Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება - სრული ტექსტი
/ 16 აპრ.'08 / 17:06

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 16 აპრილი, 2008 წელი

რუსეთის პრეზიდენტის დავალებების შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობისადმი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დავალება მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ურთიერთობების რეგულირებასთან დაკავშირებით. ეს დავალება მიმართულია რუსეთის ხელმძღვანელობის გაცხადებული კურსის განხორციელებისაკენ, რომელიც ეხება საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მოსახლეობის საგნობრივ მხარდაჭერას ორ რესპუბლიკაში,  სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და ასევე გათვალისწინებით ამას წინანდელი გამოსვლის რუსეთი ფედერაციისა დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც ზღუდავს აფხაზეთთან სახელმწიფოებრივი ხაზით კავშირს და რეკომენდაციებისა, რომელიც სახელმწიფო სათათბირომ გამოთქვა. 

პრეზიდენტის დავალებების შესრულება შექმნის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უფლებების, თავისუფლებების და კანონიერი ინტერესების  მრავლმხრივი დაცვის მექანიზმებს. რუსეთის ფედერაციის მთავრობას მითითებული აქვს ამ მიზნების მისაღწევად იურთიერთქმედონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ფაქტობრივ ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზების ჩათვლით სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერი-ტექნიკურ, ინფორმაციულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში, მათ შორის ამ საქმეში რუსეთის რეგიონების ჩართვით.

დგინდება რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელსაც გასცემენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ორგანოები ფიზიკურ პირებზე. აღიარებული ხდება იმ იურიდიული პირების სამართალსუბიექტობა, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის საფუძველზე, რაც განიხილება, როგორც პერსონალური კანონი ასეთი იურიდიული პირებისა. აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალურ ორგანოებს დავალებული აქვთ განახორციელონ თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამართლებრივი დახმარების ფარგლებში სამოქალაქო, ოჯახურ და სისხლის სამართლის საქმეებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები კრასნოდარის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიაში საჭიროების შემთხვევაში განახორციელებენ გარკვეულ საკონსულო ფუნქციებს იმ პირების ინტერესების შესაბამისად, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

გათვალისწინებულია დამატებითი წინადადებების მომზადება კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შემდგომი ურთიერთქმედებისთვის ამ რესპუბლიკების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების შესაბამისად, იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების.

ამ მიმართულებებით მთელი ჩვენი ამ ქმედებების მთავარი მოტივია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვა, მათ შორის იქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზე. გაწელილი კონფლიქტების წლებში ამ არაღიარებული რესპუბლიკების მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ სავალალო მდგომარეობაში. ისინი ფაქტიურად მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ესარგებლათ ღირსეული ცხოვრებისა და მდგრადი განვითარების უნივერსალური უფლებით.  მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს თბილისის ქმედებები, რომელიც იგნორირებას უკეთებს არსებულ მექანიზმებს ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისთვის, სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სოხუმთან და ცხინვალთან მავალდებულებელი დოკუმენტების ხელმოწერაზე ძალის არგამოყენებისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ, სხვადასხვა არხებით ზრდის თავის შემტევ შეიარაღებას და ახდენს აგრესიული განზრახვების დემონსტრირებას, კერძოდ, კოდორის ხეობის ზემო ნაწილში, გაეროს რეზოლუციების დარღვევის გზით. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ წამოყენებული ”ახალი სამშვიდობო ინიციატივები” არ შეიძლება აღქმული იქნას სერიოზულად.

ჩვენი გადაწყვეტილება გადავიდეთ არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობის  უფრო არსობრივ, პრაქტიკულ დახმარებაზე არ განსხვავდება ასევე საერთაშორისო საზოგადოების განწყობისაგან. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია 15 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭო მიერ მიღებული რეზოლუცია #1808 (საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელებაზე), სადაც პირდაპირ აღნიშნულია აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების გადაუდებელი საჭიროება, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი ქმედებები არ ნიშნავს, რომ რუსეთი არჩევანს საქართველოსთან კონფრონტაციის სასარგებლოდ აკეთებს. ჩვენ ყველა იმ სანქციისა და შეზღუდვის მოხსნას ვუჭერთ მხარს, რომელიც ხელს უშლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ეს დასტურდება საქართველოსთან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენით, კიდევ სხვა ნაბიჯებით, რომელიც დადებით ალტერნატივას უქმნის  საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს.

ყველა ხსენებული ზომის განხორციელება ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას და სტაბილურობას კავკასიის რეგიონში.

(არაოფიციალური თარგმანი)

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19