Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კორექტირებული საბიუჯეტო მონაცემები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ნოე.'09 / 17:09

მთავრობამ პარლამენტს 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დაუბრუნა, რომლის პირველად განხილვას საკანონმდებლო ორგანო 6 ნოემბერს გეგმავს.

თავდაპირველ პროექტთან შედარებით, ცვლილებები შეეხო საბიუჯეტო შემოსავლების - 5.107 მლრდ ლარი და ხარჯვითი ნაწილის - 5.398 მლრდ ლარი - პარამეტრებს მათი ზრდის მიმართულებით.

ამასთან ცვლილებებია გრანტების დაგეგმის ნაწილშიც, რომლის საპროგნოზო მაჩვენებელიც 462 მლნ ლარით განისაზღვრა, ნაცვლად  376.9 მლნ ლარის.

ამასთან მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში საშინაო და საგარეო ვალდებულებების ზრდით მისაღები თანხების ოდენობა შეადგენს, შესაბამისად, 100 მლნ და 1.213 მლრდ ლარს. მომავალი წლის ბიუჯეტი 136 მლნ ლარით შეივსება მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის; 615.6 მლნ ლარით - საერთაშორისო სავალუტო ფონდის; ხოლო 425.9 მლნ ლარით - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი კრედიტებით.

მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2010 წლისთვის ”შეზღუდული საფინანსო რესურსის პირობებში” სახელფასო ფონდების შემცირებისა და საშინაო და საგარეო წყაროებიდან დამატებით მოძიებული რესურსების ხარჯზე, თავდაპირველად წარდგენილ პროექტთან შედარებით, შემდეგი უწყებების დაფინანსება გაიზარდა:

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხები გაიზარდა 62.4 მლნ ლარით და შეადგინა 1 592 მლრდ ლარი; აღნიშნული ზრდა ძირითადად მოხმარდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებას. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 48 მლნ ლარით და შეადგენს 548 მლნ ლარს, რაც 20 მლნ ლარით ნაკლებია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავდაპირველ პროექტთან შედარებით, 30 მლნ ლარით მეტს მიიღებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის მიზნით და ჯამში უწყების დაფინანსება 557.7 მლნ ლარს შეადგენს.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნება 9.7 მლნ ლარით გაიზრდება და მთლიანობაში შეადგენს 74.7 მლნ ლარს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს დაფინანსება მთლიანობაში შეადგენს 847 მლნ ლარს, თავდაპირველ პროექტთან შედარებით უწყების დაფინანსების  71.9 მლნ ლარით ზრდის ხარჯზე. აქედან, ნაწილი -  28.7 მლნ ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, 29.5 მლნ ლარი მოხმარდება დევნილთა სახლების მშენებლობას. 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დაფინანსება 13.4 მლნ ლარით გაეზრდება და შეადგენს 119 მლნ ლარს. გაზრდილი თანხა ძირითადად მოხმარდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავადაპირველ ვარიანტთან შედარებით,  9.5 მლნ ლარით მეტს მიიღებს და მთლიანი დაფინანსება 66.5 მლნ ლარი გაუხდება.

ენერგეტიკის სამინისტროს 2.1 მლნ ლარით გაეზრდება დაფინანსება და შეადგენს 17.9 მლნ ლარს, რაც ბოლო წლებში ამ სამინისტროს დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თავდაპირველ პროექტთან შედარებით,  8.2 მლნ ლარით მეტს მიიღებს და მისი ჯამური დაფინანსება 53.3 მლნ ლარს შეადგენს მომავალ წელს. 

ამასთან, ბიუჯეტის ცალკე მუხლში გაიწერა 40 მლნ ლარის ღირებულების სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რაც  წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მსგავსი მიზნით გამოყოფილ თანხებს ორჯერ აღემატება.  მთლიანობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა 85 მლნ ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის კორექტირებული პროექტით, 2010 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის 287.6 მლნ ლარი, ხოლო საშინაო ვალების დასაფარად 60 მლნ ლარი განისაზღვრა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26