Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება - მიმართავს ხელისუფლება მოსახლეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 აგვ.'08 / 12:59

რუსული ძალები ზუგდიდზე აპირებენ თავდასხმას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თავის სატელევიზიო მიმართვაში ერისადმი. 

ქვემოთ მოცემულია მისი მიმართვის სრული ტექსტი:

”გაგაცნობთ საქართველოს პრეზიდენტის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მოწოდებას - ყველა ერთად გავერთიანდეთ ყველგან, სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა. არ მივცეთ საქართველოს ოკუპაციის და 1921 წლის განმეორების საშუალება.

ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია, ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ამისთვის და ამიტომ მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, მე მოგიწოდებთ სიმტკიცისკენ. ყველაფერი კარგად იქნება.

მთავარია ვიყოთ ერთად და მთავარია ვაჩვენოთ მტერს, რომ საქმე აქვს ღირსეულ და ორგანიზებულ ერთან”.

”მოგიწოდებთ ორგანიზებულობისკენ, სიმტკიცისკენ და წინააღმდეგობის გაწევისკენ ყველგან, სადაც ეს აუცილებელი იქნება მტრის შეიარაღებული ძალების შემოსვლის შემდეგ. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. გაუმარჯოს საქართველოს!”

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23