წლიური ინფლაცია ოქტომბერში 9.6% იყო, იტყობინება ”საქსტატი” 5 ნოემბერს.
ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაცია სექტემბერში 9.8% იყო.
ოქტომბრის ბოლოს, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-მდე გაიზარდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე – 6%-მდე შესამცირებლად ”არსებობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება.”