Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დემეტრაშვილი: დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის ერთადერთი გზა ახალი რეფერენდუმია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ივნ.'11 / 16:54

დეპუტატთა რაოდენობის 150–დან 190–მდე გაზრდა ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე კანონდარღვევა იქნება, განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ 29 ივნისს.

საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების ერთ–ერთი მთავარი ნაწილი, რომელსაც მმართველმა პარტიამ რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად მოაწერა ხელი, დეპუტატთა რაოდენობის 190 წევრამდე ზრდას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილების შესრულებას სამართლებრივი პრობლემები ექმნება, რადგან ოპონენტების თქმით, ის ეწინააღმდეგება 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის დროსაც ამომრჩეველთა 83.5%–მა მხარი დაუჭირა პარლამენტის რიცხოვნობის 235–დან არაუმეტეს 150–მდე შემცირებას.

რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, "რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით“.

"დეპუტატთა რაოდენობის გაზრდისათვის არსებობს ერთადერთი გზა და ეს არის მხოლოდ რეფერენდუმი. თუ ამ გზით არ მოხდა ეს ცვლილება, ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა და მე არ გამოვრიცხავ კონსტიტუციის დარღვევაც“, – განუცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა 29 ივნისს Civil.ge-ს.

საქართველოს კონსტიტუციის ერთ–ერთი თანაავტორი, ავთანდილ დემეტრაშვილი 1996–2001 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე იყო. 2009–2010 წლებში ის თავმჯდომარეობდა სახელმწიფო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის ახალი მოდელი, რომელიც ძალაში 2013 წლის ბოლოდან შევა. ამჟამად, ავთანდილ დემეტრაშვილი ხელმძღვანელობს ბათუმში განთავსებულ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრს, რომლის მიზანიც არის სამართლებრივი დახმარების გაწევა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ საკითხებში.

დემეტრაშვილის თქმით, ის რომ არც 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები და არც ის ფაქტი არ არის გასაჩივრებული, რომ ამ შედეგების ასახვა კანონმდებლობაში ერთთვიანი ვადის დარღვევით, 2005 წლის თებერვალში მოხდა, ნიშნავს იმას, რომ "ეს წესი მოქმედებს“.

დემეტრაშვილის განცხადებით, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეიძლება გასაჩივრდეს არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეს ინდივიდუალური სარჩელი, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, რომელშიც მოსარჩლე გააპროტესტებს იმ ფაქტს, რომ რეფერენდუმის შედეგის ასახვა კანონმდებლობაში ერთთვიანი ვადის დარღვევით მოხდა და ამიტომ კონსტიტუციის 49–ე მუხლის 1–ლი პუნქტი, რომელიც პარლამენტის რიცხოვნობას ასახავს, ბათილად იქნეს ცნობილი. 

“თუმცა, მე რომ ვიყო მოსამართლე, ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ამ საკითხთან მიმართებაში რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნება უფრო მაღალია, ვიდრე მისი წარმომადგენლობითი ორგანოს [პარლამენტის] მიერ მიღებული გადაწყვეტილება“,  – განაცხადა დემეტრაშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურ კანონში პარლამენტის რიცხოვნობასთან დაკავშირებული შესწორების ბათილობის შესახებ გადაწყვეტილება რომც მიიღოს, რეფერენდუმის შედეგები მაინც ძალაში რჩება.  

ავთანდილ დემეტრაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებული ფაქტია, რომ დეპუტატების რაოდენობის 235–დან 150–მდე შემცირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგების კანონმდებლობაში ასახვა და კანონმდებლობის მასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პარლამენტი ფორმალურად რეფერენდუმის შედეგებს არ დაყრდნობია.

დემეტრაშვილმა კომენტარი გააკეთა ასევე მმართველი პარტიის იმ არგუმენტზეც, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმის შედეგები არაკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუციის 74 მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ "არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“.

2003 წლის რეფერენდუმზე დასმული შეკითხვის შინაარსი ეხებოდა ცვლილების შეტანას და არა კანონის "მიღებას ან გაუქმებას“. თუმცა საკანონმდებლო შესწორება ცვლილებების ან დამატებების შეტანის შესახებ კანონის მიღებით ხორციელდება.

დემეტრაშვილის განცხადებით, სარეფერენდუმო შეკითხვის ფორმულირება  – „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“, არ შეიცავდა პირდაპირ დასმულ კითხვას კანონის გაუქმების ან მიღების თაობაზე. 

“ამდენად რეფერენდუმის ჩატარება იყო ლეგიტიმური და მისი შედეგების ბათილად ცნობა, ჩემი აზრით, შეუძლებელია“, სხვაგვარად, თუ არა ახალი რეფერენდუმის მოწყობის გზით, განაცხადა დემეტრაშვილმა.

რეფერენდუმის შესახებ კანონის მიხედვით, "რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ“.

ამავე კანონის მიხედვით, რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს პირდაპირი მოქმედების იურიდიული ძალა და საბოლოოა; საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.

რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. 

კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ადგენს, რომ ჩატარებული რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელი შეიტანება ცესკოს მიერ „რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში“. სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13