Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი: კოსოვო შეიძლება დსთ–ს კონფლიქტებისთვის პრეცედენტი გახდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 იან.'07 / 16:08

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოსოვოს პრობლემა უნივერსალური ხასიათისაა და შეიძლება გახდეს პრეცედენტი დსთ–ს სივრცეში არსებული ანალოგიური კონფლიქტების მოგვარებისთვის.

ეს განცხადება პუტინმა 21 იანვარს სოჭში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემა  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების უგულვებელყოფაა. დიდი სურვილია გარკვეული საკითხების და გარკვეული პრობლემების მოგვარებისა არსებული პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველზე. და ეს ძალიან საშიშია. ამას მივყავართ სიტუაციამდე, რომელშიც პატარა სახელმწიფოები თავს დაუცველად გრძნობენ", - განაცხადა პუტინმა.

"ბუნებრივია, თუ კოსოვოში პრობლემას გარკვეული გზით მოვაგვარებთ, ეს მიდგომა, ეს მოგვარება უნივერსალური უნდა გახდეს ანალოგიური სიტუაციებისთვის. თუ ჩვენ გვერდს ვუვლით სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ვამბობთ: "ნუ რა ვქნათ, ასე მოხდა“ და საერთაშორისო საზოგადოებას არაფრის გაკეთება უნდა იმისთვის, რომ აღადგინოს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ სხვა ერებსაც აქვთ უფლება თქვან: "ჩვენ ამავე მიდგომას გავიზიარებთ“.

"ეს ეხება არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე კარგად შესადარებელი სიტუაცია. იქ იყო იუგოსლავიის დაშლა, აქ იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. განსხვავება არ არსებობს. მაგრამ, ეს სხვა სახელმწიფოებსაც უნდა შეეხოს. ეს ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსაც უნდა შეეხოს. არ გაგიგიათ ევროპულ სახელმწიფოებში სეპარატიზმის პრობლემის შესახებ? ეს პრობლემა არსებობს. არავინ არის დაინტერესებული საერთაშორისო სტაბილურობის საძირკვლის შერყევაში. და მე ვფიქრობ, რომ შედეგები სავალო იქნება, თუ ჩვენ ამ გზას ავირჩევთ. ეს უზარმაზარი ცდუნებაა, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - სამი ან ოთხი ადამიანი ხელში კალმებით იყოფდნენ ევროპას და მთელ მსოფლიოს. ახლა, ცივი ომის გამარჯვებულებს, რომლებიც გრძნობენ თავიანთ უდანაშაულობას და სიძლიერეს, სურთ ხელახლა გადაანაწილონ ყველაფერი თავიანთი სურვილისამებრ. ცდუნება უზარმაზარია. ძალიან რთულია შედეგების პროგნოზირება. გთავაზობთ, რომ ერთად ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა პუტინმა.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13