიტუაცია გართულდა ცხინვალთან მიმართებაში ისევე როგორც ჩვენ.

რატომ? იმიტომ რომ რუსები სულ ახსენებდნენ კოდორს, მათ ეს ყელში ქონდათ გაჩხერილი.

კოდორთან დაკავშირებით მედვედევის, ლავროვისა და სხვა რუსი ოფიციალური პირების მიერ დღეში ორი-სამი განცხადება კეთდებოდა, თუმცა ცხინვალი არ ახსენდებოდათ.

ვისაც შევძელი მათ დავუკავშირდი, ასეთი სიტუაცია იყო.

რაც შეეხება ამერიკელებს, რამდენადაც ვიცი ეკა ტყეშელაშვილს ქონდა საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა წარმომადგენლებთან სიტუაციის გაცნობის თვალსაზრისით.

მე ვერ ვიხსენებ, როდის შევხვდი მეთიუ ბრაიზას, თუმცა მას შევხვდი ნამდვილად.

იმ დღეებში ჩვენ გვქონდა ბევრი საზრუნავი, რამდენჯერმე ვიყავი ცხინვალის მიმართულებით, ვიყავი გორში, სადაც ვატარებდით თათბირებს. 9 აგვისტოს ვიყავი ზუგდიდში. ფრენა შეუძლებელი იყო. ასევე გამოვდიოდი მსოფლიო ტელევიზიების პირდაპირი ეთერით.

ეს იყო პრიორიტეტი ჩემთვის, თუმცა სახელმწიფო არ შემოიფარგლებოდა მარტო ჩვენით. თუ ვინმე იყო ჩამოსული, მათ ხვდებოდნენ ყველა დონის თანამდებობის პირები და ელაპარაკებოდნენ.

მე არ ვიყავი არავიზე გაბრაზებული. მე მიმაჩნდა, რომ დრო დაჭირდათ ჩვენს პარტნიორებს.

დრო იყო ძალიან ძვირფასი რომ გარკვეულიყვნენ სიტუაციის სიძნელეში, თუმცა ამაში ისინი სწრაფად გაარკვიეს რუსებმა.

როდესაც ჩემთან მოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, მან გადმომცა კონდოლიზა რაისისა და ლავროვის მოლაპარაკებები. ტექნიკურად შეუძლებელი იყო ყველასთან საუბარი, რუსები იყვნენ აგრესიულ ხასიათზე.

როდესაც ჩვენ მათ ვკითხეთ, რა იყო მათი ინტერვენციის მიზანი, მათ გადმოგვცეს სიტყვა-სიტყვით -ეს იყო 8 აგვისტო - ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება. იმედია, ამას ყველა პარტნიორი დაადასტურებს.

თქვენ იცით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ გაახმაურა კიდევ სხვა უფრო კოლორიტული დეტალები, პირადად ჩემს მიმართ რას აპირებდა რუსეთის ხელმძღვანელობა.

მე არ შევალ ამ ყველაფრის დეტალებში, მაგრამ ისინი ამ ტერმინებით გამოხატავდნენ თავიანთ აზრებს და თავს არ იზღუდავდნენ თავის მუქარებში და არც დეტალებში როგორ უნდა განეხორციელებინათ ეს მუქარები.

დრო დაჭირდათ, რუსები დაეხმარნენ სიტუაციის გარკვევაში. რამოდენიმე დღის შემდეგ, ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორების სერიოზულმა ჩარევამ მკვეთრად შეზღუდა ის მანევრი, რომელიც ბოლოს რუსეთის აგრესიას საქართველოსთან მიმართებაში დარჩა.

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო, ერთ-ერთი ძირითადი ბრალდება, რომელიც საქართველოს და პირადად თქვენი მისამართით გაისმის, არის ის, რომ თქვენ განახორციელეთ მძინარე ქალაქზე თავდასხმა.( საუბარია ცხინვალზე) თვლით თუ არა, რომ ის შეტევა, რომელიც იქნა განხორციელებული ღამით, იყო სწორი გადაწყვეტილება? და როგორ ფიქრობთ რა ბრძანებები გაეცით ამ მოქმედებების დაწყებისთანავე, საუბარია თქვენს ბრძანებებზე, გენშტაბის უფროსმა ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდა ინფორმაცია. ჩვენ გვინდა თქვენგან მოვისმინოთ. რატომ გადაწყდა ამ ღონისძიებების გატარება ღამით?

გოკა გაბაშვილი:

ვინაიდან ჩვენ 7 აგვისტოს ეპიზოდთან მივედით. ასეთი შეკითხვა ჩნდება, ბატონო პრეზიდენტო რა მომენტში ჩათვალეთ, რომ ეს არ იყო ტრადიციული პროვოკაცია, არამედ იყო ფართომასშტაბიანი შემოჭრა. რა მომენტში მიიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩაბმულიყო საომარ მოქმედებებში?

ხათუნა გოგორიშვილი:

სანამ სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რატომ ამ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ცხინვალის რეგიონის სოფლებიდან.?

აკაკი მინაშვილი:

არის ბევრი საუბარი რუსეთში, საერთაშორისო საზოგადოებაში იმის თაობაზე, რომ განახორციელა თუ არა ქართულმა შეიარაღებულმა ძალამ შეტევა იმ დროისათვის სამშვიდობო ძალებზე?

გივი თარგამაძე:

რამდენად იყავით საქმის კურსში იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული სამშვიდობო ძალების მაშინდელმა მეთაურმა ყურაშვილმა გააკეთა? და რამდენად გამართლებული იყო ის რამდენიმე მილიარდიანი ხარჯი, რომელიც ქართული არმიის ასაშენებლად გაიწია და ყველა ის ღონისძიება, რომელიც ქართული არმიის ჩამოსაყალიბებლად იყო მოწოდებული.

რომ არ გვყოლოდა ისეთი არმია, როგორიც გვყავდა და რომ არ მიგვეღო გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების წარმოებისა, თქვენი აზრით, რა სურათს მივიღებდით ამ შემთხვევაში?

მიხეილ სააკაშვილი:

რუსეთი ამისათვის დიდი ხნის წინ ემზადებოდა. ჩვენ გვაქვს საქმე ავტორიტარული ქვეყნის პროპაგანდისტულ მანქანასთან.

ამ მანქანას აქვს დიდი გამოცდილება. ჯერ კიდევ დაწყებული საბჭოთა დროიდან, მათთან ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ არის. მე ვიყავი უკრაინაში, უკრაინის შიმშილის, ნამდვილი გენოციდის აღნიშვნაზე, მაშინაც იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც მოიარეს უკრაინა, ნახეს ასობით ათასი ადამიანი, რომელიც კვდებოდა შიმშილით. 7 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც ეთნიკური უკრაინელებისაგან დაცალეს უკრაინის უმეტესი ნაწილი. ეს მაშინდელი საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ გათვლილი პოლიტიკა იყო. იყო ხალხი, ვინც ეს ნახა და აღწერა, მაგრამ რუსული საბჭოთა პროპაგანდა მაშინ ისე მუშაობდა, რომ იპოვეს დასავლელი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ყველაფერს უარყოფდნენ. მაგალითისათვის მაშინდელი ”ნიუ-იორკ თაიმსი“ ამბობდა, რომ იმას, რასაც წერდნენ, იყო სისულელე.

ყველაფერი კარგად არის და საბჭოთა მოქალაქეები არიან ბედნიერებიო. ამათ ასეთი ტყუილების სიმართლედ გასაღების დიდი გამოცდილება აქვთ.

მე დღეს თქვენ იმდენი ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ ამის გაანალიზებას დრო ჭირდება.

დემოკრატიული ქვეყნები ასე იქცევიან. დემოკრატიულ ქვეყნებში შავი და თეთრი არ არის, ყველაფერი კომპლექსური და დეტალიზირებულია. ავტორიტარულ ქვეყნებში ყველაფერი მარტივია.

მძინარე ქალაქ ცხინვალს დაესხნენ საზიზღარი ქართველები თავს. დაცხრილეს ყველა იარაღიდან, გაანადგურეს მძინარე მოსახლეობა, ჩაიდინეს დანაშაული.

რუსები შევიდნენ და გადაარჩინეს მშვიდობიანი მოსახლეობა ამ ბარბაროსების შემოსევისაგან.

მარტივია ხომ ? ტყუილია თავიდან ბოლომდე.

როგორც გებელსი ამბობდა, რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო კარგად საღდება ის.

ეს იყო კლასიკური, გებელსური სამხედრო პროპაგანდა.

სამწუხაროდ, დღესაც არიან ჟურნალისტები, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში, დემოკრატიის მთელი ხიბლიც ის არის, რომ ასეთებიც არიან და სხვანაირებიც, რომლებიც ამ დაყრილ საკენკს კენკავენ და ამ ყველაფერს იჯერებენ.

ქალაქი ცხინვალი უკვე დიდი ხანია აღარ არის ჩვეულებრივი ქალაქი და ნამდვილად 7 აგვისტოს არ ყოფილა ჩვეულებრივი ქალაქი.

2004 წლის ზაფხულიდან რუსეთმა მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება, ცხინვალი გადაექცია სამხედრო ბაზად.

პრაქტიკულად, ყველა ზრდასრული მამაკაცი, რომელიც თავს ირჩენდა კონტრაბანდით, ყველანი ხელფასს იღებდნენ რუსეთის არმიისაგან, ან რუსეთის უშიშროების სამსახურიდან, ვინაიდან ჩვენ კონტრაბანდა გადავკეტეთ.

ყველა ზრდასრულ მამაკაცს ხელში ეჭირა იარაღი და მათი ერთადერთი სამუშაო ადგილი იყო ის სანგრები, რომელიც იყო ცხინვალის გარშემო და ცხინვალის შიგნით.

უზარმაზარი სამხედრო ბაზა აშენდა ცხინვალში, ჯავაში.

მოდით ვთქვათ ღიად, იმ პერიოდისათვის, როდესაც ჩვენ ცხინვალში შევედით, ცხინვალი იყო კარგად გამაგრებული, მოსახლეობისაგან ძირითადად დაცლილი, სამხედრო შეტევით რეჟიმში მცხოვრები, ელიტარიზირებული დასახლებული პუნქტი, ან პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ სამხედრო ბაზა.

რამოდენიმე დღით ადრე, 2 აგვისტოს დაიწყო ცხინვალის მოსახლეობის ევაკუაცია.

როცა მე ჩამოვედი იტალიიდან, ვანო მერაბიშვილს ვუთხარი, რომ არ მომწონდა ეს ამბები. რამოდენიმეჯერ დავრეკე იტალიიდანაც და ვამბობდი, რომ არ მომწონდა რუსების რიტორიკა, პროპაგანდისტული მზადება. მეუბნებოდნენ, რომ ადგილზე არაფერი არ ხდებოდა. მე მქონდა აგვისტოს კომპლექსი.

როცა ჩამოვედი, სიტუაცია იყო გართულებული, ჩემი ჩამოსვლის წინ მოხდა აფეთქებები. როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხე, რას ნიშნავდა ევაკუაციის გამოცხადება, მათ მიპასუხეს, რომ მათი დასკვნით ეს იყო პროპაგანდისტული ტრიუკი, გყავდათ ბავშვები ბანაკებში და უნდოდათ ომის დაწყების მცდელობის იმიტაცია გაეთამაშებინათ.

როცა მათ გადაამოწმეს ინფორმაცია და მეც ჩემი არხებით დავიწყე გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ცხინვალის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობდა.

ეს შემდეგნაირად ხდებოდა. მამაკაცებს ეუბნებოდნენ რომ გაეყვანათ საკუთარი ოჯახები ცხინვალიდან, როცა საზღვარს მიუახლოვდებოდნენ უშვებდნენ მხოლოდ ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს.

გავიდა თუ არა მოსახლეობა ცხინვალიდან, მათ გამოაცხადეს, რომ ცხინვალი იყო ევაკუირებული.

რა თქმა უნდა, დარჩნენ უპატრონოები, ვისაც არ ყავდა მებრძოლები ოჯახის წევრებად, ისინი არ გაიყვანეს.

ევაკუაცია არ ნიშნავდა იმას, რომ რუსებს ძალიან შეუყვარდა ცხინვალის მოსახლეობა, უბრალოდ სამხედრო თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად გარდაუვალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ცხინვალი და შემოგარენიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არმყოფი სოფლები დაკავშირებულია რუსეთთან ვიწრო გზითა და გვირაბით.

დაიწყო სამხედრო ტექნიკის შემოსვლა.

როგორც კი დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, დაიწყო სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობით შემოსვლა დამატებით.

ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ რომ დაგვაგვიანდა.

ერთი-ორი დღით ადრე რომ ჩაგვეკეტა გზა, ამ რაოდენობით ტექნიკა ვერ შემოვიდოდა. თუმცა რადგან გადაწყვეტილება მიღებული იქნა, მაინც შემოვიდოდნენ ბევრი სხვა ადგილიდან, მაგრამ იმ მომენტში შეიძლება კიდევ მეტი ტაქტიკური უპირატესობა მოგვეპოვებინა.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მაშინ ნამდვილად ყველა იტყოდა, რომ საქართველომ დაიწყო პირველად ომი. თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ეს შესაძლოა კიდევ უფრო სწორი ყოფილიყო.

როცა მათ გაიყვანეს მოსახლეობა, მათ გაუთავისუფლეს გზა ჯავშან-ტექნიკას. საბრძოლო ვითარების პირობებში, ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავი დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირი და ტექნიკა თავისთავად შეაფერხებდა ჯავშან-ტექნიკისა და ჯარის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე და მეორე - მებრძოლები, რომლებიც დარჩნენ ცხინვალში, ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მსახურებდნენ რუსეთის ჯარში და შეიარაღებულ სტრუქტურებში, ან ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ჯარში, რაც რეალურად ასევე რუსეთის სტრუქტურების ფილიალს წარმოადგენდა. თუ ისინი იფიქრებდნენ იმაზე, რომ საკუთარი ოჯახებისათვის მოევლოთ, მაშინ ბრძოლისათვის საშუალება აღარ დარჩებოდათ. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ისინი განთავისუფლებულიყვნენ ოჯახებზე ზრუნვისაგან.

ამ ევაკუაციის უკან, ეს იყო სამხედრო რაციონალური მოსაზრება. ორმოცდაათამდე რუსი ჟურნალისტი იყო ჩამოსული, მათ შორის უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროდან - ე. ი ომის გასაშუქებლად. სანამ მსოფლიოს ეძინა, რუსები ომის გასაშუქებლად ემზადებოდნენ. 6აგვისტოს ჩვენ მივიღეთ უტყუარი ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ როკის გვირაბში რუსი მესაზღვრეები გადმოვიდნენ, გაუშვეს ადგილობრივი სეპარატისტები.

ნურასოდეს ვიტყვით იმას, რომ ოსები გაუშვეს ქართული სოფლებიდან. რეალურად ეთნიკური ოსების უსეტესი ნაწილი იყო აქეთ მხარეს და ისინი დაზარალდნენ ყველაზე მეტად.

ისინი არ იყვნენ ოსები, ისინი იყვნენ სეპარატისტები და დღეს არიან საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაუშვეს ეს ხალხი და უთხრეს, რომ ისინი იღებდნენ კონტროლს გვირაბზე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იქ დიდი ხნის განმავლობაში აწყობდა პროვოკაციებს, რუსეთ-საქართველოს საზღვრის აქეთა მხარის აღება, ეს იყო პირველი და უპრეცენდენტო ნაბიჯი.

ეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი ჩვენთვის.

შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ გვირაბში მოძრაობდა დიდი რაოდენობით ტექნიკა, რომლებმაც გადმოკვეთეს საქართველო-რუსეთის საზღვარი.

მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცხინვალის გარშემო სიმაღლეებზე დაამატეს რუსეთიდან შემოსული ჯარისკაცები.

მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთში გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია, გაიწვიეს საბრძოლო მფრინავები, რაც ადრე არასოდეს მომხდარა.

მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი არ ატარებდა ეპიზოდურ ხასიათს, არამედ ყველაფერი ჯდებოდა ერთ სისტემაში და გავდა სამხედრო ინტერვენციის დაწყებას.

7 აგვისტოს მოხდა ავნევის მიმართ ხელახალი თავდასხმა.

მე დილით მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები გორის ჰოსპიტალში.

5 აგვისტოს ჩავიყვანეთ ყველა ევროპელი ელჩი იმის სანახავად, თუ როგორ დაიბომბა ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლები.

ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ წინასწარ არავინ არ გავაფრთხილეთ,

იმედია, მათ თავიანთ მთავრობებში გააგზავნეს ინფორმაცია.

ჩვენ წინასწარ ვანახეთ ყველას ყველაფერი.

6 აგვისტოს მოგვიკლეს ხალხი ავნევში, 2 საათზე განხორციელდა შეტევა. ორი სამშვიდობო იქნა მოკლული, რამდენიმე დაჭრილი.

მოვიდა ჩემთან დავით კეზერაშვილი და მემუდარა, რომ გენერალური შტაბისათვის არტილერიის გამოყენების უფლება მიგვეცა იმისათვის, რომ ჩაეხშოთ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები, საიდანაც ესროდნენ ამ სოფელს, რათა დაჭრილები გამოგვეყვანა.

მე მინდა ვაღიარო, რომ სამწუხაროდ მე მას უარი ვუთხარი და განუცხადე, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ცეცხლს არ გავხსნით, რადგან ჩვენ პრაქტიკულად შევდიოდით ესკალაციის სპირალში.

სამწუხაროდ, მე ჩემს თავზე ავიღე ეს მძიმე პასუხისმგებლობა.

შემდეგ დავით იაკობაშვილს ჰქონდა გენერალ კულახმეტოვთან საუბარი.

მე მას ტელეფონით ორჯერ გავუმეორე - რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა შევაჩეროთ კონფრონტაცია. კულახმეტოვმა წინა დღეებში წერილობით დაგვიდასტურა, რომ იყო თავდასხმები ჩვენს სოფლებზე. დავით კეზერაშვილს უთხრა, რომ ზურგიდან გვესვრიანო.

გასაგები იყო, რომ ისინი პრაქტიკულად პასუხისმგებლობას იხსნიდნენ შემდგომ მოქმედებებზე და კულახმეტოვის რჩევა იყო, რომ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადების შემთხვევაში სიტუაციას ეშველებოდა.

პირველად ჩემს სიცოცხლეში რუსი გენერლის რჩევის მიხედვით, მივიღე გადაწყვეტილება.

გამოვედი ტელევიზიით და ვთქვი, რომ ვაცხადებ ამნისტიას, ვაცხადებ საყოველთაო დემილიტარიზაციას, საყოველთაო განიარაღებას.

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო იქნებ დრო დააზუსტოთ, რადგან თქვენ კიდევ გაეცით ბრძანება სამშვიდობო კორიდორის შექმნის თაობაზე? ...

მიხეილ სააკაშვილი:

საუბარია დაახლოებით 7 საათზე საღამოს.

შემდეგ მივიღე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ გრძელდებოდა ტექნიკის მოძრაობა.

საღამოს 10 საათზე ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განახლდა დაბომბვა. ყველა ანალიზის გათვლის საფუძველზე ნათელი იყო, რომ ის ტექნიკა, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა, გამოცდა ჯავას და მოდიოდა იმ სოფლებიდან, რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად იყო საკმაოდ დაუცველი.

ჩვენ მძიმე ტექნიკა არ გვყავდა, რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და და წამოვიდა მძიმე ტექნიკით.

ადრე ისინი მძიმე ტექნიკას ინახავდნენ ჯავაში, ცხინვალელი სეპარატისტებიც კი, იმიტომ რომ სამშვიდობო ხელშეკრულებით მათი აქეთ გადმოსვლა იყო აკრძალული.

ისევ მათ თავისი ინიციატივით, ცალმხრივად, უხეშად დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება.

ამ სიტუაციაში წინასწარ მქონდა კონსულტაცია გავლილი, რუსების შეჩერების რა საშუალება არსებობდა.

ერთადერთი საშუალება იყო არტილერია, რომელიც მოდიოდა ამ სოფლებისკენ.

ამიტომ როდესაც ჩვენ ყველამ შევაფასეთ სიტუაცია, მე გავეცი ბრძანება ჩაეხშოთ საცეცხლე წერტილები, შეეჩერებინათ რუსული ტექნიკის შემოსვლა და ასევე მკაცრად გავაფრთხილე იმ წუთში და და არა ერთხელ შემდგომი დღეების განმავლობაში, ყველაფერი გაეკეთებინათ მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად.

ეს ხალხი ცხინვალის მოსახლეობაა - ჩვენი ოსები.

ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები, ესენი არიან ჩვენი სისხლი და ხორცი. ჩვენ გვინდოდა არა ქალაქის დაკავება, არამედ ამ ხალხის შველა მათ შორის და ამ ხალხისთვის საქმის გაკეთება. მაგრამ ამ ეტაპზე ამოცანა იყო ძალიან კონკრეტული, შეგვეჩერებინა მძიმე ტექნიკა და გადაგვერჩინა რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც პრაქტიკულად აღმოჩნდა სამხედრო იზოლაციაში.

შემოვლითი გზა იყო დაუცველი და იბომბებოდა რეგულარულად, სოფლები იბომბებოდა იქიდან, საიდანაც მძიმე ტექნიკა შემოდიოდა. კოკოითმა წინა დღეებში განაცხადა, რომ მათი ამოცანაა ამ სოფლების გაწმენდა ბანდიტებისგან, მაგრამ აქ მთელი მოსახლეობა რომ იგულისხმებოდა, ამაში ჩვენ არავის ეჭვი არ გვეპარებოდა.

რეალურად იწყებოდა ამ სოფლების ეთნოპოლიტიკური წმენდა.

რატომ არ ვამბობ რომ ეთნიკური, იმიტომ რომ იმ სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ეთნიკურად ოსი.

არ არის ეს დასამალი. უმეტესობა ეთნიკურად ქართველი არის, მაგარამ ეს ხალხი იყო ჩვენი სისხლი და ხორცი.

რეალურად ჩვენ გვქონდა არჩევანი ცუდსა და უარეს შორის.

ეს იყო ყველაზე მძიმე არჩევანი ჩემს ცხოვრებაში.

ლევან ვეფხვაძე:

ბატონო პრეზიდენტო, იქნებ დავაზუსტოთ ის გარემოება, დეტალურად როგორ მოხდა ბრძანების გაცემა ანუ იმ მომენტში სად იყვნენ ძალოვანი მინისტრები. დავუშვათ, ვინ იყო თქვენთან ერთად? კავშირგაბმულობის რა საშუალებებით იქნა გაცემული ბრძანება?

მიხეილ სააკაშვილი:

ამაზე დეტალური პასუხები გაიცა, ამაზე თუ გინდათ დამატებით ანგარიშს გამოგიგზავნით ისინი აქ არ იყვნენ.

ჩემს გვერდზე იყო მხოლოდ თემურ იაკობაშვილი, ისინი იმყოფებოდნენ თავის ადგილზე. ორ საათზე მოხდა ავნევის დაბომბვა.

ჩვენ მივწიეთ ბრიგადები თბილისიდან და გორიდან და მოვიყვანეთ სამხედრო მზადყოფნაში.

დასავლეთიდან არ გადმოგვიყვანია ამ პერიოდში ბრიგადები იმიტომ რომ იმედი გვქონდა, რომ ეს იყო დროებითი დაძაბვა.

თუ რამე დაიწყებოდა, იმ ძალებს ის ეყოფოდა, რაც იქ იყო.

ყველა სამხედრო მეთაური იყო ადგილზე.

რა თქმა უნდა ბრძანება გაიცა გენერალური შტაბის მიმართ.

ამ ბრძანების საქმის კურსში იყო თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ჩვენ მანამდე ბევრი სიტუაცია გვქონდა მოთელილი.

ჩვენ შუადღისას უშიშროების წევრების შეკრება გვქონდა.

უშიშროების ბევრი წევრი იმყოფებოდა შვებულებაში.

გელა ბეჟუაშვილი იყო ამერიკაში, დათო ბაქრაძე იყო თურქეთში და მოუხდა სამი თვითმფრინავის გამოცვალა სანამ აქ ჩამოვიდა. გიგა ბოკერია იყო სადღაც გადაკარგულში, იმიტომ რომ იქიდან აქ ჩამოყვანას სამი დღე დასჭირდა. არა მარტო მთავრობის წევრები ბევრი სამხედრო მეთაური იყო შვებულებაში.

ჩვენ ვიყავით ძალიან დაძაბულ რეჟიმში სამხედრო თვალსაზრისით მაისში, აპრილში, იმიტომ რომ რუსებმა დაიწყეს ეს ესკალაცია.

როგორც კი ივლისში ცოტათი ჩაწყნარდა სიტუაცია, რობოტები ხომ არ არიან სამხედროები, მივეცი საშუალება თავდაცვის მინისტრს ბევრი მათგანი გაეშვა შვებულებაში; მე ვუკავშირებდი იმას, რომ ოლიმპიადის დაწყების წინ და ოლიმპიადის გარშემო რუსებს ხელი არ აეღოთ.

პაატა დავითაია:

იმ ბრძანებებში, რომელიც თქვენ გაეცით, იყო თუ არა ბრძანება ქალაქ ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით და თუ იყო, რითი იყო ეს განპირობებული.?

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი ქალაქ ცხინვალის და სხვა დასახლებული პუნქტების გაყოფა აბსულუტურად ხელოვნურია და ეს სპეციალურად არის გაკეთებული ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ, რათა შოკი მოჰგვარონ მსოფლიო თანამეგობრობას.

ცხინვალში დაუცველ ქალაში შევარდნენ და გადაუარეს. იმ მომენტში მოსახლეობის კონცენტრაცია სამწუხაროდ ხეობის სოფლებზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე ცხინვალში. ერთი რამ მკაცრად იყო მითითებული, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ჩვენი ჯარი არის გაწვრთნილი ისე და ამით მე ძალიან ვამაყობ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას მაქსიმალურად მოუხსნას პრობლემები და მაქსიმალურად დაიცვას ის.

რაღაც მომენტში სამხედროებს შეექმნათ განცდა და ამას მეც ვიზიარებ, რომ ცხინვალის გავლის გარეშე, იმ პირობებში, როდესაც მძიმე ტექნიკა უკვე მომდგარი იყო დიდი ლიახვის ხეობიდან, პრაქტიკულად იმ ხეობის მოსახლეობის გამოყვანა საცეცხლე წერტილების ჩახშობის გარეშე, ცხინვალის გარშემო სიმაღლეებზე და მათ შორის ცხინვალის შიგნით რამდენიმე ადგილზე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

პაატა დავითაია:

ერთადერთი გზა პრინციპში გამოდის რომ იყო ცხინვალიდან მოსახლეობის გამოყვანა?

მიხეილ სააკაშვილი:

ვფიქრობ, რომ მოსახლეობის გამოყვანა განხორციელდა შემოვლითი გზიდან, მაგრამ შემოვლითი გზა იყო ძალიან ადვილად დასარტყმელი სოფელ დმენისიდან და საცეცხელე წერტილების ჩახშობის გარეშე მოსახლეობის გამოყვანა იქნებოდა შეუძლებელი. თუ არა ჩვენი არმიის მოქმედება, რეალურად მსხვერპლი ჩვენ გვეყოლებოდა დღეს ათი ათასობით. ჩვენ მივიღებდით ახალ სრებრენიცას, იმიტომ რომ ხალხი, რომელიც შემოვიდა, მერე მოექცა დარჩენილ მოსახლეობას ისე, როგორც კარადიჩი და ლადიჩი ექცეოდნენ დარჩენილ მოსახლეობას სრებრენიცაში.

რეალურად, მათ ეს ხალხი გამოვაცალეთ პირიდან.

რა თქმა უნდა თქვენ დამისვით კითხვა, რატომ უფრო ადრე არ გავაკეთეთ ეს. იმიტომ, რომ ეს ესკალაცია იმდენად ქრონიკულ ხასიათს ატარებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ იმ მომენტის დაჭერა რომ ეს ხალხი დღე გამოშვებით უნდა გამოგვეყვანა ყოველი გართულების გამო იქიდან, პრაქტიკულად ასე იყო ჩამოყალიბებული. მათმა გმირობამ შეაგუა ჩვენი საზოგადოება ძალადობის რაღაც დონეს რომელიც იქ მუდმივად ხდებოდა.

ტერორი ამ მოსახლეობაზე სულ ხორციელდებოდა, ისევე როგორც თავის დროზე სნაიპერები ბომბავდნენ სარაევოს.

სარაევოს ამბავი გაიგო მთელმა მსოფლიომ, ხოლო სოფელ ნულის, ავნევის მოსახლეობის ამბავი ვიცოდით მხოლოდ ჩვენ.

გუშინ მერაბიშვილმა მოგასმენინათ ჩანაწერები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ დასახლებული სოფელი ნული როგორ უნდა გააქროთ რუკიდან. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდებოდა სრებრენიცაში, რომელ ქართველ მეთაურს გაუცია მსგავსი ბრძანება?

რაც შეეხება ქართველ მეთაურებს. ყურაშვილის განცხადებას, ეს იყო სრული სიბრიყვე. ამ კაცს არ ჰქონია არც მანდატი, არც საბრძოლო ბრძანება, იმიტომ რომ იგი იყო სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი და რამდენიმე სამშვიდობო მანდატის მქონე ადამიანს ხელმძღვანელობდა.

როდესაც ეს სიტუაცია შეიქმნა, მისმა თავის მოწონებისა და თავის გამოჩენის დაუოკებელმა წყურვილმა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ზოგიერთს ახასიათებს, გადაწყვიტა განცხადება გაეკეთებინა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ. გადაწყვიტა ყველა ჩაენაცვლებინა, პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, მინისტრი და ყველას მაგივრად ჭკვიანური რამ ეთქვა, რა თქმა უნდა ეს იყო გამოყენებული ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდის საწარმოებლად. ეს განცხადება იყო უხეში დარღვევა. კონსტიტუციური წესრიგი აღდგენა არის ჩეჩნური ტერმინი, ამას იყენებდა რუსეთი, ჩვენ არ ვართ რუსეთი და ცხინვალი არ არის ჩეჩნეთი.

რაც შეეხება სამხედრო ხარჯებს, ჩვენ არმიას რომ არ გაეწია წინააღმდეგობა, დღეს არა მხოლოდ პაატა დავითაია არ იჯდებოდა ამ კომისიის სათავეში და გამოკითხავდა პრეზიდენტ სააკაშვილის დეტალურად ყველაფერს, რომლის ტრიბუნალზე გადაცემას აპირებდა შარშან, ოღონდ ამის არანაირი ბერკეტი არ ქონდა, ახლა ყველა ბერკეტი თქვენს ხელშია, არამედ ამ პარლამენტში არავინ არ ვიქნებოდით.

