Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი კონფლიქტების “ ეტაპობრივი“ მოგვარების გეგმით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 სექ.'04 / 10:35

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების "ეტაპობრივი“ მოგვარების გეგმით გამოდის.

პრეზიდენტმა სამ ძირითად ნაბიჯს გაუსვა ხაზი, რომელიც მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების დაჩქარებას შეუწყობს ხელს: ნდობის აღდგენა, კონფლიქრის ზონების დემილიტარიზაცია და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია, და ასევე თვითგამოცხადებული რეგიონებისთვის "ფართო ავტონომიის“ მინიჭება.

"პირველი ნაბიჯი ითვალისწინებს ნდობის აღდგენის ღონისძიებათა გატარებას ... ეს ღონისძიებები დააკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთმანეთთან, ასევე სტუდენტებს სტუდენტებთან, ჟურნალისტებს ჟურნალისტებთან, ჯანდაცვის მუშაკებს თავის კოლეგებთან, სპორტსმენებს სპორტსმენებთან, დედებს დედებთან...“, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ნდობის აღდგენა ნიშნავს "ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რაც მატერიალურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“.

მეორე ნაბიჯი გულისხმობს სპეციალურ ღონისძიებებს, მათ შორის ომის ინსტრუმენტების გამორიცხვას და დემილიტარიზაციას, ასევე შიშის და კრიმინალური ატმოსფეროს გაქრობას, აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ეს ელემენტები ნდობის აღდგენასთან ერთად უნდა განხორციელდეს“, დასძინა მან.

მან ასევე მოუწოდა სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციისაკენ. "საჭიროა სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია და რეალური საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატის განხორციელება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"მესამე ნაბიჯი ითვალისწინებს კონფლიქტის გლობალურ მოგვარებას გლობალური გარანტიებით, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ყველაზე ფართო ავტონომიების შექმნამდე... რაც გულისხმობს კულტურისა და ენის დაცვას, უზრუნველყოფს თვითმართველობას, ფისკალურ კონტროლს და ცენტრალურ ხელისუფლებაში ამ რეგიონების მნიშვნელოვან წარმომადგენლობას “, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში, რომლებიც მსოფლიოსთვის "შავ ლაქას“ წარმოადგენენ, ხდება დანაშაულის, ნარკოტრანზიტის, იარაღით ვაჭრობის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტერორიზმის ხელშეწყობა.

"უკანონო და უკონტროლო ზონები პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ევროპისათვის ... საერთაშორისო საზოგადოება ვეღარ დაუშვებს უსაფრთხოების რისკების იგნორირებას, რომლებიც წარმოიშვება ამ "შავი ლაქებიდან" და კონტრაბანდისტთა თავშესაფრებიდან“, დასძინა სააკაშვილმა.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16