Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალი საგადასახადო წესები 2011 წლიდან ამოქმედდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 სექ.'10 / 15:40

ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა, 2011 წლიდან ამოქმედდება.

ეს ბოლო ათწლეულში მიღებული უკვე მეორე ახალი საგადასახადო კოდექსია, რომელიც 2005 წლიდან ამ სფეროში მოქმედ წესებს შეცვლის.

საგადასახადო კანონმდებლობაში უცვლელი დარჩა საერთო–ეროვნული და ადგილობრივი გადასახადების ექვსივე სახე და მათი უმეტესობის განაკვეთები, თუმცა გაფართოვდა დასაბეგრი ობიექტების ბაზა.

ამ კუთხით, ერთადერთი გამონაკლისია აქციზური გადასახადები, რომელთა გაორმაგებული ოდენობაც გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე, მათ შორის ალკოჰოლურ სასმელებსა და ჯართზე, უკვე ამოქმედდა 1 აგვისტოდან ახალ საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებულ რიგ სხვა დებულებებთან ერთად, რომელთა შორისაა ასევე საგადასახადო რეგულაციების დარღვევებზე გათვალისწინებული სოლიდური საჯარიმო სანქციები. 

მაგალითად, საკონტროლო–სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისათვის ჯარიმების ოდენობა 400–დან 15 000 ლარამდე მერყეობს. ამასთან, ასეთი აპარატების გამოყენება 2011 წლის ივლისიდან სავალდებულო ხდება ბაზრობების მოვაჭრეებისათვისაც.

ამასთან, კოდექსის საბოლოო მიღების წინ მთავრობამ შეცვალა თავდაპირველად დეკლარირებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დამატებითი ღირებულების 18%–იანი გადასახადის (დღგ) სავალდებულო გადამხდელები იქნებოდნენ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირები. მესამე მოსმენით მიღებული კანონის თანახმად, დღგ–ს 100 000 და მეტი ლარის ბრუნვის მქონე გადაიხდის.

ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განმარტა, რომ ამ ჩასწორების სურვილი "ბიზნესიდან წამოვიდა მრავალჯერადად“, ვინაიდან "ბევრი სეგმენტისთვის აღნიშნული ზღვარის გაზრდა აღმოჩნდა მიუღებელი“. დღგ–ს ჩათვლებთან დაკავშირებული ოპერაციების გამო "პრაქტიკულად მივიღებდით იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს გაეზრდებოდა საგადასახადო ტვირთი, ვიდრე შეუმცირდებოდა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
 
თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებით, რომლებმაც კოდექსის მიღებას მხარი არ დაუჭირეს, დღგ–ს გადამხდელთა ზღვარის შეცვლა ახალ საგადასახადო კოდექსს უკარგავს იმ "რევოლუციურობას“, როგორადაც ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს.

გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადის კლების გრაფიკი ახალი საგადასახადო კოდექსით გადავადებულია და ნაცვლად 20%–დან 15%–მდე ეტაპობრივი შემცირებისა, ითვალისწინებს გადასახადის 18%–მდე შემცირებას 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში. 2013 წლამდე კი საშემოსავლო გადასახადი 20%–იან განაკვეთზე იქნება შენარჩუნებული, კანონის გარდამავალი დებულებების თანახმად.

ივნისის ბოლოს, პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 15%–იანი საშემოსავლო გადასახადი 2014 წლიდან ამოქმედდებოდა, თუმცა მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს.

ამასთან, 2011 წლიდან საბაჟო კოდექსი წყვეტს არსებობას და მისი ნორმები საგადასახადო კოდექსის ინტეგრირებული ნაწილი ხდება.  იმპორტის გადასახადი სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფებზე 12 და 5 პროცენტს შეადგენს. კოდექსში აღარსად ფიგურირებს ჩანაწერი იმპორტის ცალკეულ ჯგუფებზე არსებული 0%–იანი დაბეგვრის რეჟიმის შესახებ, რაც 2006 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედებს

იმპორტის გადასახადის გადახდა, ახალი კოდექსის თანახმად, იმპორტიორებს არა უშუალოდ  საბაჟოზე, არამედ საგადასახადო დეკლარაციების წარდგენისას მოუწევთ. ნაცვლად არსებული ყოველთვიური გადახდის წესისა, გადასახადების დეკლარირება კვარტალურად მოხდება, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

ახალი კანონმდებლობის სიახლეს წარმოადგენს მიკრო ბიზნესის სტატუსის შემოღება. ასეთად შეუძლია დარეგისტრირდეს (მომდევნო კალენდარულ წელს  – 15 თებერვლამდე) 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე ფიზიკური პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულთა შრომას. ამ კატეგორიის ფიზიკური პირები გათავისუფლებულები იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან და მათ ასევე არ ექნებათ საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება.

თუმცა 30 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე ყველა ფიზიკური პირი მიკრო ბიზნესის სტატუსს ვერ მიიღებს, რადგან კოდექსის თანახმად, გამონაკლის საქმიანობის სახეებს მთავრობა პარლამენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს და მას ასევე ექნება უფლება აკრძალოს ამ სტატუსის ქვეშ ცალკეული საქმიანობების განხორციელებაც.

დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში ექცევიან ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები. ასეთად ჩაითვლება ის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვაც 100 ათას ლარზე ნაკლებია. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების დროს ეს ზღვარი 200 ათას ლარს შეადგენდა.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესის შემოსავალი 3%-დან 5%-მდე დაიბეგრება. შემოსავლის 3%-იანი დაბეგვრით ისარგებლებენ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც შეძლებენ წარმოადგინონ მათი მთლიანი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯებისა) დამადასტურებელი დოკუმენტები. 3%-იანი დაბეგვრით ასევე ისარგებლებენ მცირე ბიზნესის კატეგორიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობენ - აქ იგულისხმება, მაგალითად, ბაზრობა.

ახალი კოდექსის მიხედვით, გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნება საგადასახადო ომბუდსმენის პოსტი, რომელსაც პრემიერ–მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით დანიშნავს. საგადასახადო ობუდსმენი პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, პატიოსანი გადამხდელის წახალისების რიგს მექანიზმებს; ასევე ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო, კანონის ორაზროვანი დებულების შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება გადაწყვეტილება გადამხდელის სასარგებლოდ გამოიტანოს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8