აქ იქნებოდა ვინმე იგორ გიორგაძის მსგავსი სუბიექტი, გენერალი ბორისოვი.

ქართულმა არმიამ ჩვენი საზოგადოების გმირობასთან ერთად, იმ ასობით ათას ადამიანთან ერთად, რომელიც გამოვიდა თბილისის ქუჩებში დაბომბვის საფრთხის პირობებში, გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა. რომ არ ჰქონოდათ რუსებს განცდა იმისა, რომ ჯარი გადარჩა, თბილისი იქნებოდა დაუცველი.

რა შეაჩერებდა მათ რომ არ შემოსულიყვნენ თბილისში.

პუტინმა ეს ხმამაღლა თქვა, ჩვენ გვინდოდა თბილისამდე მოსაღწევად ოცი წუთიო.

არმიის არქონის პირობებში ისინი ოც წუთში შემოვიდოდნენ დიღმის გზაზე და ნახევარ საათში იქნებოდნენ პარლამენტის შენობასთან.

მათ იცოდნენ, რომ თბილისის გარშემო განლაგებული იყო ჩვენი არტილერია.

მათ იცოდნენ, რომ ჩვენ დავიწყეთ ხიდების დანაღმვა.

მათ იცოდნენ, რომ პრაქტიკულად ყველა ბრიგადა იყო ბრძოლისუნარიანი.

მათ იცოდნენ, რომ მთავრობა არ ჩამოიშალა, არ გაიქცა და იდგა მედგრად.

ამ ყველაფრის კომბინაციამ და პრეზიდენტ ბუშის მკაცრმა განცხადებამ გადააფიქრებინა მათ თბილისში შემოსვლა.

ეს არ იყო მათი კეთილი ნება. რუსეთის სტრატეგიული მიზანი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა, მთავრობის დამხობა ძალადობის გზით, ნავთობსადენების და გაზსადენების კონტროლი შუა აზიიდან და კასპიის ზღვის ქვეყნებიდან.

არცერთი მიზანი საბედნიეროდ დღესდღეობით მიღწეული არ არის. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ.? საუბედუროდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მათ უბიძგებს იმისაკენ, რომ ამ ყველაფერზე კიდევ წავიდნენ.

აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ჩემ გულს მოვწყვიტე ოთხი მილიარდი, რომელიც დავხარჯე ჯარზე, იმიტომ რომ ამ თანხით რამოდენიმე ავტობანის აშენება გამიხარდებოდა, გამიხარდებოდა ყველა სკოლის ისე გაკეთება, როგორიც არის ტირძნისის სკოლა კონფლიქტის ზონაში, რომლებიც მასწავლებლებმა გადაარჩინეს. გამიხარდებოდა ყველა ისეთი საავადმყოფოს არსებობს, როგორიც არის ქუთაისში, გორში და თბილისში, სადაც მკურნალობა იქნებოდა უფასო, პენსიები სამჯერ-ოთხჯერ მეტი.

შეიარაღებაზე ამხელა ფულის დახარჯვა იყო მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ მე მქონდა მუდმივად საფრთხის განცდა, რაც გამძაფრებული მაქვს ახლაც, თუმცა ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი.

საქართველოს ჭირდება დაცვა, ამისათვის ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და ამისათვის ბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისია და გვიწევს ხარჯების შემცირება.

თქვენ ალბათ ნახეთ ტელევიზიით, ჩვენი ჯარის წვრთნა ორფოლოს პოლიგონზე, მიდის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ჩქარი ტემპებით შევსება, მიდის მათი ინტენსიური წვრთნა, საჭიროა შემდგომი სამხედრო რეფორმები, რომელსაც დავუახლოებთ ნატოს სტანდარტებს.

ყველაზე დიდი შეცდომა ყველა დიპლომატიური მექანიზმების კვალდაკვალ იქნებოდა უკან დახევა, თუ ქვეყანას დაჭირდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად საბრძოლველად და თავის გასაწირადაც კი. ამისათვის მზად ვართ ჩვენ საქართველოს მთავრობა საქართველოს ჯარის პირად შემადგენლობასთან ერთად.

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ გვაცნობეს, რომ რუსეთის ყველა საინფორმაციო საშუალება ადევნებს თვალყურს თქვენს გამოსვლას, და გადასცემს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს თქვენ აღიარეთ ცხინვალში ომის დაწყება. ამ პროპაგანდისტული მანქანით ხდება ინფორმაციის გადაცემა.

მიხეილ სააკაშვილი:

სულ მაგ სიმართლით ატაროთ ღმერთმა ეგ საინფორმაციო საშუალებები.

ჩვენ ვაღიარებთ რომ ჩვენ არ დავნებდით მათ და გაუწიეთ წინააღმდეგობა.

ჩვენ დავადასტურეთ და ვაღიარეთ ის, რასაც ყოველთვის ვაღიარებდით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა საბრძოლო ოპერაცია, რათა გაეწია წინააღმდეგობა ფართომასშტაბიანი რუსული ინტერვენციისათვის და ფართომაშტაბიანი თავდასხმებისათვის საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ვუსვამ ხაზს იმას, რომ რამდენადაც მძიმე არ უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, ეს იყო დემოკრატიულად არჩეული ლიდერის უპირველესი პასუხისმგებლობა - დაეცვა თავის ქვეყანა, ამ ქვეყნის საზღვრები და მშვიდობიანი მოსახლეობა. თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება, რომ 10 წუთი შევისვენოთ და მერე სიამოვნებით, ახალი ენერგიით გავაგრძელებთ თქვენ კითხვებზე პასუხს.

პაატა დავითაია:

კი, ბატონო. კი, ბატონო. 10 წუთი მაშინ შესვენება.

შესვენების შემდეგ

მიხეილ სააკაშვილი:

სად გავჩერით?

პაატა დავითაია:

ბატონო  პრეზიდენტო, აქ არის ერთი შეკითხვა, რომელიც ბატონ მინაშვილის გამორჩა. დააზუსტებს. მერე ორი დაზუსტებაა, დამატებაა, ბატონი ვეფხვაძე და ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე და მერე თქვენ  შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ საუბარი.

მიხეილ სააკაშვილი:

ბატონი აკაკის შეკითხვა რომელია?

აკაკი მინაშვილი:

შეგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო, როცა საუბარი იყო ე.წ. "მძინარე ქალაქზე". ასევე  არიან ადამიანები ,ვინც სპეკულირებს, რომ თითქოს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა წინასწარ შეუტიეს იმ დროისათვის არსებულ სამშვიდობო ძალებს  ცხინვალს რეგიონში, ცხინვალში.

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა გითხრათ, რომ მკაცრი ინსტრუქციები იყო წინასწრ ბევრჯერ გაცემული, რომ  არ მიგვეცა საბაბი, ვიცოდით,რა, რომ ეს იყო ... თემა რუსეთის სამშვიდობო ჯარების შეტევის. თუმცა გარჩევა იმისა, რომ  ვინ იყო სამშვიდობო ცხინვალში და ვინ იყო ოფიციალური, ვინ იყო არაოფიციალური რუსეთში იყო ძალიან რთული. იმიტომ, რომ ცხინვალის თაობაზე, და ამაზე ყველა ხუჭავს თვალს, ეს იყვნენ რამდენიმე რუსი გენერალი: ბარანკევიჩი, პოლკოვნიკი და რამდენიმე გენერალი. აი ყველაზე მეტად, ვინც იბრძოდა ცხინვალში, ეს იყო ბარანკევიჩი. ბარანკევიჩი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების საკადრო მოქმედი ოფიცერი. ასე, რომ თქმა იმისა, რომ დღეს ეს სამშვიდობოა და ხვალ ეს არის მებრძოლი, არის პრაქტიკულად, შეუძლებელი. ეს ერთი. მეორე. როგორც დაადასტურა თავად კულახმეტოვმა არაერთხელ, ის აბრალებდა ამას ოს სეპარატისტებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ,იქ გარჩევა ძნელი იყო და ძირითადად ეს ძალები იყვნენ რუსეთიდან შემოსული მაინც, რომ ისინი ... ნინძაევი რომელიც არის ჩვეულებრივი რუსი, რუსეთიდან  შემოსული ადამიანი, რომ ესენი მათი პოზიციების გამოყენებით, მათი პოზიციების აფარებით ესროდნენ ჩვენს ძალებს და ჩვენს ძალებს კი არა მხოლოდ, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას. ახლა, მე ვადასტურებ, რაც გვაქვს ინფორმაცია ყველანაირს სადაზვერვო და არასადაზვერვო, რომ იმ დღეებში ცხინვალიდან ყველაზე მეტად საცეცხლე წერტილებად გამოიყენებოდა სწორედ, ის პოზიციები, რომლებიც იყო სამშვიდობო ჯარების პოზიციასთან მახლობლად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ვალდებული გვეპასუხა მათზე და ,რა თქმა უნდა, ეს ფაქტი იყო გარკვეული რისკის შემცველი, მათ შორის,  ე.წ. სამშვიდობოებისთვის. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვყავდა გაფრთხილებული სამშვიდობოები, ჩვენ არაერთხელ  გვქონდა მათთან  საუბარი იმის თაობაზე, რომ მათ უნდა მაქსიმალურად შეესრულებიათ თავისი მანდატი  და არ ჩართულიყვნენ ამ  ტიპის პროვოკაციებში. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ როდესაც რამდენჯერმე წარსულში რუსეთმა განაცხადა, რომ სამშვიდობო იქნა იქ მოკლული, ეს არ იყო პირველი შემთხვევა ,  როცა ისინი  ამას აცხადებენ. როგორც წესი, რაღაც შეტაკებების შედეგად დაღუპული ადგილობრივი ე.წ. "აპალჩენიის"  წევრები  სიკვდილის  შემდეგ იღებდნენ ხოლმე ფურცელს, რომ ისინი იყვნენ სამშვიდობოები. რატომ? იმიტომ, რომ სამშვიდობოები რუსული კანონის თანახმად იღებენ შემდეგ პენსიას, დაღუპული სამშვიდობო ოღებს კომპენსაციას და ესეთი მექანიზმი იყო აწყობილი ცხინვალში. მე მაქვს ძალიან ბევრი ფაქტი იმის დასადასტურებლად, რომ ჩვეულებრივი ადგილობრივი გასამხედროებული, უკანონო, ბანდიტური ფორმირების წევრი,  მისი დაჭრის ან დაღუპვის შემთხვევაში  გამოცხადებულა შემდგომ ოფიციალური რუსული სამშვიდობო განაყოფის მებრძოლად და ეს იყო პოლიტიკურადაც და ასევე ეკონომიკური მოტივაციით განპირობებული. რა კითხვებია კიდევ.

ლევან ვეფხვაძე:

ბატონო მიხეილ, თქვენ ისაუბრეთ  4 მილიარდზე, რომელიც დაიხარჯა ქართული არმიის მშენებლობაზე. თქვენი პოზიცია გასაგებია, რომ არა ეს 4 მილიარდი , ჩვენ დღეს ქართული სახელმწიფო აღარ გვექნებოდა, თუმცა მე 4 მილიარდიდან მინდა კონკრეტულ 50 მილიონზე ვიკითხო. გუშინ ბატონ კეზერაშვილს ვკითხე, რა დაჯდა 2 წლის განმავლობაში რეზერვის სამსახურის შექმნა. მან მიპასუხა, რომ დაჯდა 50 მილიონი,  თქვენ გიყვართ ტერმინი მილიონი, ბოდიში, თქვენ გიყვართ ტერმინი "ჩამოშლა", რომ  ჩვენი მთავრობა არ  ჩამოშლილა ამ კონფლიქტის და ამ პირობებში, მაგრამ ფაქტია, რომ რეზერვის სამსახური ზუსტად  ჩამოიშალა, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მათი, ასე ვთქვათ, გამოყენება იყო იმ დროს აუცილებელი. აქედან გამომდინარე მიჩნდება ასეთი კითხვა, ზოგადად ძალიან ბევრი, საკმაოდ დაბალი რანგის სამხედრო თუ თანამდებობის პირი იქნა დასჯილი, როგორც მოვისმინეთ ჩვენ ბატონი კეზერაშვილისგან, თუმცა მაღალი თანამდებობის პირების დასჯაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. თქვენ ყველას კმაყოფილი ხართ, ყველა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების კმაყოფილი ხართ, თუნდაც ამ 50 მილიონიდან და ამ რეზერვის სამსახურიდან გამომდინარე?

მიხეილ სააკაშვილი:

კითხვაზე გავცემ პასუხს და შემდეგ იმასაც გავცემ პასუხს. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში მე ვარ ძალიან კმაყოფილი ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედებით. რატომ? თუ არა ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედება, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიძახი, ვერ გადავარჩენდით ქართულ სახელმწიფოებრიობას. როცა მე ვლაპარაკობ, რომ პრეზიდენტი ბუშის განცხადება იყო შემობრუნებითი ფაქტორი, აი, პირდაპირ ეთერში დაემთხვა ზუსტად მათი ტანკების მოძრაობა "სიენენ"–ის პირდაპირ ეთერში თბილისისკენ და არანაირი სურვილი მათ გაჩერების სახეზე არ ეტყობოდათ და არც ვერბალურად ამას არ ამჟღავნებდნენ. მათი გენერლები გვეუბნებოდნენ ჩვენ, მათ შორის, ბატონი კახა იყო აქ, რომ ისინი ელოდებოდნენ ბრძანებას თბილისზე შეტევის. გორში მას ჰქონდა ინტენსიური ურთიერთობა ოკუპანტების წარმომადგენლებთან, მაგრამ ეს განცხადება იყო, რომელ რიცხვში?  ბუშის განცხადება, 13 რიცხვში, სანამ პრეზიდენტი ბუში დაბრუნდა ვაშინგტონში, სანამ მოისმინა მოხსენებები თავისი სამსახურების და სანამ სარკოზი ჩამოვიდა, 12–ში, თბილისში, თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების აბსოლუტურად გმირული წინააღმდეგობა, ათასობით ზარალი მიადგა, ათასობით ადამიანში გამოხატული, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მოკლულებით და დაჭრილებით. 17–მდე საფრენ აპარატამდე არის ჩამოვარდნილი. ეს დადასტურებულად, არადადასტურებულად, უფრო სწორად, ჩვენი მონაცემებით, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენი, რამდენიმე ვერტმფრენი.  ეს   ყველაფერი   მეტყველებს   იმაზე,  რომ,  მოდი,ვთქვათ, 58–ე არმია, რუსეთის, მე–4 ბრიგადამ, საქართველოსი, პრაქტიკულად, გაანადგურა, მე–4 ბრიგადამ, ჩვენი შეიარაღებული ძალების. მათ მოუხდათ შეტაკება შემოვლით გზით, უფრო სწორად, ძარის გზასთან და გენერალი ხრულოვი, რომელიც, მინდა ხაზი გავუსვა, და რატომღაც ძალიან უცნაურია, რომ არც ერთმა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა  ამას არ მიაქცია ყურადღება, რამდენიმე ხნით ადრე, მანამდე, მსახურობდა სამხრეთ ოსეთის სუვერენული ე.წ. რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად, საკადრო რუსი გენერალი, ხალხო. გენერალი ხრულოვი დაჭრილი, მძიმედ დაჭრილი, თავისი მძღოლის მეშვეობით გაიქცა, მიატოვა თავისი დემორალიზებული, განადგურებული არმია, რომლის ჯავშანტექნიკის უმეტესი ნაწილი  იქნა  გამოყვანილი მწყობრიდან. ეს არის სახელოვანი  58–ე არმია  ბრჭყალებში რუსეთის,  მთავარი  ჩრდილო–კავკასიური არმია   და ის გაიქცა და შემდეგ  როგორც  გმირს ბრძოლის ველიდან  ლაჩრულად  გაქცეულ წაგებულ, დამარცხებულ გენერალს, გადასცეს  მაინც სახის შესანარჩუნებლად  მაინც ორდენი და  ეს   აჩვენეს   დიდის ამბით რუსეთის ტელევიზიით.  ბოლო რუსი გენერალი ბრძოლის ველიდან დაჭრილი გაიქცა მეორე მსოფლიო ომის დროს, და  ეს გააკეთეს ჩვენმა ჯარისკაცებმა და  შემდეგ უკვე ჩამოვიდა  პუტინი, იცით, და  ჩამოიყვანა საუკეთესო  სადესანტო რაზმები  ფსკოვიდან და მე მინდა ვთქვა, სრული პასუხისმგებლობით საქართველოს წინააღმდეგ  იბრძოდა არა ცალკე  აღებული არმია, რომელიც ჩვენ გავანადგურეთ, არა  ცალკე აღებული სპეცნაზები, რომელიც გავანადგურეთ, მათ შორის,   "გრუს" საელიტო სპეცნაზი  "ვიმპელი" წვერიახლოს მთაზე, რომელიც გადმოსვეს პარაშუტებიდან. საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა  რუსეთის ბრძოლისუნარიანი სამხედრო  ძალების 95 %–ი,  პატარა საქართველოს წინააღმდეგ  იბრძოდა  ყოფილი ზესახელმწიფო, ბირთვული  ზესახელმწიფოს  რუსეთის შეიარაღებული ძალების  95 %–ი.  დაუფიქრდით ამ ციფრს.  ასეთი  მასშტაბით  მათ არ გამოუყენებიათ  შეიარაღებული ძალები არც ჩეხოსლოვაკიაში, არც უნგრეთში, არც ავღანეთში. რაოდენობრივად  პირველი შემოსული კონტინგენტი იყო  ის რაც ავღანეთში  შევიდა, მაგრამ  გაითვალისწინეთ, რომ საბჭოთა კავშირი იყო, ბევრად მეტი ჯარი ჰყავდა, ბევრად მეტი ტანკი  ჰქონდა და  ბევრად მეტად იყო  მომზადებული ასეთ  რაღაცეებზე. ეს არის    რუსეთი, მთელი თავისი  ტიტანური ძალების  მობილიზაციის შექმნა და  ვისაც ჰგონია  დასავლეთში  მიამიტურად,  რომ რუსული ტანკები  მთებზე დაფრინავენ, ის ,მე ვფიქრობ, ძალიან ცდება და არ იცნობს  აეროდინამიკის კანონებს.  თუ იცით, რომ იყო საუბარი, რომ აი საქართველომ  დაიწყო და მერე  რუსეთმა რეაგირება მოახდინა. მაგრამ ჩვენ საქართველოს და  რუსეთს  ღმერთმა უბოძა, რომელმაც, ალბათ,  ბევრი  იფიქრა  ამ სიტუაციაზე, როცა ანაწილებდა მიწებს, მშვენიერი საზღვარი, ეს არის კავკასიის  მაღალი  მთები. როგორც იცით, კავკასიის მთების  დიდი ნაწილი არის  4 ათას და 5 ათას  მეტზე უფრო მაღალი, შემდეგ  საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა  ედუარდ შევარდნაძემ  გათხარა მთებში  პატარა  გვირაბი, ვიწრო გვირაბი, როკის გვირაბი და ამითი  დავუკავშირდით ჩვენ ჩვენს ციურ მეზობელს, მაგრამ  ეს მთები, სამწუხაროდ , არ აღმოჩნდა  საკმარისად მაღალი იმისათვის რომ  რუსული თვითმფრინავების გადმოფრენა შეეკავებინა. გერმანულ თვითმფრინავებს  მათი  გადმოლახვა უჭირდათ  მეორე მსოფლიო ომის დროს. რუსული თვითმფრინავები  არ არის ყველაზე თანამედროვე მსოფლიოში ,მაგრამ ამ სიმაღლეზე  ნამდვილად დაფრინავს და   როკის გვირაბიც ამ მიზნით იქნა  გამოყენებული. მაგრამ მე მინდა  ყველას ასევე შევახსენო, რომ ამხელა ჯარი შემოვიდა და ამხელა ჯარის მობილიზაციას და ეხლაც, სხვათა შორის,ძალიან საინტერესო გამოკვლევა გააკეთა რამდენიმე სერიოზულმა ამერიკელმა სამხედრომ. სჭირდება ამერიკის პირობებში მინიმუმ რამდენიმე კვირა და რუსეთის პირობებში მინიმუმ რამდენიმე თვე. მე მინდა ყველას შევახსენო, რა მიუძღვოდა ამ ინტერვენციის მომზადებას წინ. იყო პოლიტიკური ფაქტორები მომზადების, იცით ,რომ ნატოს სამიტის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პუტინმა 20 წუთში მას შემდეგ, რაც გამოვიდა ბუქარესტის კომუნიკე, რომ მან თქვა რომ საქართველო -უკრაინა გახდება ნატოს წევრი, 20 წუთში თქვა, მე ძალიან კარგად მახსოვს ბუქარესტში ვიყავი და ჟურნალისტებმა მომიტანეს ეს ფურცელი და მკითხეს კომენტარი –" ჩვენ აღმოვუჩენთ ქმედით დახმარებას სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ნატოს ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ." მე მოგახსენებთ, რომ მათი გენშტაბის უფროსმა მეორე დღესვე თქვა: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო არ შევიდეს ნატოში". პუტინმა კოსოვოს სანაცვლოდ თქვა "ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო სპეციალური გეგმა მომზადებული რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში", თქვა იმ კაცმა. 2007 წელს დაღესტანში სამხედრო ნაწილის გახსნისას, მან ჰკითხა, სად მიდის ეს სამხედრო გზა, რომელიც აქ გადის.  საქართველოში - უთხრეს, და ტელევიზიით გაუშვეს ეს,  ტელევიზიას ისინი აკონტროლებენ, და ტელევიზიით გაუშვეს რამდენჯერმე და მან თქვა მსოფლიოს გასაგონად: "რა კარგია, ჩვენ გვექნება  კიდევ ერთი სამხედრო გზა საქართველოში გადასასვლელად". ეს იმ პირობებში, როცა ყველა სახმელეთო გზა ჰქონდათ სამოქალაქო პირებისთვის მათ დაკეტილი, და წინასწარ ისინი ამბობდნენ ამას, ამბობდნენ, რომ ჩვენ მოვაწყობთ შუა  კვიპროსს, ჩვენ მოვაწყობთ, ეს მე მითხრეს და უთხრეს, მათ შორის, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს დასავლეთში, რომელთაც მე მომიყვეს იგივე, მაგრამ რატომღაც თვითონ ,ალბათ, სათანადო რეაგირება ამაზე შეიძლება მოახდინეს, მაგრამ მე არ ვიცი, ამის შესახებ, და ეს თქვეს, არის პოლიტიკური მომზადება. მეორე არის სამხედრო მომზადება.  გასული წლის ნოემბერში, ჩვენი აქ ცნობილი მოვლენების შემდეგ, მე დავნიშნე არჩევნები და ამ დროს მოიტანეს ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის პორტის გაწმენდა დაიწყო, დაცარიელებულ ოჩამჩირის პორტის, აკვატორიის გაწმენდა სხვადასხვა იქ ლექისგან რაც არის და ეს ნათელი იყო კეთდებოდა სამხედრო მიზნებისთვის.  მე მაჩვენეს სურათები აფხაზეთში სამხედრო ბაზების შენობის,  სადაც ჯერ კიდევ ტექნიკა არ ჰყავდათ შეყვანილი, და ეს იყო ბევრად მეტი ბაზა, ვიდრე  სეპარატისტების ხელში არსებულ ან სამშვიდობოების ხელში  არსებულ სამხედრო ტექნიკას სჭირდებოდა. ამ ყველაფრის შედეგად მე გამოვედი ტელევიზიაში და ვთქვი, ჩვენ დასავლელ პარტნიორებსაც  ვუთხარი ამის შესახებ და ბევრმა ჩვენმა უცხოელმა პარტნიორმა თქვა, რომ  ეხლა სააკაშვილი ცდილობს შიდა პრობლემებიდან გადაიტანოს თავისი ყურადღება სხვაგან,  და გარე მტერს იგონებს იმისათვის, რომ შიდა წნეხი მოეხსნას. მაგრამ, ეს იყო სამხედრო მომზადება. აპრილში მათ შემოიყვანეს დამატებით სადესანტო ჯარები აფხაზეთში და შემოიყვანეს სარკინიგზო ჯარები, სადესანტო ჯარებმა დაიწყეს მასობრივად .....ტერიტორიის კოდორის ხეობის  გარშემო.  სრულიად ნათელი იყო,  რომ ეს  იყო  სამხედრო მომზადება,  კოდორის   ხეობაში შემოჭრის. მე მინდა    შეგახსენოთ,  გასული წლის  ოქტომბერში  ჩვენმა  სპეციალური  დანიშნულების რაზმმა  გაანადგურა ,  აფხაზეთის  სპეცნაზმა,     თქვენთან ბოდიში, სამეგრელოს სპეცნაზმა  გაანადგურა   აფხაზური  სპეცნაზი და   გაანადგურა  ორი რუსი პოლკოვნიკი, რომელიც აფხაზეთის  სპეცნაზთან ერთად   ატარებდა   სადაზვერვო ოპერაციას    სვანეთის მთებში. ხომ სრულიად ნათელი იყო, რომ  იყო სამხედრო  მზადყოფნა.  ეხლა ვნახოთ  როგორ უშუალოდ . . .  ახლოს  რა ვითარება განვითარდა.  რამდენიმე დღით ადრე, როგორც მოგახსენეთ,  შავი ზღვის  ფლოტმა  მიატოვა სევასტოპოლი და წამოვიდა  მთელი თავისი  შემადგენლობით  საქართველოს ნაპირებისკენ.   რამდენიმე დღით, კვირით ადრე იყო ძალიან   საეჭვო  ვითარებაში  ნავთობსადენის  აფეთქება  თურქეთის   რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ეს არის ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის  ნავთობსადენი. რატომ იყო ეს ჩემთვის  საეჭვო ვითარება,  იმიტომ, რომ  ომის პირობებში  თუ  უცებ მოიმატებდა  ნავთობის ფასი  იმის გამო, რომ  ნავთობსადენი აფეთქდა,  იცით, რომ ამ  ნავთობსადენს მსოფლიო ნავთობის ფასზე აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს იქნებოდა  საბაბი  შესაძლებელია   ზოგიერთი  რუსის  სტრატეგის  თვალსაზრისით,   ვთქვათ,  დასავლეთისთვის   ეთქვათ, რომ  ნავთობი  ჩაგვიკეტეს და  ამიტომ ჩვენ უნდა  რაღაც სახის რეაგირება  ხმელეთზე ამაზე  მოვახდინოთ.   ეს არ არის, ჩემი  სპეკულაცია, ეს არის  ჩვენი  სკრუპულოზური ანალიზის შედეგი. ადრე მსგავსი აფეთქებები  მე არ მახსოვს   ქურთი სეპარატისტების მხრიდან.  ფაქტია, რომ  ეს არ განხორციელდა  სტრატეგია  ნავთობსადენზე ძალიან საეჭვო დროს  და ფაქტია, რომ ეს   საოცრად დაემთხვა  შემდგომი  გავითარების  მოვლენების ფონზე,  მაშინ რუსეთის  ინტერესებს.

