Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებები მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ივნ.'10 / 18:35

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  წარადგინა ცვლილებები, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯების, დაახლოებით, 230 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს. 

ცვლილებები პარლამენტმა კენჭისყრის მეორე ცდაზე 88 ხმით დაამტკიცა მას შემდეგ, რაც პირველი კენჭისყრისას კანონპროექტი ჩავარდა.

ბიუჯეტი 150 მლნ ლარით, ბაინდურაშვილის თქმით, „ჭარბად შემოსული“ საგადასახადო შემოსავლების, ხოლო დანარჩენი ნაწილი 74 მლნ ლარის ოდენობით მოსალოდენილი დამატებითი გრანტების ხარჯზე იზრდება, რომლის ძირითადი ნაწილიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ გრანტებზე მოდის.

ბაინდურაშვილის განცხადებით, ცვლილებები შესაძლებლელი გახადა მოსალოდნელმა ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც ნაცვლად წელს დაგეგმილი 2%–ისა, მიაღწევს 4.5%–ს. მისი თქმით, ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს ეკონომიკის ზრდას, მათ შორის ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების, საგადასახადო ბრუნვის, საბაჟო შემოსავლების, უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების აღმავალი დინამიკა, სახეზეა.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად ბიუჯეტის დეფიციტი 6.5%–მდე დაიწევს, ნაცვლად წელს თავდაპირველად დაგეგმილი 7.3%–სა. 2009 წელს საბიუჯეტო დეფიციტმა 9.2% შეადგინა.  „ჩვენი მიზანია, რომ დეფიციტი 2013 წლისთვის დავიყვანოთ 3%–ზე,“– განაცხადა ბაინდურაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათში არ იყო ასახული პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდების, ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, 60 მლნ ლარით ზრდის დებულება და ფინანსთა მინისტრი ამ საკითხის „გაპარების“ მცდელობაში დაადანაშაულა.

კრიტიკის საპასუხოდ, ბაინდურაშვილმა აღიარა, რომ მთავრობის და პრეზიდენტის ფონდები „ამოწურულია“ და „ხდება მათი შევსება კანონით დასაშვებ ნორმამდე“, თუმცა მინისტრმა არ დაასახელა, თუ  რა კონკრეტული თანხით ივსება ეს ფონდები. მას არც ის კონკრეტული ღონისძიებები დაუსახელებია, თუ რაში დაიხარჯა ეს თანხები.

წლევანდელ ბიუჯეტში პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდები, თითოეული, 25–25 მლნ ლარს შეადგენდა, შარშან კი თითოში 50 მილიონი იყო გათვალისწინებული.

გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება:

25 მლნ ლარი დევნილთა სახლების მშენებლობას, 6.5 მლნ ლარი მათზე გასაცემ კომპენსაციებს, 2.6 მლნ ლარი დევნილთა ობიექტების რეაბილიტაციას და 3.4 მლნ ლარი კი დევნილთა კომუნალური გადასახადების დაფარვას მოხმარდება.

9.4 მლნ ლარი პენიტენციალურ სისტემაში მშენებლობა–რეაბილიტაციისთვისაა გათვალისწინებული.

რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის დამატებით 11 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო 9 მლნ ლარი მოხმარდება რაჭაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციას.

დამატებით, თითქმის 25 მლნ ლარია გათვალისწინებული ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე.

20.0 მლნ ლარი მიიმართება შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში საქართველოს მხარის თანამონაწილეობაზე. 

2.6 მლნ ლარი კი გერმანიაში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენას მოხმარდება საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ამ თანხის გამოყოფის გზით.

ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პირველადი სამუშაოებისთვის ბიუჯეტი წელს დამატებით 2 მლნ ლარს გამოყოფს.

საპარლამენტო ოპოზიციამ გააკრიტიკა მმართველი გუნდი იმის გამო, რომ ამ საბიუჯეტო ცვლილებებში ჯანდაცვისა და სოციალური, ასევე განათლების სფეროების დაფინანსება არ არის პრიორიტეტული და აქცენტი მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კეთდება. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16