Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალი ამერიკელ დიპლომატებს ძალის არგამოყენების განცხადების მიღების ჩაშლაში ადანაშაულებს
Civil Georgia, Tbilisi / 3 აპრ.'18 / 16:44

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, მურატ ჯიოევმა ამერიკელი დიპლომატები დისკუსიების 27-28 მარტის რაუნდზე ძალის არგამოყენების თაობაზე ერთობლივი განცხადების მიღების ჩაშლაში დაადანაშაულა. 

2 აპრილს ცხინვალის ლიდერთან ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის დროს მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა „უკიდურესად არაკონსტრუქციული მიდგომა“ გამოიჩინეს და დოკუმენტში „იმთავითვე მიუღებელი“ ცვლილებები შესთავაზეს.

„კერძოდ კი ის, რომ განცხადებას იღებენ 2008 წლის 12 აგვისტოს [ცეცხლის შეწყვეტის] შეთანხმების მონაწილე ქვეყნები, რითიც შეეცადნენ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მონაწილეებიდან გამოეყოთ“, - განაცხადა ჯიოევმა.

„ჩვენ ვუთხარით, რომ ამგვარ ფორმულირებას არც კი განვიხილავდით და რომ სწორედ ამერიკული დელეგაცია ახდენდა სიტუაციის დესტაბილიზაციას“, - აღნიშნა ცხინვალის წარმომადგენელმა.

მან მომდევნო დღესაც განავრცო იგივე საკითხი და განუცხადა ადგილობრივ მედიას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთის და საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, დმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც დოკუმენტი „საქართველოს პრეზიდენტთან შეათანხმეს.

ჯიოევის თქმით, ამერიკული დელეგაცია „ამ გზით შეეცადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჟენევის დისკუსიების მონაწილეებიდან გამოერიცხა“.  „ამაზე ჩვენ კატეგორიული პროტესტი გამოვხატეთ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ დისკუსიები იმიტომ იმართება, რომ საქართველომ აგრესია განახორციელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს სჭირდებათ და მათი დაცვაა საჭირო ქართული აგრესიის გამეორებისგან“, - დასძინა ჯიოევმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი 27-28 მარტს გაიმართა და მონაწილეებმა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

მიუხედავად ადრე გაკეთებული განცხადებებისა, რომ მონაწილეები ძალის არგამოყენების განცხადებაზე კონსენსუს უახლოვდებოდნენ, ბოლო რაუნდი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც თბილისმა მოსკოვი „დესტრუქციულ მიდგომაში“ და მოლაპარაკებების განზრახ ჩიხში შეყვანაში დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სამწუხაროდ, მონაწილეებმა ვერ შეძლეს განცხადების პროექტზე შეთანხმება და „ამჯერად, მიუღებელი იყო ამერიკული ფორმულირება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ხასიათის შესახებ ძველ თეზისებს აბრუნებდა“. აშშ-ის მისიამ ჟენევაში მოკლედ აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ განცხადებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალიდან და სოხუმიდან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23