საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად 143 ხმით დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში რუსი სამშვიდობოების ფუნქციონირების და მათ შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "რესპუბლიკური“ და "კონსერვატორული“ ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლებმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ეს უკეთესია, ვიდრე დადგენილების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა“.
"გულწრფელად მეგონა, რომ ჩვენ აბსოლიტურად ერთსულოვანი ვიქნებოდით ამ გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთსულოვნება მაინც დადასტურდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დადგენილების პროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიის "კონსერვატორების“ ლიდერის კობა დავითაშვილი მიერ შემუშავებულ ალტერნალიულ პროექტს, რომელიც კონფლიქტის ზონებში მყოფი რუსი სამშვიდობოების დაუყონებლოვ გაყვანას ითვალისწინებდა.
პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით საქართველოს მთავრობას 1 მაისამდე დაევალა აფხაზეთთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმის შემუშავება.