მოხდა სრული   მობილიზაცია  სამხედრო ძალების  ჩრდილო  კავკასიაში. გაიწვიეს  ბევრი სამხედრო. ჩვენ ჩამოვაგდეთ  მფრინავები , მათ შორის,  53 წლის მფრინავი . პირველი მფრინავი,  როგორც ვანომ   მოგიყვათ მერაბიშვილმა,  ჩამოაგდეს   ადგილობრივმა  სეპარატისტებმა,  სანამ იმან  პირის გარება მოასწრო და რუსულად  ხმის ამოღება  ჩაქოლეს. ჩვენ  ეს მფრინავი  მოვათავსეთ  საავადმყოფოში. ჩემი მეუღლე მივიდა   მათ სანახავად.   აბა   ვინ იწვა ღუდუშაურში , რომელიც სავსე იყო   მაშინ  ათასობით  დაჭრილი და   ხალხი იწვა  პალატაში  10–10  და 20–20, ისინი  იწვნენ  ცალკე  მოწყობილ ლუქსში, და  სანდრამ ჰკითხა, რამე საჩივარი  ხომ არა აქვთ,  იქ ბევრი საჭმელიც, სასმელი ,ყველაფერი, წითელი ჯვრის და   კონსულის  ვიზიტები,  და მათ თქვეს, რომ  ჩვენ არაფერი პრობლემა არა გვაქვს, თქვენ გაქვთ პრობლემა.   ჩვენ რა  პრობლემა  გვაქვს, ჩემი ცოლი ეკითხება, თქვენო  ცუდად ეპყრობით  თქვენს ხალხსო,  ესე იგი, პირდაპირ ჰქონდათ  ინსტრუქცია,   იცით, წინასწარ   გავრცელებული. მე ამას ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მთელი მათი  სამხედრო მანქანა და  მთელი მათი  პოლიტიკური  სამხედრო  სადაზვერვო  რესურსები  იქნა მობილიზებული  საქართველოში. ეს იყო  რუსეთისთვის  ეგზისტენციური  ბრძოლა, ეს იყო  დიდი ხნის წინ მომზადებული  და გაკეთებული .  რა ქნა ამ დროს ჩვენმა ჯარმა,   ჩვენი ჯარი, მთელმა ჯარმა   შეძლო   რამდენიმე დღე  გმირული  წინააღმდეგობის შედეგად მინიმალური დანაკარგებით, მე ყველა ჩვენი ჯარისკაცის სიკვდილს და ყველა ადამიანის, ყველა ეთნიკური წარმომავლობისას განვიცდი და სულაც არ მახარებს, როცა ვლაპარკობ მრავალრიცხოვან მსხვერპლზე რუსეთის ჯარებში. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თითქოს ის, მეორე  მხარე მუდმივად ამას მალავდა, მაგრამ  იქიდანაც ინფორმაცია გამოდის, რომ მათი მსხვერპლი იყო 15–ჯერ, 16–ჯერ  უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოს შეიარაღებული  ჯარების დანაკარგები. მოახერხა მათი შეტევის  პირველი ეტაპის შეჩერება სანამ ამოქმედდა საერთაშორისო დიპლომატია. მაგრამ რა ხდებოდა ამ დროს, ჩვენ, რატომ გამოვიდა ეს ჯარი აქეთ. ამავე  დროს ჩრდილოეთიდან შემოსვლის პარალელურად, როცა 58–ე არმია დამარცხდა და როცა სრულიად  ნათელი იყო, რომ კამერული ოპერაციის ჩატარება აქ ვეღარ მოხერხდებოდა, რუსეთმა აამოქმედა ის, რაც  წინასწარ ჰქონდა ყოველი შემთხვევისთვის მომზადებული, მთელი მათი სახმელეთო და საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები, მათი მთავარი ფლოტი, შავი ზღვის ფლოტი, ყველა სამხედრო მფრინავი იყო მობილიზებული, მათ შორის, სტრატეგიული ავიაცია. ყველა სარაკეტო ჯარი იყო მომზადებული და ,მე ვფიქრობ, რომ  მათ გაისროლეს თავისი "ისკანდერების" მარაგის ნახევარზე მეტი, 60–ზე მეტი ტაქტიკური რაკეტა და "ისკანდერი" იქნა საქართველოში გამოყენებული და გასროლილი. ჩვენ ვიპოვეთ მხოლოდ 7 თუ 8, დანარჩენები სადღაც მთებშია გაბნეული,  მაგრამ ვიდეოკადრები გვაქვს, როგორ ისვრიან და მათ მოახდინეს ,პრაქტიკულად, აი იმ ყველაფრის შემოტანა და ისინი მოდიოდნენ ლარსიდან, როცა გაუჭირდათ უკვე მათ ცხინვალში. ლარსზე მოყენებული იყო 500–დან 700–მდე ჯავშანტექნიკა. მე მერაბიშვილმა მითხრა ამის შესახებ და თქვა, რომ ,პრაქტიკულად, ისინი შეეცდებიან ამის გაჩერებას, მაგრამ დიდხანს ეს ვერ მოხერხდება. ისინი შემოვიდნენ დასავლეთ საქართველოში და მერე ჩვენ ვიყავით ზუგდიდში, ჩვენი თვალით ვნახეთ და ისინი შემოდიოდნენ და აი იმ ცნობილი გზიდან, რომელზეც პუტინი საუბრობდა შარშან 2007 წელს, დაღესტნიდან შემოდიოდნენ კახეთის ტერიტორიაზე. იქ იდგა 100–ზე მეტი რუსული ჯავშანტექნიკა.  ე.ი. რა ხდებოდა, ისინი აიღებდნენ ლარსიდან და რიკოთიდან გამოსვლის შემთხვევაში გორთან განლაგებულ ჩვენს ჯარს, გაანადგურებდნენ მთლიანად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. იმიტომ, რომ  საუბარი იყო 40 000 ჯარისკაცზე და 40 000 მეორე მხარეს იყო საზღვრის და ნებისმიერ მომენტისთვის მზად როტაციისთვის. 3 000–ზე მეტი ჯავშანტექნიკა შემოვიდა  ასობით დანადგარი "გრადი" და სხვა  საარტილერიო დანადგრი, "ურაგანები"  და  ეს  რაკეტები, რომელსაც ისინი ისროდნენ. აი ამ სიტუაციაში, და 200–მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. ამიტომ სიტუაცია ჩვენ უნდა რეალისტურად შევაფასოთ ჩვენი ჯარის შესაძლებლობები. ჩვენი ჯარი, რომელზეც ჩვენ აქ დავხარჯეთ რამდენი ფული, იყო გათვლილი იმაზე, რომ, ვთქვათ, იმ ტიპის ოპერაციას, რომელსაც რუსეთი ატარებდა 90–იან წლებში აფხაზეთში, როცა თან ბომბავდა, თან გვესროდა და თან მშვიდობისმყოფელს და გამშველებელს თამაშობდა. ამ პირობებში მათ ამის შანსი, ამ პირობებში ჩვენი ჯარი ამას ადვილად გაანეიტრალებდა. სხვადასხვა ე. წ. მოხალისეებს, ჩრდილოკავკასიელებს ჩვენი ჯარი ადვილად გაანეიტრალებდა. ადგილობრივ, ამ ბანდიტურ ფორმირებებზე მე არც არაფერს არ ვამბობ და მე, მარტო ისინი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ მათთან  შეიარაღებული ბრძოლა არ დაგვჭირდებოდა. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ჯარი იყო გამზადებული შესაკავებლად, სტრატეგიულად დედაქალაქის დასაცავად ჯარი მაშინაც და ახლაც იყო გამზადებული. ეხლა, თქვენ თუ მკითხავთ, რამდენიმე დასახლებული პუნქტის დასაცავად, რომელსაც ბომბავს 100–ზე მეტი გრადი და მე მინდა ხაზი გავუსვა, როცა ამბობენ, რომ ქართველები ბომბავდნენ, 100–ზე მეტი გრადი და ეს არის ვიდეოზე გადაღებული რუსების მიერ, ბომბავს  ქალაქ ცხინვალს,როცა  ჩვენ  ვიყავით იქ და ამათაც ვერ დაანგრიეს ბოლომდე ცხინვალი, მაგრამ ძალიან დააზარალეს.როდესაც ბომბავს ისკანდერები, როდესაც, ერთდროულად იყო  მომენტი, როცა ჰაერში  იყო 50–ზე მეტი თვითმფრინავი. აი ამ პირობებში, რამდენიმე დასახლებული პუნქტის შენარჩუნება არც ერთ ამ რაოდენობის ჯარს, როგორი აღჭურვილი, როგორი გაწვრთნილი და როგორი მომზადებულიც არ უნდა იყოს ის, აი ამ შემოტევის პირობებში, შეუძლებელია ან შესაძლებელია  მხოლოდ პირადი, საკუთარი თავის განადგურების პირობებში, რაღაც პერიოდი  გაძლება. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ჩვენი ჯარის განადგურება. ჩვენი მიზანი, სხვათა შორის, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, იყო ჩვენი ჯარის ძირითადი ბირთვის გადარჩენა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯარისკაცი არ უნდა ყოფილიყო მზად თავგანწირვისთვის. რა თქმა უნდა, ჯარისკაცი იმიტომ არის ჯარში, რომ მან  საჭირო მომენტში, საქმეს როცა სჭირდება, მართლა თავი გაწიროს თავის ქვეყნისთვის. აი  ეს იყო ჩვენი სიტუაცია. ახლა რაც შეეხება რეზერვისტთა სამსახურს. მე ვფიქრობ, რეზერვისტთა სამსახურის ამოცანა იყო ძალიან სპეციფიკური. ეს იყო  არმიის მიერ გაკონტროლებული და შემდეგ გადაინაცვლა არმიამ საბრძოლო ვითარებაში დასახლებული პუნქტების  გაკონტროლება ისე, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ შექმნოდა პრობლემები, ყოფილიყო წესრიგი, ყოფილიყო სიმშვიდე.

ეხლა, როცა რუსეთი წამოვიდა ამ მასშტაბის შემოტევაზე, ჩვენ რეზერვისტთა მომზადება იმ ეტაპისთვის არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ეომათ რეგულარულ ჯართან. ეს ერთი და მეორე. ვთქვათ პირდაპირ, მათი ოფიცრების რაოდენობა არ იყო  ისეთი, რომ  ამდენი რაოდენობის რეზერვისტებისთვის  ეხელმძღვანელათ და ასევე, ალბათ, მათი მომზადების დონე არ იყო ისეთი, როგორც ჩვენ ვისურვებდით. მართალია, მაგრამ ეს არის ბევრი გულანთებული ახალგაზრდა. ეს არის მართლა თავდადებული ხალხი. კახა იყო იქ, ვაზიანის ბაზაზე, როცა ეს . . .      და იძახოდნენ, დროზე მივიდეთ! ხომ ახლა არ გამოვიქცევით? ხომ უკან დახევის ბრძანებას არ მოგვცემთ? ეს მართლა არიან  სამშობლოსთვის თავგანწირული, გულანთებული ადამიანები და, რა თქმა უნდა, მე განვიცდი თითოეულ მსხვერპლს, მათ შორის, რეზერვისტთა შორის, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ  ჩვენი სამშობლო, ასეთი ისტორია გვაქვს სამწუხაროდ,  ჩვენ გადავრჩით მხოლოდ იმის გამო, რომ მთელმა თაობებმა ქართველების,  გაწირეს თავი საქართველოსთვის, მრავალეთნიკური ქართველების.

და მინდა ვთქვა, რომ ბოლო რაზმი . . . გმირულად ებრძოდა რუსების შემოსვლას XIX საუკუნეში საქართველოში იყო ყაზბეგთან ოსური რაზმი, რომელმაც სცადა მაშინ დატყვევებული ქართველი დედოფლის, რომელიც მიყავდათ რუსეთში ხელბორკილებით, გამოხნა და თუ კარგად წაიკითხავთ ოსი კლასიკოსების ნაწარმოებს, მათი დიდი ნაწილი ეძღვნება ეთნიკური ოსების და ეთნიკური ქართველების ერთობლივ ბრძოლას უცხოელ დამპყრობლებთან, მათ შორის, სხვათა შორის, ჩრდილოეთიდან შემოსულთ. ასე რომ, ჩვენ ასეთი ისტორია გვაქვს, ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მზად თავგანწირვისთვის, მუმდივად უნდა ვიყოთ მზად თავდაცვისთვის, ბრძოლისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, სამწუხაროდ, არსებობის არსი.

რა თქმა უნდა, საქართველო მიისწრაფის ისეთი ალიანსებისკენ, ისეთი კავშირებისკენ, სადაც ომი და უბედურება აღარ იქნება საჭირო. სადაც ყველა საკითხი მოგვარდება მშვიდობიანად და ევროპულად. მაგრამ ის ხალხი, ვინც შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას რუს ერს ნამდვილად, მაგრამ ის კონტიგენტი, რომელიც შემოვიდა, ის არ პასუხობს ცივილიზებულ ქმედებებს, არც ერთ, არც ერთ კრიტერიუმს და ძალიან გავდა იგივე ხალხს, რომელიც შემოდიოდა საქართველოში საუკუნეების განმავლობაში. მონღოლებს გავდნენ ძალიან, ვინაც .... იცის, მსგავსება შეამჩნია, ძალიან გავდნენ იმ ჯარისკაცებს, რომელიც აღწერილია ალექსანდრე ყაზბეგის წიგნებში XIX საუკუნესთან მიმართებაში და ძალიან გავდნენ, გავდნენ მე–11 არმიის და შემდგომ შემოსეულ ბოლშევიკურ ურდოებს.

ამიტომ მე, რა თქმა უნდა, არა ვარ ყველაფრით კმაყოფილი, შეუძლებელია ვიყო ყველაფრით კმაყოფილი. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გენერალურ შტაბში სერიოზული განახლების. მე როცა მივედი,  ვუთხარი გოგავას მადლობა იმისთვის, რაც გააკეთა, თვითონ გოგავაც არ თვლის, რომ ნამდვილად მაქსიმუმის გაკეთება შეეძლო, ეს შეუძლებელია, რომ ასე თვლიდეს.   ჩვენ ახლა დავნიშნეთ ბატონი ჩაჩიბაია შტაბის უფროსად, რომელმაც განათლება მიიღო, უმაღლესი სამხედრო განათლება საუკეთესო სამხედრო აკადემიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჩვენ ახლა ძალიან ბევრ ჩვენ სამხედროს გავაგზავნით სასწავლებლად მთელ მსოფლიოში საუკეთესო სასწავლებლებში, ამაზე შეთანხმებული ვართ. ჩვენ გვჭირდება, ჩვენ მასობრივად ვასწავლით მათ უცხო ენებს რათა აითვისონ ლიტერატურა. ეხლა ჯარში პირდაპირ კურსებია გახსნილი ინგლისურის, ფრანგულის, გერმანულის სურვილის მიხედვით ეს არის მოწინავე ქვეყნები, რომელსაც შეუძლია, ამ ენებზე არის მოწინავე სამხედრო ლიტერატურა. ჩვენ გვჭირდება ინტელექტუალური ხალხი. ჩვენ რაოდენობით ჩვენ ქვეყანას ... ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით გონიერებით, მოქნილობით და განსაკუთრებული თავგანწირვით.

ჩვენ თითქმის არ გვყოლია მოწინააღმდეგე, რომელიც ჩვენზე ბევრად მეტი არ იყო რაოდენობრივად,  მაგრამ ასეთია საქართველოს ბედი. ყველა შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია იმის შესახებ, რომ ძალიან დალხენილი ცხოვრება გველის წინ. ჩვენ დაგვჭირდება, ყოველთვის დაგვჭირდება შეიარაღებული ძალები, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს იყოს დიდი სამხედრო ალიანსის წევრი და ამაში სურვილიც არავის არ გაუჩნდება, რომ აქ პრობლემები გადაწყვიტოს სამხედრო ძალით ან რაიმე სახის ძალადობით. ჩვენს ინტერესებში ძალადობა ნამდვილად არ შედის. ჩვენ ვართ მთავრობა, რომლის მთვარი ინსტინქტი არის აღმშენებლობა. ყველაზე დიდი ჩემი ტრაგედია, გარდა იმისა, რომ ათობით ათასი საქართველოს უდანაშულო მოქალაქე და ასობით ათასი იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გვყავს 500 000 დევნილი ადამიანი.

მაგრამ ჩემი ასევე პირადი ტრაგედია არის ის, რომ ასეთი რუდუნებით აშენებული სკოლები, საავადმყოფოები, ადმინისტრაციული შენობები, ქსელი, უბრალოდ, ბიზნესები, რომელიც გაიხსნა, მაგალითად,  დიდი ლიახვის ხეობაში, დისკოთეკა, რომელიც იქ ავაშენეთ, გასართობი პარკი, რომელიც ავაშენეთ, მე თვითონ ვისეირნე იმ თამარაშენის ბავშვებთან ერთად ავტოდრომზე, ჩვენ ერთად ვუსმენდით იმ კონცერტებს, როცა ჩაგვყავდა შემსრულებლები. ეს ყველაფერი ამ ურდომ, რომელიც შემოვიდა, გაანადგურა, მიწასთან გაასწორა.

ზემო აფხაზეთში ჩვენ შარშან გავხსენით, მე გავხსენი პირადად ადგილობრივ, კოდორის და ჩხალთის ხეობის ბავშვებთან  ერთად სამთო-სათხილამურო კურორტი. ეს იყო საოცრება, ეს არის ყველაზე თბილი მოგონება ჩემი ცხოვრების. ეს ბავშვები ამ კარგ სპორტულ სამოსელში აი ნამდვილი ევროპელები, უმაღლესი კლასის აი, როგორ იქცეოდნენ. ყველაფერი იცვლება, როცა პირობებს ცვლი. ან როგორი დისციპლინირებულები იყვნენ ან როგორი მწვრთნელები ჰყავდათ ადგილობრივები. პირველი ვაკუუმური ბომბები სწორედ იმათ კურორტს მოხვდა. აი ამ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომლისთვისაც ჩვენი პროგრესი, აღმშენებლობა, განათლება, ეს ყველაფერი არის ორგანულად მიუღებელი და ამიტომ გადაკეტეს გზა ცხინვალში, ამიტომ ჩაგვიკეტეს განვითარების საშუალებები.

ჩვენ თუ ომისთვის ვემზადებოდით, მაშინ რისთვის ვაშენებდით? მინდა დავსვა კითხვა! რისთვის ვაშენებდით ამდენს? რატომ ვდებდით ამხელა რესურსებს იმისათვის, რომ ყველაფერი ყოფილიყო ნათელი? ყველა დამცინის, რომ  ვღებავ შენობებს. ყველაზე ლაზად შეღებილი შენობები ჰქონდათ ზემოთ, კოდორში და ზემო აფხაზეთში და დიდი ლიახვის ხეობაში და, სხვათა შორის, ძაან კარგი სამიზნე აღმოჩნდა კოდორში ჩვენი გაკეთებული, გარემონტებული, ახლა, შეღებვას ისე, ვუტრირებ, გაკეთებული, ახლად აშენებული პრაქტიკულად ადმინისტრაციის შენობა და სკოლა რუსული ავიაციისთვის შარშან მარტში და ახლა უკვე აგვისტოში. 

ასე რომ, ჩვენი კურსი იყო ძალიან ნათელი იქ, ჩვენ ახალი შესაძლებლობებით, აღმშენებლობით, ჩვენი რიტორიკით და, თუ შეამჩნიეთ, მე ჩემი რიტორიკა მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში იყო ერთი: საქართველო ეკუთვნის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს, ეს არ არის ქართველების სახელმწიფო მხოლოდ. ეს არის ქართველების, ქართველი ოსების, ქართველი აფხაზების, ქართველი სომხების, ქართველი აზერბაიჯანელების, ქართველი ებრაელების სახელმწიფო.

მე ყოველთვის ვამბობდი და პირველი ჩემი თეზისი იყო ჯერ კიდევ როცა ოპოზიციაში ვიყავი და სხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი: თუ ვინმეს ეზიზღება საქართველოში აზერბაიჯანელი, იმიტომ, რომ, იცით, რომ იყო აქ თეზისები, ერთი და იგივე დროს, შევარდნაძის მთავრობის დროს, როცა მე ოპოზიციაში ვიყავი ამბობდა ხალხი სააკაშვილი არის  უფრო სწორად სომეხი და ამიტომ ხმა არ უნდა მივცეთ და გაავრცელეს  ახალქალაქში  ბროშურები, რომ სააკაშვილს სინამდვილეში დედა  ჰყავს  აზერბაიჯანელი და თქვენ ამიტომ არ უნდა მისცეთ ხმა და სწორედ მაშინ ვთქვი, რომ ვისაც ეზიზღება  სომეხი, იმისთვის ვიქნები სომეხი დიდი სიამოვნებით, ვისაც ეზიზღება აზერბაიჯანელი ვიქნები აზერბაიჯანელი, ვისაც  ოსი,  სულ ვიძახოდი, რომ ვარ ოსი  და არსებობენ  ოსი სააკაშვილებიც, ვისაც ეზიზღება ებრაელი, ვიქნები ებრაელი და მაგრამ დავრჩები  ყველაზე მეტად ქართველად  ამ ყველა ადამიანზე  მეტად და ეს არის  ჩემი მრწამსი და ეს არის ის, რაზეც ჩვენ  ყველანი ვდგევართ ჩვენი სახელმწიფო ეს არის,  რასაც  ბატონი პაატას უკან  ...  გამოსახული.   ჩვენი ყველაზე დიდი მეფე მუდმივად ქადაგებდა  საქართველოსთვის და  მრავლეთნიკური ქართველი ერისთვის. ასე რომ  ეს არის ჩვენი  ფილოსოფია და მინდა გითხრათ  ვინ იყვნენ ჩვენ ჯარში ეს მებრძოლები?  დაგვეღუპა ერაყში, სანამ  ომი დაიწყებოდა  სერჟანტი მაგდიევი, ეთნიკური ოსი, ჩვენი გამნაღვმელი ჯგუფის უფროსი აი, რომელიც ახლა   გმირულად აკეთებდა ამ განაღმვებს, არის ეთნიკური ოსი,  ჩვენი  ერთერთი ყველაზე  გამოცდილი მფრინავი  ნამდვილი გმირი აფხაზეთის ომის ანალ ლაკოევი არის ეთნიკური და უამრავი სხვა მეთაური, მე ვერ  ჩამოგითვლით, ჩვენ გვყავს აფხაზი მეთაურები და ა.შ. ჩვენ გვყავს.   

ყველაზე საოცარი, რაც მოხდა ჩემთვის იყო,  როცა  გახარებული რუსული ტანკების ბრიგადა მიდიოდა ახალქალაქისკენ, რათა  კონტროლქვეშ აეყვანა  ბაქო–თბილისი–ჯეიხანის ნავთობსადენი, მათ გადაუდგა,  ამის შესახებ  ადრეც ვთქვი, ადგილობრივი   ჯავახეთის  სპეცნაზი  კაპიტანი თუ მაიორია უკვე  არ ვიცი,  ოდოიანის  მეთაურობით და უთხრა რომ, მათ უთხრეს, რომ ჩვენ უნდა გაგვატაროთ, მივდივართ ჯავახეთში, ახალქალაქში, მან  უთხრა რომ  მხოლოდ ჩემი მკვდარი სხეულით შეგიძლიათ გავლაო,  მე ვარ მანდ, ნახეს, ეს არის ეთნიკურად სომხებით დაკომპლექტებული სპეცნაზი, ძალიან სერიოზულად დაყოყმანდნენ და შემდეგ  გადმოვიდნენ უკან.

აი, ეს არის ახალი საქართველო. როცა მე გავხდი  საქართველოს  პრეზიდენტი,  ყველა კონფლიქტის გადაწყვეტის  ორგანიზაცია იჯდა ახალქალაქში, ყველა  დასავლური ორგანიზაცია, როგორც  ყვავ–ყორნები მოდიან ხოლმე  მომაკვდავის  ნახვაზე,  ისე ფიქრობდნენ რომ აი, დღე–დღეზე  ახალქალაქში დაიწყება  ახალი ეთნიკური დიდი კონფლიქტი. ყველანი წავიდნენ დღეს იქიდან, იმიტომ რომ ეს არის  ყველაზე სწრაფად და  დინამიურად განვითარებადი ყველაზე უფრო ლოიალური, ყველაზე უფრო მშვიდი  მხარე დღეს საქართველოში.

აი, ეს არის   პოლიტიკის შედეგი, როცა ახალქალაქში შევიდნენ,  სადაც ბევრი ეთნიკური ოსი ცხოვრობს, რუსი ოკუპანტები და  გამოუცხადეს, გამარჯობათ, ჩვენ მოვედით ადგილობრივი ოსების  გასათავისუფლებლად. ამ ეთნიკური ოსების უმრავლესობამ აიღო და წამოვიდნენ ახალქალაქიდან და ახლა, ახალგორიდან და ახლა ჩვენ ვუშენებთ სახლებს იმისათვის, რომ გადმოსახლდნენ, იმიტომ, რომ ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები. მათ თქვეს, რომ ჩვენ ამ უკანონობას ვერ შევეგუებით, რაც ხდება ჩვენს საცხოვრებელ ადგილებში იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს ლოიალური მოქალაქეები. აი, ამითი მე ძალიან ვამაყობ. არავის არ შეუძლია თქმა, რომ საქართველო ცუდად ეპყრობა  ჩვენ ეროვნებებს

სადაც გვქონდა კონტროლი, ყველგან ეს პრობლემა მოიხსნა.

ნამდვილი სეპარატიზმი დღეს არის რუსეთში და რუსეთმა მოიკითხოს თავისთან. აი, სად არის ნამდვილი სეპარატიზმი, აი, სად არის ნამდვილი ბრუტალურობა, თორემ სადაც ჩვენ კონტროლი გვქონდა, ახალგორში – სადაც ცხოვრობდნენ ოსები, ახმეტაში – სადაც ცხოვრობენ ოსები, ახალქალაქში – სადაც ცხოვრობენ სომხები, მარნეულში – სადაც ცხოვრობენ აზერბაიჯანელები – ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და როდესაც საუბარია პრობლემატურ ადგილებზე ეს არის ადგილები, სადაც რუსი სამხედროები ე.წ. სამშვიდობოები, რეალურად ახორციელებდნენ სამხედრო ოკუპაციის რეჟიმს.

აფხაზეთზე, სადაც ქართველებსა და აფხაზებს შორის  შექმნეს მათ 100კმ–იანი ბუფერული ზოლი, საუბარი არის ცხინვალზე, სადაც რეალურად მათ შექმნეს საოკუპაციო ადმინისტრაცია, ბოლოს ყველა ოსი იქიდან მოიშორეს, თითქმის ყველა.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ ცხინვალის ციხიდან ჩვენ გავათავისუფლეთ ალან ფარასტაევი. ალან ფარასტაევი არასდროს არ ყოფილა დიდი ქომაგი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული სეპარატისტი 80–იან, 90–იან წლებში დიმიტრი სანაკოევთან ერთად. დიმიტრი სანაკოევი იყო თავდაცვის მინისტრი და იარაღით ხელში გვებრძოდა. ქარქუსოვი ანადგურებდა ჩემი მეთაურობის ქვეშ მყოფ ჯარისკაცებს 2004 წელს, არ ვიცი თუ ეწყინება, ამას ვამბობ, მაგრამ ასეა, დღეს არის ძალიან წარმატებული საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ალან ფარასტაევი დღეს არის ქართული დელეგაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებზე. ჩვენ ის გავათავისუფლეთ ცხინვალის ციხიდან, სადაც მას ერთი თირკმელი ცემით პრაქტიკულად გაუჩერეს და სადაც ის იყო რაღაც მომენტებში სიკვდილის პირას მისული. მე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა ეს კაცი იყო სიმპათიით გამსჭვალული საქართველოს მიმართ თუ არა, ჩვენ ის გავათავისუფლეთ, ჩავეხუტეთ, დავვახლოვდით და მე ამ კაცს დღეს სრულიად ვენდობი. აი ეს არის საქართველოს სიძლიერე. "ფეესბეს" კადრები ცხინვალში ოსებს არ ენდობოდნენ, იმიტომ ჩამოიყვანეს ბარანკევიჩი, იმიტომ ჩამოიყვანეს მინძაევი, იმიტომ ჩამოიყვანეს მაროზოვი და ჩვენ ავირჩიეთ ადმინისტრაცია იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ვაკონტროლებდით, რომლის მეთაურად ხალხმა აირჩია ადამიანი, რომელიც მათ ესროდათ ცოტა ხნის წინ. შევიყვანეთ სპეცნაზი, რომელიც დაკომპლექტებული იყო იმ ხალხით, ვინც გვესროდა ჩვენ რამდენიმე წლის წინ და მივეცით მათ იარაღი ქართული სახელმწიფოს სახელით ხელში და ბევრი მათგანი დაიღუპა დამპყრობლებთან ბრძოლაში. აი, ეს არის ახალი საქართველო!

ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ ჩვენ ჯარზე, მე ამით თემა განვავრცე, ბოდიში, გამიგრძელდა, მაგრამ არ შემიძლია ამაზე არ ვთქვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ  საქართველომ მოახერხა ეროვნული კონსოლიდაცია ურთულეს პირობებში და ამიტომ იყო, რომ არ გამოუვიდათ არაფერი, თორემ ყველანაირი მცდელობა იყო, რომ აფეთქდეს ხიდი აზერბაიჯანისკენ მიმავალი კასპში და ააფეთქეს მარტივი მიზეზის გამო აზერბაიჯანთან დაეძაბათ  ჩვენი ურთიერთობები. ძალიან დიდი დაწოლა იყო სომხეთის რესპუბლიკაზე. ჩავიდა რამდენიმე მაღალჩინოსანი რუსეთის და უშიშროების ხელმძღვანელი, რათა ყველანაირად მოეხდინათ ინსპირირება ახალქალაქში არეულობები ომის დღეებში. არაფერი არ განძრეულა საერთოდ და ვერაფერი ვერ დაძრეს, იმიტომ, რომ არსებობს უფრო მარალი ინტერესები, როგორც არ უნდა იყოს ჩვენი გეოპოლიტიკური ორიენტაცია სხვადასხვა ქვეყნის, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს, ჩვენ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული. ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა, ჩვენ ვიცით, რომ ერთხელ ამ მშვიდობის დარღვევა იწვევს კატასტროფიულ  შედეგებს კავკასიისთვის. აი ეს არის, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.

ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ხარვეზებიც,  რა თქმა უნდა  თავის მოწონების საფუძველი ჩვენ აქ დღეს ნაკლებად გაგვაჩნია, საქართველოს  დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. საქართველო იმყოფება მძიმე დაწოლის და დარტყმის ქვეშ, მაგრამ საქართველო, როგორც სახელმწიფო ნამდვილად შედგა, მათ შორის, ეთნიკურობის კუთხით. მრავალეთნიკური საზოგადოება, რომელიც არის ნიმუში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის თანაცხოვრობის, მეგობრობის, თანამშრომლობის და ერთობლივი ინტერესების ერთიანი დაცვით.

მე მინდა ასევე შეგახსენოთ, ბევრს არ ახსოვს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველებმა და სომხებმა ერთად აიღეს იარაღი ხელში ჯავახეთში მაშინ და გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა და გადაარჩინეს ეს მხარე, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ეს მაშინდელი გაკვეთილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი დღევანდელი პოლიციელის ოგოიანის, ოგოიანი უფრო სწორია, საოცარი გმირობა ახლაც და ეს არის ის, რაზეც  აიგება ჩვენი ერთობლივი მომავალი.

 მე თავს შევიკავებ შემდეგში ასეთი მონოლოგებისგან.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:

ბატონო პრეზიდენტო. ჩვენი შეხვედრის დასაწყისში  თქვენ აღნიშნეთ, უფრო  სწორად გამოთქვით ერთგვარი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ  ხომ არ იყო დაგვიანებული რეაქცია რუსეთის მხრიდან  განხორციელებულ აგრესიაზე ჩვენი საპასუხო მოქმედებები.

მე ვფიქრობ, რომ კომისიის მუშაობისთვის ამას ექნება პრინციპული მნიშვნელობა. რამდენად დადასტურებულია ეს ვარაუდი, ვინაიდან შეიძლება თუ არა დადგეს იგივე თავდაცვის  მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, ამაზე უნდა იმსჯელოს მომავალში კომისიამ, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს უწყებაში შედის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი. აქვე შეიძლება ვიმსჯელოთ სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონი გელა ბეჟუაშვილის პასუხისმგებლობაზეც. მე გამოვთქვამ ჩემს ღრმა რწმენას, რომ  ამას მნიშვნელობა ექნება კომისიის მუშაობისთვის და თუ  შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ აღნიშნული ...

მიხეილ სააკაშვილი:

ბატონო დიმიტრი, მე ვიზიარებ,

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო.ბოდიში. მე შეგაწყვეტინებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დავამატებ. მე პირდაპირ დაგისვამდით ამ შეკითხვას ეგეთი თვალსაზრისით, რომ ის, რაც თქვენ მოყევით, ის ცვლილებები, რაც თქვენ განახორციელეთ ამ სიტუაციაში, საუბარია გენშტაბზე, რატომ არ გაანთავისუფლეთ თქვენ თავდაცვის მინისტრი? როდესაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ აი, ასეთი საბრძოლო მოქმედებების შემდგომ მხოლოდ და მხოლოდ ორმა მინისტრმა ეკონომიკის, კულტურის მინისტრმა და გარემოს დაცვის მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა ...

