Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Human Rights Watch-ის მოხსენება აგვისტოს ომის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 იან.'09 / 15:05

Human Rights Watch-მა მოუწოდა რუსეთს და საქართველოს გამოიძიონ ”ომის კანონების დარღვევის” ფაქტები, რასაც აგვისტოს ომის დროს ჰქონდა ადგილი ყველა მხარის მიერ.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა 23 იანვარს თავის 200-გვერდიან მოხსენებაში - ”ცეცხლის ალში: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა სამხრეთ ოსეთში განვითარებული კონფლიქტის დროს” - რომ რუსეთმა და საქართველომ განურჩეველი და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, ხოლო სამხრეთ ოსურმა ძალებმა განახორციელეს ”სამხრეთ ოსეთის ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების მიზანმიმართული და სისტემატური განადგურების კამპანია”.

”იმაზე ფოკუსირებას, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ ჩაიდინა უარესი დანაშაულები, როგორც ამას ზოგი დამკვირვებელი აკეთებს, ჩვენი ყურადღება გადააქვს უმნიშვნელოვანესი საკითხიდან – ეს არის დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემისა და დევნილთათვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების შესაძლებლობის მიცემის სასწრაფო აუცილებლობა,” - განაცხადა რეიჩელ დენბერმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა.

მოხსენების თანახმად, ქართულმა ჯარმა იერიშისას განურჩევლად გამოიყენა ”მრავალჯერადი რაკეტგამშვები სისტემები, რაც შეუძლებელს ხდის სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების ერთმანეთისგან განსხვავებას მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ადგილებში”. 

”გრადის ტიპის რაკეტების (რომელიც არადამიზნებადი იარაღია) გამოყენება, როცა ეს სამოქალაქო პირებით დასახლებულ ადგილებში ხდება, მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთზე შეტევების დროს ქართულმა შენაერთებმა გულგრილობა და უგულისყურობა გამოიჩინეს სამოქალაქო პირთა უსაფრთხოების მიმართ,” - განაცხადა რეიჩელ დენბერმა.

მოხსენების თანახმად, HRW-მა ასევე დაადგინა, რომ რიგ შემთხვევებში სამხრეთ ოსეთში და საქართველოს არასადავო ტერიტორიაზეც რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს საჰაერო, საარტილერიო და ტანკებით არადამიზნებადი შეტევები, რის შედეგადაც ”ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაიჭრა”. მოხსენების თანახმად, HRW-მა დოკუმენტურად დაადასტურა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის ოკუპაციის დროს ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო პირთა ავტომანქანებს, რის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა.

მოხსენება ადანაშაულებს რუსეთს იმის გამო, რომ როგორც ოკუპანტმა ძალამ აღნიშნულ ტერიტორიებზე, ვერ შეასრულა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით დაკისრებული ვალდებულება - შესაძლებლობისამებრ უზრუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

”ნაცვლად სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისა, რუსეთის ჯარმა საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ოს მოხალისეებს, გაუმართლებელი და ფართომასშტაბიანი მაროდიორობა ეწარმოებინათ, გადაეწვათ ქართველთა საცხოვრებელი სახლები და მოეკლათ, ეცემათ, გაეუპატიურებინათ და დაეშინებინათ
ადამიანები,” - განაცხადა რეიჩელ დენბერმა. ”ამგვარი შეგნებული თავდასხმები სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს და თუ ისინი ფართომასშტაბიან და სისტემურ ხასიათს ატარებს, ამ ქმედებებზე შეიძლება აღიძრას სისხლისსამართლებრივი დევნა როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე”. 

მოხსენების თანახმად, სამხრეთ ოსურმა ძალებმა ”ზოგჯერ რუსებთან ერთად” თვითნებურად დააკავეს სულ მცირე 159 ეთნიკური ქართველი, დაკავებულთაგან მოკლეს სულ მცირე ერთი და თითქმის ყველა დანარჩენს არაადამიანურად და ღირსების შემლახველად ეპყრობოდნენ დაკავების ადგილებში, სადაც ადამიანისთვის შეუფერებელი პირობები იყო.

მოხსენების თანახმად, სულ ცოტა ოთხი ქართველი ტყვე იქნა ნაწამები და სულ ცოტა, სამი გასამართლებული სამხრეთ ოსური ძალების მიერ. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართულმა ძალებმა ცემეს და ცუდად მოეპყრნენ აგვისტოში დაკავებული 32 ოსიდან, სულ ცოტა ხუთს.

”როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა უნდა ჩაატარონ მათი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიება,” - განაცხადა რეიჩელ დენბერმა. ”რუსეთმა იგივე უნდა გააკეთოს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაშიც, ვინაიდან რეალურ კონტროლს სამხრეთ ოსეთზე რუსეთი ახორციელებს. რუსეთმა და საქართველომ უნდა უზრუნველყონ ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ჩაიდინა დანაშაულები, და უზრუნველყონ, აგრეთვე, შესაბამისი კომპენსაცია კონფლიქტის უამრავი მსხვერპლისათვის”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11