Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კობახიძე შიდაპარტიულ დავაზე საუბრობს და პარტიული დისციპლინის დარღვევის წინააღმდეგ აფრთხილებს
Civil Georgia, Tbilisi / 12 აპრ.'18 / 18:35


ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ესაუბრება, 12 აპრილი, 2018. ფოტო: parliament.ge

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველ პარტიაში მიმდინარე დავაზე კომენტარი გააკეთა, პარტიული დისციპლინის დარღვევის წინააღმდეგ გააფრთხილა და ქართული ოცნების მმართველ ორგანოებში ცვლილებები დააანონსა.

12 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „არის გუნდში რამდენიმე წევრი, რომელმაც დაუშვა შეცდომები“, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო სულისკვეთება უმრავლესობაში პოზიტიურია. „არის უამრავი დეპუტატი, 100-ზე მეტი დეპუტატი, უფრო მეტიც, რომელიც სწორად აკვირდება და აფასებს მოვლენებს“, - განაცხადა მან. 

„არის, კიდევ ერთხელ, გარკვეული შეცდომები, თუმცა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ამ ადამიანებთანაც დალაგდეს ურთიერთობები“, - განაცხადა კობახიძემ. ამისთვის კი, მისი თქმით, „შესაბამისი წინაპირობებია“ საჭირო.

„პირობები გვექნება ჩვენ, როდესაც განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან, ასეთი პირობების საფუძველზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა თითოეულ დეპუტატთან.“, - განაცხადა კობახიძემ. „პირობებს რაც შეეხება, მარტივია, დაირღვა დისციპლინა, მაგალითად შეურაცხყოფის მიყენება თანაგუნდელისთვის არის ერთ-ერთი გამოვლინება დისციპლინის დარღვევის და ამ შემთხვევაში ეს უნდა განხილული იქნეს და უნდა შეფასდეს“.

„თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, ამ შემთხვევაში გაგრძელდება შესაბამისი პროცესები“, - განაცხადა კობახიძემ, რომელსაც სავარაუდოდ პარტიიდან გარიცხვის პროცედურები ჰქონდა მხედველობაში. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ მიზანი არა დეპუტატების განსჯა, არამედ მომავალში ანალოგიური ინციდენტების გამეორების აღკვეთაა. 

ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე უმრავლესობა შეთანხმდა, რომ „გაიწერება კონკრეტული წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც“. „ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში, ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში“, - აღნიშნა მან.  

ირაკლი კობახიძე, რომელიც ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანია, პარტიის მომავალ ყრილობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ცვლილებები შევა სარევიზიო კომისიასა და პოლიტსაბჭოში. თუმცა, მან არ დააკონკრეტა შეეხება თუ არა ეს ცვლილებები გედევან ფოფხაძეს, რომელიც 21-წევრიანი პოლიტსაბჭოს წევრია.

ამ საკითხზე დღეს მედიასთან კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად უმრავლესობის დაშლას "კატეგორიულად" გამორიცხავს. 

 „იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობებიც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, „ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში გარეთ არ გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ, არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას, ნუ გააკეთებენ ამას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა მარტო ქართული ოცნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ეს სტაბილურობა არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი და მას საქართველოში ვერაფერი დაემუქრება“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36