მიხეილ სააკაშვილი:

მე მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო ორი მინისტრის შეცვლა, აქედან დავიწყებ უკვე პასუხს ნამდვილად არ უკავშირდებოდა ომისთვის პასუხისმგებლობას. მე ძალიან დიდი პატივისმცემელი ვარ,  მაგალითად, ბატონი ნიკა ვაჩეიშვილის და ჩვენ ეხლა იქ დიდი ცენტრი იქნება ძეგლთა დაცვის, ის ჩაუდგება სათავეში. მე მიმაჩნდა რომ ძალიან კარგი   ახალი კულტურის მინისტრი შევიძინეთ. რაც შეეხება შემდგომ ცვლილებებს მთავრობაში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მუდმივი პროცესი და ჩვენ გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი. მე არ ვიკატუნებ თავს, რომ თითქოს მე ეს არ მეხება, მე ეს მეხება.  მე ვარ პირველ რიგში პასუხისმგებელი, მაგრამ მე ვფიქრობ და ეთიკური იყო და გამართლებული, რომ გვეთქვა ახალი პრემიერ-მინისტრისთვის, რომ მიეცი ყველას გამოსაცდელი  ვადა, საქმის მიხედვით შეაფასე. მაგრამ მე მინდა ერთი  რამე ვთქვა: კიდევაც მივბრუნდები და ეს ბატონი ლევანის კითხვის გაგრძელებაა, რასაც თქვენ ამბობთ – მთლიანობაში,  მაქსიმუმის, თითქმის, თითქმის, მაქსიმუმი გაკეთდა იმ ხარვეზების გათვალისწინებით, როგორიც ჩვენ გვქონდა  ამ მოკლე დროში, საქართველოს შეიარაღებული ძალები რომ შემდგარიყვნენ. იყო ეს იდეალური? რა თქმა უნდა არა. ვარ მე  ამ საბოლოო შედეგით კმაყოფილი? რა თქმა უნდა არა. საბოლოო შედეგი ჩვენი იქნება, როცა ჩვენ ქვეყანას მშვიდობიანად გავაერთიანებთ და არც მიმდინარე შედეგებით მე რა თქმა უნდა არა ვარ კმაყოფილი.

მაგრამ,  მე ვნახე, მე ვიყავი რამდენჯერმე  ცხინვალში, ცხინვალთან, ცხინვალის გარშემო ამ საბრძოლო .......დროს, და ვნახე რომ ყველა ტყვია-წამალი მიდიოდა დროზე. მთელი ლოჯისტიკა აწყობილი იყო სწორად. ყველა ტრანსპორტი მოძრაობდა დროზე. ჩვენი კავშირგაბმულობა ჩაგვიხშეს და იყო პრობლემები იცით, მაგრამ, ბევრი სხვა, რაც ეხებოდა ორგანიზებას და რაც სამოქალაქო პირს შეუძლია გააკეთოს, მოდით, ვთქვათ, დათო კეზერაშვილმა ამას ჩინებულად გაართვა თავი. ახლა მხედართმთავარი ის არ არის და ამის პრეტენზია მას ნამდვილად არა აქვს. გუშინ მან თქვენ გაგცათ კითხვებზე პასუხი. არ ვიცი, კმაყოფილი ხართ თუ არა, მე პირადად რაც ვნახე შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ჩვენ ვართ დემოკრატიული და თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თქვენი აზრი  ყოველთვის გამოთქვათ.

ახლა რაც შეეხება დაზვერვის დეპარტამენტს, მე მინდა ვთქვა, ბატონი ....დავუბრუნდე, ეხლა ჯერ ერთი ის, რომ ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება სწორად თუ არა დროზე, მინდა ვთქვა, რომ ვეთანხმები ნაწილობრივ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ უფრო ადრე, ალბათ, უნდა გვემოქმედა. მაგრამ, დღეს გვიჭირს დარწმუნება დანარჩენი მსოფლიოსი, რომ ჩვენ პირველებს არ დაგვიწყია და სამხრეთ ოსეთს, როგორ იქნება იცით სწორი, 1, 2, 3  რიცხვში,  როცა დავინახეთ რომ რუსები კონცენტრირებული არიან და არის საფრთხე მათი შემოსვლის, ...პრევენტიულად მთელი ძალებით აგვეღო კონტროლქვეშ როკის გვირაბი.

მაგრამ  აი, მაშინ ნახეთ გამართლება რუსული ინტერვენციის და მაშინ საქართველოს დაგმობა. მაშინ გენახათ საქართველოს დაგმობა, ეს იყო პრობლემა,  რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვიხდება ამორჩევა დიპლომატიურ და სამხედრო პრიორიტეტებს შორის და ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად ბოლომდე კონფლიქტების თავიდან აცილება დიპლომატიური, მშვიდობიანი მეთოდების გამოყენებით. იმიტომ, რომ საბოლოო  ჯამში, ადრეც რომ გვემოქმედა თუ მაინც შემოიყვანდა 80000 ჯარისკაცს, 3000 ჯავშანტექნიკას და 200 თვითმფრინავს ყველა მხრიდან, რაც დაგეგმილი იყო, უეჭველად აიღებდა, და თუ არა, კონტროლქვეშ აღებული ეს, პრინციპში, ბევრს უკვე არაფერს შეცვლიდა.

აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალდებული ვიყავით გვემოქმედა. რომ არ გვემოქმედა, მაშინ ვერ შევაჩერებდით მათ წინსვლას და, რეალურად, შეიძლება ისიც კი ყოფილიყო რუსეთს ეთქვა, რომ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ. იქ რაღაც კოკოითმა და ქართველებმა იჩხუბეს, იქ რაღაც სოფლები გაანადგურეს ნუ,  მოსახლეობა შემოაკვდათ, მთლიანად დააცარიელეს, გაანადგურეს, ხდება ხოლმე ომის დროს. ჩვენ მშვიდობისმოყვარეები ვართ, მშვიდობისმყოფელები ვართ, ჩვენ მხოლოდ ნეიტრალიტეტს ვიცავთ, როგორც ეს იყო 90–იან წლებში აფხაზეთში და საერთოდ, მსოფლიოში ამაზე რეაქცია არ იქნებოდა.

გარწმუნებთ, სამწუხაროა  ეს ტრაგედია, მაგრამ იმდენი სხვა ტრაგედია ხდება მსოფლიოში, რომ იტყოდნენ, ნუ, ისევ, რაღაცა, სადღაც გაუგებრად, აგვისტოში რაღაცა მოხდა. და ამის შედეგი იქნებოდა ძალიან მძიმე. იქნებოდა იგივე, ყველა ეს დასახლებული პუნქტები იქნებოდა გაწმენდილი, კოკოითი გამოაცხადებდა თავის თავს და ბაღაბში გამოაცხადებდნენ ერთპიროვნულ გამარჯვებულებად სახელოვანი აფხაზური და ცხინვალური არმიის გამარჯვებად მრავალრიცხოვან ქართულ ოკუპანტებს და რუსეთი დაიბანდა ხელებს და იტყოდა ჩვენ არაფერ შუაში ვართ. აი, ეს იყო და შემდეგ შეიძლებოდა, რა ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი ამას, ალბათ, არ იზამდა, შეიძლება ექნათ კიდევაც, მოგვიბრუნდებოდა და გვეტყოდა, – აი, უნიათო, უუნარო საქართველოს მთავრობა, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები.

ამიტომ, მოდით, ვთქვათ, არ იყო ეს ყველაზე კარგი გამოსავალი, რაც მოხდა, მაგრამ თუ თქვენ კარგად გავაანალიზებთ მთელ სიტუაციას, კაცმა რომ თქვას, დიდი არჩევანი ჩვენ არც გვქონდა. რა კითხვებია?

ნიკა ლალიაშვილი:

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საკმაოდ ვრცლად მიმოიხილეთ აგვისტოს მოვლენები და ჩვენ უკვე, როგორც ვხედავ შეფასებების, ასე ვთქვათ, ბლოკში გადავდივართ და მაინტერესებს, თქვენ როგორც  ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, როგორ შეფასებას აძლევთ აგვისტოს ომის შედეგებს. არის თუ არა ეს საქართველოს ისტორიაში მორიგი მარცხი? არის თუ არა ეს უთანასწორო, გმირული, მაგრამ წაგებული ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. გმადლობთ.

მიხეილ სააკაშვილი:

გმადლობთ, ბატონო ნიკა. მე მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, მარცხი და გამარჯვება ფასდება ბრძოლის ბოლოს. საქართველოს ბრძოლა არ დამთავრებულა, საქართველოს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე, მანამ, სანამ იარსებებს საქართველო, მანამ, სანამ საქართველოს ექნება დემოკრატიული სისტემა, ეყოლება ჯარი და ისეთი საზოგადოება, როგორიც ჩვენ გვყავს, ექნება ეკონომიკა და ჩვენ ვიქნებით წარმატებული საზოგადოება, წარმატებული ქვეყანა, რომელიც მიაღწევს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ამიტომ ჩვენი ისტორიული ინსტიქტი აი ასეთი დამპყრობლების შემოსვლის შედეგად ყოველთვის იყო ერთი: საქართველოს სახელმწიფოებრიობა წყვეტდა ხოლმე დიდი ხნით არსებობას. მე არ ვიცი, რამდენი  მაგალითია საქართველოს ისტორიაში, როცა 80 000 ჯარი იყო ჩვენს საზღვრებთნ მობილიზებული, ათობით ათასი - შემოსული, მე არ ვიცი, ჯავშანტექნიკა რას გავუტოლო იმიტომ, რომ შუა საუკუნეებში ეს არ არსებობდა, თვითმფრინავები არ არსებობდა. რა თქმა უნდა, რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით, ახლა ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენიმე ასეული ათასი მონღოლი რომ შემოსეოდა საქართველოს. და რა თქმა უნდა, ყოველ ამ ჯერზე საქართველოს სახელმწიფოებრიობა წყვეტდა არსებობას. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ გადავარჩინეთ მთავარი რამ: ჩვენი საზოგადოებრივი ერთიანობა, ჩვენი დემოკრატიული წყობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მთავარი სტრატეგიული მიზნები ჩვენი მოწინააღმდეგის, ეს არის საქართველოს მთავრობის დამხობა, საქართველოს ტერიტორიის სრული გაკონტროლება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის მოშლა, ნავთობსადენების კონტროლი და არმიის განადგურება. ეს მიზნები არ არის მიღწეული. და ამას ისინიც ამბობენ, რომ არ არის მიღწეული, ეს არ არის ჩემი სპეკულაცია. კარგად მოუსმინეთ, რას ლაპარაკობენ რუსეთის დუმაში, როგორ აფასებენ ისინი უარყოფითად, მათ შორის, თავისი ჯარების ეფექტურობას და, მე მგონი, ისინი თვითონ, მათი კომენტარები ყველაფერზე მეტყველებს. ახლა, მე მინდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, ეს არის სიტუაცია, როცა დამშვიდების საფუძველი ნაკლებად არსებობს. ამიტომ ჩვენი პასუხი აქ არის  მაქსიმალური ურთიერთქმედება ყველა ჩვენს პარტნიორთან,  მაქსიმალური გაძლიერება ყველა ჩვენი დემოკრატიული სისტემის, გადარჩენა ქართული ეკონომიკის და მომზადება საქართველოსთან მშვიდობიანი გაერთიანების. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ არ ჩამოიშალა,  როგორც, სწორად თქვით, მე ამ ტერმინს ვხმარობ, მე შევკრიბე მთავრობა 12 რიცხვში და ვუთხარი: ვისაც სურს წასვლა, შეუძლია წავიდეს, ვისაც უნდა ოჯახების გაყვანა, არ გირჩევთ, მაგრამ შეგიძლიათ, ამაზეც მე, მე აქ ვრჩები ნამდვილად. და მერე  მოიტანეს ის, აქ სია ცირკულირებდა, ვინ სად წავიდა. არავინ არსად არ წავიდა. თქვენ კარგად გადაამოწმეთ, მე მგონი, და ეს ნახეთ, გარდა იმ ხალხისა, ვინც მივლინებაში გავაგზავნეთ მეზობელ ქვეყნებში სხვადასხვა სამეურნეო საკითხებზე და სრულიად  კონკრეტული  ეკონომიკური ან სხვა ადმინისტრაციული ამოცანებით. ყველა ხელფასი, პენსია გაიცა დროზე. საბანკო სისტემა შევინარჩუნეთ.   მომარაგება საქართველოსი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შუაზე იყო გაჭრილი შევინარჩუნეთ. აი, ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, მე  წეღან ახალქალაქზე გიყვებოდით, როგორც წესი, ჩვენ პრობლება გვქონდა  საქართველო–სომხეთის საზღვრის კონტროლის ახალქალაქის  მონაკვეთში და ეხლა ჩვენ ინდივიდუალურად ვაგზავნიდით საწვავს იქ, რომელიც შემოგვქონდა ფოთიდან, რომ მოსახლეობას  არ მოკლებოდა საწვავი და გადაადგილების საშუალება. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს საწვავი ჩქარა ქრება და მერე, ადგილობრივმა, და ვერ ვხვდებოდით რა ხდება. მერე ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა, გადაკეტა საზღვარი და თქვა: "ნუ გაგაქვთ ჩვენი კუთვნილი საწვავი საზღვარგარეთ!" და საზღვარგარეთი იყო სომხეთი, რომელსაც ასე  უჭირდა და მე ნამდვილად ეს სულაც არ მიხაროდა. მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ მკაცრად თქვა, ეს არის  ჩვენი იდენტურობა,  ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზღვარი და საზღვარი უნდა იყოს  გაკონტროლებული.  აი ასეთი პატარა დეტალები, რომლის შესახებ ადრე  არ თქმულა, მაგრამ ძალიან ბევრს მეტყველებს.   ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, მე გითხარით ასე, რომ სექტემბერში... ნუ დაუჯერებთ იმას, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული. იმიტომ, რომ ყველა ჩემი დღე იწყება მძიმე ფიქრებით იმის თაობაზე, რომ და მე არაფერს არ ვაზვიადებ, და თავს არ გაცოდებთ,  ჯოჯოხეთური განცდებით იმის თაობაზე, რომ  საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი, ყველაზე საყვარელი ნაწილი არის ოკუპირებული უცხო ქვეყნის დამპყრობლების მიერ. მე, იცით კარგად, ბატონი პაატა იქ ესწრებოდა  და ეს მან ნახა, ჩავედი ზუგდიდში 9–ში, ჩავედი არა იმიტომ, რომ, ხალხი გამემხნევებინა, თუმცა ამ დროს უკვე  სერიოზული შეშფოთება იყო იქ. ჩემი პირველი ინსტინქტი იყო, პირველი ინსტიქტი და გადაწყვეტილება ავსულიყავი ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში იმ გზით, რომელიც გავიყვანეთ და მეხელმძღვანელა ხეობის დაცვისათვის. სამწუხაროდ, მე დამაგვიანდა. სამწუხაროდ, რუსები უკვე  ლახავდნენ მდინარე ენგურს და სამწუხაროდ, ეს გზა უკვე ჩემთვის  იყო მოჭრილი და მე იძულებული ვიყავი დავბრუნებულიყავი თბილისში ჩვეულებრივი მანქანით. იმიტომ, რომ ესკორტით გამოვლა იქ უკვე შეუძლებელი იყო და მე მახსოვს კარგად   გზაში ეს განცდა, როცა მოვდიოდით და   ... პატრული როგორ. იმიტომ, რომ ყველა ზღვიდან მოდიოდა, მათ შორის, აზერბაიჯანელები, სომხები მოდიოდნენ, ვინც იმ ქვეყნებში მიდიოდნენ და ნუ,  ჩვენი ასევე მოქალაქეები, რომლებიც მოდიოდნენ ზღვიდან თბილისში. ყველაზე დიდი საფრთხე იყო ამ გზაზე. იმიტომ, რომ ამ  გზას ბომბავდა რუსი ბომბდამშენები. მაგრამ ეს იყო საოცარი შესახედაობა, რომ იდგა პოლიცია, იყო საცობები რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე, შროშასთან , რიკოთის გვირაბთან რამდენიმე სხვა ადგილზე და  ისინი და თვითმფრინავები ყრიდნენ ბომბებს და  საბედნიეროდ ბევრი მათგანი  ვარდებოდა  ხრამში, მაგრამ მე მახსოვს , ერთის მხრივ, აი ეს გამომეტყველება  მოქალაქეების, ისინი მანქანიდან  იყვნენ გადმოსულნი, ჩვენ  გაჭედილნი ვიყავით  ამ მოძრაობაში  სხვა მანქანებთან ერთად და ისინი უყურებდნენ ცას, არა შიშით, არამედ განცვიფრებით და მე მახსოვს  ამ პატრულის  წარბშეუხრელობა, როგორ არ იმჩნევდნენ აი ამ ბომბებს  და აგრძელებდნენ  მოძრაობის რეგულირებას, აი ასეთი  ქვეყანა  დამარცხებულად არ შეიძლება  ჩაითვალოს, მაგრამ ეს განცდა უმწეობის, რომ  მე ამ ხალხის  არჩეული პრეზიდენტი ვიდექი იქ მანქანით ამ საცობში და  არაფრის გაკეთება არ  შემეძლო  იმისათვის  რომ ეს ხალხი დამეცვა იმ საფრთხისგან. ეს არის ძალიან დიდი დამცირების, ძალიან დიდი  ტრაგედიის განცდა და სანამ ეს  საფრთხე არსებობს , სანამ ეს  შედეგები  არ არის გამოსწორებული, მე ვთვლი რომ  რაიმე წარმატებაზე  რომელიმე სფეროში ლაპარაკი  სერიოზულ დიდ გადამწყვეტ წარმატებაზე   იქნება შეუძლებელი.  მაგრამ ამავე    დროს  კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  სანამ  საქართველოს გული ფეთქავს , სანამ საქართველოს  დედაქალაქში ფრიალებს  საქართველოს დროშა, სანამ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებს და სანამ საზოგადოება  არის ერთიანი და კონსოლიდირებული, საქართველო  დამარცხებული ვერ იქნება და საქართველოს  ვერავინ ვერ გაანადგურებს. მე მინდა ისიც გითხრათ, რომ სტრატეგიული მიზანი ,ალბათ,  ამ ეტაპზე  ერთი ნაწილის  ჩვენი მოწინააღმდეგის  ... არის  ის, რაც მათ უთხრეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს აგვისტოს დღეებში. საქართველოს  სრული განადგურება. რას ნიშნავს საქართველოს სრული განადგურება, ეს ნიშნავს იმას რომ  საქართველოს დედაქალაქში თბილისში უნდა იჯდეს  მარიონეტული მთავრობა, საქართველო უნდა დაყონ სხვადასხვა   სეპარატისტულ რეგიონებად ან მოიგონონ ეს რეგიონები თუ არ არსებობს. საქართველოში რამდენიმე კიდევ სხვა  ვითომ, სახელმწიფო  წარმოიქმნას იმისათვის, რომ  არასდროს ევროპიზაციის  დასავლეთის  დემოკრატიის  ახალი წყობის ვირუსი  ახალი ტიპის  მთავრობის ვირუსი საქართველოდან არ გავრცელდეს მათი მიმართულებით. ჩვენ  პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა  პრობლემები გვაქვს და რა ტიპის  კონკურენცია შეგვექმნა ჩვენ რუსეთთან და ამაზე შემდგომ უფრო ვისაუბრებთ. ჩვენ  შეგვექმნა იდეოლოგიური პრობლემა, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ იდეოლოგია გვაქვს, ჩვენ ცხოვრებას  ვაშენებთ, მაგრამ ის, რომ ჩვენ  ვაშენებთ არაკორუმპირებულ, დემოკრატიულ, გამჭვირვალე  საზოგადოებას, ის, რომ ამ საზოგადოებაში შესაძლებელია აი ასეთი განხილვა, მათში იწვევს,  რაღაც ნაწილში  ამ  ისტებლიშმენტის,  იწვევს  უბრალოდ, სასიკვდილო ალერგიას, იმიტომ, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ თუ  აქ ამან მიაღწია  წარმატებას, მაშინ ხვალ ჩვეულებრივი  რუსი მოქალაქეები დასვამენ კითხვას, რუსეთში რატომ არ შეიძლება ასევე იყოს, რუსეთში რატომ არ შეიძლება  რომ "გაი" არ იღებდეს ქრთამებს, რუსეთში რატომ არ შეიძლება, რომ ბიზნესი აკეთო თავისუფლად,  წნეხის გარეშე, რუსეთში რატომ არ შეიძლება, რომ  თავისუფლად, აი ესე იყოს განხილვები, დებატები, რუსეთში რატომ არ შეიძლება, რომ იყოს სერიოზული  გახსნილობა საზოგადოების, რუსეთი რატომ არ შეიძლება  წავიდეს ევროპაში. სანამ ესტონეთი  იყო ეს მარტო, ეხლა რუსები  ამბობდნენ, ეს უცნაური ხალხია ჩრდილოეთის, თავისი პროტესტანტული რელიგიით, თავისი წესებით, ნუ, ესენი დიდი არაფერი არ არის. როცა მათ საყვარელ, მაგრამ მაინც დანამატში, საქართველოში, მათ ერთმორწმუნე საქართველოში აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია  ევროპული ტიპის ნამდვილი თანამედროვე საზოგადოების  დაფუძნება, დაფუძნებული ტრადიციულ ღირებულებებზე, მაგრამ ასევე ჩვენი . .. დაბრუნებით, ჩვენი  ტრადიციული ევროპული ფუძეებისკენ, ეს იყო სასიკვდილო გამოწვევა. ამიტომ სანამ ეს იდეა ცოცხლობს და სანამ ეს იდეა წარმატებული  იქნება, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს აღმშენებლობას, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს განვითარებას. ისინი იქნებიან დამარცხებული და ჩვენ გავვერთიანდებით და ჩვენ ვიქნებით გამარჯვებული. აი  ეს არის  ჩემი ფართო პასუხი ამ კითხვაზე. დღეს საქართველო იმყოფება აი ამ  ეგზისტენციულ ბრძოლაში და შედეგი, საბოლოო შედეგზე მსჯელობა არის ჯერ კიდევ ნაადრევი.

ხათუნა გოგორიშვილი:

ბატონო პრეზიდენტო, ესეთი შეკითხვა მაქვს, ამ ომმა გადაწია თუ არა  ვადაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ანუ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება და ინტეგრაცია არის თუ არა ვადაში უფრო გადაწეული და ერთი კონკრეტული შეკითხვა, რომელიც დღეს პრესაში მუსირებს და არის ეს  თქვენს მიმართ დასმული, ახალგორი, დღევანდელი ახალგორის მდგომარეობა, ხომ არ არის ეს ე. წ. სარკოზის შეთანხმების რაღაც საიდუმლო ნაწილი, რომელიც არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი. გმადლობთ.

მიხეილ სააკაშვილი:

პირველი, რაც შეეხება პირველ საკითხს, საკითხი ესე მარტივად არ დგას. დღეს სიტუაცია არის ფუნდამენტურად შეცვლილი.თუ ადრე რუსეთი თამაშობდა მშვიდობისმოყვარე და ფორმალურად ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არასოდეს არ საუბრობდა ამაზე  კონკრეტულად, რომ ცნობს, უბრალოდ, არც იმას  არ ამბობდა, რომ ცალკე  ტერიტორიებად განიხილავს იმათ, ფაქტი იყო, რომ ამ სამშვიდობო–საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ტერიტორიები ეს მოწყვეტილიყო საქართველოს და მსოფლიო  მათ აღიარებდა მშვიდობისმოყვარეებად და არავინ არ აღიარებდა, რომ  ეს არის მართლა საერთაშორისო პრობლემა და სიტუაცია სულ უფრო უარესდებოდა და სულ უფრო უკან და უკან მიდიოდა. დღეს ყველამ აღიარა ამოსავალი წერტილი. საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ოკუპანტები არიან რუსები და რამდენადაც არ უნდა იყოს  ეს არაკომფორტული სიმართლე მსოფლიო თანამეგობრობის, ეს არის ის სიმართლე, რომელიც არსებობს. დღეს  სწორედ, ამის გამო, ყველა  ევროპული ინსტიტუტი არის ჩართული ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მე ბევრად მეტი მინდოდა, რომ ეს მხარდაჭერა ყოფილიყო. ვისურვებდი, რომ არ იყოს აქ სხვადასხვა კერები ხოლმე, რომელიც არის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მხარდაჭერა არსებობს. ძალიან ბევრი სერიოზული განცხადება და ვალდებულებები ჩვენმა პარტნიორებმა აიღეს. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხი პირველად სერიოზულად დადგა, ნამდვილი ევროპული ინტეგრაციის, მე ვლაპარაკობ ევროკავშირთან დაახლოების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მყარად არის დაფიქსირებული, ხმამაღლა, ყველა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ჩვენი მეგობარი ქვეყნების და საერთოდ, მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების მიერ. ჩინეთმა ითამაშა ძალიან კარგი როლი, მე ევროპაზე და ამერიკაზე ვლაპარაკობ, ჩინეთმა, შუა აზიის ქვეყნებმა იმუშავეს, ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი, ძალიან ბევრმა მოულოდნელმა ქვეყანამ, ჩვენთვის, გამოიჩინა  ჩვენდამი მხარდაჭერა და სოლიდარობა. მე არასდროს არ მინდა ჩვენ დაგვავიწყდეს და ეს, ასეთი რამ უნდა ჩაიწეროს საქართველოს ისტორიაში.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიტიკუნასი, ჩამოვიდა საქართველოში, მოვიდა ჩვენთან და თქვა, გთხოვთ, როცა ვიცოდით, რომ იბომბებოდა აეროპორტები, გთხოვთ, გამოაცხადოთ, რომ მე ვბანაკდები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, გამიშალეთ იქ კარავი და გამოაცხადეთ მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხოვრობს თბილისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე და თუ ისინი დაბომბავენ ამ ბილიკს ისინი მომკლავენ მე.

ლიტვაში 200 000 ქართული დროშა გაიყიდა 5 დღეში, როგორც ჩვენმა მომღერლებმა, რომლებმაც, ძაან ვაფასებ, დაწერეს ბევრი სიმღერა იქ ასევე, ძაან მომხიბლავმა პატარა ბავშვმა, გოგონამ, 14 თუ 15 წლის, დაწერა საოცრად ამაღელვებელი სიმღერა საქართველოზე და რამდენიმე სხვა ჯგუფმა. სისხლი გროვდებოდა ესტონეთში და პოლონეთში დიდი რაოდენობით. მე, პოლონეთის პრესამ დაგმო და ნაწილობრივ სხვა პარტიის წარმომადგენლებმა პოლონეთის პრეზიდენტი, მაგრამ მე ვნახე ის 4 დღის წინ ახალგორში, და უფრო მეტსაც გეტყვით. გეტყვით იმას, რაც ადრე არ გაჟღერებულა, შეიძლება. როცა ის მოფრინავდა თბილისში თვითმფრინავით დაჟინებულად ითხოვდა, რომ, იმიტომ, რომ რუსებმა უთხრეს, რომ საჰაერო სივრცეში არ შემოგიშვებთ და დაჟინებულად სთხოვა თავის მფრინავს, რომ დამჯდარიყვნენ სწორედ თბილისის აეროპორტში, მიუხედავად რუსების მხრიდან სარაკეტო შეტევის საფრთხისა და ეს იყო ძალიან, ძალიან რეალური საფრთხე. ეს მე დეტალებში ვიცი იმიტომ, რომ სანდრაც იყო ამ თვითმფრინავში, ამ თვითმფრინავით ბრუნდებოდა საქართველოში პეკინიდან, შემოვლითი გზით. ასე, რომ რეალურად და მე ვუყურე რამდენიმე დღის წინ მას ახალგორში, წარბი არ შეუხრია როცა ისროდნენ. ეხლა, სიბნელე იყო და ვის ესროდნენ ძალიან ძნელი გასაგები იყო. იყო ბევრი, პროვოკაციულად განწყობილი რუსი ჯარისკაცი იქ. ამიტომ, ესეთი საკითხები ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ეს მხარდაჭერა რეალურად გვაქვს. შეიძლება ვიღაც ქვეყნები ნაკლებად გვიჭერენ მხარს, მაგრამ დღეს იყო დანიის პრემიერ–მინისტრი ჩამოსული, მან მკაცრად დაგმო რუსული აგრესია, ილაპარაკა საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის მკაცრ მხარდაჭერაზე, ილაპარაკა ჩვენი ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერაზე. აი, ეს არის ჩვენი, აი ეს არიან ჩვენი პარტნიორები და ჩვენი მეგობრები. ეხლა აი, ეს არის, ეს არის ახალი რეალობა ჩვენთვის და დღეს უკვე ეგზისტენციალური  ბრძოლა მიდის საქართველოსთვის. საქართველო მსოფლიო რუკაზე არსებობს  ამ ფორმით ათასწლეულების განმავლობაში. ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ გვიტევდა ბევრი ძალიან დიდი იმპერია. დღევანდელ რუსეთზე შედარებით ბევრად უფრო ძლიერი იმ დროისთვის. და ჩვენ გადავრჩით ამ საზღვრებში და ზოგიერთი მათგანის სახელი ისტორიკოსების გარდა უკვე აღარავინ აღარ იცის. ამიტომ ეს არის ჩვენი უახლოესი და შორეული ისტორიული პერსპექტივა. თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ამ პირობებში  ჩვენ გადავარჩინეთ, ჩვენ ტერიტორიას გავამთლიანებთ. თუ საქართველოს სახელმწიფო მოშალეს ..... და აი, მათ იციან, რომ თუ მოშლიან, მაშინ ვეღარ გაერთიანდება. ამიტომ ისინი იზრუნებენ, რომ ჩვენ მოვიშალოთ და ჩამოვიშალოთ და მოვისპოთ, ამიტომ ჩვენ უნდა შევნარჩუნდეთ იმისათვის, რომ გავვერთიანდეთ. აი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი დღეს. და ყველაფერი დანარჩენი ვაი–ვიშვიში, თავზე ნაცრის დაყრა, მითქმა–მოთქმა აი, რა გვეშველება, რომ გართულდა. ერთის მხრივ,  გართულდა, მეორეს მხრივ, ბევრად უფრო გაადვილდა და გარკვეული გახდა ჩვენი დღევანდელი ტაქტიკური და სტრატეგიული ამოცანებიც. კიდევ რა კითხვა იყო?

