Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ”საქართველო - შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მარ.'10 / 18:27

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 9 მარტს, რომ საქართველო გახდება ამ რეგიონის ”შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით,”

”ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა ეს არის ყველაზე მაღალი დონის განათლების სისტემის შექმნა ამ რეგიონში და იმედია, ევროპის და მსოფლიოს მასშტაბითაც ერთ-ერთი პირველი უნდა ვიყოთ ისე როგორც იყო სინგაპური, ისე როგორც იყო თავის დროზე შვეიცარია,” - განაცხადა მან ბათუმში თურქულ-ქართული სკოლის ახალი შენობის გახსნისას.

”იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ რეგიონის შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით; რა თქმა უნდა, აქამდე ბევრი გზა გვაქვს გასავლელი; მაგრამ ჩვენ ვართ ადგილი, სადაც იქნება ყველაზე მეტი ფინანსური ინტერესი კონცენტრირებული, ყველაზე მეტი ბიზნეს აქტიურობა კონცენტრირებული, ყველაზე მეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კონცენტრირებული... ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ამას შევქმნით. ყველაფერი უნდა აამუშაონ აი ამ ბავშვებმა [მიუთითა მის ზურგს უკან მდგომ სკოლის მოსწავლეებზე] - აი ეს არის მომავალი ქართული შვეიცარიის, მომავალი ქართული სინგაპურის, ქართული დუბაის, ქართული ჰონგ-კონგის და რა თქმა უნდა, ყველა დროის ყველაზე დიდი საქართველოს ყველაზე ღირსეული მოქალაქეები,” - დასძინა სააკაშვილმა.

ცერემონიაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა თურქეთის სახელმწიფო მინისტრი ჰაიათი იაზიჯი, სააკაშვილი მიესალმა საქართველოში თურქეთის მონაწილეობით შექმნილი უნივერსიტეტის და სკოლების არსებობას და განაცხადა, რომ ეს საგანმანათლებლო ცენტრები ”ზრდიან საქართველოს პატრიოტებს”.

”ეს სიტყვა  - პატრიოტიზმი, ზოგიერთს რომ ეჩვენება სამარცხვინოდ, ამ სკოლებში ეს არავის არ ეჩვენება სამარცხვინოდ, იმიტომ რომ თურქეთმა კარგად იცის როგორ არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტიზმი და ძალიან კარგად აფასებს თავის მეზობლებში, მითუმეტეს მეგობრულ მეზობლებში, რას ნიშნავს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული, ” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რეფორმების პირველ ეტაპზე განათლების სისტემაში კორუფციის აღმოფხვრის შემდეგ, საქართველომ ახლა ”განათლების ხარისხის ზრდაზე” უნდა გაამახვილოს ყურადღება.

”ჩვენ ძალიან კარგი განათლების მინისტრები გვყავდა,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველმა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ, რომელიც ამჟამად საქართველო ელჩია გაეროში, ”სამართლიანი განათლების სისტემა” ჩამოაყალიბა კორუფციის აღმოფხვრის გზით. 

”დღეს რასაც აკეთებს [ამჟამინდელი განათლების მინისტრი] დიმა შაშკინი, ეს არის ამ [განათლების] სისტემის აღება და მოდენიზაცია - მთავარი ის კი არ არის, რომ უსამართლობა არ არის, არამედ მთავარია, რომ ამ სამართლიანობამ მოგვცეს ძალიან მაღალი ხარისხი განათლების,” - განაცხადა მან.

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა 557.6 მილიონი ლარი გამოყო განათლების და მეცნიერების სამინისტროსთვის, ნაცვლად 2009 წელს გამოყოფილი 519 მილიონისა. ეს დაფინანსება მშპ-ის (რომლის საპროგნოზო მაჩვენებელი, ბიუჯეტის მიხედვით, 19 მილიარდი ლარი იქნება) 2.9%-ს შეადგენს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19