ოკუპირებული ცხინვალის სიახლოვეს დაკავებული თამაზ ილურიძე თავისუფალია. იგი თბილისის მიერ კონრტოლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის FSB-ის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალებმა 178 ადამიანი დააკავეს, მათგან 126 პირი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ხოლო 52 - აფხაზეთის.