ახალგორს რაც შეეხება, მე მინდა გითხრათ, რომ სარკოზის შეთანხმება არ იყო იდეალური, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი სისულელე იქ არ ეწერა. აქ როცა სარკოზი ჩამოვიდა, მან ჩამოიტანა 6 პუნქტი შეთანხმება. მე–6 პუნქტში იყო ნათქვამი, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უფრო სწორად,  საქართველოს ამ ტერიტორიების საერთაშორისო სტატუსი უნდა გაირკვეს მომავალი მოლაპარაკების შედეგად. და ნუ აი, ეს იყო ჩემთვის სრულიად მიუღებელი. ესე იგი, ჩვენ ღიად უნდა დაგვეტოვებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შედეგად. ... თბილისისკენ მოდიოდნენ ტანკები, მე ვუთხარი, რომ მე ამას ვერ მივიღებ. დათო ბაქრაძე ესწრებოდა ამ საუბარს. მათ თქვეს, რომ ჩვენ გვესმის თქვენი შეშფოთება, მაგრამ თბილისში მოდის ტანკები, მათი მიზანია შენი პირადად მოკვლა და განადგურება და როგორც გაირკვა, კიდევ რაღაც რაღაცები და აბა რა გამოსავალია. მე ვუთხარი კი, ბატონო, თუ ვაჟკაცები არიან მოვიდნენ და დაგვამხონ და მოგვკლან. მაგრამ მე საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ავალია კონსტიტუციით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ვერ მოვაწერ ნამდვილად ხელს იმას, რაც ამ ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ დააყენებს. პრეზიდენტმა სარკოზიმ სცადა პრეზიდენტ მედვედევთან დაკავშირება და  მას უთხრეს, რომ მედვედევს არ სცალია და შესთავაზეს მეორე დღეს გადმორეკვა. ეს იყო აი, ჩვეულებრივ რაღაცა დიპლომატიური მანევრები. ნუ, ჩვენ ვუთხარით, ჩვენ ამას ვერ მოვაწერთ ხელს და მაშინ ამაზე დავიშალოთ იმიტომ, რომ ახლა, ეს არის წარმოუდგენელი, მიუღებელი პირობები. ნუ, როცა მიხვდენენ რუსები, რომ სარკოზი არ მიდის და არ ეშვება და ჩვენც არ ვნებდებით, 1 საათის შემდეგ თუ საათ-ნახევრის შემდეგ პატივი დაგვდეს და აიღეს საფრანგეთის პრეზიდენტის დარეკილი ზარი და დათანხმდენ, რომ ეს პუნქტი იქედან ყოფილიყო ამოღებული. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს იყო ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც მე პირადად მოვაწერე ხელი, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს, როგორც  პირველ ეტაპზე ჯარების გაყვანას კოდორიდან, ლიახვის ხეობებიდან და ახალგორიდან. რატომ, იმიტომ, რომ ეს არის 7 აგვისტომდე არსებული სტატუს-კვო. ეს, რა თქმა უნდა, ბაზების შექმნა იქ არის ხელშეკრულების დარღვევა, რა თქმა უნდა, ე.წ. ცნობა არის ხელშეკრულების დარღვევა, უხეშზე უხეში. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ესეც კი, სტატუს-კვომდე, ეს არის პირველი ეტაპი. შემდგომი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის მათი მოშორება საქართველოდან იმიტომ, რომ ისინი არიან ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ, მე ვფიქრობ, მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ჩარევა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ძალიან. მინდა ვთქვა, რომ მათი ჩარევის მეორე დღესვე მათ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადმოვიდნენ შეტევაზე და დაიწყეს მასშტაბური დაბომბვები საქართველოსი. სწორედ მეორე დღესვე დაიწყეს მათ მასშტაბური შეტევა ზემო აფხაზეთზე და განავითრეს შეტევა გორის და შემდგომ თბილისის მიმართულებით. ასე, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც თქვა თავის დროზე გერმანიის კანცლერმა ბისმარკმა, რომ ხშირად, სამწუხაროდ, რუსეთის მიერ დადებული ხელშეკრულება ღირს ზუსტად იმ ქაღალადის ფასი, რომელზეც ის არის დადებული. მათ შორის, ეს ხომ არ იყო ჩვენთან შეთანხმება, ეს იყო მათ და ევროკავშირს შორის შეთანხმება, რომელსაც ისინი უხეშდ თელავენ დღესაც ფეხქვეშ.

ლევან ვეფხვაძე:

ბატონო მიხეილ, მე ახალგორის თემას განვაგრძობ და ორ კითხვას დაგისმევთ, თქვენის ნებართვით. პირველი შეეხება ახალგორში დღევანდელი რუსული საოკუპაციო ჯარის ყოფნას. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2 წლის წინ, როცა ახალგორში ჩატარდა ე.წ. ადმინისტრაციის, სანაკოევის ადმინისტრაციის არჩევნები, ამით ქართულმა მხარემ თვითონ მოახდინა, გარკვეული ლეგიტიმური საფუძველი მისცა იმას, რომ დღეს ახალგორში დგანან რუსები ანუ, პრაქტიკულად, ჩვენ თვითონ მოვახდინეთ სამხრეთ ოსეთის ყოფილ საზღვრებში აღდგენა. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით.

და მეორე კითხვა, რომელიც ასევე ექსპერტებს, ასე ვთქვათ, მედიაში ჟღერს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის 69-ე მუხლი, თავი არის "საქართველოს პრეზიდენტი", სადაც წერია, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმართვს და ახორციელებს  სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას. ახალგორიდან და კოდორიდან გამომდინარე, ანუ ზემო აფხაზეთიდან გამომდინარე  ექსპერტების ნაწილი სვამს კითხვას, რატომ არ  დგება პრეზიდენტის პასუხისმგებლობის  საკითხი. იმიტომ, რადგანაც დაირღვა კონსტიტუცია.

მიხეილ სააკაშვილი:

მე მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, დგას და იდგება ყოველთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას  სრულიად ყველაფერ  იმაზე, რაც მოხდა საქართველოში  აქამდე და რაც მოხდება ჩემი მეორე საბოლოო ვადის განმავლობაში. ეს ერთი, და ეს  ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და  მათ შორის, პარლამენტის, როგორ შეაფასებს ამ პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება ლეგიტიმური საფუძველის მონახვას. არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ლეგიტიმური საფუძველი ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ოკუპაციისა. ეს  არის რუსეთის, რუსი პროპაგანდისტების და რა ვიცი, სამხედრო იურისტების, იმიტომ, ალბათ,   ჩვეულებრივი იურისტი ამგვარ სისულელეს ვერ დაწერდა. მგონი, სრული ბოდვაა. რა დოკუმენტი უნდა შეგვექმნა ჩვენ ისეთი, რომელიც  საშუალებას მისცემდა რუსეთს ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის. ეხლა ისიც ვთქვათ, რომ აი ეს არის გაორმაგება, ზოგიერთი უცხოელიც იმეორებს ამ ტყუილს, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს აჩუქა სტალინმა, თორემ ისინი არასოდეს არ იყვნენ საქართველოში. სტალინმა შექმნა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სწორედ, იმის გამო და მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ არ ენდობოდა ქართველებს. სტალინი შემოუძღვა აქ ორჯონიკიძესთან ერთად მე–11 არმიას, დაიპყრო საქართველო და 2 წელიწადში ქართველმა ბოლშევიკებმა, ბუდუ მდივანმა და სხვებმა ე.წ. "ნაციონალ–კომუნისტებმა" გამოუცხადეს, რომ დიდი მადლობა, რომ   მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში, მაგრამ საბჭოთა  კავშირში შემოსვლაზე, ცოტა არ იყოს, თავს ვიკავებთ და  მაშინ მიხვდნენ ისინი, რომ ქართველი ბოლშევიკების ნდობაც კი არ შეიძლება. ამიტომ შექმნეს  სრულიად ხელოვნური საბჭოთა წარმონაქმნი ამ ერთეულების სახით. მე ამას  იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ავტონომიურობა  ეთნიკური უმცირესობის არის მიუღებელი, პირიქით,  მე მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად მათი უფლებების დაცვა, კულტურული, პოლიტიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვა, ეს არის  ჩემი მრწამსი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის სპეციალისტი ვიყავი. პირველი ჩემი დიდი შრომა  ნორვეგიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტში დავწერე იმაზე თუ როგორ აგვეცილებია თავიდან მაშინ უკვე ჩასახული კონფლიქტები ცხინვალში და აფხაზეთში. მე ამაზე ვმუშაობდი როგორც სტუდენტი, როგორც იურისტი და ჩემთვის მათი უფლებები, მათი ფართო, მათ შორის, ავტონომიური უფლებები, ეს არის ჩემი არსებობის და ჩემი მრწამსის ძაან დიდი შემადგენელი ნაწილი. მაგრამ საბჭოთა ინტერპრეტაცია ამისი იყო ადგილობრივი ნომენკლატურული ელიტების შექმნა და რეალურად ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლების დარღვევა, მათ შორის, ტიტულოვანი აფხაზებისაც და ოსებისაც, რომელთა უფლებები იყო, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან უხეშად დარღვეული. ამიტომ ეხლა, ეს იყო ის ნაღმები, რომელიც,  არასწორად გაკეთებული ავტონომიები, რომელიც მათ ჩაგვიდეს და  რომელიც, სამწუხაროდ, აგვიფეთქდა. ახლა, ჩვენი გეგმა ავტონომიის იყო ბევრად უფრო ფართო, ბევრად უფრო ყოვლისმომცველი, ბევრად უფრო კონკრეტული და ბევრად უფრო  მეტად ორიენტირებული  იმაზე, რომ მათ ჰქონოდათ  მართლა ნამდვილი თვითმმართველობა, ყველა ეთნიკურ ჯგუფების  ინტერესების გათვალისწინებით, ჰქონოდათ ბევრად მეტი ავტონომია, ვიდრე როდესმე შეიძლება წარმოდგენილ ყოფილიყო  საბჭოთა პერიოდში, ბევრად მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური  საკუთარი თავის მართვის  საშუალებები. აი ეს   არის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ასე, რომ საფუძველს მოდით ნუ გამოვეკიდებით. მე ვფიქრობ, სანაკოევის პროექტი იყო, პროექტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნის  სწორი და ეს იყო უნიკალური  გამოცდილება, იმისა როგორ ხდება  სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის  შერიგება, როგორ ხდება  აღმშენებლობის  პროცესებით  ხალხის მშვიდობისკენ გადმოხრა. ამ პროექტის  წინააღმდეგ დასჭირდა რუსებს ჯერ ბარიკადების  შექმნა, პროვოკაციების  მოწყობა და ბოლოს  ამ ომის დაწყება, იმიტომ რომ ეს პროექტი იმარჯვებდა,  დრო მუშაობდა ჩვენზე. როცა მე ვთქვი ორი წლის წინ, ჩართულია წამზომი,    ამას ვგულისხმობდი,  რომ ყოველდღე ახალი ადამიანი  გამოდიოდა, ყოველდღე  ახალი მოვლენა ვითარდებოდა, ყოველდღე ახალი   იმედი  მიეცემოდა ადგილობრივ საზოგადოებას, რომ  ჩვენ გავმთლიანდებით, გავერთიანდებით და ისევ  ერთმანეთის გვერდზე ვიცხოვრებთ.  მე მინდა გითხრათ, რომ,  რა თქმა უნდა, ალბათ, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის, სხვადასხვა  ქართველი პოლიტიკოსის და,  მათ შორის,  საქართველოს  სხვადასხვა   მთავრობების მიერ, მაგრამ ძირითადში  და, მათ შორის,  ჩვენი მთავრობის მიერ, მაგრამ ძირითადში  ჩვენი პოლიტიკა იყო სწორედ მიმართული  შერიგებაზე და კონსოლიდაციაზე და  მათი უფლებების დაცვაზე.  ჩემთვის  პრობლემა ავტონომიურობის, სამხრეთ ოსეთის,  არასოდეს არსებობდა, რამდენი ავტონომიაც შეეძლოთ,  იმდენი უნდა წაეღოთ. სამხრეთ ოსეთს ვერავინ   ვერ მოიკიდებს  დღესაც მხარზე და ვერსად ვერ წაიღებს, რა რკინიგზებიც უნდა ააშენონ და ასევე  შეუძლიათ კოსმოდრომი  ააშენონ იქ  და  რა  გზებიც  არ უნდა ააშენონ , იმიტომ, რომ ეს არის  ორგანული შემადგენელი ნაწილი საქართველოსი, ეს არის  საზოგადოება, რომელიც  ორგანულად  გადახლართულია  დანარჩენ საქართველოს   საზოგადოებაზე. ასე, რომ  მე ამისთვის ხშირად მაკრიტიკებდნენ და მგმობდნენ. მე ვარ ფართო  ავტონომიის მომხრე და მე ვარ   და მე ზუსტად მესმის,  ეს რას ნიშნავს და  მე მესმის  რისკებიც, რომელიც არასწორი განვითარების პირობებში  ამას უკავშირდება, მაგრამ  ძალიან დიდი პლუსები, რომელიც უკავშირდება მას  ჩვენი   ეროვნული  კონსოლიდაციისთვის.

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა დავუბრუნდე  ცხინვალის მოვლენებს. ის ცნობილი განცხადება,  რაც გააკეთა  ქალაქის მერმა თბილისის, თქვენ მიეცით მას  დავალება,  რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, რატომ მიეცით ეს დავალება  ქალაქის მერს, რომლის კომპეტენციაში ეს არ შედიოდა...

მიხეილ სააკაშვილი:

რა განცხადებაზეა, ბოდიში.

პაატა დავითაია:

საუბარია  იმაზე, სამშვიდობო კორიდორის შექმნა, ცეცხლის შეწყვტის  შესახებ და  სამშვიდობო  კორიდორის შექმნასთან დაკავშირებით, ბატონმა გიგი უგულავამ თქვა, რომ თქვენგან მიიღო დავალება  და მეორე შეკითხვა არის, გეკუთვნით თუ არა თქვენ  მართლა სიტყვები, რომ აგვისტოში  საქართველოს დედაქალაქს გადაიტანთ სოხუმში.

მიხეილ სააკაშვილი:

მე მინდა გითხრათ, რომ,  ჯერ ერთი, ბატონი გიგი იქ იმყოფებოდა  სხვა სამოქალაქო სამსახურებთან ერთად, იქ იყო მობილიზებული,  მთელი თბილისის ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მობილიზებული. ბევრი სასწრაფო დახმარება,სახანძრო დახმარება,სახანძრო სამსახურები და ამ სამსახურებმა იმუშავეს კარგად, გამართულად და თბილისის მერის დამსახურებაა ეს ყველაფერი. თბილისის მერს რაღაცა პოლიტიკური განცხადებები შეეძლო ეკეთებინა იმიტომ, რომ პოლიტიკოსია. სამხედრო გადაწყვეტილებებს არ იღებდა და მე მგონი, ამის პრეტენზია თვითონ არა აქვს და მე ეხლა, შეიძლება, სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ მოქმედებას, მაგრამ მისი მანდატი იყო მყარად განსაზღვრული.

პაატა დავითაია:

თქვენ მიეცით დავალება.

მიხეილ სააკაშვილი:

ჩემი დავალება იყო, რომ ყოფილიყო იქ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის, მისი  ინფრასტრუქტურისთვის, რაც მას აქვს დავალებული ქალაქში, ეხელმძღვანელა და ამაზე ნურავინ ნუ იტყვით, რა უნდოდა  იქ უგულავას. უნდოდა ის, რომ უნდა ეკეთებინა საქმე, ეს ერთი.

მეორე, რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქის საკითხს. აი ამ, . . .

სპეკულაციის, ამის თაობაზე.  აგვისტოში ჩვენ ვერაფერს ვერ გადავწყვეტდით და თქვენ ეს  კარგად იცით და ამის პრეტენზია შეუძლებელია, რომ ჩვენ გვქონოდა. მაგრამ ამ თემაზე განხილვა მთლიანობაში მიდიოდა საზოგადოებაში და ის, რომ თუ ჩვენ  მოვაწერდით, ჩვენ აფხაზებს რა შევთავაზეთ, ჩვენ შევთავაზეთ მათ რეალურად ხელისუფლების გაყოფა ცენტრალური მთავრობის დონეზე ეთნიკურ აფხაზებს. მე მინდა ვთქვა, რომ  აფხაზეთის ხალხი, ეს არიან ეთნიკური  აფხაზები და ეთნიკური ქართველები, ეთნიკური სომხები, ეთნიკური უკრაინელები, ეთნიკური ესტონელები, ეთნიკური ებრაელები, ეთნიკური ბერძნები, ყველა ის ადამიანი, ვინც იქიდან გააძევეს. 460 ათასი ადამიანია  იქიდან გაძევებული. ამას წინათ საბერძნეთის ერთმა დეპუტატმა, რომელიც აშკარად  თავის ქვეყანაზე მეტად სხვა ქვეყნის ინტერესების წარდგენით იყო  დაკავებული ვალენსიაში საპარლამენტო ასამბლეაზე როცა ვიყავი ესპანეთში ამ რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ აი  იქ, რატომ არ სცემთ პატივს უფლებას, ადგილობრივ დარჩენილი აფხაზეთის მოსახლეობის, რომ არ უნდათ თქვენთან ცხოვრება. მე ვუთხარი, ჰკითხეთ 30 ათას ბერძენს, რომელიც  საბერძნეთის პორტმა გაიყვანა რუსეთის მიერ დაბომბილი სოხუმიდან. მათ ჰკითხეთ,თუ ისინი რას გეტყვიან თქვენ. ჩემი არ გჯერათ? ჰკითხეთ თქვენს მოქალაქეებს. ჰკითხეთ რამოდენიმე ათეულ ათას სხვა ეთნიკურ ქართველს, რომელიც იქ ცხოვრობს ამ ომის შედეგად და ისინი ყველაზე ნათლად აღუწერენ, რა მოხდა ზუსტად იქ. ასე, რომ, მაგრამ  ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებს და ვთავაზობდით, ძალიან შორს მიმავალ წინადადებას იმის შესახებ, რომ  ერთად ვმართოთ  საქართველო,  ერთად ვმართოთ საქართველო. მათ ჰქონდათ საშუალება, ხელისუფლების გაყოფის საშუალება ცენტრალური მთავრობის დონეზე, თუმცა  და მათ ჰქონოდათ ყველა გადაწყვეტილებაზე ვეტოს  უფლება, რომელიც ეხება აფხაზეთს და მათ ჰქონოდათ  ასევე სრული ეკონომიკური  დამოუკიდებლობა, თავისუფალი  ეკონომიკური ზონები, საერთაშორისო გარანტიები მათი ავტონომიის, მათ შორის,რუსეთის მხრიდან, თუ მათ ამის სურვილი ექნებოდათ და თუ ყველაფერი ამის შედეგად, ჩვენ მოველაპარაკებით იმას, რომ ფედერალურ ცენტრად საქართველოში გამოცხადებულიყო სოხუმი, მაგრამ მოვილაპარაკებდით, ხაზს ვუსვამ, და ამას ცალმხრივად არავინ არ გამოაცხადებდა. ამაზე იყო განხილვა და მეც ამ თემაზე მიფიქრია, არ დაგიმალავთ, თუმცა, ნამდვილად, არ მიჭორავია იმ ხალხთან, ვინც ეხლა ამას, ეს არის ღია განხილვის თემა. ეს იქნებოდა მოლაპარაკების საგანი. ეს, თქვენ იცით, რომ ჩვენ გავიყვანეთ საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში, ჩვენ მთელი რიგი სტრუქტურები გადაგვყავს ქუთაისში, დელეგირება ხდება ასევე, საქართველოს ფედერალური მოწყობის პირობებში ერთად უნდა გადაგვეწყვიტა შეთანხმების და მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე, სად უნდა ყოფილიყო ამ ფედერალური სახელმწიფოს ფედერალური ცენტრი.

პაატა დავითაია:

საუბარი არის კონსტიტუციის ფარგლებში, ხომ? მე ხაზი მინდა გავუსვა.

მიხეილ სააკაშვილი:

ახალი ფედერალური მოწყობის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით ეთნიკურ აფხაზებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილების თემა, ამ ეტაპზე არ ყოფილა არასდროს და ამ მიმართულებით ეს იქნებოდა დიდი, გრძელვადიანი ნდობის აღდგენის, მოლაპარაკებების და განსაკუთრებული დაცვის გარანტიების საკითხი. მე ძალიან კარგად მესმის, რა სენსიტივობა აქვთ  ეთნიკურ აფხაზებს მათი ეროვნული იდენტურობის მიმართ, ასიმილაციის საფრთხის წინაშე. დღეს რაც მათ დაემართათ რუსეთის ოკუპაციის სახით, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე რაც შეიძლება როდესმე შექმნოდათ აფხაზებს. იმიტომ, რომ  ეხლა მოდი, რაც არ უნდა გააყალბონ ისტორია, მუხაჯირობა მოაწყო რუსულმა საოკუპაციო ჯარმა XIX საუკუნეში. დღეს ისინი რეალურად დადგნენ ახალი მუხაჯირობის და ახალი განადგურების საფრთხის წინაშე და, რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, ეს ტრაგედია, ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც დღეს არის, არა ზოგადად საქართველოს ტრაგედია, არა მხოლოდ იმ დევნილების და გამოძევებული და დაზარალებული ადამიანების ტრაგედია, ვინც სახლ–კარი დაკარგა, არამედ იმ ხალხის ტრაგედია, ვინც იქ დარჩა. ეთნიკური ოსები დღეს არიან განადგურების პირას მისული იმიტომ, რომ რეალურად ეს თემი, რომელიც იყო კარგად ინტეგრირებული საქართველოში არის გაქრობის პირას მიყვანილი ამ ოკუპაციის შედეგად. ეთნიკურ აფხაზებს შეიძლება შეექმნათ განადგურების საფრთხე ამ ოკუპაციის შედეგად იმიტომ, რომ მათ აფხაზები კი არ სჭირდებათ იქ, მათ სჭირდებათ აგარაკები, სამხედრო ბაზები, სამხედრო აეროპორტები და აფხაზები ამაში, ყველაფერში, უშლიან ხელს, ცოტა არ იყოს და ეს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით იმიტომ, რომ ჩვენც გვქონია ურთიერთობა ჩვენ რუს პარტნიორებთან და ძალიან კარგად ვიცით მათი გუნება–განწყობა რა არის. და, უფრო მეტიც, მათ სჭირდებათ არა აფხაზები, ისინი საერთოდ არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ საქართველო. საქართველო სჭირდებათ და ეს ყველაფერი არის გაცვლითი რაღაცა მონეტები, ეს პატარა ერები, ამ დიდ ბრძოლაში, საქართველოში, კავკასიაში, შუა აზიის და კასპიის რეგიონში დომინირებისთვის. ეს არ იწვევს საერთოდ არანაირ ეჭვს.

ხათუნა გოგორიშვილი:

ბატონო პრეზიდენტო, ერთი კონკრეტული შეკითხვა, თუ შეიძლება. რატომ დაინიშნა ეროსი კიწმარიშვილი ელჩად?

მიხეილ სააკაშვილი:

აი, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველას მოგვდის შეცდომები, რა ვქნა. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით ეს ადამიანი დაინიშნა.მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, აგერ არის ბატონი გია ვაშაძე საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოველ 100 კარგ დანიშვნაზე მოგვდის ერთი შეცდომა, ზოგჯერ ერთი მძიმე შეცდომა. მაგრამ ეს სამინისტრო, საგარეო სამინისტრო არასდროს არ დამავიწყდება მე, დღე და ღამე  მუშაობდა. ....  უთხრეს ჩემი დავალებით, მინისტრის მოვალეობას, რაღაც მომენტში, შემდეგ ეკამაც უთხრა, რომ შეგიძლიათ წახვიდეთ სახლებში. არავინ არ გასულა შენობიდან საერთოდ. ქართული სამოქალაქო სამსახური შედგა და ამ სამინისტრომ იმუშავა მართლა გმირულად თავისი მოკრძალებული კადრებით და თავისი მოკრძალებული შესაძლებლობებით. და ეხლა საქართველო ჩამოყალიბების სტადიაშია თავის სახელმწიფოებრიობის, ჩვენ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, ჩვენ როგორც სახელმწიფო შევდექით. 2 წლის წინ ასეთი შემოტევა რომ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ ჩამოვიშლებოდით, კიდევ ამ ტერმინს ვუბრუნდები, და, მე ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი აღმოჩნდებოდა ესეთი ..... ესეთი, არ მინდა ვუწოდო ეს სიტყვა იმიტომ, რომ რაც არის ყველამ ვიცით, მაგრამ ერთი რამე არის, რომ ყველა, და ეს ეხება ყველას, ეს, მე ვფიქრობ, ზოგიერთ ჩვენ კოლეგასაც ეხება, ეს ეხება ყველა ადამიანს, ეს ეხება ჩვენს მოქმედ თუ გაგდებულ თანამდებობის პირებს, განთავისუფლებულ ხალხს, მოხსნილ ხალხს, მათ შორის. კი, შეიძლება რაღაცა ეწყინათ, კი, შეიძლება არ მოსწონდეთ ეს მთავრობა, მაგრამ არასდროს არ უნდა გადავლახოთ ტყუილების და სიცრუის მეშვეობით ის ზღვარი, სადაც მთავრდება ბრძოლა საკუთარი ქვეყნის მთავრობასთან და იწყება ბრძოლა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ეს ეხება ყველას. გთხოვთ.

მე მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე ამ თემას. ეს ოპერაცია მზადდებოდა ცხინვალში ძალიან დიდი ხნის წინ. ჩვენი არა, მათი. იმიტომ, რომ აი, წარმოიდგინეთ ცხინვალში 90–იან წლებში იყო ასეთი უკანონო მმართველი, მაგრამ მმართველი ხალხის მიერ, დარჩენილი მოსახლეობის მიერ არჩეული ბატონი ლუდვიგ ჩიბიროვი, პროფესორი ჩიბიროვი ეხლა არის ვლადიკავკაზში პროფესორი. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან კარგი კაცი და არის ძალიან კარგი კაცი. ეს იყო ადამიანი, დაწერა ვრცელი წიგნი და ეს წიგნი მაქვს წაკითხული დეტალურად და ამ წიგნის მთავარი არსი არის, რომ ოსების ადგილი, სამხრეთ ოსების ადგილი იყო, არის და მუდმივად  იქნება მხოლოდ საქართველოში. ის ეხვეწებოდა, ემუდარებოდა შევარდნაძეს, რომ რაღაცაზე მაინც მოგვიწერე ხელი, რაღაც შეთანხმებაზე, მაგრამ ეს არის ის პერიოდი, როცა შევარდნაძე ეუბნებოდა ასლან აბაშიძეს, თუ გახსოვთ, რომ გამოაცხადე დამოუიკიდებლობაო და, ახლა, ჩიბიროვთან იმ პირობებში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითონ იყო ჩართული ერგნეთის ბაზრობაში და იქ კონტრაბანდში, მოლაპარაკების არანაირი სურვილი საქართველოში არავის არ ჰქონდა. არჩევნების წინ ჩიბიროვმა დაინახა, რომ საფრთხე მოდის მოსკოვიდან იმიტომ, რომ მოსკოვი მას არ განიხილავდა ... მისთვის ცენტრი იყო თბილისი და კიდევ ერთხელ სთხოვა შევარდნაძეს, და ამის ბევრი მოწმე არსებობს, რომ გთხოვთ, რაღაცაზე მაინც მოგველეპარაკოთ, რომ არჩევნების წინ ჩემს ხალხს ვუთხრა. ჩამოიყვანა "ეფ-ეს-ბე"-მ კოკოითი, ყოფილი რეკეტირი მოსკოვიდან, მთლიანად "ეფ-ეს-ბე"-ს კონტროლქვეშ მყოფი და დანიშნა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად. შემდეგ გასცეს ბრძანება პასპორტების გაცემაზე და შემდეგ მოჰყვა ის მთელი მოვლენები, რომელიც, მთელი ჩართვა აქტიური რუსეთის ამ მოქმედებებში. ასე, რომ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი რამ, მაშინ, როცა თითქმის არც ერთი ჩვენგანი ამ თანამდებობებზე არ იყო და არც ამ თემებში აქტიურად ჩართული არ ყოფილა. ეს იყო კარგად გათვლილი სქემა იმისა, რომ მომხდარიყო მცოცავი ანექსია საქართველოს ტერიტორიების და კიდევ მინდა, რომ, ფართო გაგებით, ეს ომი დაიწყო მაშინ. 7 აგვისტოს იყო განზრახვა ამ ომის საბოლოო დამთავრების და ჩვენი საბოლოო დამთავრების. და რა თქმა უნდა, ვინაიდან იყო მცდელობა ჩვენი საბოლოო დამთავრების, ჩვენი, როგორც სახელმწიფოსი, მე მთავრობას არ ვგულისხმობ, ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს. მე ვფიქრობ, სამხედრო კონფრონტაციის  საფრთხე და ეს შედარებით შემცირებულია იმიტომ, რომ არიან ძალიან ობიექტური ევროპელი დამკვირვებლები ადგილზე, მაგრამ სტრატეგიული ამოცანები ჩვენი მეზობლის წინაშე, სამწუხაროდ, კიდევ დგას.

