1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია და მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა, ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეს-რელიზში, რომელიც 23 აპრილს გავრცელდა.
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა და რომლის მიზანიც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიკაციაა.
2010 წლიდან მოყოლებული სულ 325 ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი, მათგან 148 უკვე იდენტიფიცირებულია, ბოლო 22 ნეშტის ჩათვლით.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს ხელისუფლება ამჟამად იდენტიფიცირებული პირების ოჯახებთან მუშაობენ მათთვის ნეშტების ოფიციალურ გადაცემასთან დაკავშირებით.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.