Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”სამხრეთ ოსეთის უდიდესი ნაწილი თბილისის კონტროლს ექვემდებარება” - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აგვ.'08 / 12:04

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან რეზერვისტთა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთის მიერ ”ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის” განხორციელების ფონზე.

8 აგვისტოს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ”დაიწყეს შეტევა” მას შემდეგ, რაც ოსმა სეპარატისტებმა 7 აგვისტოს მის სამშვიდობო ინიციატივებს ქართული სოფლების დაბომბვით უპასუხეს.

შედეგად, განაცხადა სააკაშვილმა, ქართული ძალები ამჟამად ”სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს” აკონტროლებენ.

მისი თქმით, თვითგამოცხადებული რეგიონის ზნაურის და წინაგარის რაიონები, ასევე სოფლები დმენისი, გრომი და ხეთაგუროვო ქართულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს.

”ასევე გათავისუფლებულია ქალაქ ცხინვალის უმეტესი ნაწილი და ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში,” - დასძინა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიას 8 აგვისტოს რუსული საბრძოლო თვითმფრინავებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რაც არის აშკარა ნიშანი საქართველოს წინააღმდეგ ”ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ სამმა SU-24 მოიერიშე თვითმფრინავმა 8 აგვისტოს დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ერთ-ერთმა მათგანმა ორი ბომბი ჩამოაგდო ქარელის პოლიციის მახლობლად. განცხადების თანახმად, თვითმფრინავმა იერიში მიიტანა გორის მახლობლად მდებარე ქართულ სარადარო სადგურზე, თუმცა ინფორმაცია თავდასხმის შედეგებზე მიუწვდომელია.

”მე მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა, საქართველო არ ყოფილა ინიციატორი ამ კონფროტაციის, მაგრამ საქართველო თავის ტერიტორიას არ დათმობს, საქართველო თავისუფლებაზე უარს არ იტყვის. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ათეული ათასი რეზერვისტის მობილიზაცია, რეზერვისტთა მობილიზაცია გრძელდება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენ ყველანი ერთად, ასობით ათასი ქართველი უნდა დავირაზმოთ და გადავარჩინოთ საქართველო,” - დასძინა მან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38