შეეცდებიან თუ არა ისინი აქ დასაყრდენის პოვნას, ამას ყოველთვის ცდილობენ. მე მინდა გავიხსენო პროვოკაციების მთელი მწკრივი. მე მინდა გავიხსენო 2006 წელს, აი დავიწყოთ, ჩამოვყვეთ სიას. 2004 წელს ცხინვალში პროვოკაციები, შემდეგ დიდძალი იარაღის შემოტანა, შემდეგ მოსკოვიდან მინისტრების დანიშვნა, შემდეგ მოროზოვის ჩამოსვლა, პრემიერ-მინისტრის ცხინვალის მთავრობის, შემდეგ, 2006 წლის იანვარში, მე მოგახსენეთ თურქეთში ნავთობსადენის აფეთქებაზე, მაგრამ ეს არ იყო პირველი აფეთქებული ნავთობსადენი. პირველი, გაზსადენი, უფრო სწორად. პირველი და ორი ელექტროგადამცემი ხაზი აფეთქდა 2006 წლის იანვრის ბოლოს და, პრაქტიკულაად, საქართველო ჩაეშვა სრულ სიბნელეში და უკუნეთში ყველაზე ცივ დღეებში მაშინდელი ზამთრის და მრავალი ზამთრის განმავლობაში ყველაზე ცივ დღეებში. ეს იყო ეკონომიკური ემბარგო შემოტანილი 2006 წლის გაზაფხულზე. ეს იყო ღია მცდელობა მთავრობის დამხობის რუსეთის აგენტების მიერ მთელი 2006  წლის განმავლობაში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ  პირველად მე  ამის შესახებ საჯაროდ  ვთქვი, ჩვენ  დავაკავეთ რუსი პოლკოვნიკი  ბოიკო, რუსი პოლკოვნიკი გორში პოლიციის აფეთქებაში  დადასტურებული ბრალდებით, ჩვენ გვქონდა ყველა ნივთმტკიცება,  რომ  მან ააფეთქა, ის  ხელმძღვანელობდა და ააფეთქა ადგილობრივმა  ტერორისტულმა ჯგუფმა. რუსებმა აი ამის შესახებ ტელევიზორში  არაფერი არ თქვეს, მერე მოვიდნენ ჩვენთან და თქვეს, იქნებ, წყნარად მოვილაპარაკოთ, არ გვინდა ახლა გართულება, ის კაცი გამოუშვით.  მე მივიღე, ჩვენ ყველამ მივიღეთ შეიძლება ბოლომდე  დაუსაბუთებელი კანონით  გადაწყვეტილება და ეს ადამიანი  საკუთარი რისკის ფასად  გადავეცით მათ.  და ამის შემდეგ  მათი  მოქმედება  ამით არ შეწყდა, ამით ბევრად უფრო გაძლიერდა. მერე მოგვიხდა  ღიად ამის გაკეთება, ღიად დაკავება  "გრუს" ოფიცერის, ასევე  დადასტურებული ბრალდებით, შპიონაჟთა  დივერსიის მომზადებაში და უკვე ღიად  ტელეკამერების  წინ  მათთვის გადაცემა.  ამიტომ ეს იყო  იმხელა სია ამ პროვოკაციების, რომ და არ ვლაპარაკობთ  ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმის  მცდელობაზე, კობა დავითაშვილის მკვლელობის მცდელობა, დადასტურებული  მცდელობა საქართველოს  სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილის  მკვლელობის. ჩვენ გვაქვს  ვიდეო–კადრები, რომელიც ჩვენ გადავეცით დიდი შვიდეულის, სადაც შინაგან საქმეთა  მინისტრების შეხვედრაზე  სპეციალურად განიხილეს  ეს შემთხვევა, როგორ ცდილობდნენ  მოკვლას ჩვენი დაზვერვის სამსახურის  უფროსის და როგორ ვლადიკავკაზში  ადგილობრივი" ეფესბეს" უფროსმა  ტელეკამერების წინ გადასცა  ფული  დავალებით, რომ მოკალით სხვა, შენი მეზობელი ქვეყნის  მაღალჩინოსანი  სადაზვერვო სამსახურის, ოფიციალური სამართალდამცავი  ორგანოსი. ამიტომ ,  რა თქმა უნდა,  ეს მცდელობები გაგრძელდება, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ  როგორც თქვენ ნახეთ, თუნდაც  ბევრი სხვა მაგალითის საფუძველი, რომ იყვნენ ჩვენი  მოქალაქეები, რომელიც  მზად არიან  ამასთან ითანამშრომლონ, მაგრამ ჩვენი  პასუხია  ამაზე არის მეტი  დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი დისკუსია, მეტი ეკონომიკური   რეფორმები, მეტი  გახსნილობა საზოგადოების და ყველაზე მთავარი რეცეპტი არის არა  პოლიციის და  კონტრდაზვერვის მუშაობა, ყველაზე მთავარი რეცეპტი არის  საზოგადოებაში მიდოდეს ჯანსაღი  დებატები, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და ამ კამათში დაიბადება  ჭეშმარიტება და ეს ნამდვილად არ იქნება  ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგის ინტერესებში.

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო, აი, ამ ყველაფერი აი, ამ ინფორმაციისაგან, რაც ჩვენ  მივიღეთ, განსაკუთრებით, აი, ამ ბოლო თქვენი გამონათქვამიდან, აპირებთ თუ არა აწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან და მზად ხართ თუ არა, რომ აღადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა და დაიწყოს მოლაპარაკებების  ფაზა?

მიხეილ სააკაშვილი:

მე მინდა გითხრათ, მე მინდა მოგცეთ მოკლე ისტორია ჩვენი რუსეთთან ურთიერთობების.  2004 წელს,  პირველი ჩემი ოფიციალური ვიზიტი, როგორც პრეზიდენტის, განხორციელდა  რუსეთის ფედერაციაში, გერმანიაში და რუსეთის ფედერაციაში, უფრო სწორედ, ჯერ გერმანიაში. 

მაგრამ, ნუ, სპეციალურად  წავედი ამერიკის  წინ. იმიტომ, რომ იყო სპეკულაციები, რომ ამერიკის პროექტი  ვართ ჩვენ, როგორც ეხლა ხშირად გაიგონებთ, მათ შორის, ზოგიერთ მიამიტურ უცხოურ გამოცემაში. შევხვდი პრეზიდენტ პუტინს. ნუ, ზოგადი საუბარი იყო 2 დეტალის გამოკლებით.

მან თქვა, რომ, პირველი, – რომ    გთხოვთ, სამხედრო ბაზების გაყვანას მაინცა და მაინც  ახლა ნუ მიაწვებით და მეორე, – რომ თქვენი უშიშროების მინისტრი, მოქმედი, ეს  არის ჩვენი მეგობარი და  გთხოვთ, კარგად გაუფრთხილდით და კარგი ურთიერთობა გქონდეთ მასთან. ნუ, ეხლა, ეს საუბარი იყო ვალერი ხაბურძანიაზე. მე  არანაირი პირადი პრეტენზიები ვალერი ხაბურძანიათან  არა მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინმა, იმ სახელმწიფოს ლიდერმა, რომელიც გვბომბავდა, გზას გვირთავდა, უცებ გამომიცხადა, რომ ჩვენი უშიშროების მინისტრი არის  მათი მეგობარი, ამის გამო ხელი არ უნდა  დავაკაროთ.

ნუ, მერე მოხდა აქ საკადრო გადანაცვლება. უშიშროების მინისტრი, ჩვენ სამინისტრო საერთოდ გავაუქმეთ, შევუერთეთ შინაგან საქმეთა  სამინისტროს. მე მიმაჩნდა, ეს იყო სწორი.  ჩვენ ვართ ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, რომელთაც ეს გააკეთეს და მერე  მეორე თუ  მესამე ჩასვლაზე, როცა პუტინმა მკითხა,– აბა როგორ  არის ჩვენი მეგობარი, მე  ვუთხარი,– თქვენი მეგობარი დავაწინაურეთ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა,– ეს რანაირი დაწინაურება არის?  ეს ხომ მოხსნა არის. მე ვუთხარი, –ეხლა,– ბოდიში, მაგრამ ეს ძალიან ცუდი საქმე გიქნიათ.  მაგრამ  მე  მინდა  გითხრათ,  მე ნამდვილად არ ვაყენებ და  არ ვაცხადებ ვალერი ხაბურძანიას რუსეთს აგენტად, მაგრამ ნამდვილად არ  დავუშვებდი იმას, რომ თუნდაც მეგობრული რუსეთის პრეზიდენტი და ნამდვილად იმ  პირობებეში მთლად  მეგობრულიც უკვე  აღარ იყო ურთიერთობა, ჩვენს ქვეყანაში ნიშნავდეს მინისტრებს, განსაკუთრებით უშიშროების მინისტრებს, რომელმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები ქვეყანაში არ იყოს მომძლავრებული. ეს ერთი.

მერე   მეორე. ბაზებზე გითხარით. შემდეგ აჭარის მოვლენებზე ჩვენ გვქონდა  მათთან კოორდინაცია, ვმუშაობდით, მაგრამ რუსეთის საგარეო სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ  აჭარაში ასლანი არ  დამხობილიყო. რუსეთის ოფიცრები ჩამოვიდნენ დიდი რაოდენობით მივლინებით და  არბენინებდნენ ბათუმის ბაზიდან  რამდენიმე  თვე N72–ე საზღვართან ვითომ აკეთებდნენ იმიტირებას სამხედრო მოქმედებების და თუ არა თურქეთის ძალიან ბრძნული პოზიცია, რომელმაც მკაცრად დაგმო ყოველგვარი სეპარატიზმი აჭარაში, შეიძლებოდა რუსეთს თვისი საქმე გასვლოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამოიღეთ, აკეთებდა   ერთმანეთზე  უფრო აგერსიულ განცხადებებს აჭარაზე და  მიუხედავად  ამისა,  ადგილობრივმა საზოგადოებამ აჭარის, გამოიჩინა სრული გმირობა, გამბედაობა და ჩვენ მოვახერხეთ  ის სისხლისღვრის თავიდან აცილება და აჭარის გათავისუფლება.

ამის შემდეგ,  მეორე დღეს თუ მესამე დღეს, მე ვფიქრობ, მეორე დღეს, მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რუსების გამოგზავნილი ნედკაჩოვის მეთაურობით, დუმბაძემ ააფეთქა ხიდები და ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. იცით, რომ დუმბაძე ვინ წაიყვანა, ახლა,  ხომ არ იცით შემთხვევით? ჩამოვიდა პატრონი და წაიყვანა. და მე მინდა ვთქვა, რომ რატომ  გავცვალეთ დუმბაძე, იმიტომ, რომ გავცვალეთ რამდენიმე ასეულ უდანაშაულო ადგილობრივ მოსახლეობაში, ყველა ეთნიკური წარმომავლობის, რომელიც აქ ჰყავდათ აყვანილი  მძევლად.  ნამდვილად არ მიღირს ამ ერთი სამშობლოს მოღალატის, მე ამას არ ვხმარობ პოლიტიკურ ტერმინად, ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამიტომ  შემიძლია თამამად ვიხმარო, ციხეში ჯდომა იმათ, რომ ჩვენ ერთ ადამიანს მაინც ჩამოვარდნოდა ან ოსს ან ქართველს ერთი თმა თავიდან და დავურეკე პუტინს, მაინც დიპლომატიური ეტიკეტის დაცვისთვის და ვუთხარი, რომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, იმისათვის, რომ გაგებით შეხვდი. 

ახლა, ის, ნამდვილად თავს არ მოვიტყუებდი, რომ დაგვეხმარეთ, მაგრამ გაგებით შეხვდით აჭარაში მომხდარ მოვლენებს და მე მიმაჩნდა, რომ ისიც დაიცავდა დიპლომატიურ ეტიკეტს და ისიც მიპასუხებდა, რომ  კარგით და მოდი, ვიმეგობროთ, – ჩემდა მოულოდნელად, ძალიან უხეშად შემაწყვეტინა და მითხრა, რომ ახლა ამჯერად ჩვენ დაგეხმარეთ აჭარაში. ეს ნამდვილად არ იყო სიმართლე, მაგრამ, – იცოდეთ, მომავალში სამხრეთ ოსეთში და  აფხაზეთში არაფერი საჩუქრები თქვენ უკვე აღარ გექნებათ ჩვენგან.   ნუ, ცოტა დავიბენი და ვუთხარი, რომ,– რა ვიცი, ცოტა დავილაპარაკოთ, გამოაგზავნეთ ვინმე, იქნებ, რაღაცაზე მოვილაპარაკოთ.

ჩამოვიდა იგორ ივანოვი, არაფერი კონკრეტული არ ჩამოიტანა. აქეთაც ვუტრიალეთ, იქითაც. არა მხოლოდ ჩვენ ვუტრიალეთ, მაგალითად, საგარეო მინისტრ ლავროვს, ლავროვი დაინიშნა მერე და რაღაც მომენტში ჰკითხეს უცხოელმა ჟურნალისტებმა, – აი, საქართველოდან რა გინდათო? ჯერ ივანოვს რომ ეკითხებოდნენ,  ივანოვი არ პასუხობდა. ლავროვმა უპასუხა,– საქართველომ თვითონ კარგად იცის,  რა გვინდა მისგანო. მაგრამ, მინდა სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო ვერასოდეს კონკრეტული პასუხი ჩვენ მათგან არც ერთ თემაზე არ მიგვიღია.

და შემდეგ მოხდა სერიოზული გართულება. იმიტომ, რომ ჩვენ ჩავკეტეთ კონტრაბანდა ცხინვალიდან, რუსეთმა შემოიყვანა დიდძალი ტექნიკა. აგვისტოში მოხდა სამხედრო პროვოკაციები და ალაგირში.  საზღვრის მეორე მხარეს მინდორში იდგა რამდენიმე ასეული ჯავშანტექნიკა, 25 ცალი "მი–24", რამდენიმე ათასი ჯარისკაცი. სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ მაშინდელი საქართველოს შეიარაღებული ძალები რამდენიმე საათში გამოეყარათ ცხინვალიდან.

აი, ეს იყო ჩვენი  განვრცობა ამ ურთიერთობის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ  ჩვენ ბევრი რამე შევთავაზეთ მათ: ჯერ ერთი, ჩვენ გამოვედით მთელი რიგი სამშვიდობო, მაგალითად, ცხინვალთან მიმართებაში, ჩვენ ვეუბნებით რუსეთს, რომ, –   თუ თქვენი ინტერესია, რომ ოსებს ჰქონდეთ ავტონომია, რომ   თქვენ გამოცხადდეთ გამარჯვებულად, აი თქვენ ხომ იძახით, რომ  აი, ქართველებმა  გაუუქმეს ოსებს ავტონომია, – მოდით, თქვენ გვაიძულეთ, – აი, ამ სიტყვებით ვეუბნებით, – გვაიძულეთ, რომ დავუბრუნოთ ოსებს ავტონომია, დადექით გარანტებად მათი ავტონომიის, თქვენც გამარჯვებული იქნებით, ჩვენც გამარჯვებული ვიქნებით, ოსებიც აყვავდებიან და ყველანი ვიქნებით ბედნიერები.

ლევან ვეფხვაძე:

ბატონო მიხეილ, ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, აქ, ბატონი ეროსი კიწმარიშვილი იყო  ჩვენთან რამოდენიმე დღის წინ.

მიხეილ სააკაშვილი:

თქვენ, როგორც კლასიკოსი, ისე იმოწმებთ ამ კაცს უკვე...

ლევან ვეფხვაძე:

ხო, არა, იმიტომ, რომ მან გააკეთა განცხადებები და, შესაბამისად, ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს განცხადებები შემდგომში თქვენთან, პირად წყაროსთან გადავამოწმოთ. პირველი, რაც მან ბრძანა თქვენი და პუტინის პირველი შეხვედრის შემდეგ, პუტინმა ამ შეხვედრაზე თქვენ გითხრათ, რომ ის აფხაზეთის თემის განხილვისთვის  მზად არ არის, მაგრამ მზად არის, დაიწყოს განხილვა სამხრეთ ოსეთის თემასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი:

არ ვიცი, ამ ადამიანს სად უნდა  გაეგო ეს. ალბათ, "ალიაში" ამოიკითხა ან "ასავალ–დასავალში", დიდი  ხანია "ასავალ–დასავალი" არ წამიკითხავს.

ლევან ვეფხვაძე:

და  მეორეს დავამატებ, რაც  მან თქვა. აგვისტო ახსენეთ თქვენ. მან ბრძანა, რომ აგვისტოში საქართველოს ხელისუფლება განიხილავდა,   მან დაასახელა კონკრეტული თარიღიც, კონკრეტული პიროვნებები, ვინც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, განიხილავდა სამხრეთ ოსეთში ძალის  ანუ სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას.

მიხეილ სააკაშვილი:

რომელ აგვისტოში?

ლევან ვეფხვაძე:

2004 წლის აგვისტოში.

მიხეილ სააკაშვილი:

2004 წლის აგვისტოში ჩვენ ჩავატარეთ ანტიკონტრაბანდული ოპერაცია. მე მივიღე გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ვითარება გართულდა ყველა საჯარისო ფორმირების იქიდან გამოყვანის. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ნუ, რაც შეეხება, ეხლა, პირველად სპეკულაციებს.

ეხლა, ჩვენ შეგვიძლია  ბევრი, გადაშალეთ გაზეთები ბევრი რაღაც  წერია, მე გიყვებით იმას, რაც იყო თუ გაინტერესებთ, გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოყოლას. შემდეგ მოხდა ეს პროვოკავიები, რომელიც მე გითხარით, ეს გაზის გადაკეტვა. შემდეგ დენის გათიშვა, სამხედრო, ემბარგო და 2006 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც მოხდა პირველი, აი, ის ჯაშუშების გადაცემა რუსეთისთვის.

პუტინი ჩავიდა, რუსეთის ტელევიზია ალაპარაკდა, რომ მოხდება საქართველოს და რუსეთს შორის ომი. ძალიან დიდ სამხედრო რიტორიკა იყო, იყო, აი ეხლა ვჭედავთ საქართველოს, დაიწყეს ქართველების დეპორტირება რუსეთიდან და  აი, ამ გარემოებებში  პრეზიდენტი პუტინი ჩავიდა ევროკავშირის სამიტზე, ფინურ ქალაქ ლაჰტიში და  წაუკითხა ნამდვილი ნოტაცია ევროკავშირის ლიდერებს იმის შესახებ, რომ საქართველო აპირებს პატარა ერების – ოსების და აფხაზების განადგურებას, ომის დაწყებას და დაგვადანაშაულა გენოციდის მცდელობაში.ზუსტად ის რიტორიკა, რაც იქნა გამოყენებული წელს.

მაგრამ იქ, მე თქვენ გეტყვით როგორ გაიმართა სხდომა. ბევრი ჩვენი მეგობარი ესწრებოდა,  წინასწარ იყო შეთანხმებული. პუტინის გამოსვლა იყო ძალიან აგრესიული და შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა შირაკმა, რომელიც იყო მისი მეგობარი და მოკავშირე, თქვა, – რომ კარგი, კარგი, დავანებოთ თავი ამ თემას  და გადავიდეთ სხვა თემებზე. და ერთი წუთით ავსტრიის კანცლერმა აიღო სიტყვა, შისელმა თქვა, – მოდით, დავილაპარაკოთ  ამ თემაზე, გვაინტერესებს,  ერთი, ეს თემა ბოლომდე. და მერე სიტყვა აიღო უკლებლივ ყველა ლიდერმა, მათ შორის, დღევანდელმა ჩვენმა სტუმარმა დანიის პრემიერ–მინისტრმა და ყველამ მკაცრად გააკრიტიკა  ... პუტინი.

და  ევროკავშირმა, პრაქტიკულად,  სრულიად ...  გამოიჩინა მისი აგრესიული  რიტორიკის მიმართ.  შემდეგ კონდოლიზა რაისი ჩავიდა  მოსკოვში, ძალიან მკაცრი საუბარი ჰქონდა  პუტინთან იმ დონეზე, რაც მე ვიცი, რომ რაღაც მომენტში თითქმის ჩაიშალა  ეს მოლაპარაკებები. მაგრამ მაინც მესიჯი, როგორც იტყვიან,  მიიღო და ერთ კვირაში თემა, საქართველო და ომის შესახებ გაქრა რუსული ტელევიზიების ეკრანებიდან.

მაგრამ მე შემდეგ ვიყავი  მინსკში დსთ–ს  სამიტზე და იქ მქონდა მასთან, პუტინთან  ძალიან უსიამოვნო საუბარი. მან ჯერ დამტუქსა ჯაშუშების გამო, მერე მითხრა, რომ  მე ვიცი, რომ  ეკონომიკური ემბარგო არ მუშაობს, სამწუხაროდ, მან ეს იცოდა, იქნებ,  რომ ჩაეთვალა, რომ  დავიღუპეთ და დავიქცევით, მეტი არაფერი არც  გაეკეთებინა, მაგრამ, –  ვნახავთ, – მე თქვენ მოგიწყობთ ჩრდილოეთ კვიპროსს, – რას ნიშნავს ჩრდილოეთ კვიპროსი? ჩრდილოეთ კვიპროსის   სცენარი,  მისი გაგებით,  ეს არის სამხედრო  ინტერვენცია,  მეორე სხვა ქვეყანაში და  მისი ტერიტორიის  სამხედრო ოკუპაციის ქვეშ მოქცევა და მერე მისი ცნობა –  სრულიად  განსაზღვრული სამხედრო პოლიტიკური სცენარი.  მაშინ კოსოვო არ იყო ჰორიზონტზე, მან აიღო ის სცენარი, რაც განახორციელა ოღონდ  სხვა ... დაერქვა  მაშინ კვიპროსის  სცენარი.

სხვათა შორის, იგივე  უთხრა რამდენიმე დასავლელ ლიდერს. ჩემს ყველა მცდელობაზე,  რომელიც  იყო, – კარგით, მოდით,  ვილაპარაკოთ, რა გინდათ თქვენ  ჩენგან ზუსტად? – გვინდა, – ესეთი პასუხი იყო ფუნდამენტურად, –შეცვალოთ  თქვენი საქციელი და, –   მოდით, ვეუბნებით, მოდი, იქნებ,  დავილაპარაკოთ, – არა, ჯერ თქვენ შეცვალეთ საქციელი და მერე  დავილაპარაკოთ  კონკრეტიკაზე,  ყველაფერი გამოცვალეთ,  რასაც თქვენ აკეთებთ.

მე უნდა გითხრათ, კიდევ ერთხელ, რომ  უფრო ეს იყო მცდელობა, რომ ქართული სახელმწიფოს  წარმატებული მოდელი, ეკონომიკური  რეფორმებით,  დემოკრატიით, თავისუფალი სიტყვის გამოხატვით, დასავლეთთან, ევროპასთან ინტეგრაციით, ეს ყველაფერი ფუნდამენტურად, იდეოლოგიურად მიუღებელი იყო იმ ავტორიტარული  მოდელისთვის, რომლის დანერგვასაც   ეს კონკრეტული  ხელმძღვანელობა ცდილობდა  მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. 

ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ის, რომ ჩაითვალა  2004 –ში ჯერ ჩვენ იმდენად  დიდ საფრთხედ არ გვთვლიდნენ, 2004 წლის ნოემბერ–დეკემბერში მოხდა  რევოლუცია უკრაინაში და უკრაინული რევოლუციის ლიდერი ამბობდა, რომ მათ აიღეს საქართველოს მაგალითი, აი, მაშინ  ჩვენ ჩავითვალეთ უკვე  სასიკვდილო საფრთხეთ. მაშინ უკვე სიტუაცია ჩვენ ძალიან გაგვირთულდა. ამიტომ და მერე დაიწყო  დაგეგმარება. მე მახსოვს უკრაინის  რევოლუციის შემდეგ  დაიბარეს  რუსული ენერგოკორპორაციების  წარმომადგენლები  კრემლში და ჰკითხეს, – როგორ  შეიძლება, რომ საქართველოს  გავუთიშოთ დენიც და გაზიც და, მათ თქვეს  მაშინ, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია და მერე იცით, რომ  იფიქრეს დიდხანს და  რამდენიმე ხნის შემდეგ განახორციელეს  პირდაპირი აფეთქებები  ჩრდილო კავკასიის მიმართულებით. 

ასე რომ, ჩვენ, სამწუხაროდ, ფუნდამენტურად გვქონდა მთავარ საკითხზე შეთანხმება ამ ტიპის. ჩემი დასკვნა, საბოლოო ჯამში, იყო ეს, ამ ტიპის, ამ პოლიტიკური სისტემის, ამ არჩევანის თავისუფლების პირობებში, საქართველოს არსებობა დღევანდელი ხელმძღვანელობის მოსკოვში, არის, სამწუხაროდ, ფუნდამენტურად მიუღებელი. აქ არ არის არც პიროვნული შეუთავსებლობა. მე დღესაც კი მინდა გითხრათ, რომ არანაირი გაღიზიანება, პიროვნული, არა მაქვს არც პუტინის და არც პრეზიდენტ მედვედევის მიმართ. ეს არის ფუნდამენტური შეუთავსებლობა. ის, რომ ისინი თვლიან, რომ ჩვენი არსებობა ეს არის მათი სერიოზული პრობლემა და მათი სერიოზული მარცხი  და ამის გამოსწორება როგორ უნდა მოხდეს, მე  მართალი გითხრათ, ბოლომდე არ ვიცი. მე ვფიქრობ, ამის გამოსწორება გრძელვადიანად არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციაში, რუსეთის შემდგომ ცივილიზებულ, იმედია, განვითარებაში, რუსეთის დემოკრატიზაციაში, რუსეთის ცივილიზებულ ურთიერთობებში დანარჩენ ევროპულ და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ზოგადად და როგორც დღეს რუსეთს ნაკლები აქვს ფინეთთან ვიდრე, ვთქვათ, ჰქონდა სტალინის დროს 1939 წელს და ჩვენ არ გვინდა ამდენი ხანი ცდა, იმედია, ასევე ნაკლები პრობლემა ექნება ჩვენთან უახლოეს მომავალში. როგორც დღეს რუსეთი აღარ აყენებს ეჭვქვეშ დამოუკიდებელი ჩეხეთის, დამოუკიდებელი სლოვაკეთის, დამოუკიდებელი უნგრეთის არსებობას, იმედია, ასევე აღარ დააყენებს ის დამოუკიდებელი უკრაინის ან დამოუკიდებელი საქართველოს არსებობას ეჭვქვეშ.

სამი ფუნდამენტური თეზისი ჰქონდათ ყოველთვის რუსებს ჩვენთან. პირველი, რომ საქართველოში მოგვიწყობდნენ ჩრდილო კვიპროსს და საერთოდ, პრობლემები გვექნება. მეორე, რომ უკრაინა არ არის ნამდვილი ქვეყანა, ეს არის ტერიტორია. მესამე, ბალტიის  ქვეყნების დაცვა ნატოს არ შეუძლია. პირველი მათ უკვე განახორციელეს. მე ვშიშობ, რომ მეორე და მესამე კიდევ არის მათ პროგრამაში. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. ჩვენ, ჯერ ერთი, სერიოზული შეთავაზება გავუკეთეთ ავტონომიაზე, რომ რუსეთი ყოფილიყო გარანტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის. ჩვენ აფხაზეთს გავუკეთეთ ძალიან ფართო ავტონომიის შეთავაზება. ისევ შევთავაზეთ რუსეთს, რომ ყოფილყო ფართო გარანტი მათი ავტონომიის.

ივნისის თვეში, მე გავუგზავნე პრეზიდენტ მედვედევს წერილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და ვიფიქრე, აი, რა შეიძლება შევთავაზო ისეთი, რომ აი, ომი თუ არ უნდათ, რომ რაღაცაზე დაკმაყოფილდნენ. ვიცი, რომ მათ მოსწონთ კურორტები, ბიჭვინთა, გაგრა, ნუ, სოხუმი. ვიცი, რომ მათ ქონება აქვთ შეძენილი იქ, იაფად ხელში ჩაგდებული და ვუთხარი, რომ, – კი, ბატონო, ჩვენ მზად ვართ, თქვენი ეკონომიკური ინტერესები აქ, ჩვენ მზად ვართ, დავაკანონოთ ჩვენი  ხელშეკრულების პირობებში, თქვენი სამშვიდობო ჯარების არსებობა უფრო ჩრდილოეთით, მაგალითად,  მდინარე კოდორზე, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული და დაცული იქნება და ტერიტორიაზე ჩვენ არ ვვაჭრობთ, ტერიტორიით არ ვვაჭრობთ, მაგრამ რეალურად, დაგიკანონდებათ ეკონომიკური ინტერესები, პოლიტიკური ყოფნა. ვილაპარაკეთ იმაზე, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციები გავხსნათ, რაც სოჭის ოლიმპიადისთვის იქნებოდა კარგი და ჩვენ ვუჭერდით მხარს სოჭის ოლიმპიადას ბოლო დრომდე და სამაგიეროდ, შეგვაყვანინეთ პირველ ეტაპზე დევნილები 80 კილომეტრზე მდინარე კოდორამდე, 80 კილომეტრის მანზილზე, შევქმნათ აქ შერეული ადმინისტრაცია ან საერთაშორისო ადმინისტრაცია, შევქმნათ თავისუფალი ეკონომიკური ზონა. მივცეთ ხალხს საშუალება, რომ განვითარდეს და დავანახოთ მაგალითი განვითარებით და ეკონომიკური წარმატებით როგორ შეიძლება კონფლიქტების მოგვარება. აღგვედგინა მატარებელი მოსკოვი–თბილისი–ერევანი, გაგვეხსნა კომუნიკაციები, ხალხისთვის მიგვეცა საშუალება ერთმანეთთან ურთიერთობის და მე მიმაჩნია, ეს იყო კონფლიქტის გადაწყვეტის ძალიან კარგი გეგმა. უფრო გრძელვადიანი გეგმა, მაგრამ რომელიც ასევე, შედიოდა რუსეთის მშვიდობიან, თეორიულად მშვიდობიან ინტერესებში.

ამაზე ჩვენ მივიღეთ ძალიან უკმეხი პასუხი. შემდეგ შტაინმაიერი ჩაერთო პროცესში, მანამდე ევროკავშირმა მოიწონა ჩვენი გეგმა, ეუთომ მოიწონა ჩვენი სამშვიდობო გეგმა საჯაროდ. შტაინმაიერმა ჩამოიტანა არც თუ იდეალური გეგმა, რომელიც ჩვენ სამშვიდობო გეგმაზე უფრო სუსტი იყო, მაგრამ ჩვენ ამასაც დავთანხმდით. ივლისის ბოლოს, რუსებმა, თითქოს დათანხმდნენ, მერე აფხაზებმა თქვეს, მოდით, გადავდოთ კონფერენცია აგვისტოს ბოლომდე. აი, ეს თვე აიღეს, ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე. საკითავია რატომ? კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა და ასევე, რუსეთთან ჰქონდა ურთიერთობა. რუსებმა თქვეს, – მოდით, განვიხილოთ ეს საკითხი სექტემბერში. კიდევ საკითხავია, რატომ უნდოდათ მათ ტაიმ–აუტის აღება აგვისტოს თვისთვის. ასე რომ, და მე ვიცი, ეს გეგმა, რომელიც, რომელმაც გაჟონა, მინდა ვთქვა, რომ ეს წერილი არ დამირეკლამებია იმიტომ, რომ მოლაპარაკების პროცესში ვიყავით და არ გვინდოდა, რომ გაზეთებით გველაპარაკა ერთმანეთთან. გაჟონა ამან რუსულ პრესაში და რეაქცია საქართველოსი იყო ძალიან მწვავე. მე მაქსიმალურად გამაგებინეს, მაგრამ მიმაჩნდა, რომ უნდა ამეღო ჩემს თავზე ეს პასუხისმგებლობა, გამბედაობა, მაქსიმალურად გამბედავი და მოქნილი გეგმა შემეთავაზებინა რუსებისთვის. იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ მთავარი ფასეულობა იმ ეტაპზე, იყო ჩვენთვის მშვიდობა და დროის მოგება.

პაატა დავითაია:

გაყოფის გეგმა ხომ არ იყო, გაყოფის?

