Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
Civil Georgia, Tbilisi / 18 აპრ.'18 / 14:06

რამდენიმე ათეული აქტივისტი გუშინ გვიან ღამით სოფელ ჟინვალის მახლობლად შეიკრიბა და საქართველოს სამხედრო გზაზე რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი მანქანებისთვის გადაადგილების შეზღუდვით დაიმუქრა. 

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცოტა ხნით ადრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის FSB-ის ოფიცრებმა დააკავეს.

აქციის ორგანიზატორის დავით ქაცარავას თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, ილურიძე პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც ის „შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტებმა“ გაიტაცეს, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „300-400 მეტრით გადმოვიდნენ“.

„ეს არის ტერორი, რასაც რუსი ოკუპანტები აწარმოებენ ჩვენს ტერიტორიაზე. ისინი აგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის ტერორიზებას და ცდილობენ დააშინონ ისინი... რუსებს უნდათ გვითხრან, რომ ჩვენ არაფრის მაქნისები ვართ, რომ ჩვენ ჩმორი ერი ვართ“, - უთხრა ქაცარავამ ჟურნალისტებს აქციის დაწყებამდე.

ქაცარავას თხოვნა, რომ რუსული ნომრებით მოძრავი მანქანებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ, პოლიციელებმა არ დააკმაყოფილეს. მოგვიანებით მომიტინგეები შეეცადნენ გზის გადაკეტვას, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. 

აქცია ღამის 3 საათისთვის დასრულდა. ქაცარავას თქმით, „პირველ ეტაპზე შედეგი მიღწეულია“. „დაბრკოლება შევუქმენით რუსულ მანქანებს... თვითონ რუსული მხარე არ უშვებს ავტომანქანებს [ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან]“, - განაცხადა მან.  
 
ქაცარავამ ასევე განაცხადა, რომ აქცია კვლავ გაიმართება ჯერ თბილისში და შემდეგ ჟინვალში, და თუ დღეს 14:00 საათამდე არ დაბრუნდება ილურიძე, კვლავ გაგრძელდება აქციები.     

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11