Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
“ტერორისტული აქტის“ შედეგად გორში სამი პოლიციელი გარდაიცვალა
/ 1 თებ.'05 / 17:47
"სივილ ჯორჯია"

1 თებერვალს გორში მომხდარ აფეთქებას, რომლის შედეგადაც სამი პოლიციელი გარდაიცვალა,  ოფიციალურ პირთა მიერ უკვე მიეცა ტერორისტული აქტის კვალიფილაცია. ინციდენტის შედეგად ათზე მეტი სამოქალაქო პირი დაშავდა.
 
ძლიერი აფეთქება, რის შედეგადაც შიდა ქართლის რეგიონალური პოლიციის განყოფილების შენობა და მის ეზოში აფეთქებული მანქანის გვერდზე მდგომი ავტომანქანები დაზიანდა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, ინციდენტს ტერორისტული აქტის შეფასება მისცა და შესაბამისი მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 
 
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ეს იყო “კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი“. თუმცა, მან ვერ შეძლო აფეთქების რაიმე კონკრეტული მოტივი დაესახელებინა.
 
“ამ ტერორისტული აქტის უკან ის ხალხი დგას, ვისაც არ სურთ მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში“, განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომელიც  აფეთქების შემდეგ გორში ჩავიდა. ინციდენტის ადგილზე ასევე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიდა გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
 
“მე ჩემი ვარაუდები მაქვს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ამის უკან. მაგრამ, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება“, განაცხადა ოქრუაშვილმა.
 
შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით აფეთქდა დიდი ოდენობით ტროტილი და 80-100 კგ პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც დამონტაჟებული იყო შენობის წინ “ვაზ-21 011“ ტიპის ავტომანქანაში და დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა.
 
“ამ დროისათვის გამოკვეთილია ეჭვმიტანილთა წრე და მიმდინარეობს ვერსიებზე მუშაობა“, განაცხადა შსს-ს საგამოძიებო ნაწილის უფროსმა მამუკა მუჯირმა.
 
ქალაქი გორი თბილისიდან 90 კმ-ის, ხოლო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან დაახლოებით 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გასული წლის აგვისტოში გორის მახლობლად არაერთხელ მომხდარა ქართულ ჯარებსა და ოსურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული შეტაკებები. თუმცა, კონფლიქტის ზონასთან სიახლოვის მიუხედავად, გორში რაიმე არეულობებს არასოდეს ჰქონია ადგილი.
 
თუმცა, 2003 წელს ქალაქში ორი მცირე აფეთქება მოხდა. კერძოდ, 2003 წლის ივნისში გორის თეატრის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების დროს ორი მსახიობი  დაშავდა. თუმცა, გაურკვეველია მიმართული იყო თუ არა აფეთქება თეატრის პერსონალის წინააღმდეგ. 2003 წლის ივნისში გორში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ამჯერად, ადგილობრივი ოპოზიციის აქტივისტის განცხადებით, მის ეზოში ხელყუმბარა აფეთქდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5