მიხეილ სააკაშვილი:

არა, ეს ნამდვილად არ იყო გაყოფის გეგმა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ეს იყო ეტაპობრივი გადაწყვეტის გეგმა. არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად გადაწყვეტის გეგმა, რუსული ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტერესების გათვალისწინებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, კონფლიქტის მთლიანად მოგვარების გარკვეული პერიოდით გადადების ხარჯზე. მაგრამ იმის ხარჯზე, რომ, მინიმუმ, ნახევარ დევნილებს ჩვენ დავაბრუნებდით იმის გამო, ამის შედეგად და რეალურად დაიწყებოდა ინტეგრაციის და გაერთიანების პროცესი. მაგრამ ეს იქნებოდა დროში გაწელილი პროცესი. ამიტომ, როცა ამას ვთaვაზობდით, მე მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ არანირ ბლიცკრიგებზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ, მით უმეტეს, ვისთან ბლიცკრიგზე, რუსეთთან ბლიცკრიგზე? ჩვენ ხომ ვნახეთ, როგორ ჩაერია რუსეთი აფხაზეთის არჩევნებში, როცა საერთოდ  ამის თავი არ ტკიოდა, 2005 წლის იანვარში. უკრაინაში ჰქონდა წაგებული ახლახან არჩევნები. როგორ ჩაერივნენ ისინი არჩევნებში! მე კარგად მახსოვს პუტინის მუქარა 2004 წლის გაზაფხულზე: ჩვენ არ დავუშვებთ, ყველა მეთოდით არ დავუშვებთ აფხაზეთის საკითხის სამხედრო გადაწყვეტას. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ რუსეთი აფხაზეთისთვის მთელი თავისი ძალებით იბრძოლებდა.  და ჩვენი მთავარი პრობლემა იყო, რომ კოდორზე არ ყოფილიყო შეტევა და კოდორის გამაგრებაზე ყველანაირ, ათასგვარ გეგმებს ვაწყობდით. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთმა ეს გეგმა მთლიანად უარყო და სრულიად  ნათელი იყო ჩემთვის უკვე, რომ სიტუაცია, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო რკინიგზა დამთავრდა, უფრო სწორად, სამხედრო ტექნიკის გასატარებლად რკინიგზა დამთავრდა და ამ "მიგ"-ებმა ყველაფრის მონიშვნა გააკეთეს იქ, ტყვარჩელის გარშემო და კოდორის მიმართულებით, გალის მიმართულებით გახშირდა პროვოკაციები,  ჩემთვის დღესავით ნათელი იყო, რომ ბევრად უფრო უარესი მზადდება, ვიდრე ეს ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა. შეგვეძლო თუ არა ჩვენ სხვანაირად რუსეთთან ურთიერთობა. ჩვენ, და რუსეთთან ურთიერთობა, ალბათ, შეიძლება, რაღაც შეცდომები, შეიძლება, დაშვებული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ  ფუნდამენტური ფასეულობა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე ჩვენ ვერანაირ შეთანხმებაში ვერ შევალთ, ხალხო. ჩვენ არ მოგვცა ამის უფლება ისტორიამ. თქვენ იძახით...  გვინდა თუ არა რუსეთთან მოლაპარაკება. ჩვენ ვართ რუსეთთან მოლაპარაკების რეჟიმში ჟენევაში. ჩვენ შევინარჩუნეთ საკონსულო ურთიერთობები იმიტომ, რომ ეს შედის ორივე ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ჰუმანიტარულ ინტერესებში, მაგრამ ნუ მომთხოვთ მე, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი დავთანხმდე იმას, რომ რუსეთს ჰქონდეს ერთი საელჩო სოხუმში, მეორე საელჩო - ცხინვალში, აქვე ყურის ძირში და მესამე - თბილისში. ეს იქნება დაცინვა ყველანაირი საერთშორისო სამართლებრივი ნორმის და ეს იქნება საქართველოს ღირსების, სუვერენიტეტის და მთავარი სამართლებრივი პრინციპების აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელვა. რუსეთთან ურთიერთობები ჩვენ აუცილებლად გვექნება. მე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ რუსს საქართველოში თმა არ ჩამოვარდნია თავიდან, მე ვიცი ეს განწყობა, რაც არის. ამას წინათ ჩემს მეუღლეს ჰყავდა წაყვანილი ორდღიან ექსკურსიაზე დუხობორები წალკიდან და ნინოწმინდიდან, ვიცი, რომ ეს ხალხი ძაან...მიუხედავად იმისა, რომ მათ პატიჟებდნენ რუსეთში, არავინ არ წავიდა, ეს არის მათი სამშობლო, ისინი არიან ქართველი რუსები. და უფრო მეტიც. ამას წინათ რამდენიმე ყოფილი რუსი სამხედრო ვნახე ბათუმში, მაგალითად, დადიოდნენ ასე, ისინი თავს გრძნობდნენ კარგად, იქ მსახურობდნენ, მერე დარჩნენ და ეს, როგორც ჩანს ამ ხალხშიც არის ქართული პატრიოტიზმი. ის კი არა  ბორისოვიც, როგორც ჩანს, თავს დებდა  საქართველოს პატრიოტიზმზე, ოღონდ თავისებური გაგებით. კახასთან მქონდა ინტენსიური  ურთიერთობები ამ თემაზე. მაგრამ მთელი არსი არის იმაში, რომ ამ ხალს, ამ ხალხმა უნდა, ეს  ხალხი უნდა მიხვდეს, მე ვამბობ ხელმძღვანელობაზე, მთავრობაზე, რომ საქართველოსთან შესაძლებელია ურთიერთობა როგორც ერთიან, ფედერალურ, ყველა უფლებების დაცვის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ავტონომიებთან და ერთიან სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთან, ერთიან სუბიექტთან და ამ შემთხვევაში ჩვენ, დარწმუნებული ვარ, მომავალში გვექნება ძალიან კარგი ურთიერთობა. მე ყოველთვის ვეუბნებოდი რუსეთის  ხელმძღვანელებს ამ შეხვედრების დროს, მე შემიძლია საათობით ვიკითხო, ვუკითხო მათ მანდელშტამის, ესენინის, ვისოცკის, ჩვენი მოძმე ოკუჯავას და  ბევრი სხვა გამოჩენილი პოეტის ლექსები. არა მგონია, რომ  ყველა "ეფ-ეს-ბე"-ს პოლკოვნიკმა,  გენერალი, რომელიც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს, ამაში შემეჯიბროს, შეიძლება სხვა რამეში მაჯობონ. მე ძალიან მიყვარს რუსი ხალხი, პატივს ვცემ მას, მაგრამ მე ყველაზე მეტად მიყვარს  ჩემი ქვეყანა და მიყვარს სამართლიანობა და მე ვეუბნებოდი მათ,  თქვენ, შეიძლება შემდეგმა არა, მაგრამ შემდეგის შემდეგმა ქართველმა პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა ერთი სიტყვა არ იცოდეს რუსულად. თქვენ გაქვთ ბევრად მეტი გავლენა დღეს ჩვენზე, ვიდრე  შეგიძლიათ მოიპოვოთ სამხედრო პროვოკაციებით ან ჩვენი ტერიტორიების დაყოფით. თქვენ შეგიძლიათ რეალურად იყოთ საქართველოს ...იმიტომ, რომ ქართველ ხალხს  უყვარს თქვენი კულტურა, თქვენ გიყვართ ჩვენი კულტურა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთის ნახვა სხვადასხვა სიტუაციებში, ჩვენ  გვიყვარს, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მეტი ქართული რესტორანი არის მოსკოვში. ჩვენ მართლა ვართ ერთნი, ბევრი გაგებით ჩვენ ბევრი რამე გვაერთიანებს. მაგრამ, იმ პირობებში, როცა ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემდით, ჩვენ ვცემთ პატივს მათ,  ჩვენი არც ერთი ჯარისკაცი მათ ტერიტორიაზე არ არის, მათი ჯარისკაცები ჩვენ გვესვრიან ახალგორში. მათი ჯარისკაცები დგანან ენგურის ხიდზე. ქალაქ ახალგორს XXI საუკუნეში დაარქვეს ლენინგორი. აფხაზეთში აშენებენ ახალ ბერლინის კედელს. ჩვენ ვიმყოფებით XXI საუკუნის ევროპულ ქვეყანაში, ხალხო. ასე, რომ, მე ვფიქრობ, ამას პერსპექტივა არა აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ვართ რაღაც  კოშმარულ სტადიაზე და  ამის შენაჩუნება, დაუსჯელად ამისი გაკეთება  ყველა ისტორიული პრინციპით არის შეუძლებელი და თუ ეს მათ შეინარჩუნეს,  სიტუაცია ბევრად უფრო გაუარესდება იქ და მერე ყველა დანარჩენს ექნება პრობლემები მათ გარშემო და ბევრად უფრო გაუარესდება,  სანამ გაუმჯობესდება. რომ გაუმჯობესდება  იქაც, მე ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, რაც უფრო კარგ ფორმაში იქნება საქართველო, მით უფრო ადვილი იქნება რუსეთთან ყველაზე უფრო გადაუწყვეტლი პრობლემების გადაწყვეტაც კი. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა, ჩვენ არ, . . .  ღმერთია მოწამე, რომ ჩვენი ნებით არ შეგვიქმნია ეს პრობლემები და ყველაზე მეტი მოსურნე ჩვენ ვართ, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს, მაგრამ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა, ჩვენი ხელის ჩამორთმევა, მე, იცით, რომ ხელი გავუწოდე პირველ არჩევნებზე. მეორე არჩევნებზე ვთქვი, რომ მოდით, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი. ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ხელს ჩამოვართმევთ ერთმანეთს  ფსოუზე და როკის გვირაბში თუ არა, ლარსზე, სადმე იქ, უფრო ნათელ ადგილზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, ვივლით  ერთმანეთთან სტუმრად ტანკების გარეშე.

გივი თარგამაძე:

თქვენ ევროატლანტიკური  ინტეგრაცია ახსენეთ და ზუსტად ამ თემაზე მინდა გკითხოთ. თვლით თუ არა, რომ  ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა საქართველოს ნატოში ინტეგრირების პერსპექტივები, საერთოდ, ამერიკის ადმინისტრაციის ახალი განცხადებების ფონზე რა მოლოდინები გაქვთ დეკემბრის სამიტთან დაკავშირებით და ასევე მიგაჩნიათ თუ არა, რომ  გარდა პოლიტიკური საკითხებისა, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების არადამაჯერებელი ტემპები არის შემაფერხებელი ფაქტორი ნატოში ინტეგრირების გზაზე. გმადლობთ.

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა გითხრათ, რომ როცა ვლაპარაკობდი რუსეთის სტრატეგიულ ამოცანებზე საქართველოში ინტერვენციის, შეიძლება გამომრჩა, მაგრამ იგულისხმებოდა, ეს არის  საქართველოს ნატოში გაწევრიანების  არდაშვება, საქართველოს და უკრაინის, იმიტომ, რომ ჩვენ პაკეტში გავდივართ.მთავარი მიზანი ამ ომის, ერთ–ერთი იყო, რომ ნატოს გამოეცხადებინა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილებები გაუქმებულია და საქართველო ვაღარ გახდება ამ ახალ გარემოებებში ნატოს წევრი. ნატო მყარად აცხადებს, მათ შორის, ყველაზე სკეპტიკური ქვეყანა, გერმანიაც, რომ მიუხედავად აგვისტოს  აგრესიისა, საქართველო მაინც  გახდება ნატოს წევრი. ეს არის პირველი სერიოზული გამარჯვება. მეორე, რაც შეეხება ამ ყბადაღებულ მაპს. ეხლა ეს მაპიც, თავის დროზე მოიგონეს რამდენიმე ქვეყნისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის იმიტომ, რომ ეს იყო სტადია იქ გაწევრიანების. მანამდე იყო ინტენსიური დიალოგი, რომელიც ჩეხეთისთვის სპეციალურად მოიგონეს, ჩეხოსლოვაკიისთვის ვლაცლავ ჰაველის დროს. სხვათა შორის, იმ ვლაცლავ ჰაველის, რომელმაც თქვა, რომ ზუსტად აგონებს ეს შემოტევა საქართველოში სუდეტენლენდცს, სუდეტენლენდცში გერმანიის ოკუპაციას,  ჩეხოსლოვაკიის და მიუნჰენის . .. შეთანხმების შედეგად ამ სირცხვილს, რომელიც მაშინ ნახა ევროპამ.  ასე რომ, ჩვენ  გვინდა ნატოში შესვლა, მაპი კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ნატოში შესვლა. თუ მოიფიქრებენ რამე სხვა მექანიზმს, როგორ შეიძლება  საქართველო შევიდეს ნატოში, ეს  იქნება ძალიან მისასალმებელი. სწორედ ეს იყო ბოლოს ამერიკის და ბრიტანეთის ერთობლივი ინიციატივა. იქნება ეს ძნელი გზა? იქნება ძნელი გზა. იქნება პროვოკაციები? იქნება პროვოკაციები, მაგრამ ჩვენ რა სხვა გამოსავალი გვაქვს.  ჩვენ სხვა რა გარანტია გვაქვს ჩვენი უსაფრთხოების. ჩვენ ერთის მხრივ, მაგრამ ჩვენ იქ შევდივართ არა იმიტომ, რომ ჩვენ  ნატო დაგვიბრუნებს აფხაზეთს ან ცხინვალს. ჩვენ ნატოში შესვლა გვინდა იმისათვის, რომ საქართველო განვითარდეს და  სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს და კონსოლიდაცია მოახდინოს, იმისათვის, რომ  ჩვენ თვითონ ვიყოთ  ამ დიდი სისტემის  მონაწილეები, რომ ჩვენც დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენც დავეხმაროთ, ჩვენც ვიყოთ  ამ დიდი გლობალური  საკითხების გადაწყვეტის ნაწილი. როცა შენ ეფექტური ხარ, როცა შენგანაც რაღაც  სარგებელია, მაშინ  უფრო გეხმარებიან და არა პირიქით, სრულიად უსარგებლო, უმწეო ქვეყნები არავის არ სჭირდება. ამიტომ  მე  რახან,  იგივე  უცხოურ დახმარებას როცა ვიღებ, და იმედია, პარლამენტი გააკონტროლებს, ახლა ეს  გამოცხადდა,  ოთხ-ნახევარი, ხუთი მილიარდი მივიღეთ,  ეს  არ უნდა ჩაითვალოს, რომ სადღაც   ბაქრაძის ან  ჩემს  ოთახში ინახება. ეს წლების განმავლობა დასჭირდება ამას, რომ წამოვიდეს და, იმედია, თქვენ ამას გააკონტროლებთ, მაგრამ მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს  ჩამოკიდებული უცხოურ  დახმარებას. ჩვენ ნამდვილი ეკონომიკა უნდა გვქონდეს, ნამდვილი შემოსავალი უნდა ჰქონდეს ხალხს სახლში, ნამდვილი სამუშაო ადგილები  უნდა იქმნებოდეს. ჩვენ  არ შეიძლება, რომ გავხდეთ მორიგი პალესტინის  ოკუპირებული ადმინისტრაცია, რომელიმე სხვა  წარმონაქმნი, რომელიც  მუდმივად  ცხოვრობს უცხოურ დახმარებაზე,  საქართველოს  თავმოყვარეობა, ღირსება, უბრალოდ,  პრაგმატული გათვლა არის იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ  ჩვენს ფეხზე მყარად მდგომები და იგივე ეხება ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ უნდა შეგვეძლოს თავის დაცვა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ღირსეულად  წინააღმდეგობის გაწევაც და ღირსეული პარტნიორობაც ყველა საკითხში და ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ნატოს მიმართ პერსპექტივა გვაქვს. მე მიმაჩნია,  ბევრი რაღაც გადაწყდება  უფრო გაზაფხულისკენ, თუმცა, ახლა იმედია, რომ სერიოზული  მხარდაჭერა გამოთქმული იქნება ჩვენ მიმართ, მხარდაჭერა  არა მხოლოდ არ შემცირდა, არამედ ფართოვდება. კიდევ ერთხელ  გითხარით, რომ არსებობს  ცნობილი ქვეყნები.  გერმანიაში არის არჩევნები მომავალ წელს და ეს არის დიდი შიდასაარჩევნო თემა სხვადასხვა პარტიებს შორის. და მეორე კიდევ.  ერთ- ერთ ქვეყანაში ეს  საკითხი დგას, მაგრამ დღეს, უყურებთ  თქვენ, ალბათ, დანიის პრემიერ–მინისტრს, რომელიც  არ არის,  ვთქვათ, ბალტიის ქვეყანა  და, ვთქვათ,  ავტომატურად არ გამოხატავს ჩვენი ტრადიციული  მოკავშირეების ინტერესებს, ეს არის,  ყველაზე მყარად დაუჭირა მხარი  საქართველოს  ნატოში გაწევრიანების  ამბიციას. და ეს  კიდევ  ბევრ  დასავლურ  ტრადიციულ ევროპის, ძველი ევროპის ქვეყანას ეხება. ინგლისი არის ძალიან აქტიური, ამერიკის  ადმინისტრაცია დიდ  მხარდაჭერას გამოხატავს, სხვათა შორის, იყო  სპეკულაციები  წინა დღეებში, რომ ამერიკა  უკან დაიხევდა,  მსგავსი არაფერი არ მოხდა, პირიქით, კიდევ უფრო  აქტიურები არიან, ვიდრე  აპრილში და  თან დღეს ყველა  მათი მოქმედება თანხმდება უკვე  ახალ ადმინისტრაციასთან, მინდა ვთქვა, და, რამდენაც მე ვიცი.  ასე რომ, და არ ვიცი, ზუსტად  ამ დეტალებზე იყო  თუ არა საუბარი,  ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ, ძირითადში, ამერიკის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება. ასე, რომ  მე,  ძირითადში, ვარ  ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი. ეს არის  არა იმ საკითხის, იქნება თუ არა, არამედ როდის.  კიდევ რა კითხვა გქონდათ?

ლევან ვეფხვაძე:

ბატონო მიხეილ,  მე თქვენს განცხადებას მინდა დავუბრუნდე, რომელსაც თქვენ  იმ დღეებში აკეთებდით. თქვენ როგორ ფიქრობთ ... ნაწილი მიიჩნევს,  ეს განცხადება იყო საკმაოდ სერიოზული  საფრთხის შემცველი და  უფრო რადიკალურობის, რომლებიც ამბობენ, რომ  ეს განცხადება  იყო სახელმწიფო საიდუმლოების ...

მიხეილ სააკაშვილი:

რომელი განცხადება?

ლევან ვეფხვაძე:

აი, გეტყვით ეხლა. ეს შეეხება, 12–ში თუ 13–ში საღამოს თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ქართული ჯარის საკმაოდ დიდი ნაწილი, უმეტესი ნაწილი, არის გადარჩენილი, მათ შორის, სამხედრო ტექნიკის და არიან ტყეში.

მიხეილ სააკაშვილი:

მე ვთქვი, რომ ტყეში არიან? რაღაც ვერ ვიხსენებ.

კახა ლომაია (რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას):

განცხადება იყო, რომ ქართული ჯარის ძირითადი ნაწილი უვნებელია და ბრძოლისუნარიანია და ჩვენ გვაქვს რესურსები, მათ შორის, ტყეში იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, თუ ამის საჭიროება დადგა. თქვენი კითხვა, მე მგონი, იმეორებს ქალბატონი ბურჯანაძის ერთ–ერთ კითხვას.

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მართლაც გადავარჩინეთ ჩვენი საბრძოლო ტექნიკის და ჯარის აბსოლუტური, აბსოლუტური კი არა, პრაქტიკულად ყველაფერი. სწორად თქვა გუშინ ვანო მერაბიშვილმა. მაგალითდ, ბორჯომის ხეობაში ყველა მაცხოვრებელმა იცოდა. სად იყო ქართული ტანკები ჩაფლული და ნუ, აი, ყველა ცალ-ცალკე დაკითხეს, ფულს სთავაზობდნენ, ყველაფერს და არავინ არ გაგვთქვა. აი ეს არის კონსოლიდირებული, ერთიანი საზოგადოება. ესეთივე, ზუგდიდში გაჰქონდათ ჩვენი "ბუკის" დანადგარი და ადგილობრივი, სამეგრელოს პოლიცია, ჩვეულებრივმა რიგითმა პოლიციელებმა ესროლეს და აუფეთქეს ის გზაში. და მე არასდროს არ დამავიწყდება, მაგალითად, სამეგრელოს მოსახლეობა როგორ გმირულად უწევდა წინააღმდეგობას ოკუპანტებს. აბსოლუტური ღირსებით, ზემოდან ქვემოთ ყურებით ისინი შემოვიდნენ და დაიწყეს ეხლა, რომ იფიქრეს, რომ ესენი შეხვდებოდნენ ხელგაშლილები  და პასპორტები უკვე ჰქონდათ გამზადებული ხალხისთვის. რეალურად იყო, აი, ცივი ზიზღის და დისტანციის და ზემოდან ქვემოთ ყურების პოზიცია სამეგრელოს მოსახლეობიდან. ეს იყო მართლა, აბსოლუტური, აი, ყველაზე უმაღლესი გამოვლინება სამოქალაქო გმირობის თითოეული მაცხოვრებლის მხრიდან.

ჩვენ ვიყავით მზად ყველანაირი წინააღმდეგობისთვის და ეხლა კიდევ უფრო მეტად ვართ, თუ ეს დაგვჭირდა. იქ იყო საკითხი ძალიან კონკრეტული, აგვისტოში. ან ჩვენ ვირჩევდით შეგნებულ გზას ჩეჩენიზაციის ე.ი. ჩვენ უნდა გადავსულიყავით პარტიზანულ ბრძოლაზე. გავანადგურებდით ძალიან ბევრ ტექნიკას უპრობლემოდ, მაგრამ ისინი, ალბათ, მოახდენდნენ ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილის ოკუპაციას და შემდეგ ჩვენ აღარ ვიქნებოდით სახელმწიფო, ჩვენ ვიქნებოდით ტერიტორია, როგორც ჩეჩნეთი, როგორც ავღანეთი იყო თავის დროზე და არის პრაქტიკულად, ამის შედეგად, ახლაც. ამიტომ, ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, ცეცხლის შეწყვეტის, მაგრამ ეს იყო არჩევანი სახელმწიფოებრიობას და არასახელმწიფოებრიობას შორის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გვაქვს  . . . და კიდევ ბევრ გეგმას ვამუშავებთ ამ სიტუაციებში იმიტომ, რომ ერთი რამ არასოდეს არ შეუძლია საქართველოს, რომ შეწყვიტოს ბრძოლა არსებობისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ერთხელ ეს მოგვივიდა და ამას დასჭირდა 70 წელზე მეტი, ამის გამოსწორებას. და მეორედ ჩვენ ასეთი ისტორიული შეცდომა ნამდვილად აღარ დავუშვათ. თუ რამეს შეიძლება შევადაროთ ეს რუსული ინტერვენცია, არის რეალურად, რუსეთის შემოჭრას 1921 წელს. იმიტომ, რომ ზუსტად ესევე შეიჭრა პოლონეთში ეთნიკური უმცირესობის დაცვის შედეგად, დაცვის მოტივით მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის შემდეგ და რეალურად პოლონეთის დამოუკიდებლობამ შეწყვიტა არსებობა. ეთნიკური აზერბაიჯანელების დაცვის მოტივით შემოიჭრა იმიტომ, რომ მაშინ აზერბაიჯანში გამაგრებული იქიდან და ქართულმა სახელმწიფოებრიობამ შეწყვიტა მალე არსებობა. ყოველთვის, როცა ისინი მოდიოდნენ რომელიღაც ეთნიკური უმცირესობის დაცვის მოტივით, საქართველოს სახელმწიფო წყვეტდა არსებობას. აი, ეხლა მთავარ რაღაცაში არ გაუმართლათ ბევრი შიდა და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით. საზოგადოების კონსოლიდაციის, ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობის, ჩვენი .... რიტორიკით, რომელიც ჩვენთანაც ზოგი ფიქრობდა, რომ არის ეს საჭირო, ასეთი რიტორიკა?  მაგრამ ამ რიტორიკამ ნათლად დაანახა მათ, რომ საქართველო უკან არ დაიხევს და აქ ნამდვილად ლაჩრებთან მათ არ ჰქონდათ საქმე. და ასევე იყო საერთაშორისო რეაქციის, მივეცით დრო და ეს რეაქცია იყო ძალიან, ძალიან მკვეთრი. ჩვენ ისე შევეჩვიეთ, სხვათა შორის, ესეთ ისეთ მხარდაჭერას, როცა პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მთელი საქართველო იბრძოდა  მსოფლიოსთვის და დროა მსოფლიომ იბრძოლოს საქართველოსთვის. მსოფლიომ იბრძოლოს საქართველოსთვის, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება და ეს რჩევაა  საქართველოსთვის, გრძელდება მსოფლიო ბრძოლა საქართველოსთვის. ეს არ არის მარტო ჩვენი ბრძოლა. ეს იქნება რთული ბრძოლა, წინააღმდეგობებით აღსავსე, იქნება დაბრკოლებები და პრობლემები. ეხლა მოდით, ვთქვათ, დღეს რა არის რუსული პოლიტიკის მიმართება იგივე დასავლეთთან მიმართებაში. ის კი არა, რომ თვითონ არიან კარგი ხალხი. არა, იცის ყველამ, რომ რუსეთი მოიქცა ცუდად, მაგრამ მთლად ქართველებიც არ არიან ყველაფერში მართლები. ქართველებიც არიან დამნაშავეები. იხარჯება ათობით მილიონი დოლარი, მარტო ვაშინგტონში ოფიციალურად შარშან 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა, არაოფიციალურად ღმერთმა უწყის რამდენი, პროპაგანდაზე, ლობირებაზე ვაშინგტონი არის საკმაოდ პატარა ქალაქი, 15 მილიონი დოლარი და ეს არის რეალურად და ჩათვალეთ, რომ ამ თანხის უმეტესი ნაწილი იხარჯება საქართველოს წინააღმდეგ სტატიების შკვეთაზე, ავტორების მოსყიდვაზე და აქ ის კი არ არის აუცილებელი რუსეთი აქო, მთავარია  თქვა, რომ საქართველო ცუდია. ორივენი ცუდები არიან. რა თქმა უნდა, ეხლა თუ რომელიმე ქართველი ამას, ან უფასოდ ან ფასიანად, შეუერთდება და დაადასტურებს ყველა სასიზღარ ვერსიას მათი, ამითაც კიდევ უფრო ბედნიერები და კიდევ უფრო ამას აიტაცებენ. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს. იმიტომ, რომ ჩვენ, მიუხედავად ყველა ამ დაბრკოლებებისა, საქმე გვაქვს დემოკრატიულ სამყაროსთან. საბოლოო ჯამში იქაც სიმართლე პოულობს თავის გასავალს. კი, ასეთი სტატიაც დაიწერა, ისეთიც. ასეთი რეპორტაჟიც იქნება, ისეთიც. მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა ჩვენ მართლები ვართ, და ჩვენ მართლები ვართ, სიმართლე იპოვის საბოლოო ჯამში თავის გასავალს და ჩვენ ვიქნებით გამართლებულები და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:   

ბატონო პრეზიდენტო, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საკითხებზე. მე  მექნება კონკრეტული ხასიათის კითხვა, მაგრამ მომიტევეთ, მცირედი შესავალიც მინდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან, მოგეხსენებათ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ეს არის, მისი დებულება რეგულირდება ორგანული კანონით და მისი ქვაკუთხედი გახლავთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, რომელიც, თავის მხრივ, რომელიც მოიცავს ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს. ეს გახლავთ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარება. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გამოგვეკითხა, თქვენამდე, რა თქმა უნდა, მრავალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და მე დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, სულ რამოდენიმე პუნქტი მოგიყვანოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ, კერძოდ, ამ კუთხით დადასტურებულად მიმაჩნია და მინდა გითხრათ, მოშლილი საგანმანათლებლო სისტემა ამ მიმართულებით, დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმის შეტყობინების სისტემები საერთოდ გაუქმებულია, მოუწესრიგებელი და პრაქტიკულად აღურიცხავია ყველა თავშესაფარი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურიდან ამოღებულია და საერთოდ გაუქმებულია მატერიალური რეზერვების დეპარტამნეტი, დავაკონკრეტებ, ეს გახლავთ ბატონი კახა ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდში. ჩემი კითხვა იქნება ძალიან  კონკრეტული. აი ამ პირობებში რა ადგილი უნდა დაიკავოს ახალ სამხედრო დოქტრინაში სამოქალაქო თავდაცვამ. 

