Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
Civil Georgia, Tbilisi / 19 აპრ.'18 / 15:58

„საქსტატის“ მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მოცულობა 28.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და  0.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის მოცულობა 21.6%–ით გაიზარდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2018 წლის იანვარ-მარტში 27.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 820.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა ევროკავშირში  209.4 მილიონი აშშ შეადგინა, რაც 31.4%–ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 26.4%–ით გაიზარდა და 610.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-მარტში, დსთ–სთან ვაჭრობა 30.2%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და  3.54 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 60%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 1.18 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 19.2%–ით გაიზარდა და 2.36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 26.6% შეადგინა; 23.7% - ექსპორტში და 27.5% - იმპორტში (2016 წელს ამ მაჩვენებლებმა 29.6%, 27.1% და 30.4% შეადგინა, შესაბამისად).

დსთ-ის ქვეყნების წილმა 34.6% შეადგინა; 40.9% - ექსპორტში და 32.3% - იმპორტში (2017 წელს 32.8%, 35.5% და 31.9% შესაბამისად).

2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად 404.6 მილიონ აშშ დოლარიანი ბრუნვით; შემდეგ მოდიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი 311.1 მილიონი, 270.2 მილიონი და 202.8 მილიონი დოლარით, შესაბამისად.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ უკრაინასთან 138.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის სომხეთი - 135.2 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია - 111.8 მილიონი აშშ დოლარი; საფრანგეთი და აშშ - 110 მილიონი აშშ დოლარი თითოეულთან; ბულგარეთი - 100.1 მილიონი აშშ დოლარი.

ექსპორტის კუთხით, რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია 98.2 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან თურქეთი, აზერბაიჯანი და ბულგარეთი 93.5  მილიონი, 76.4 მილიონი და 62.9 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.

იმპორტის კუთხით, თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი ლიდერობენ 311 მილიონი, 212.9 მილიონი, 193.8 მილიონი და 182.3 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად. 

2018 წლის იანვარ-მარტში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 118.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16%); შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 85.1 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11.5%); ავტომობილების რეექსპორტი – 64.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8%); ღვინო – 41.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.7%); მინერალური წყლები – 32.1 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.3%); აზოტოვანი სასუქები - 29.4 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4%); ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 28.9 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.9%); სამკურნალო საშუალებები – 28.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.8%); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 27.4 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.7%); სიგარეტი - 20.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.8%); დანარჩენი საქონელი - 262.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 35.5%). 

2018 წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია 186.9 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 127.4 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 117.9 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 79.6 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 72 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 44.7 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები - 38.2 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 28.4 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია - 27.2 მლნ აშშ დოლარი; ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, აირის სხვა ტურბინები - 24.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.3 მილიარდი აშშ დოლარი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32