Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა
Civil Georgia, Tbilisi / 11 აპრ.'18 / 15:38


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, 10 აპრილი, 2018. ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 10-11 აპრილს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობდა, სადაც ის ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს შეხვდა. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლისთანავე პრეზიდენტი მარგველაშვილი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრემ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანმა მიიღო. მხარეებმა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობის და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.    

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. „საქართველო აფასებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას - ამ მხრივ, მზადაა იმუშაოს მეგობრული და პოზიტიური თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაფართოებლად, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყნებს ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ“, - განაცხადა მარგველაშვილმა მისი პრესსამსახურის ინფორმაციით.

საქართველოს პრეზიდენტმა უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და ტახტის მემკვიდრეს რუსულ „პროვოკაციებზე“ და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მოგვიანებით, 10 აპრილს, პრეზიდენტი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს შეხვდა.

მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ემირატების სტრატეგიული კვლვების ცენტრში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების პარტნიორობისა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ასევე ახლდა პრეზიდენტს ვიზიტის დროს, დამოუკიდებელი შეხვედრები გამართა ეკონომიკის მინისტრთან, სულთან ბინ საეედ ალ მანსურისთან, და საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან. იგი დუბაიში ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზეც გამოვიდა სიტყვით.

„საქსტატის“ ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან  182.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობამ 37.4 მლნ აშშ დოლარი (2016 წელს 32 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობამ 144.7 მლნ აშშ დოლარი (2016 წელს 138.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29