მიხეილ სააკაშვილი:

მე მინდა, პირველ რიგში გითხრათ, რომ, ახლა, არსებობს სხვადასხვა კონცეფციები სამოქალაქო თავდაცვის. 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში მთელი ევროპა ემზადებოდა მაშინდელ რუსეთთან, საბჭოთა კავშირთან ომისთვის. შვეიცარიაში ყველა ძირითადი სახლის ქვეშ იყო გათხრილი დიდი ბუნკერი 1 წლის მარაგით კვების პროდუქტების და ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთების. ნუ, მათ გაუღიმათ ბედმა და რუსეთი მათ არ დაესხათ თავს. სამაგიეროდ, ჩვენ დაგვესხა თავს მთელი თავისი ძალით. ახლა, თუ სერიოზულ დაცვაზეა საუბარი, მაშინ მართლა ყველა სახლის ქვეშ უნდა გავთხაროთ ბუნკერი. მე მახსოვს, ჩემს ეზოში ბავშვობაში ვთამაშობდი და იყო ეზოში ასეთი, პატარა ბუნკერივით და ძირითადად ნაგავი ეყარა ხოლმე შიგ, საბჭოთა დროსაც მაინცდამაინც ამ ბუნკერებს არ იყენებდნენ დანიშნულებისამებრ. საბჭოთა კავშირი თხრიდა, მაგრამ, მე მახსოვს, ან სამალავად ვიყენებდით ან უფრო დიდი მეზობლები იყენებდნენ ნაგვის გადასაყრელად, როგორც გითხარით. მთავარი, მე ვფიქრობ, მაინც არის ის, რომ ქართული მეურნეობა არ მოიშალა. ძირითადად, საინფორმაციო სისტემა არ მოიშალა, გმირულად იმუშავეს ქართველმა ჟურნალისტებმა და ჩვენ მოვახერხეთ ხელფასების დროზე გაცემა, პენსიების დროზე გაცემა, ტრანსპორტის მოძრაობა, საწვავით მომარაგება, ბევრი სხვა საკითხი ჩვენ მოვახერხეთ. ახლა, ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ დახურულ სამყაროში,  ჩვენ საზღვრები ასე თუ ისე გახსნილი გვქონდა, ბევრი სხვადასხვა  ქვეყანა, რამდენი სხვადასხვა ქვეყანა გვესაზღვრება და  ერთის გარდა, ყველა დანარჩენი მზად არის  საქართველოს მომარაგებაში და  ზურგის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ თქვენს შენიშვნებს და  ჩვენ მზად ვართ,  კიდევ უფრო კარგად ვიმუშაოთ, თუმცა, არა მგონია, რომ  მხოლოდ მაკარონის  რაოდენობის  მომარაგებით საქმე გაკეთდება. ყველაზე  მაგარი იყოს ის კი არა, რომ ჩვენ  მაკარონის მარაგი და წიწიბურას მარაგი გვქონდა თუ არა, ყველაზე მაგარი იყო ის, რომ  ჩვენი საზოგადოება, ჩვენმა საზოგადოებამ  გამოიჩინა ისეთი  სიმშვიდე, ხალხი არ გაიქცა გასტრონომებში და სუპერმარკეტებში და არ შეისყიდა  მთელი პროდუქტი, როგორც კი  ერთ ადამიანს ... უფრო მეტსაც გეტყვით, რამდენიმე სახელმწიფო  უწყებამ რომ შეისყიდა  დაზარებულებისთვის და ამანაც  რაღაცა შექმნა პანიკის  მაგვარი, მაგრამ ეგრევე  ... რომ ხალხმა არ გააკეთა ეს. საკმარისია ას ადამიანს თბილისში,  წასულიყო ასი ადამიანი და  მოემარაგებინა თავისი თავი თვეების განმავლობაში, წინასწარ ეყიდა ყველაფერი, ისეთი პანიკა შეიქმნებოდა, რომ  არანაირი რესურსები და რეზერვები ამას უკვე აღარ ეშველებოდა. მთავარი  ჩვენი სიმტკიცის  მარაგი მაინც, მიუხედავად იმისა, რომ  თქვენი შენიშვნები  გასათვალისწინებელია, აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების  სიმშვიდე, ორგანიზებულობა, დახვეწილობა, რომელსაც ვერ გამოიჩენდა ძალიან ბევრი ჩვენზე უფრო მდიდარი   გამოცდილების, სახელმწიფოებრიობის  გამოცდილების მქონე ევროპელი ერი.  და ეს იყო, მე ვფიქრობ,  მთავარი  შედეგი იმისა, რომ ჩვენ რომ  ვნახეთ, ჩვენ ვნახეთ, როგორ  გამოვიდა ხალხი ქუჩაში დაბომბვების საფრთხის ქვეშ, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოვიდა ხალხი ქუჩაში პირველ სექტემბერს, მილონზე მეტმა ადამიანმა  ჩაჰკიდა ერთმანეთს ხელი. ესეც ხომ  დიდი ცივილიზაციის გამოხატულებაა, ასეთი ორგანიზება  ჯაჭვების, ეს შეუძლია მხოლოდ ყველაზე  დახვეწილ, კიდევ ერთხელ  ვიმეორებ, ყველაზე დახვეწილ და  ცივილიზებულ ერებს, მათ შორის, ჩვენს რეგიონში, ევროპაში.  ჩვენ ვნახეთ,  როგორ,  რეალურად, თუნდაც პოლიტიკური სპექტრის  უმეტესი ნაწილი  ამ ყველაფრის, როგორი კონსოლიდაციით, როგორი  სიმშვიდით, როგორი ერთმანეთზე გვერდზე დადგომით.  ქართველებმა მოხსნეს ყველა  რეკორდი ერთიანობის და  ყველა სკეპტიკური  პროგნოზი, მათ შორის,   ბევრი უცხოელი დამკვირვებლების, მათ  პრაქტიკულად  გააცამტვერეს. და მომავალშიც ჩვენ  ამ ერთიანობის პირობებში, ამ საღი აზრის,  სიმშვიდის პირობებში ყველაფერს მივაღწევთ, აბსოლუტურად ყველაფერს მივაღწევთ. ჩვენ წინ გველის დიდი  გამოწვევები, უნდა დავხვეწოთ ყველაფერი,  რაზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ, მოდით,  ასევე ვთქვათ, რომ მთავარი ჩვენი რესურსი არ ... თუ არა  ეს სისტემა, რომელზეც ჩვენ  ვსაუბრობთ, არამედ  მთავარი რესურსი არის  დემოკრატიული თვითშეგნება და  ცივილიზებული,  გაცნობიერებული,  თავისუფლებისთვის გაკეთებული  არჩევანის  ის გამოვლენა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ  აჩვენა.

პაატა დავითაია:

ბატონო პრეზიდენტო,  თქვენ იცით, რომ ჩვენ  ვღებულობთ  კითხვებს ინტერნეტის საშუალებითაც  და მოსახლეობის ძალიან ბევრი კითხვები არის, მაგრამ მე გამოვყოფდი ორ კითხვას.

პირველი არის, ძალიან დიდია ინტერესი იმ ცნობილი კადრების, როდესაც გორში თქვენ დაცვამ გაგიყვანათ. რა მოხდა სინამდვილეში, რა საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი იმ მომენტში?

და მეორე კითხვა, რატომ დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველო სპრეზიდენტმა დევნილებისთვის სახლების მშენებლობა?

მიხეილ სააკაშვილი:

გორში გვბომბავდნენ და ჩემი დაცვა მოიქცა სრულიად არასტანდარტულად, რა გაგებით. ეხლა, დაცვა არის გაწვრთნილი, ამ შემთხვევაში ჩემი კი არა, საერთოდ, მთლიანად, დაცვის ობიექტის გადასარჩენად ტყვიებისგან და თავდასხმებისგან და როცა რუსულმა თვითმფრინავმა გადაგვიფრინა ძალიან დაბლა და რამდენიმე ყუმბარა ჩამოყარა გარშემო, მათ გადაწყვიტეს, რომ თავდასხმაა. ამიტომ არავინ არაფერი არ მკითხა, პირდაპირ 15 კაცი დამახტა თავზე. ალბათ, ჩემი გაკვირვებული გამომეტყველება გახსოვთ, ამან მსოფლიო ეკრანები მოიარა, იმიტომ, რომ 15 ახმახი ვაჟკაცი სამხედრო ფორმაში და "ბრონეჟილეტებში" გამოწყობილი თავზე, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო სრულიად არაადეკვატური რეაგირება ამ სიტუაციაში. 15–იც და 100 კაციც რომ დავეწყოთ ერთმანეთს, 500-კილოგრამიანი ბომბი რომ მოგხვდება თავში ეს, პირიქით. ამით ვაჩვენეთ, რომ აქა ვართ და, მოდით, დაგვცხეთ. ამიტომაც ვუთხარი, რომ გამანებეთ თავი, გამანებეთ და ყველა დაიშალეთ და ყველა ცალ-ცალკე გადით აქეთ იქით. მაგრამ მთავარი ის კი არ იყო, რომ მე მბომბავდნენ, მთავარი იყო, რომ ბომბავდნენ ჩემს ხალხს, იყო დაუცველი, და მე ეს მოგახსენეთ, იმ გზაზე რომ მოვდიოდი, ყველა მოქალაქე საქართველოსი და ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენ თავს გადაგვხდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვშინებია, მაგრამ ჩვენ ძალიან განვიცადეთ ეს ყველაფერი და რომ არ შეგვშინებია, ეს მთავრობის მომდევნო მოქმედებებში და ჩვენი ხალხის მოქმედებებში გამოჩნდა. მთავრობას არ შეეშინდა იმიტომ, რომ ჰყავდა, იყო მთავრობა გმირული ხალხის და მე ვფიქრობ, ხალხს ასევე არ შეეშინდა იმიტომ, რომ ნახა, რომ მთავრობას არ შეეშინდა და ჩვენ ერთმანეთს დავუდექით გვერდზე. რა თქმა უნდა, ამ დროს შეიძლება განცდებისგან ჰალსტუხიც შემოგეჭამოს, მაგრამ ჩვენი შიში, ჩვენი შიშნარევი თვალები და ჩვენი ზურგი, შექცეული, საქართველოს მტერს არ უნახია და ვერც ვერასდროს ნახავს. ეს უნდა ყველამ კარგად გააცნობიეროს და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ მივიღეთ საოცარი სიმწიფის გაკვეთილი ომის დროს. ჩვენ მივიღეთ, ჩვენ გავუძელით ისეთ გამოწვევებს, კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ჩვენზე უფრო მდიდარი და ეკონომიკურად და სახელმწიფოებრივად გამოცდილი ერი ვერ გაუძლებდა. და, ეს იყო, ჩემი ყველაზე დიდი ქედის მოხრა არის არა, უბრალოდ, ჩვენი პარტნიორების, მეგობრების, სხვების მიმართ, პირველ რიგში ეკუთვნის ეს ჩვენს ხალხს. მე საზღვარგარეთ ვიარე ბევრი, ასევე ბევრს დავდივარ საზღვარგარეთ და ბევრჯერ მომისმენია  ბევრი უცხოელისგან აღტაცება  ქართველი ხალხის გმირობით.  და ეს მართლა ასეა, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს  ჩვენი ხალხი არის ზედმეტად გამბედავი, ზოგიერთმა შეიძლება გიჟებად გამოგვაცხადონ, რა აზრი აქვს ბრძოლას, ვის ეტაკეთ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი  თავისუფლებისთვის.  ჩვენ არავის არ დავსხმივართ და იქით არსად არ გადავსულვართ. ჩვენთან მოვიდნენ და ჩვენი განადგურება  მოინდომეს და აქ არის  ორი გამოსავალი.  კი, ნაცისტურმა გერმანიამ  ევროპის 80 %  აიღო ერთი გასროლის გარეშე, ეს გამოსავალი ზოგიერთმა ერმა მონახა. ჩვენ ვართ ქართველები, რომელთაც გვაქვს სისხლში, რომ  რაც არ უნდა ძლიერი იყოს მტერი, უნდა იბრძოლო შენი თავისუფლებისთვის, იბრძოლო შენი დამოუკიდებლობისთვის  იმიტომ. რომ  გვინახავს, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და ჩვენი განადგურების მცდელობა, ძალიან მწარედ განგვიცდია ეს.  ჩვენ ამოვირჩიეთ ეს მეორე გზა, რამდენადაც  თავზეხელაღებულად და  გიჟურადაც  შეიძლება  მოეჩვენოს ვინმეს, არ გვინდა, რომ ამ არჩევანის  წინაშე  ვიყოთ, ამიტომ გვინდა, რომ,  გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის  თანამეგობრობის წევრი, ამიტომ გვინდა, რომ გავერთიანდეთ ნატოში, ამიტომ გვინდა, რომ  ყველანი ერთად დავდგეთ, განვვითარდეთ, ავაშენოთ ბევრი ცათამბჯენი ჩვენს ქალაქებში, რომ არ გაუჩნდეთ მათ  სურვილი ისინი ბომბონ, გავაბათ ბევრი კავშირი, გაგვიჩნდეს ბევრად მეტი მეგობარი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაგვიცავს გასაჭირის ჟამს, მაგრამ  ეს ყველაფერი არ  ცვლის მთავარ ჩვენს  მოტივაციას - ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მრავალეთნიკური,  თანასწორუფლებიანი,დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსთვის. ეს არის ჩემი  ცხოვრების  დანიშნულება, მოტივაცია და, მე ვფიქრობ, ეს არის  თითოეული ჩვენგანის  მთავარი მამოძრავებელი ძალაც.

პაატა დავითაია:

მეორე კითხვა იყო, ბატონო პრეზიდენტო, აი მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ  შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალეთ. რატომ დაავალეთ შინაგან საქმეთა  მინისტრს.

მიხეილ სააკაშვილი:

იმიტომ რომ  ... მინისტრს ეს მშენებლობა, მე ვიცი რომ ვანომ სხვა პასუხი გაგცათ, მაგრამ  ჩემი მოტივაცია  ასეთია, იყო აი, ... ძალიან დიდი პრობლემა  უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახლა, იმ დღეს, ჩვენ ძაან კარგი პროგრამა გვაქვს, მთელ ფართობს თავისუფალს უფასოდ ვთესავთ ხორბალს  ამერიკელებთან ერთად და  ვხნავთ და,  პრაქტიკულად, გლეხებს მივცემთ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების  პროდუქციას უახლოეს  თვეებში. იმ დღეს ჩვენ  დავსხედით ტრაქტორზე, ეს არის  სოფელ რენესთან ადგილი და  ტრაქტორით მივდივართ  რამდენიმე კილომეტრი და იქ სამი კოლომეტრია და იქ გორაკები იწყება და ამ დროს  საშინლად შეშფოთდა  ჩემი დაცვის თანამშრომელი, იმიტომ, რომ იმ გორაკებზე დგანან რუსები. რუსებმა გამოაგორეს ქვემეხები, ნუ, ახლა, მითხრეს, რომ ჩამოდი ტრაქტორიდან. მე არ ჩამოვსულვარ, ბოლომდე გავიტანეთ  ხნული, ნახეთ ეს ტელევიზორში, გადაღებული იყო და დავბრუნდით უკანვე ასევე აუღელვებელი სახით. თუმცა, რეალობა არის ეს, მე ერთხელ ვიყავი იქ და იქ ჩვენს ხალხს უხდება ყოველდღიურად ამ პირობებში ცხოვრება, ყოველდღიურად არიან ამ რისკის ქვეშ. რომ გამოვედი, ვნახე მერე იქ ადგილობრივი ჩვენი მაცხოვრებლები, რომელთა ოჯახის წევრები იყვნენ გატაცებული წინა დღით აი იმ გორაკებთან შეშის მოჭრისთვის და ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, საჭიროა ისეთი სტრუქტურა, რომელიც, ჯერ ერთი, ორგანიზებულია, მეორეც, იცის, უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად როგორ დაიცვას.

ხათუნა გოგორიშვილი:  

ერთი შეკითხვა, რომელიც, ალბათ, ძალიან აინტერესებს  ჩვენს საზოგადოებას. როგორ მიგაჩნიათ, ბატონო პრეზიდენტო, არსებობს თუ არა სამხედრო ოპერაციების განახლების საფრთხე.

პაატა დავითაია:

და მე დავამატები ერთ შეკითხვას. ეს ეხება, ბატონო  პრეზიდენტო, რა ღონისძიებებს ატარებთ და გაატარებთ თქვენ იმ  დაღუპული ოჯახების  მიმართ, ვინც, იმ მეომრების მიმართ, ვინც შესწირა თავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იმ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რა სოციალური საკითხების გაუმჯობესება იგეგმება ამ ოჯახებთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი:

მე ვფიქრობ, რომ  ევროპელი დამკვირვებლების ჩამოსვლასთან ერთად და რუსეთში სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, დღეს საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო, თუნდაც, ორი თვის წინ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი არსებობის და ეს საფრთხე ბოლომდე მოხსნილი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, ერთიანად. ეს არ ნიშნავს, რომ არ გავაგრძელოთ ნორმალურად ცხოვრება, განვითარება, მაგრამ  უნდა გავაგრძელოთ მუდმივად  დამატებითი გარანტიების ძებნა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი შემდგომი მშვიდობიანი გაერთიანებისთვის.

რაც შეეხება ოჯახებზე ზრუნვას, მე ვნახე რამდენიმე  დაღუპულის ოჯახი, მათ შორის, როცა ორდენები გადავეცი. ეს არის დიდი ტრაგედია, მაგრამ ასევე დიდი ღირსების ისტორია. ეს არის ხალხი, ვინც იწვევს  სხვადასხვა პარტიულ. . . , მათ ქუჩაში გამოყვანას. ახლოს არ გაიკარეს იმიტომ, რომ მათმა შვილებმა  მიიღეს შეგნებული გადაწყვეტილება, თავი შეეწირათ საქართველოსთვის. როცა რუსეთის ჯარები შემოვიდნენ დიდი რაოდენობით ცხინვალში, რამდენიმე მებრძოლმა, რამდენიმე ათეულობით მებრძოლმა უარი თქვა გამოსვლაზე. ისხდნენ ბოლო ტყვიამდე, იქ სწევდნენ წინააღმდებობას, სანამ არ დაიხოცნენ იმიტომ, რომ ეს იყო საქართველოს მიწა. ისინი სადღაც კი არ შეჭრილან, არამედ  იცავდნენ საკუთარ სახლ–კარს,  საკუთარ საზოგადოებას, საკუთარ ქვეყანას გადამთიელი ინტერვენტისგან. გადამთიელი არის ზუსტად ის ტერმინი, მთიდან გადმოსული აქეთ, და ამ ხალხს სჭირდება განსაკუთრებული  დაფასება. ჩვენ არ ვიქნებით საზოგადოება, თუ სრულფასოვნად მათ არ დავაფასებთ და ასევე იმ ხალხს, ვინც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა დაიხოცა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას, ჩვენ გავაგრძელებთ მათი შვილების დახმარებას. მათი შვილები უნდა ამაყობდნენ, მათი  შვილები რომ არიან იმითი და უნდა ასევე ამაყობდნენ რომელი სახელმწიფოშიც ცხოვრობენ, იმ სახელმწიფოთი, ამის გამო ამ სახელმწიფომ უნდა შექმნას მათთვის სათანადო, ღირსეული ცხოვრების და არსებობის პირობები. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბოლო რესურსიც კი ამას მოვახმაროთ. და მინდა გითხრათ, რომ მე მოვისმინე აქ  ტელეწამყვანი,  ისე გადავრთე ესეც, სწორედ იმ დღეს დავკრძალეთ რამდენიმე ჩვენი ბიჭი, გმირულად დაღუპული და ბოლო სისხლის წვეთამდე რომ იბრძოდნენ და ..... ჩვენ ხომ ვიცით, როგორ გამობრუნდნენ ფართხა–ფურთხით ეს ჩვენი მებრძოლებიო. აი, მართლა უნდა თავშეკავებული უნდა იყო, მაგრამ მომაწვა სისხლი მართლა ყელში. ადვილია ლაპარაკი ესე წამოწოლილი სტუდიაში, როგორ გამორბოდნენ შენი მებრძოლები, როცა იმ დღეს დავკარგეთ ბიჭები, რომელთაც თავი გასწირეს იმისთვის, რომ  ამან თავისუფლად იქ იბურტყუნოს რაღაცები, ბოდიში ამ გამოთქმისთვის.   და მე ვფიქრობ, რომ ყველანი უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს თავისფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას და დავაფასოთ, აწი უფრო ბევრად მეტად დავაფასებთ იმას, რაც გვაქვს. მე ხშირად გამიგია, რა კარგად ვითარდებოდა .... როგორ გვიქნა. ეს კიდევ მაგრად განვითარდება, ამ მსოფლიო კრიზისსაც გადავლახავთ, ბევრად უფრო მეტად წინ წავალთ. მაგრამ წავალთ იმ პირობებში, როცა ვიქნებით ერთად, როცა გავაცნობიერებთ, რომ ამ ყველაფერს, რაც ჩვენ გვაქვს დღეს,  აქვს ფასი, არაფერი არ არის ნაჩუქარი და ნაბოძები, არაფერი არ არის გარანტირებული და ეს არის მუდმივი ბრძოლა არსებობისათვის ყველა ჩვენგანისთვის.

პაატა დავითაია:

ბატონო მიხეილ, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, მათ შორის, ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში და მედიის საშუალებით ჟღერს, ხშირად გვესმის ხოლმე. დღეს აი, გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნდა   "7 კითხვა პრეზიდენტ სააკაშვილს". აქედან დიდ ნაწილზე დღეს იყო საუბარი, ერთ–ერთი დარჩა, მე–6 კითხვა, ასეთი, მე დავამოწმებდი, ასე ვთქვათ, და საინტერესო იქნება თქვენი პასუხი. და არსებობს ინფორმაცია, რომ მარატ კულახმეტოვი დიდი გასამრჯელოს საფასურად ქართულ მხარეს დაჰპირდა, რომ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტში არ ჩაერეოდნენ. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და ეს ხომ არ იყო რუსული ხაფანგი.

მიხეილ სააკაშვილი:

ეს დაახლოებით იგივეა, როგორც კონდოლიზა რაისმა და ბუშმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მიდი ეხლა, მიაწექი, შედი, ყველაფერო გააკეთე, სანამ ჩვენ, ის, რა ჰქვია, ....

დაკავებული ვართ იმით, რა ჰქვია, ოლიმპიადაში. ახლა, ადამიანმა შეიძლება ყველაფერი დაწეროს და ყველაფერი მოიგონოს. სიმართლე არის ის, რომ საქართველოში განხორციელდა ინტერვენცია, საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ და საქართველოს მთავრობამ და მე, როგორც ქვეყნის არჩეულმა პრეზიდენტმა, მივიღე ის ზომები, რომელიც იყო სარისკო, რომელიც იყო, შეიძლება, თითქმის უიმედო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. მივიღე ზომები, რათა დაგვეცვა ქვეყანის ტერიტორიული მთლიანობა, გადაგვერჩინა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.

ნიკა ლალიაშვილი:

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ კომისიის მუშაობის მსვლელობაში მართლაც მოგვიწია ბევრი სიმართლის მოსმენა, ბევრი ტყუილის და სიყალბის მოსმენაც მოგვიწია და ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად კომისიის პრეროგატივაა და მე ეს კარგად მესმის, უბრალოდ, მაინტერესებს თქვენი პირადი აზრი, იქნება თუ არა ჩვენი კომისიის მუშაობა სრულფასოვანი, შევძლებთ თუ არა ჩვენ სრულყოფილი, ობიექტური სურათის დადგენას იმ შემთხვევაში, თუ კომისია დამატებით არ მოუსმენს საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთის ფედერაციაში, მხედველობაში მყავს ბატონი ჩუბინიშვილი, საქართველოს მოქმედ წარმომადგენელს გაეროში, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს  და საზოგადოებისთვის ავტორიტეტული რიგი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით?

მიხეილ სააკაშვილი:

მე მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენი პრეროგატივაა. თუ შეამჩნიეთ, აქამდე მე არასოდეს  არ ჩავრეულვარ, არ დავინტერესებულვარ წინასწარ, ვის უსმენდით. ყველა თქვენი სხდომა მიდის პირდაპირ ეთერში საქართველოს სხვადასხვა არხებით, მათ შორის, ეს სხდომაც. ყველაზე უხერხული კითხვებიც ისმება, ყველაზე უფრო მიუღებელი საკითხებიც ისმის  ღია ეთერში და ეს არის ჩვენი სიძლიერე. მე, ერთადერთი, მოგიწოდებთ, რომ, უფრო სწორად, კომისია რაც უფრო მალე დადებს შედეგს, მით უფრო კარგია, რაც უფრო კარგად იმსჯელებთ ამ შედეგებზე, მით უფრო კარგია, რაც უფრო მეტ კითხვაზე პასუხს მოისმენთ, მით უფრო კარგია. მე ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ თქვენ აპირებთ, რამდენადაც გავიგე, ხალხთან შეხვედრას, დაზარალებულებთან. იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი საზომი არის არა თანამდებობის პირები. მე, მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, აღარ დავეყრდნე მარტო ჩემს სამხედრო მეთაურებს და ჩავატარე ანონიმური გამოკითხვა, ჩავატარებინე უცხოელებს, დაზარალებულ მოსახლეობას შორის რამდენიმე კითხვით.

პირველი. ვინ დაიწყო ომი? მაინტერესებდა მათი აზრი იმიტომ, რომ ისინი იყვნენ იქ. ყველამ ერთხმად თქვა, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთმა. არ დაუდანაშაულებიათ ჩვენი ოსი მოძმეები, თუმცა, ოსებიც ესროდნენ მათ, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს იყვნენ ოსები. თქვეს, ეს ომი დაიწყეს რუსებმა. მერე თქვეს, ჩვენი არმია ზედმეტად ადრე ხომ არ შევიდა. უმეტესობამ თქვა, არმია ჩამოვიდა უფრო გვიან, ვიდრე უნდა ჩამოსულიყო და უფრო ნაკლები ძალით, ვიდრე უნდა ჩამოსულიყო. ე.ი. პირიქით, დაგვადანაშაულეს დაგვიანებში და იმაში. ეს არის ყველაზე უტყუარი მოწმე იმისა, რაც იქ მოხდა. ვერანაირი საერთაშორისო გამოძიებები იქ, საერთაშორისო ჟურნალისტიკები, შიდა ჟურნალისტიკა, სხვადასხვა თანამდებობის პირები ვერ მოგცემენ ისეთ პასუხებს, როგორსაც მოგცემთ ეს ხალხი. ეს ხალხი ხომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გაზრდილი ხალხია, მათ თავისი აზრის გამოთქმა არ უჭირთ, მით უმეტეს, ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. ყველაზე მკაცრი შემფასებლები ჩვენი ისინი არიან და ყველაზე მთავარი საზომი ჩვენი ყველა მოქმედების და ყველაზე მთავარი დანიშნულება ჩვენი მოქმედების ასევე ისინი არიან. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო სიტყვა, ჩემი აზრით, მაინც უნდა თქვას ხალხმა, ხალხმა, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა, ვინც დაკარგა ახლობლები, ვინც დაკარგა თავისი სიმწრით მოპოვებული ქონება. რომ მივტირით ჩვენ  კინოთეატრს და  ამბულატორიებს და  საავადმყოფოს და იმას, რა ჰქვია, ატრაქციონებსაც კი, რომელიც იქ ავაშენეთ, მაგრამ ისინი, მათ დაკარგეს ბევრად მეტი რამ, მათ დაკარგეს თავისი წინაპრების საფლავები ჯერჯერობით, დროებით, და თავისი და  სამუდამოდ დაკარგეს, იმიტომ რომ  იქ ქონება განადგურდა და ხელახლა  უნდა გაკეთდეს, მათი სიმწრით, თაობების მიერ შექმნილი ქონება, იმიტომ, რომ  გადაწვეს, გაანადგურეს, ბულდოზერით გადაუარეს  ამ ყველაფერს და ამ ხალხზე უკეთ ჭეშმარიტებას,  გარწმუნებთ, თქვენ ნამდვილად  ვერავინ  ვერ გეტყვით. 

პაატა დავითაია:

გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო,  დიდი მადლობა მობრძანებისათვის, რომლის ... თქვენ  იცით, რომ  ეს იყო თქვენი სურვილი და ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი ინფორმაცია, ჩვენ შევეცადეთ დაგვესვა  ყველა კითხვები და დიდი მადლობა  იმ მოთმინებისათვის, რაც თქვენ გქონდათ ამ  ხნის მანძილზე.  ჩვენ, კომისია  იმსჯელებს  ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, შეეცდება  უახლოეს  ვადებში შეიმუშაოს დასკვნა და ის რეკომენდაციები, რომელიც იქნება შემუშავებული კომისიის მიერ, კომისიის მუშაობის პერიოდში გამოვლინდა ბევრი  ისეთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებრივი  საკითხები, რომელზეც რეაგირება  არის სასწრაფო და  მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ასახული იქნება  რეკომენდაციებში. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას  გიხდით მობრძანებისათვის და სხდომა დახურული არის, დამთავრდა. 

მიხეილ სააკაშვილი:

ბატონო პაატა, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო, დღეს რაც  იყო, ეს იყო  5-საათიანი გამოცდა. მე  ესეთი გამოცდა არ ჩამიბარებია მართლაც  ინსტიტუტში სწავლის შემდეგ და ეს იყო,  მე ვემზადებოდი საგულდაგულოდ, რომ არ დაგიმალოთ, ბევრი მასალა გადავიკითხე, ბევრი რამის განახლება მომიწია, მაგრამ მე კარგად ვიცი,  ყველაფერს, რასაც ჩვენ  ახლა ვსაუბრობთ,  ეს რჩება ისტორიაში. ყველანი ერთად, ეს მნიშვნელოვანია  მომავალი თაობებისათვის, ეს არის  მნიშვნელოვანი საქართველოს დღევანდელობისთვის და წარსულის  შესაფასებლად.  ბუნებრივია, ეს არის  თქვენი დამსახურება, რომ თქვენ შექმენით  ასეთი  ორგანო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, მე მოვისმინე  ბევრი, მათ შორის, უსიამოვნო  კითხვა, მწვავე კითხვა, ადვილი კითხვა საერთოდ არ მომისმენია,  მინდა  ვთქვა ჩვენი უმრავლესობის წევრების  საყურადღებოდ, თქვენგანაც არ მომისმენია ადვილი კითხვები, მაგრამ ეს არის  სწორი, ეს არის ის, რაც  ჩვენ ყველამ ერთად  უნდა  შევქმნათ. ამითი მოვიგებთ ჩვენ. ჩვენ დღეს გვაქვს  არა ტანკების რაოდენობის შეჯიბრება, თვითფრინავების და ტყვია–წამლის, ჩვენ გვაქვს დღეს შეჯიბრი იდეების. თავისუფლება, დემოკრატია ყოველთვის უფრო ძლიერი  იქნება, ვიდრე, რაც არ უნდა  ტანკებით იყოს შეიარაღებული, უსამართლო  ავტორიტარული იდეა და დემოკრატიის უმაღლესი ტაძარი არის ეს. მე ვერასოდეს ვერ წარმომედგინა, მე ამ დარბზში ხშირად ვყოფილვარ როგორც საქართველოს ბიუროს წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ბიუროს წევრი, ფრაქციის, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე, მათ შორის. აქ, როგორც წესი, ისხდნენ ხოლმე დაბალი რანგის თანამდებობის პირი, იმათზე მაღლები არ მოდიოდნენ. ხათუნას კარგად ახსოვს იმიტომ, რომ მიუხედავად ნორჩი ასაკისა, ქართული პარლამენტარიზმი ...... მემატიანე არის თვითონ. და ეს არის მართლაც უნიკალური. თქვენ, მათ შორის, დაპირისპირებული....  წარმომადგენლები ზიხართ მაგიდის ბოლოში და ქართველი ხალხის სახელით მკაცრად, მკაცრ კითხვებს უსვამთ საქართველოს პრეზიდენტს. მე მინდა მადლობა გითხრათ, ჩემთვის ეს იყო დიდი გამოცდილება, ეს იყო, იმედია, რომ კითხვებს გავეცი ამომწურავი პასუხი. დარწმუნებული ვარ, აქედან გავალ და ვინანებ, რაღაცა სხვანაირად შეიძლება მეპასუხა, შეიძლება უფრო მეტად, მეტი ინფორმაცია უნდა მომეცა, მაგრამ ნამდვილად სიკვდილს არ ვაპირებ. ასე, რომ ვარ მთლიანად თქვენს განკარგულებაში და ჩვენ შეგვიძლია ეს პრაქტიკა მუდმივად დავნერგოთ. იცით, რომ ახალი ცვლილებებით, რომელიც შემოგთავაზეთ, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ კი არ მოდის, არამედ, კონსტიტუციის ახალი ვერსიის მიხედვით, მე მზადა ვარ პარლამენტში მოვიდე კვარტალში ერთხელ  ან, შეიძლება, ყოველთვიურადაც და სამთავრობო კითხვა–პასუხში მივიღო აბსოლუტურად თანასწორი მონაწილეობა. სადღაც ზემოთ კი არ ვიყო და შორს, არამედ ვიყო ახლოს სათანადო ორგანოსთან. ასევე ვიყო ახლოს ქართველ ხალხთან. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური; საქართველოს პარლამენტი.

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9