Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ნოე.'09 / 15:05

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს დეპუტატებს 2010 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა განსახილველად.

პროექტის მიხედვით, 5.107 მლრდ და 5.398 მლრდ ლარამდე გაიზრდება ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები და ხარჯები, შესაბამისად.

ბაინდურაშვილმა განუცხადა დეპუტატებს, რომ ბიუჯეტი იმ რეალობის გათვალისწინებით დაიგეგმა, რომ ეკონომიკური კრიზისის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამო წლის ბოლოს ”ეკონომიკა რეცესიაშია შესული” და მისი კლება 2009 წელს 4%-ს შეადგენს, ნაცვლად დაგეგმილი 9%-იანი ზრდისა. ”6.5 %-მდე საბიუჯეტო დეფიციტით მთავრდება წლევანდელი წელი,”- განაცხადა მინისტრმა.

მომავალ წელს, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების გარდა, ყველა სამინისტროს შეეკვეცება დაფინანსება წლევანდელთან შედარებით. მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეუნარჩუნდება არსებული დაფინანსება.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობამ გააკრიტიკა მთავრობა სოციალური და ჯანდაცვის სისტემის არასაკმარისი დაფინანსების გამო,  ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ  მომავალს წელს ეს სფერო მთლიანი დაფინანსებიდან ”რეკორდულ”, 26%-იან წილს მიიღებს.

მისი თქმით, კვლავ პრიორიტეტული რჩება გზების მშენებლობისა (746 მლნ ლარი 2010 წელს; 606 მლნ ლარი - 2009 წელს) და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

განხილული პროექტის მიხედვით, რომელმაც საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა კიდევ განიცადოს მცირე კორექტივები, საბიუჯეტო თანხები უწყებებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.592 მლრდ ლარი (2009 წ - 1.534 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 750 მლნ ლარი (2009 წ - 897 მლნ ლარი; 2008 წ - 1.547 მლრდ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 548 მლნ ლარი (2009 წ - 568 მლნ ლარი; 2008 წ - 739 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 267 მლნ ლარი (2009 წ - 342 მლნ ლარი);
  • ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 22 მლნ ლარი (2009 წ - 66.5 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 847 მლნ ლარი (2009 წ - 869 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 17.9 მლნ ლარი (2009 წ - 57 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 44 მლნ ლარი (2009 წ - 64 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 119 მლნ ლარი  (2009 წ - 119 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 66.5 მლნ ლარი (2009 წ - 70.6 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 557.7 მლნ ლარი (2009 წ - 519 მლნ ლარი);
  • კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – 74.7 მლნ ლარი (2009 წ - 86 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 53.3 მლნ ლარი (2009 წ - 113 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 29 მლნ ლარი (2009 წ - 41 მლნ ლარი);
  • ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 27 მლნ ლარი (2009 წ - 62.9 მლნ ლარი);
  • რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.1 მლნ ლარი (2009 წ - 1.3 მლნ ლარი); 
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2009 წ - 1.1 მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  800 ათასი ლარი (2009 წ - 906 ათასი ლარი).

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15